დღეს, 2 ოქტომბერს, ევროპაში შიდა ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება. გთავაზობთ დღევანდელი დღის 8 გამორჩეულ შეხვედრას.

"ვოლსბურგი" - "გლადბახი"

ბუნდესლიგის მე-7 ტურში "ვოლსბურგი" "გლადბახს" საკუთარ კედლებში მიიღებს.

6 ტურის თავზე მასპინძლებს 13 ქულა აქვთ და მე-3 ადგილს იკავებენ, "კვიცები" 7 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

დღევანდელ შეხვედრაში "ვოლსბურგს" ბარტოზ ბიალეკი, პაულო ოტავიო, ხავიელ შლაგერი და ვილიანი გამოაკლდება, სტუმრებს რემი ბენსებაინის, მამადუ დოკურეს, მარკუს ტურამისა და შტეფან ლაინერის გარეშე მოუწევთ თამაში.

მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი"

პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "წითელი ეშმაკები" "ევერტონს" მასპინძლობს.

6 ტურის შემდეგ მანჩესტერელები 13 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, "კანფეტები" ამდენივე ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.

მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში მარკუს რაშფორდი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჰარი მაგუაიერისა და ლუკ შოუს თამაშიც.

მერსისაიდელების დანაკლისი გაცილებით დიდია, სტუმრებს დომინიკ კალვერტ-ლევინი, კოულმანი, რიჩარლისონი, ფაბიან დელფი და ანდრე გომესი არ ეყოლებათ.

შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

"ტორინო" - "იუვენტუსი"

სერია A-ს მე-7 ტურში "ტორინო" "იუვენტუსს" მიიღებს.

6 ტურის თავზე ორივე გუნდს თანაბარი, 8-8 ქულა აქვს, გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის უკეთესი ბალანსით მე-9 ადგილზე "ხარები" იმყოფებიან, შესაბამისად, მე-10 ადგილს "ბიანკონერი" იკავებს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს სიმონე ედერა, დენის პრაეტი, მარკო პიაცა, სიმონე ძაძა და მაგნუს ვარმინგი გამოაკლდებათ.

თავის მხრივ, "ბებერ ქალბატონს" არტური, პაულო დიბალა, ალვარო მორატა და აარონ რემზის გარეშე მოუწევს თამაში.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ჩელსი" - "საუთჰემპტონი"

პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "ჩელსი" "საუთჰემპტონს" მასპინძლობს.

6 შეხვედრის შემდეგ ლონდონელებს 13 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე იმყოფებიან, "წმინდანები" 4 ქულით მე-16 ადგილს იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "არისტოკრატებს" ნგოლო კანტე და კრისტიან პულიშიჩი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვესაა რის ჯეიმსისა და მეისონ მაუნტის თამაშიც.

სტუმრებს მოედანზე გამოსვლა ტეო უოლკოტის, არმანდო ბორხასა და ჯეკ სტეფენსის გარეშე მოუწევთ, სტუარტ არმსტრონგის თამაში საეჭვოა.

მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

"სასუოლო" - "ინტერი"

სერია A-ს მე-7 ტურში "სასუოლო" "ინტერს" მიიღებს.

მასპინძლები 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, "ნერაძური" 14 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

"სასუოლოს" დღევანდელ შეხვედრაში პედრო ობიანგი გამოაკლდება, მილანელებს სტეფანო სენსის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

"ბრაიტონი" - "არსენალი"

პრეიერ ლიგის მე-7 ტურში "ბრაიტონი" "არსენალს" მასპინძლობს.

6 ტურის თავზე "თოლიებს" 13 ქულა აქვთ და მე-6 ადგილს იკავებენ. "მეთოფეები" 9 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში სტივ ალზედე და ადამ ვებსტერი არ ეყოლებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა დენი უელბეკისა და ივეს ბისუმას თამაშიც.

სტუმრებს გრანიტ ჯაკა გამოაკლდება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მადრიდის "ატლეტიკო" - "ბარსელონა"

ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს.

6 ტურის შემდეგ "როხიბლანკოს" 14 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს, "ბლაუგრანა" 12 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

მადრიდელებს დღევანდელ შეხვედრაში ჯოფრი კონდოგბია გამოაკლდებათ, კატალონიელებს მარტინ ბრაიტვეიდი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო და პედრი არ ეყოლებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ხორდი ალბას თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის