გიორგი "გაგრას" კი შეუთანხმდა, მაგრამ მის სატრანსფერო ფურცელს დღემდე აზერბაიჯანული კლუბი ფლობს, რადგან კონტრაქტი 30 აგვისტოს უმთავრდება
"გაგრამ" ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელი დათა სიჭინავა დაიმატა. ევროთასების მონაწილე კლუბმა 22 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 1+1-სისტემით გააფორმა.

ჯერ ვერ ხერხდება თავუზის "თურანის" თავდამსხმელის, გიორგი ჭედიას დამატება. გიორგი "გაგრას" კი შეუთანხმდა, მაგრამ მის სატრანსფერო ფურცელს დღემდე აზერბაიჯანული კლუბი ფლობს, რადგან კონტრაქტი 30 აგვისტოს უმთავრდება.

ორი დღეა, ჭედია აზერბაიჯანში იმყოფება და კლუბის კონტრაქტის გაწყვეტაზე დათანხმება სურს. "გაგრაში" კი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მას კვიპროსულ "ანორთოსისთან" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე განაცხადში შეიყვანენ.

ამასობაში "გაგრამ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა "ზოოვეტთან" 3:0 მოიგო. გოლები გაიტანეს გიორგი ტყეშელაშვილმა (პენალტით), შალვა კვანტალიანმა და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ. ნიკა კლუბში კი ისინჯებოდა, თუმცა გუშინდელ ვარჯიშზე აღარ გამოჩენილა.

"ზოოვეტთან" ითამაშა 18 წლის უკრაინელმა მარცხენა მცველმაც, მაგრამ მისი ჩარიცხვა ჯერ არ გადაწყვეტილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა