არსენ ვენგერმა „ვალენსიას“ 23 წლის ხუან მატას სანაცვლოდ ლონდონური კლუბისთვის სარეკორდი თანხა, 18 მილიონი ფუნტი შესთავაზა
როგორც იქნა „არსენალის“ თავკაცმა, არსენ ვენგერმა საფულე გახსნა - ესპანურ „ვალენსიას“ 23 წლის ნახევარმცველი ხუან მატა სთხოვა და მის სანაცვლოდ ლონდონური კლუბისთვის სარეკორდი თანხა, 18 მილიონი ფუნტი ანუ 20 მილიონ ევროზე ცოტა მეტი შესთავაზა.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში „მეთოფეთა“ კონკურენტებს კარგა ხანია „ფეხბურთელთა ბაზარზე“ ხალხი ჰყავთ გაშვებული, ზოგი მათგანი უკვე გაძლიერდა კიდეც, „არსენალი“ კი ახლა იწყებს.

ჩრდილოლონდონელთა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ხუან მატას მამასა და იმავდროულად აგენტ ხუან მატა უფროსს. როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, ყველა პრინციპული საკითხი მოგვარებულია და მატა მზად არის „არსენალთან“ პირადი საკითხები მოაგვაროს.

მატა, რომელსაც ნახევარდაცვის შუაშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფრთაზეც, ესპანელებს ახლახან დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჰყავდათ წაყვანილი. მოგეხსენებათ, ესპანელი ახალგაზრდები კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ. მათ ფინალში შვეიცარიას 2:0 მოუგეს. ტურნირში მატამ თავი გამოიჩინა, 2 გოლიც გაიტანა და კიდევ ოთხ მოთამაშესთან ერთად ბომბარდირთა შორის მესამე შედეგი აჩვენა. შარშან ამ დროს კი „ვალენსიას“ ნახევარმცველი ესპანეთის დიდ ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იყო და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. ვისენტე დელ ბოსკემ ის ჯგუფურ ეტაპზე, ჰონდურასის წინააღმდეგ, 20 წუთით შეუშვა მოედანზე.

მადრიდის „რეალის“ ყმაწვილთა გუნდის ყოფილ მოთამაშე მატას გოლის გატანაც ეხერხება და საგოლე გადაცემაც. სწორედ ამ თვისებების გამო უნდა ვენგერს „არსენალის“ სატრანსფერო რეკორდის დამხობა (აქამდე „მეთოფეებს“ ყველაზე დიდი თანხა, 2009 წელს, რუსი ანდრეი არშავინის სანაცვლოდ სანკტ პეტერბურგის „ზენიტისთვის“ ჰქონდათ გადახდილი - 13 მილიონი ფუნტი) და ნახევარმცველის „ემირეიტ სთედიუმზე“ გადაყვანა. დღეს, როდესაც სულ მეტად და მეტად იკვეთება „არსენალის“ კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის „ბარსელონაში“ გადასვლის პერსპექტივა, „მეთოფეთა“ ფრანგი თავკაცი ნახევარდაცვის რეკონსტრუქციაზე ფიქრობს - კვირა საღამოდან მოყოლებული ესპანურ მას-მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ფაბრეგასი, რომელიც ამჟამად იბიცაზე ბავშვობის მეგობრებთან, ბარსელონელ კარლეს პუიოლთან და ჟერარდ პიკესთან ერთად ისვენებს, 5 ივლისს, „არსენალის“ შეკრების დღეს, ლონდონში აღარ ჩავა.

კიდევ, ამბობენ, რომ არსენ ვენგერი, ამ დღეებში, სატრანსფერო ბაზარზე არნახულად გააქტიურდება და „უდინეზესგან“ 22 წლის ჩილელ ალექსის სანჩესს იყიდის. თუ მართლა ასე მოხდება, ჩათვალეთ, რომ „არსენალმა“ „ბარსელონასაც“ აჯობა, „მანჩესტერ სიტისაც“, „ჩელსისაც“ და, ვერ გეტყვით რამდენად სარწმუნოა, მაგრამ, როგორც ამ ბოლო დროს ამბობენ, „ლივერპულსაც“. თუმცა, ვენგერს სანერვიულოც გამოსჩენია. მას ბუენოს აირესის „ველეს სარსფილდიდან“ 23 წლის ნახევარმცველის, რიკარდო ალვარესის გადაბირება უნდოდა, მაგრამ, თურმე ალვარესზე „ინტერიც“ ნადირობს. აქამდე ცნობილი იყო, რომ არგენტინელის ყიდვა „არსენალის“ გარდა „რომას“, „პალერმოსა“ და „მალაგას“ უნდოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tazo gurulo
რა უბედურებაა ეს მუსიკა.
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა