საქართველო-საბერძნეთის (0:2) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი ლორია (5.5) - "ანორთოსისის" კიპერი შაბათის მატჩში ნაკლებად დამაჯერებელი იყო - ჯერ ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თუმცა მაშინ გადავრჩით. ბერძნებმა არჩათვლილი გოლი ლორიას ცუდად მოგერიებულის შემდეგ გაიტანეს.

გიორგიმ ერთ ეპიზოდში ბურთი კარის ხაზის მიღმა მდგომმა დააფიქსირა. სტუმრები ითხოვდნენ, რომ ხაზი ბურთმაც გადაკვეთა, თუმცა ასე არ ყოფილა.

მეკარეს გაშვებულ გოლებში ვერაფრით დავადანაშაულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე სეივი ჰქონდა.

ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების ფლანგები მთელი თამაშის განმავლობაში ნაკლებად აქტიურობდნენ და დაცვაშიც დიდი დატვირთვა ჰქონდათ.

საუკეთესო ფორმაში მყოფი კაკაბაძე ასეთი პასიური არ იქნებოდა. შეხვედრის ბოლოს კი მისი შეცდომა გოლად დაგვიჯდა.

დავით ხოჭოლავა (6.0) - ცენტრალური დაცვა გაცილებით დამაჯერებელი იყო, ვიდრე სექტემბრის შეხვედრებში. ხოჭოლავა ბევრს იბრძოდა - სახიფათო ზონიდან ბურთი 7-ჯერ გამოიტანა, ზუსტ პასებში (92%), დაცვიდან ამოსვლის კომპონენტშიც კარგად გამოიყურებოდა.

ლაშა დვალი (6.0) - დიდხნიანი უქმობის მიუხედავად, "ფერენცვაროშის" მცველს სანიოლი მაინც დაეყრდნო და იმედები არ გაცრუებია. იმ ფონზე, როცა დაცვაზე დიდი დატვირთვა იყო, ის ამოცანას კარგად უმკლავდებოდა. ისე ჩანს, ლაშა ამ პოზიციაზე სტაბილურად ითამაშებს.

გურამ გიობელიძე (5.0) - თუ როგორ ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს ფეხბურთელზე სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ, "დრეზდენის" ფლანგელი ამის კარგი მაგალითია. გურამი ვერ იყო დამაჯერებელი, რასაც შეხვედრის მიწურულს საბედისწერო თერთმეტმეტრიანიც დაემატა.

გიორგი აბურჯანია (5.5) - სამწუხაროა, რომ გიორგის პორტუგალიაში ცოტა დრო ეძლევა. ბერძნების მოძრავ და ამავდროულად, ხისტ ცენტრთან მას უჭირდა. იყო პერიოდები, როცა ბურთი საერთოდ არ გვქონდა, ვერ ვინარჩუნებდით.

ჯაბა კანკავა (5.5) - კაპიტანმა ნაკრებში საიუბილეო (მე-100) შეხვედრა ჩაატარა. მას, გარკვეულწილად, ასაკის კვალი მაინც ეტყობა - რამდენჯერმე ბურთი ვერ ჩაჭრა, ხოლო მოწინააღმდეგეებს საყრდენი ზონიდან დარტყმის საშუალებას აძლევდა.

საბა ლობჟანიძე (6.0) - ეს ის თამაში არ იყო, რასაც "ჰათაისპორის" ნახევარმცველმა შეგვაჩვია. საბას მონდომება არ აკლდა, თუმცა ძველებურად ვერც დაცვას ეხმარებოდა და შეტევაშიც ბევრი ვერაფერი გააწყო.

თითქოს იკვეთებოდა, რომ მის ნაცვლად შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილი უნდა ჩართულიყო, თუმცა სანიოლმა ასე არ გადაწყვიტა.

გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - "გენტის" ფეხბურთელმა ეპიზოდურად დაგვანახა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს - ერთხელაც მოწინააღმდეგეებს თავბრუ დაახვია და ჯარიმით შეაჩერეს. ერთხელ მახვილგონივრული პასი გააკეთა.

მაშინ, როცა ძველი ჩაკვეტაძე გვახსოვს, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. გიორგის ართმევის ნაწილშიც ბევრი სამუშაო აქვს.

ხვიჩა კვარაცხელია (6.0) - "რუბინის" გარემარბმა თამასა იმხელაზე ასწია, თუნდაც ბერძნებთან სალონიკურ შეხვედრაში, რომ მისგან ცოტა პასიურობასაც ვერ ვეგუებით.

ხვიჩას მიმართ სტუმრებს სულ შიში ჰქონდათ და ფრანგი მთავარი მწვრთნელიც ავანსად ბოლომდე ენდო. კვარაცხელიას თამაშის გამწვავება უჭირდა ანდაც პასიურად, სტატიკურ პოზიციაში ცდილობდა, მეტოქე ჩამოეტოვებინა. მის ანგარიშზე 4 დრიბლინგი იყო. ხვიჩა ართმევის ნაწილშიც გამორჩეულია, რაც სათავეს ახალ შეტევას უწყობს, ახლა კი არც ეს გამოუვიდა.

გიორგი მიქაუტაძე (5.0) - გიორგიმ ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა იცის, მაგრამ მას ამისთვის შესაბამისი სიტუაცია უნდა შეექმნას. საქართველოს ნაკრები ცდილობს, ფონს ჩაწოდებებით გავიდეს, რაც მიქაუტაძის სტილისა და აღნაგობის ფორვარდისთვის შეუფერებელია - მას ტანმაღალ მცველებთან უწევდა ბრძოლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის გარდა, ბურთსაც კარგავდა და საკუთარ თავს არ ჰგავდა.

თორნიკე ოქრიაშვილი (6.0) - შეცვლაზე შესული თორნიკე, ტრადიციულად, შესამჩნევი იყო და ბოლომდე იბრძოდა, თავი არ დაუზოგავს, თანაგუნდელებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა. მისი მონდომება მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა.

ვაკო გვილია (5.5) - მას საკლუბო პერიოდი ცუდი არ აქვს, თუმცა ნაკრებში პროდუქტიულობა აკლია. მოტივირების პრობლემა მას ნამდვილად არ აქვს.

გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი - მათ იმდენად ცოტა დრო დაეთმოთ, შეფასება რთულია.

ვილი სანიოლი (5.0) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სექტემბრის მატჩებისგან ბევრი ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, გუნდი რეგრესის გზაზეა, ის კი ახალს ვერაფერს გვთავაზობს.

სანიოლმა შემადგენლობა თითქოს სწორად შეარჩია, თუმცა, როცა თამაში მთლიანად დავკარგეთ, მასში ჩარევა ვერ მოახერხა. გაუგებარია, ცვლილებები უფრო თამამად რატომ არ გაკეთდა. როგორც ჩანს, ნულოვანი ფრე მისთვის მაინც მისაღები იყო, საბოლოოდ კი არც ეგ გამოვიდა.

ისე ჩანს, ვილის სამწვრთნელო დუელში უჭირს. მოწინააღმდეგეთა დამრიგებლები ჩვენს გუნდს უკეთ სწავლობენ, ვიდრე პირიქით.

ფრანგმა გახსნილად ისაუბრა პრობლემებზე, რაც ისედაც არახალია - ჩვენს ფეხბურთელებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, ლიდერისა და ნიჭიერის სტატუსი რომ გაამართლონ.

სანიოლის მწვრთნელობა იქ მორჩა, სადაც ესპანეთს გამაოგნებელი შემადგენლობა დაუპირისპირა. ვერც მანამდე წყვეტდნენ ვარსკვლავებს, მაგრამ იმ მარცხის შემდეგ ელვაში გაბეცებული თხებივით იყურებიან
100 იანი ხარ ძმაო
სანიოლის მწვთნელობა მე ვერ დავინახე, ვინც დაინახეთ, ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ, ხუმრობის გარეშე
Michael
მე არსად დამიწერია არ გააკრიტიკოთთქო. მეც ვაკრიტიკებ მაგრამ იმ ამაზრზენ სიძულვილს არ ვაფრქვევ რასაც აქ ვხედავ. კრიტიკა არის ორი სახის, ერთია როცა გიყვარს და მართლა გული გინდა წარმატებას მიაღწიონ და გულისტკივილი გალაპარაკებს და მეორე როცა სეირის ყურების მიზნით ხარ მომართული, ერთი სული გაქვს წააგონ და მერე გვსიამოვნებს რომ აგინებ, და ეგ გგონია კრიტიკა. მე ან უკანასკნელს ვხედავ ყოველთვის და თქვენი არვიცი
ABCABC
მეგობარო რაღაც პონტში მართალს იძახი, მაგრამ 16 წელიწადში 1 თამაში მოვიგეთ მხოლოდ ისიც ვის ბელარუსიას ხო და ისიც 1-0 და ისიც ოქრიაშვილის რაღაცა საოცარი მოძრაობა რო არ გამოსვლოდა არანაირი კომბინაცია არ ყოფილა. მემგონი მაყურებლებს რომელიც ვბალეშიკობთ გვაქ უფლება რო გავაკრიტიკოთ და თან სამართლიანად.
რა გვეშველება?
ჩემი აზრით, ვაისი არ იყო კარგი მწვრთნელი. იქნებ სხვა საფეხბურთო ფილოსოფიის ქვეყნებში მიეღწია კიდეც წარმატებისთვის. არ ვიცი. მაგრამ ცუდი იყო თუ კარგი, ვაისი მწვრთნელი იყო. სანიოლი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. ჩვენდა საუბედუროდ, არც ხიზანა არაა. რასაც ვატყობ, ბიჭები კონკრეტული დავალებების, დამუშავებული სქემების გარეშე გადიან სათამაშოდ. პირველი 3 თამაში ვაისთან ნასწავლმა სქემებმა კიდევ იმუშავა, მერე კი მოიშალა ყველაფერი. ვაისს გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. და რა მაინტერესებს: ესენი მწვრთნელს კონტრაქტს რომ უფორმებენ, იქ მის პასუხისმგებლობაზე არაფერი წერია? 6 თამაშში 1 ქულა გვაქვს და სად გადის დასაშვების ზღვარი? რა არის მინიმუმი, რომელსაც ესენი მწვრთნელისგან კონტრაქტით ითხოვენ და საწინააღმდეგო შემთხვევაში ათავისუფლებენ? თუ ამ კონტრაქტების დადების დროს ნაკრების მომავალ შედეგებს არა აქვს მნიშვნელობა?!
ნიკოლოზი
არცერთი ფეხბურთელი იმის მეასედს არ ხარჯავს ენერგიას რამდენსაც ვთქვათ ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი ან ჯარისკაცი და ეგ "სამი ფეხბურთელის" ხელფასი სამიათასი ექიმის ხელფასზე სამჯერ მეტია!!! მიზერი ხელფასი ქონდათ 50 იან 70 იან წლებში ფეხბურთელებს დიდი დიდი ჟიგული ეჩუქებინა კაი ვარიანტში მაგრამ შედაროს რომელიმე იმ ფეხბურთელებთან ვერც ნიჭით ვერც შრომისმოყვარობით ვერც ჟინით ახლოსაც ვერ მივა, აი ფულის სიყვარულით კი პირველები აიან მსოფლიოში
xx
და განა მარტო ფეხბურთი?
Ucxo
Tyuilad atanen amxela fuls ucxo mcvrtnelebs chvens fexburtelebs qecbaias nairi mcvrtneli unda sxva veravin ushvelit danishnet isev qecbaia da daacadet miecit dro ragacas is ufro gamoadnobs vidre ucxo. Martla didma mcvrtnelebma veraferi ushvela qartul nakrebs da sanioli ras izavda.
Michael
არველაძემ თქვა, ის დაფინანსება რომელიც ნაკრებს აქვს და რომელსაც აყვედრის ეს უცოდინარი ხალხი, რეალურად ნორმალური გუნდის სამი ფეხბურთელის ხელფასიაო. დანარჩენი თავად განსაჯეთ.
ზურა
ვილი სანიოლს 1 ქულა, საერთოდ რომ არ ყოფილიყო ამაზე უარესად ვერ ითამაშებდნენ
Levani
აგერ კორღალიძეს რომელიღაცა ნაკრები იწვევს მწვრთნელად(სავარაუდოდ რომელიმე პრიბალტიკის) მაგის აწყობილი ლოკომოტივი ჯერ კიდე უბერავს.რატო ვერ გაქაჩავდა ნაკრებში?თან რო შეხედავ სუფთა არტეტაა.
ზურა
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ფეხბურთის ფედერაცია იყო ფულის დაზგა! ფედერაციის ყველა პრეზიდენტი ვინც კი ყოფილა სათავეში დაკავებული იყო სხვა და სხვა მაქინაციებით დაკავებული! ყველა დროის ნაკრები ყიდიდა თამაშებს ან ტოტალიზატორთან შეთანხმებულ შედეგებს ამთხვევდა! მაკედონიასთან ისტორიული თამაშიც გაყიდული იყო! საქართველოში მიდღემჩი ასე იქნება! იმიტომ,რომ საქართველოა! იმიტომ,რომ ქართველები ვართ! ესაა სიმართლე!
Michael
ბიჭების ლანძღვით და დამცირებით სიამოვნებას იღებთ? ბავშვთა ფეხბურთს რომ გაიძახით, ამ კომენტარებს ეგ ბავშვებიც კითხულობენ და რა მომავალი ელით უკვე წარმოუდგენიათ. ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, ასეთ გულშემატკივრის წინაშე თამაში ვის მოუნდება. რასაც გასცემთ უკანაც იმას იღებთ. ლანძღვა-გინებით გამოსწორებული სიტუაცია სად გინახავთ, რომელ ქვეყანაში? ეს იმის მანიშნებელია, რომ გვყავს საზოგადოება, რომელმაც არ იცის როგორ შეაფასოს და გაანალიზოს შეცდომები.
ვოოტ
ამ შეფასებებს, სჯობდა, დაგეწერათ, ვინ რამდენი კილომეტრი (მეტრი) გაირბინა...
Levani
კომენტატორები დაგვრჩა გაულანძღავი და ერთიც წავკბინოთ. ბურთის დაკარვა შეცდომაა და არა ცოდვა. ანუ კი არ შესცოდა-შეცდა. მარხვაში უზუსტო პასებიც შეიძლება და ავტოგოლებიც
Nukri
რა მინდა ვთქვა, ზოგადად ფეხბურთი წარმოადგენს ქვეყნის სახეს, თუ როგორი ძლიერია ქვეყანა, თუ როგორ გიყვარს ქვეყანა, როგორი ერთობაა ქვეყანაში და ბევრი სხვა მრავალი, ჩვენ რა ვართ გასაგებია და ფეხბურთიც შესაბამისია
მესი
ნამუსიანი კი მარა ნამუსი ჩვენს ქვეყანაში აკრძალულ არს
რატომ ბრაზობ,სოსო?!
ერთად თამაშობდნენ ჰერტაში? ძმაკაციო და
ფეოლა
ფეხბურთელები არ გვყავს, მაგრამ რადგანაც სახელმწიფო გვქვია იძულებულები ვართ მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში. მკლავჭიდის ფედერაციის მსგავსად მიჰქაროს ფეხბურთის ფედერაციამაც რამე, და დაგვედება სანქციები, აკრძალვები და ჩვენც დავისვენებთ და ე.წ. ფეხბურთელები.
ქუთაისელი
ამის მოთმენა და გადაგორება არ შეიძლეა! საჭიროა საერთო ეროვნული პროტესტი! ჟურნალისტური გამოცემები უნდა შეთანხმდნენ და მომავალი 1 თვის განმავლობაში ამ მარაზმში მონაწილე არცერთი ტიპის შესახებ არცერთი სიახლე არ უნდა დაიდოს! დარჩნენ სიბნელეში და ვაკუუმში! არც კოსოვოს მატჩი უნდა გააშუქოთ. სხვა ფეხბურთელებზე დაწერეთ, ყველაზე, ამათ გარდა...
ლადო
ამთზე კიდევ წერენ რამეს? არანაირი ანალ-იზი არ უშველის ანალ-ისტებს. უბრლოდ, მართლა დიდი რესურსია ბავშვებში ჩასადები, მათი სწავლების მეთოდების სწორად შემუშავებაში, რომ თუ პატრიოტები არ იქნებიან, თავისი საქმის პროფესიონალები მაინც გამოვიდნენ და მერე ნაკრებსაც და ქვეყანასაც მეტს მისცემენ გაცილებით. ახლა ამათ ვინ დამწყემსავს, საერთოდ არა აქვს აზრი. თუ კიდევ გაიბრწყინებენ და ერთა ლიგის ჯგუფს მოიგებენ, ამ მენტალიტეტით და პროფესიონალიზმით იმ გადამწყვეტ თამაშს ყოველთვის წააგებენ და ვიქნებით ასე გულგახეთქილები სულ. ამიტომ, ცივსისხლიანი მიდგომა სჯობია და რადიკალური ცვლილებები ბავშვთა ფეხბურთში სწავლების ერთიანი მეთოდოლოგია უნდა შემუშავდეს. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ნაღდად მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ...
გიორგი
ამ ეტაპზე რაც ჩანს ყველაზე სუსტი მწვრთნელია უცხოელებიდან ვინც კი გვყოლია
ნატურალი გურული
გევიგონე თამაშის დამთავრების მერე რაფერ წარედ იტკვლიცა სანიოლმა შუბლში ხელი, აგენი ვინ ყოფილარიენ, რამ ჩამომიყვანა მე აბდალი აქანაიო!
Levani
ბავშვთა ფეხბურთი უნდა იყოს უფასო.ეს აუცილებელია- ყელა ქალაქმა 2-3 მწვრთნელი როგორ ვერ უნდა შეინახოს+ბურთები და ფორმა 2 წელიწადში ერთხელ. დიდ ქალაქებში 10-15 მწვრთნელი და სულ ესაა..აბა აძლეთ 3-ე ლიგაში ჩამოყვანილ ლეგიონერებს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ხელფასი. ისე ეს ბავშვებიც არსებობენ?მე სტადიონებზე ვერ ვხედავ საღამოობით,ჯოისლიკის ფორმა აქვთ მიღებული
Herbst
რომელი სპორტული გადაცემაც ჩავრთე ყველგან კვარაცხელიაზე არის საუბარი. მართლა მაინტერესებს ეს ბიჭი სანამ გამოჩნდებოდა მანამდე საქმე აწყობილი ჰქონდა ნაკრებს და ამ ბიჭმა გააფუჭა თუ რა ხდება? ვიღაც ამბობდა თავის ასაკის ნაკრებში უნდა ეთამაშა ჯერო, ანუ ახლა 21 წლამდელებში უნდა თამაშობდესო. ასე თვლით თქვენც? მართლა მაინტერესებს. კი ბატონო ეთამაშა 21 წლამდელებში, ამ ბიჭის ბრალი არის რომ ნაკრებში გამოიძახეს 18 წლის ასაკში და ამ ეტაპზე თუ კარში დაარტყა და გოლი გაიტანა ნაკრებმა ყველა მისი დამსახურებაა? ან იმაზე რომ შეჭამეს, ამდენი არ ღირს და ტყუილად დაადესო, მაინტერესებს, ტრანსფერ მარკეტმა დაადო 18 მილიონი და რა შუაშია კვარაცხელია ამ ყველაფერთან? ტრანსფერ მარკეტი რის მიხედვით ადებს ფასებს ფეხბურთელებს ნაცნობობით თუ კარგი თამაშით? ვერ ვიგებ ამ ბიჭის მიმართ ამხელა ნეგატივს და ყველაფერში მის დადანაშაულებას. მე პირადად ჩაქნეული მქონდა ხელი ნაკრებზე და მისი თამაშის მერე გული შემომიბრუნდა. მან რომ საბერძნეთთან თავის თავზე აიღო თამაში და არ წაგვაგებინა ვიფიქრე, რომ შეუძლია მას ნაკრების გადარჩენა, მაგრამ სულ ხო არ მოხდება ეგ? ხან ფორმაში არ იქნება, ხან ტრავმა ექნება, ხან კოვიდი... ამხელა ტვირთი რატომ უნდა ატაროს ერთმა? თუ ვინმე თვლის რომ 21 წლამდელებში უნდა თამაშობდეს, ათამაშონ 21 წლამდელებში, ალბათ ნეპოტიზმში ვერ ჯდება და არავის ნათესავი არაა ფედერაციაში, თორე მარტო მაგ 20 წლის ბიჭზე არ გადატეხავდნენ ყველაფერს, მითუმეტეს, როცა ამდენი გამოცდილი მოთამაშეა მოედანზე. მე არავის ლანძღვა არ გამიგია კვარაცხელიას გარდა. გასაგებია, რაც უფრო მეტი შეგიძლია მეტი მოგეთხოვება მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს. სასწაულად უყვარს მასას ერთი ადამიანის გამორჩევა, ან გაღმერთება და ან გაგდება და გადავლა. მეცოდება ძალიან ეს ბიჭი. მე რომ მის ადგილას ვიყო თავ-ბედს დავიწყევლიდი, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. მას ალბათ უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს.
150-ის მძღოლი
ღვთისავარ, აბურჯანიას ლანძღვას ერიდებით თუ მეჩვენება? ან დვალის რა მოგეწონათ. მიქაუტაძე ქვილითაია კიარაა, ორთაბრძოლები მოიგოს. თქვენ ძმაკაც კობიაშვილს მოკითხეთ პასუხი
gia
ნამუსიანი მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ახლა გადამდგარი უნდა იყვნენ@
ა.კ

გოგა
რათქმაუნდა ჩვენ ფეხბურთელებთან მეტი პრეტენზია გვაქ, მაგრამ სანიოლი ვასზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელია, ვაის რაღაც სულ გამოსდიოდა და იცოდა როგორ ეთამაშებინა გუნდი, მაქსიმალური შედეგი დადო ამ ნაკრებით, რო არა ცოტა უიღბლობა ევროპაზეც გავოდოდით.. მწვრთნელი გასაშვებია სასწრაფოდ, მოედანზე აშკარად ჩანს, სანიოლი და ფეხბურთელები ვერ უგებენ ერთმანეთს
jordan beli
სანამ ბავშვთა ფეხბურთი 100% უფასო არ იქნება,რომ სიღარიბეში გამოჯეჯგილმა ბიჭებმა ითამაშინ ფეხბურთი,სანამ ბავშვთა ფეხბურთში და ასოკობრივ ნაკრებებში კორუფცია,ნაცნობ მეგობრობა,ზემოდან დარეკვები არ მოისპობა სულ ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე-შეიცვლება მწვრთნელები,ფედერაცია,იქნება იმედები,ბაქი ბუქი და ჩაფლავებული ქართული ფეხბურთი.არა გჯერათ? ,,ალილო და ხვალეო".
dubia
კვარას რატომ - 6? 9-10 დაგეწერათ თქვენს ხელში არაა? რა? ვერ ნახეთ ცენტრში როგორ მოატყუა ორი მცველი,თანაც ბერძნებს შიშისგან როგორ უკანკალებდათ ხელ ფეხი.

არ წამიკითხავს და არც ვაპირებ. შეფასება - მენახირე და ნახირი. მეტი არ ეკუთვნით
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?