"ბაიას" სპონსორი გამოუჩნდა და მისი დაფინანსება ტკბილეულის მწარმოებელმა ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ "ფერერომ" ითავა
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ "ბაიას" სპონსორი გამოუჩნდა და მისი დაფინანსება ტკბილეულის მწარმოებელმა ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ ითავა. თავიდან ფირმის სახელწოდება არ ხმაურდებოდა, თუმცა შევიტყვეთ, რომ ლაპარაკია კომპანია "ფერეროზე". მასსა და ზუგდიდურ კლუბს შორის ხელშეკრულების გაფორმება დღეისთვისაა დაგეგმილი და "ლელოს" უახლოეს ნომრებში მათი თანამშრომლობის დეტალებზე უფრო ვრცლად გიამბობთ.

მალე ისიც გახდება ცნობილი, თუ რა ოდენობის თანხას გამოუყოფს "ბაიას" ახალი სპონსორი, თუმცა კლუბში დადებითი ძვრები კონტრაქტის გაფორმებამდეც შეინიშნება. კერძოდ, ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს უახლოეს დღეებში გაუსტუმრებენ ორთვიან სახელფასო დავალიანებას, უკვე გამოინახა შეკრების მოსაწყობი თანხები...

ბოლოდროინდელმა ამბებმა "ბაიადან" წასვლა გადააფიქრებინა გამოცდილ მეკარე გიორგი სომხიშვილს, რომელიც ზუგდიდელებთან ხელშეკრულებას ახანგრძლივებს; ფაქტობრივად, გადაწყვეტილია "ბაიაში" ახალგაზრდა ნახევარმცველის, გიორგი ცხადაიას გადასვლა, რომელიც გასულ სეზონში ჯერ "ზესტაფონის", შემდეგ კი "სამტრედიას" ღირსებას იცავდა; მოსალოდნელია გამოცდილი მცველის, ლევან აკობიას დაბრუნებაც, ოღონდ ეს მოგვიანებით თუ მოხდება, რადგან დღესდღეობით აკობია სომხური "ულისის" ფეხბურთელია და ერევნულ კლუბთან ერთად ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

უკვე გაცნობეთ, რომ "ბაიას" დაუბრუნდა ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრებით ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა. "ლელოს" მიერ სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დასახელებული ირაკლი ქობალია კი, რომელიც ევროპის ლიგისთვის რუსთავის "მეტალურგმა" ინათხოვრა, აუცილებლად დაბრუნდება.

სხვა მხრივ, "ბაიას" შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. გუნდი კვლავაც ახალგაზრდული იქნება, მწვრთნელები ნიჭიერ ჭაბუკებს არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სამეგრელოს სხვა რეგიონებშიც ეძებენ.

"ბაიას" მოსამზადებელ გეგმებში ცვლილებებია. ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ბაკურიანულ შეკრებაზე აღარ წავა და უახლოეს პერიოდს საკუთარ ბაზაზე გაატარებს, სადაც ორჯერად ვარჯიშებთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. საწვრთნელი პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, პირველ საკონტროლო შეხვედრას კი "ბაია" პარასკევს ან შაბათს ჩაატარებს.

ბაკურიანისგან განსხვავებით, კვლავაც დღის წესრიგშია თურქეთში გამგზავრება, ოღონდ ადრე ნათქვამი შავიზღვისპირეთისგან განსხვავებით, "ბაიას" სამწვრთნელო შტაბი სამთო კურორტ ბოლუში გამგზავრებას გეგმავს. ისევე, როგორც სხვა თურქულ კურორტებზე, იქაც შესანიშნავი საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა და ზუგდიდელებს არც სპარინგ-პარტნიორების მოძიება გაუჭირდებათ. გეგმის მიხედვით, ათდღიანი თურქული შეკრება 20 ივლისს უნდა დაიწყოს.

მოკლედ, "ბაიას" წევრები სეზონს იმედიანი განწყობით ხვდებიან და ჩვენც ვიქონიოთ იმედი, რომ ახალი სპონსორი ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა