ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი თავდამსხმელი თავის მომავალზე დაფიქრებას საზაფხულო პაუზის დროს აპირებს
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი ფორვარდის, ოთარ მარცვალაძის გარშემო რუსულ სპორტულ მედიასა და საფეხბურთო წრეებში კვლავ აქტიურად ალაპარაკდნენ. ჯერ იყო და, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ნიჟნინოვგოროდელთა ქართველი მეგოლე "კრასნოდარში" გადასაბარგებლად ემზადება. ახლა კი პრემიერლიგის ბოლო ტურში სწორედ მარცვალაძის ბრწყინვალე თამაშითა და დუბლით "ვოლგამ" სტუმრად "ტომთან" (3:0) ნანატრი გამარჯვება იზეიმა.

ჩვენებურის ორივე გოლი ულამაზესი გამოდგა - განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე იყო, რომელიც რუსეთში ტურის საუკეთესოდ აღიარეს. ჰოდა, ამ ყველაფერმა ერთად ქართველი თავდამსხმელის მომავლისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა...

"კრასნოდარის" მთავარმა მწვრთნელმა, სლავოლიუბ მუსლინამ დაადასტურა კიდეც, რომ

კლუბებს შორის მარცვალაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.

რუსულმა ვებგვერდებმა "სპორტ-ექსპრეს.რუ"-მ და "გაზეტა.რუ"-მ კი ოთართან ინტერვიუები გამოაქვეყნეს და ჩვენ მათ ერთად გთავაზობთ..

- სად გავარგძელებ კარიერას, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხში ჯერ კიდევ ბევრი რამ გასარკვევია. წინ საზაფხულო პაუზაა და მოსაფიქრებლად დრო მაქვს.

- ტომსკში გამართული მატჩი "ვოლგასთვის" საუკეთესოა ჩემპიონატის პირველ წრეში?

- მართლაც, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოვიდა. ალბათ უფრო მეტი შეგვიძლია, ვიდრე - ცხრილის ფსკერზე რომელიმე ადგილისთვის ბრძოლა.

- მოდით, ამ მატჩში გატანილ თქვენ გოლებზე ვთქვათ. მათში "წვლილი" მეტოქის მეკარესაც ხომ არ მიუძღვის?

- მე ტომსკელ მეკარეს ვერ დავადანაშაულებ. პირველ შემთხვევაში ბურთი ფეხზე კარგად "მომაჯდა" და აუღებელი დავარტყი, მეორეში კი საკმარისი დრო მქონდა, კარისკენ გამეხედა და ზუსტი დარტყმა განმეხორციელებინა.

- თქვენი აზრით, "ტომმა" ითამაშა ცუდად, თუ "ვოლგამ" ძალიან კარგად?

- მგონია, რომ ამ დღეს ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა. ჩვენი მომენტები გამოვიყენეთ, მეტოქემ კი ეს ვერ შეძლო. შედეგად, ჩვენ გავიმარჯვეთ. არადა, ტომსკში არცთუ იოლი თამაში გვქონდა - ხანგრძლივი ფრენა, განსხვავება დროში... თუმცა, მადლიერი ვარ ჩემი თანაგუნდელების, რომლებმაც საკუთარ თავში იპოვნეს ძალა, ეს ყველაფერი გადაელახათ და მოედანზე სათამაშო განწყობით გასულიყვნენ.

- მოელოდით, რომ "ტომი" ასე უკბილოდ ითამაშებდა შეტევაში? იქნებ ეს მხოლოდ თქვენი დაცვის კარგი თამაშის შედეგი იყო?

- მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. ბიჭებმა მოინდომეს და თამაშიც წაგვივდა.

- ჩემპიონატის დარჩენილ პერიოდში "ვოლგას" პერსპექტივას როგორ შეაფასებთ?

- ვფიქრობ, გუნდს გადარჩენისთვის ბრძოლა არ დასჭირდება. მეორე წრიდან ყველაფერი გამოსწორდება და გაცილებით უკეთ ავთამაშდებით.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა