ევროპის ჩემპიონატი. U-21. სტატისტიკური შეჯამება
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. დანიურ ორჰუსში, ფინალში შვეიცარიის ნაკრების 2:0 ძლევით ეს გუნდი ისტორიაში შევიდა, როგორც იტალიის მერე ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელი - "როხიტამ" მესამე ტიტულით ინგლისს, ჰოლანდიას და აწ უკვე აღარ არსებულ ქვეყანა, საბჭოთა კავშირს გაუსწრო. რაც შეეხება იტალიელებს, მათ 5-ჯერ აქვთ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოგებული, თუმცა ბოლოს ეს 2004 წელს მოხდა.

აქვე გთავაზობთ 21-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა გამარჯვებულს: 1978 - იუგოსლავია, 1980 - სსრკ, 1982 - ინგლისი, 1984 - ინგლისი, 1986 - ესპანეთი, 1988 - საფრანგეთი, 1990 - სსრკ, 1992 - იტალია, 1994 - იტალია (ტურნირი საფრანგეთში ჩატარდა), 1996 - იტალია (ესპანეთი), 1998 - ესპანეთი (რუმინეთი), 2000 - იტალია (სლოვაკეთი), 2002 - ჩეხეთი (შვეიცარია), 2004 - იტალია (გერმანია), 2006 - ჰოლანდია (პორტუგალია), 2007 - ჰოლანდია (ჰოლანდია), 2009 - გერმანია (შვედეთი), 2011 - ესპანეთი (დანია). 1994 წლამდე ტურნირი ერთ ქვეყანაში არ იმართებოდა, დღევანდელი ფორმატით ევროპის ჩემპიონატი პირველად შვეიცარიაში, 2002 წელს ჩატარდა.

აი, რატომ გახდა ესპანეთი ევროპის ჩემპიონი (ეს აზრი გუნდის მწვრთნელ ლუის მილიას ეკუთვნის): "სამი მიზეზის გამო ესპანეთი ჩემპიონია, ესენია: შრომა, მებრძოლი სული და რწმენა".

ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ტრიუმფატორთა მესაჭეს არ დავუჯეროთ, თუმცა მის ნათქვამს სტატისტიკური მონაცემებით გავამყარებთ. ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ორ კარად არის დაყოფილი: ინდივიდიუალურ და გუნდურად.

ჩემპიონატის ბომბარდირისთვის განკუთვნილი "ოქროს ბუცი" "დეპორტივოს" ფორვარდმა ადრიან ლოპესმა მიიღო - მან 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და უახლოეს კონკურენტს, შვეიცარიელ ადმირ მეჰმედის 2 გოლით გაუსწრო. კიდევ ხუთმა ფეხბურთელმა დანიაში 2-2 გოლი შეაგდო (მათ შორის, ორი ჩემპიონია).

ამათ გარდა კიდევ 18-მა ფეხბურთელმა გაიტანა დანიაში თითო გოლი. თუკი შვეიცარიელ ფრანკ ფელტშერს საამისოდ 25 წუთი ეყო, ბელარუსმა იეგორ ფილიპენკომ, შვეიცარიელმა ჯერდან შაჩირიმ და ესპანელმა ტიაგო ალკანტარამ საამისოდ ყველა მატჩი (5) შეუცვლელად ითამაშეს. მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო ტურნირზე 2 საგოლე პასის გაკეთება - მსოფლიოს ჩემპიონმა ხუან მატამ. 25-მა სხვამ კი თითო საგოლე პასი მიითვალა. გამოვყოფთ უკრაინელ არტემ კრავეცს, რომელმაც 73 წუთში მოახერხა საგოლე პასის გაკეთება. გოლი+პასი სისტემით მატა კინაღამ დაეწია "ოქროს ბუცის" მფლობელ ადრიან ლოპესს ("დეპორტივოს" შემტევს საგოლე პასი არ მიუთვლია), მატას 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი დაუგროვდა.

ინდივიდუალური სტატისტიკა

გოლები

5 ადრიან ლოპესი ესპანეთი 426 წთ.

3 ადმირ მეჰმედი შვეიცარია 385

2 დენი უელბეკი ინგლისი 270

2 ანდრეი ვორონკოვი ბელარუსი 331

2 ანდერ ერერა ესპანეთი 414

2 ხუან მატა ესპანეთი 479

2 ბორჟეკ დოჩკალი ჩეხეთი 480

კიდევ 18 ფეხბურთელი 1-1 გოლით

საგოლე პასები

2 ხუან მატა ესპანეთი 479 წთ

კიდევ 25 ფეხბურთელი 1-1 საგოლე პასით

გოლი + პასი

5 ადრიან ლოპესი ესპანეთი 5+0

4 ხუან მატა ესპანეთი 2+2

3 ადმირ მეჰმედი შვეიცარია 3+0

3 ანდერ ერერა ესპანეთი 2+1

ზუსტი დარტყმა

8 დენიელ სტარიჯი ინგლისი 270 წთ

7 კრისტიან ერიქსენი დანია 270

7 ადრიან ლოპესი ესპანეთი 426

5 ჯერდან შაჩირი შვეიცარია 480

არაზუსტი დარტყმა

14 ჯერდან შაჩირი შვეიცარია 480

7 დიდაკ ვილა ესპანეთი 480

7 ტიაგო ალკანტარა ესპანეთი 480

6 კოლბეინ სიგტორსონი ისლანდია 270

6 ონდრჟეი ჩელუსტკა ჩეხეთი 480

თამაშგარე

9 ადრიან ლოპესი ესპანეთი 426

6 კოლბეინ სიგტორსონი ისლანდია 270

5 მარიო გავრანოვიჩი შვეიცარია 163

5 ხუან მატა ესპანეთი 479

ჯარიმები

15 ხავი მარტინესი ესპანეთი 466

15 ჯერდან შაჩირი შვეიცარია 480

14 დენის გარმაში უკრაინა 161

მათზე დაჯარიმდნენ

24 ჯერდან შაჩირი შვეიცარია 480

22 ხავი მარტინესი ესპანეთი 466

18 ადმირ მეჰმედი შვეიცარია 385

18 ინოსენტ ემეგარა შვეიცარია 319

გაფრთხილება

5 ლუკაშ ვაჩა ჩეხეთი 375

3 ხავი მარტინესი ესპანეთი 466

3 ოლეგ ვერეტილო ბელარუსი 480

გაძევება

1 სერგეი მატვეიჩიკი ბელარუსი 144

1 დენის გარმაში უკრაინა 161

1 არონ გუნარსონი ისლანდია 166

1 ლუკაშ ვაჩა ჩეხეთი 375

გუნდური სტატისტიკა

ქებათა ქება შვეიცარიის ნაკრებს - ეს გუნდი, რომელიც თბილისშიც გვსტუმრობდა (სხვათა შორის, ვერ დაგვამარცხა), საუკეთესოდ ორგანიზებული იყო, ნიჭიერ შემტევებს, ზურგს ბრწყინვალე დაცვის ხაზი უმაგრებდა. საკმარისია ითქვას, რომ პიერლუიჯი ტამის გუნდმა სულ ორი გოლი გაუშვა ტურნირზე და ორივე ფინალში. შეტევაში კი ესპანეთს ბადალი არა ჰყავდა - 11 გოლი ტურნირზე ანუ საშუალოდ 2,2 გოლი მატჩში.

გოლები

11 ესპანეთი 2,2

7 შვეიცარია 1,4

5 ბელარუსი 1

4 ჩეხეთი 0,8

გაშვებული ბურთები

2 შვეიცარია 0,4

2 ესპანეთი 0,4

3 ინგლისი 1

ზუსტი დარტყმა

26 დანია 8,67

22 ესპანეთი 4,4

20 შვეიცარია 4

არაზუსტი დარტყმა

35 ესპანეთი 7

34 შვეიცარია 6,8

29 ჩეხეთი 5,8

კუთხური

29 შვეიცარია 5,8

24 ესპანეთი 4,8

21 ჩეხეთი 4,2

ჯარიმები

125 ჩეხეთი 25

94 შვეიცარია 18,8

83 ბელარუსი 16,6

მათზე დაჯარიმდნენ

115 შვეიცარია 23

90 ესპანეთი 18

79 ბელარუსი 15,8

გაფრთხილება

17 ბელარუსი 3,4

16 ჩეხეთი 3,2

13 ესპანეთი 2,6

გაძევება

1 ბელარუსი 0,2

1 ჩეხეთი 0,2

1 ისლანდია 0,33

1 უკრაინა 0,33

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!