საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, მათთან ერთად კრივის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები განიხილა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად კრივის მასობრიობასადა ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობაზე. ფედერაციის მხრიდან ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით საინტერესო პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში კი სამინისტროს მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებაზე ისაუბრა.

თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციამ იზრუნოს საგანმანათლებლო პროცესზეც და ბავშვებს, მომავალ თაობას კრივის წესები და პრინციპები თეორიის დონეზეც გააცნოს, რათა ბავშვებს კრივის მიმართ ინტერესი გაეზარდოთ და პროფესიულ სპორტში ჩართვის სურვილი გაუჩნდეთ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოს, რის შედეგადაც ქართულმა კრივმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია. ჩვენი მოკრივეები შედეგიანად ასპარეზობენ ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე. საქართველომ უმასპინძლა მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირებს და კრივის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ქალთა კრივის განვითარებას. ამ ეტაპზე ჰყავთ 3 პერსპექტიული მოკრივე, რომლებიც ასაკობრივ ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ. ამასთან, კრივის სექციებზე მუდმივად იზრდება ქალ მოკრივეთა რაოდენობა.

შეხვედრის ბოლოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა თეა წულუკიანს და სოსო გიორგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში