საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა. ამაში გასაკვირი არც არაფერია: ეს ტრაგიკომიკური "ფილმი" ხომ 27 წელია გრძელდება, ათასჯერ ნანახი გვაქვს, ზეპირად ვიცით და მაინც ვიშლით ნერვებს. დანიშნავენ ახალ მწვრთნელს, გაიცემა ავანსები, მერე ისევ წავაგებთ, დაიწყება კრიტიკა და ეს ერთი და იგივე დაუსრულებლივ გრძელდება. შეიძლება რაღაც უფრო უკეთესი შედეგის, ლოკალური წარმატების მიღწევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - გლობალურის.

ვთქვათ, გვესარგებლა უეფას ძღვენით, დაგვემარცხებინა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთი მაკედონია და გავსულიყავით დაუმსახურებლად ევროპის ჩემპიონატზე. იქ ხომ ჩრდილომაკედონიელებზე უფრო დიდ სირცხვილს ვჭამდით. გადის წლები, იცვლებიან ფეხბურთელთა თაობები, რომელთაგან ზოგიერთებს ლეგენდარულებად მოვიხსენიებთ და გვავიწყდება, რომ ვერც ერთმა მათგანმა საქართველოს ნაკრებს დიდი გამარჯვება ვერ მოუპოვა. მთავარი მიზეზი ქართული ფეხბურთის სისტემაშია. ის ისეთია, როგორიც არის და თაობიდან თაობას ჯაჭვურ რეაქციასავით გადაეცემა - უნაყოფო ხემ არ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი.

ვიდრე ეროვნულ გუნდზე მოგახსენებდეთ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ორიოდ სიტყვით ეროვნულ ლიგაზე გეტყვით - ახალს ვერაფერს. ეს ძალიან დაბალი დონის ტურნირია და არსებულ პირობებში არც შეიძლება იყოს უკეთესი. ამიტომ არ დადის მატჩებზე არავინ, სტადიონები ცარიელია, ვინაიდან თამაშების ყურება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგგვრით. დაბალი დაფინანსების გამო ყველა ფეხბურთელის ოცნება საზღვარგარეთ წასვლაა და აქ ისინი დარჩნენ, რომლებიც ვერ წავიდნენ; რომლებიც წავიდნენ, იქ ვერ დამკვიდრდნენ და უკან დაბრუნდნენ და რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ უცხოეთში გადაბარგების იმედი. გუნდების დონე სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულოა და ამიტომ ვერ ახერხებენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გაღწევას. ახლა რაღაც კონფერენს ლიგა მოიგონეს, რომელიც მკვდრადშობილ ინტერტოტოს თასს ჩამოჰგავს. ის ისეა მოწყობილი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი რომელიმე კლუბი მოხვდება, რაც უდიდეს წარმატებად მოინათლება, რომლის მწვრთნელს, ალბათ, ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადებენ და მის ნაკრების თავკაცად დანიშვნას მოითხოვენ. თუმცა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა არც რაიმე დიდი წარმატებაა და ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის განვითარებას განსაკუთრებულად ხელს ვერ შეუწყობს. გავიმეორებ - ასეთ პირობებში და ასეთი მწირი დაფინანსებით ჩვენს კლუბებს პროგრესირების არანირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. აბსოლუტურად.

რაც შეეხება ნაკრებს: კონტინგენტი უმეტესწილად სუსტია. ძალიან სუსტი. ლეგიონერთა დიდი ნაწილი ისეთ ლიგებში თამაშობს (ზოგიერთი უმეტესად თადარიგშია), რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დიდად ვერაფრით აღემატებიან. უბრალოდ, ის ლიგები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "უკეთესად შეფუთულია". ამიტომ ვერ ასრულებენ ჩვენი ფეხბურთელები საჭირო მოცულობის სამუშაოს, მეტოქეები უმეტეს შემთხვევაში ბურთზე ბრძოლისას ასწრებენ და სავალალო შედეგს ვიღებთ.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელი ვილი სანიოლი კი გაუგებრობაშია მოხვედრილი. მან მთელი საფეხბურთო კარიერა საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა, სრულიად სხვა საფეხბურთო სამყაროში და მისთვის საქართველოს დარ ქვეყანაში მუშაობა უცხოა. აქ სხვა პირობებია, გაცილებით უარესი და რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღწევა ძნელია, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლებელი. მხოლოდ გარკვეულწილად. ალბათ, დამეთანხმებით, არც საბერძნეთის ეროვნული გუნდი წყვეტს ამჟამად ციდან ვარსკვლავებს და უკეთ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ მისმა თავკაცმა ჯონ ვან ტ'სხიპმა სანიოლს პირადი დუელი მოუგო. აი, რა თქვა ნიდერლანდელმა მატჩის წინ: "ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, წარმატება არ უნდა გაგვიჭირდეს". მოკლედ, კარგად შეისწავლა ჩვენი გუნდი და 3 ქულაც მოიპოვეს. მართალია, კომპენსირებულ დროში, მაგრამ ვაღიაროთ სიმართლე, დამსახურებულად გაიმარჯვეს.

არადა, სანიოლს წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა. კვარაცხელია განეიტრალებული იყო, ჩაკვეტაძეც, ლობჟანიძეც, მიქაუტაძე "მშრალ ულუფაზე" იმყოფებოდა, განაპირა მცველები უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ (ვერც წინ ვარგობდნენ) და სწრაფი კონტრიერიშებისას მოწინააღმდეგის შემტევები განივ გადაცემებს აკეთებდნენ, სადაც ჩვენი ცენტრალური მცველები საუკეთესოდ ნამდვილად ვერ ირჯებოდნენ. "ჯვაროსნების" ტანმაღალი ცენტრბეკები სტანდარტულებისას ხშირად ჩადიოდნენ ბერძენთა საჯარიმოში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ბურთის კარში დარტყმა. ფრანგი სპეციალისტი კი დაგვპირდა, რომ მისი შეგირდები ოქტომბერში თამაშის ხარისხს გამოასწორებდნენ, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, სანიოლის წინამორბედი ვლადიმირ ვაისი უკეთ უძღვებოდა საქმეს, ბევრ მატჩში ძლიერ გუნდებს ბრძოლა გაუმართა. შესაძლოა, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ აღმოსავლეთევროპელია, უკეთ გაერკვა სიტუაციაში და შეგირდებს უფრო ფრთხილ ფეხბურთს ათამაშებდა, უფრო დაცვაზე ორიენტირებულს; სათამაშო დისციპლინის დამყარებასაც მიაღწია, შედეგს - ვერა.

წაგებების სერია კი გრძელდება და პასუხისმგებელი არავინაა. სტადიონზე მაყურებლების არყოფნაც მოქმედებს, რადგან ნაკრებს ვერ ეხმარებიან და ზომიერად საჭირო ობსტრუქციასაც არ აქვს ადგილი, რათა საზოგადოების დამოკიდებულება სრულად დაინახონ და შეიგრძნონ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რაღაც მაღალი მიზნების მიღწევაზე, თუმცა გვყავს რამდენიმე ნორმალური ფეხბურთელი, რომელთა გარშემო საშუალო კლასის, მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება მაინც შეიძლება.

და კიდევ: იქნებ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად, როგორმე თავად მიხვდნენ ამას და დროებით უარი თქვან ნაკრებში ასპარეზობაზე.

ქომაგი
სანამ საქართველოში ნაცნობობით და ფულის სანაცვლოდ გუნდებში მოთამაშეების აყვანა არ მორჩება მანამდე არაფერი გვეშველება, ნამდვილი ტალანტები იკარგებიან !!!!
CXADADZE
ერთი ეგ ქონდა ხუშტური "მამამზეს" ეძახოდნენ მარა მეტი არაფერი არა აქვს არავის მიზეზი სათქმელი. და ესენი რას შვრებიან 7 დებიუტანტი ერთად შეყარეს მოედანზე სანატრელი არ გაგვიხდა ის მამის ბუშტი ცხადაძე

მეგობრებო, გასაგებია რომ რთულია, ემოციურია, განვიცდით, ვნერვიულობთ და ჩვენც გვინდა ჩვენმა ეროვნულ ნაკრებად წოდებულმა სრულმა გაუგებრობამ რაღაცას მიაღწიოს მაგრამ ერთი რაღაც ნუ გვავიწყდება და საკუთარ ჯანმრთელობას და ნერვებს გავუფრთხილდეთ.... არ შეუძლიათ მეტი არააააა!!! რაც არის ეგ არის და ეხლა რამდენიც არ უნდა ვუძახოთ და რაც არ უნდა ვუძახოთ თავზე მაღლა ვერ ახტებიან ვერაა, სამწუხაროდ!!! P.S. რაში დაიხარჯა ფახბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი ხალხის-ბიუჯეტის მილიონები, რა უნდა მიგვეღო შედეგი და რა მივიღეთ?! აგებს თუ არა ვინმე პასუხს ხალხი-ბიუჯეტის თანხების უშედეგოდ ხარჯვაზე?! ოღონდ ისე არა ვიღაცეები რომ გამოდიან ხოლმე და პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზე იტყვიან და არაფერი არ იცვლება ყველა თავის ადგილზე ისევ ბედნიერია!!!
Kartozich
ბავშვთა ფეხბურთი, აკადემიები, კვალიფიციური მწვრთნელები (პედაგოგები) ბავშვთა ფეხბურთში, ერთიანი სისტემა, ბავშვთა შეფასების სისტემა, კონკურენცია და ბევრი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება. კლუბების დავალდებულება თავისივე აკადემიები შემოსავლის 30% დააფინანსოს, სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი ტურნირები და ელემენტარული ფორმები და სხვა პირობები ბავშვებს გადასახადის გარეშე რომ მაქსიმალური იყოს ჩართულობა. სხვანაირად შედეგი არ იქნება. ეს მწვრთნელები ვინც ბავშვებთან მუშაობენ 95 პროცენტი ახლოს არ უნდა მიუშვა ბავშვებთან. ზოგი დასაჭერია ისეთი დეგენერატია... პირველი დემოტივატორები ეგენი არიან. გარდა ამისა დღევანდელი ფეხბურთის და კლუბების მესვეურები უნდა დაავალდებულო ჩადონ ინვესტიცია (კაპიტალი) როგორც ბანკებს მოეთხოვებათ. ამათ ფულის ხარჯვა არ უნდათ უბრალოდ ელოდებიან ვინ არის ნიჭიერი 100 დან რამდენი დარჩება რომ გაყიდონ და ჯიბე გაისქელონ...
Suxumchanin
100 დოლარს ახდევინეთ მოზარდებს ვარჯიშებზე და მერე რატო არ მოდის ახალი თაობაო? ვინ მოვა ფეხბურთის ვარჯიში კი არა სულს ღაფავს ხალხი
Suxumchanin
100 დოლარს ახდევინეთ მოზარდებს ვარჯიშებზე და მერე რატო არ მოდის ახალი თაობაო? ვინ მოვა ფეხბურთის ვარჯიში კი არა სულს ღაფავს ხალხი
ნადირ აბას ოღლი
არა უშავს. მთავარია კობიმ გლდანში არჩევნები "მოიგო".ის ჭაღარა ლევანმა რომ ყავს ფედერაციაში, ხომ არ მოგვესინჯა ნაკრების მწვრთნელად, მაგარი მიმწოლი ტიპია ტო!

ცხადაძეს ამაზე სუსტი შემადგენლიბა ყავდა და უკეთეს თამაშს აჩვენებდა. კი ბატონო, პოლონეთთან ჩაუვარდათ თამაში თუმცა იქაც კი ამაზე უკეთ ითამაშეს. თან სულ უფრო უარეს ფეხბურთს აჩვენებენ. 1. წავიდეს სანიოლი.ის არ არის მწვრთნელი. 2. დაინიშნოს ისეთი მწვრთნელი ვისაც აქვს მუდმივი სამწვრთნელო პრაქტიკა და უმუშავია არასაფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებთან. ან ქართველი მწვრთნელი. 3. ნაკრებს ყავდეს ფსიქოლოგი, რომელიც მუდმივად იმუშავებს მათთან სანაკრებო შეკრებებისას. და მთავარი. წ ა ვ ი დ ე ს ფედერაციის დღევანდელი არაკომპეტენტური შემადგენლიბა. კობიაშვილის თამადობით.
bs
ცხადაძე მეც მომწონდა, მაგრამ ბაჩანა რომ ეროვნული ნაკრების წევრი გახადა მივხვდი რომ ესეც გამორჩენაზე ფიქრობდა, არადა მართლა ათამაშა ნაკრები. დასანანია რომ საკუთარ ნეპოტიზმს ვერ, ან არ მოერია
უპასუხეთ ვაჟა ზაზაევიჩს
ევროპული ფეხბურთი გამიგია,ამერიკულიც,მაგრამ ეს ქართული ფეხბურთი რაღაა.
mmm
არ იციან ამ პიტალოებმა თამაში და ..........
wbc
ცოტა ხნის წინ პირველ ლიგაში თამაში იყო ერთი გაგრა-ბოლნისი. ჩხუბი ატყდა იყო ერთი ამბავი და დედის გინება. ერთი კითხვა მაქვს სხვა გუნდურ სპოტში ჩვენს ქვეყანაში ესთეთი რამეები ხდება? მაგ. რეგბში კალათბურთში.როგორც ვიცი არა. ძალიან სამწუხაროა რომ რაღაც განსხვავებული მენტალიტეტის თუ არ ვიცი რა დავარქვა მიდრეკილების ხალხია ფეხბურთელებად რო მოიხსენიებენ თავს.რომლებმაც შეუძლიათ დედა აგინონ ერთმანეთს(რა თქმა უნდ ყველა არა) და შემდეგ უთხრან ერთმანეთს მოედანზე დარჩესო. ზე ჯზრდელი და უთავმოყვარეო არსებების უმრავლესობაა დღეს მოედანზე და მის გარეთაც. თან ძველბიჭობენ თან აგინებენ თან ითმენენ და ეშინიათ გაგრძელების ამიტო ტოვებენ მოედანზე! არ მინახია არ გამიგია ესე ხდებოდეს რეგბში ან კალათბურში.სადაც მართლა კაცები თამაშობენ იბრძვიან და ომობენ! სწორედ ამიტომ ვერ ღრიალებს კაპიტანი ვერ უბრძანებს მო დომებისკენ ბრძოლისკენ არ უნდათ პრობლემები. მართალია რომ განვითარება დასაწყებია პატარებიდან!ოღონდ ეს ბავშვები ყველანაირად უნდა მოვარიდოთ ამ ხროვას რომელთანაც არანაირი გადაკვეთა არ უნდა მოხდეს.რომლებსაც უნდა ასწავლონ სამშობლოა და ხალხის სიყვარული
რა გვეშველება?
ჩემი აზრით, ვაისი არ იყო კარგი მწვრთნელი. იქნებ სხვა საფეხბურთო ფილოსოფიის ქვეყნებში მიეღწია კიდეც წარმატებისთვის. არ ვიცი. მაგრამ ცუდი იყო თუ კარგი, ვაისი მწვრთნელი იყო. სანიოლი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. ჩვენდა საუბედუროდ, არც ხიზანა არაა. რასაც ვატყობ, ბიჭები კონკრეტული დავალებების, დამუშავებული სქემების გარეშე გადიან სათამაშოდ. პირველი 3 თამაში ვაისთან ნასწავლმა სქემებმა კიდევ იმუშავა, მერე კი მოიშალა ყველაფერი. ვაისს გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. და რა მაინტერესებს: ესენი მწვრთნელს კონტრაქტს რომ უფორმებენ, იქ მის პასუხისმგებლობაზე არაფერი წერია? 6 თამაშში 1 ქულა გვაქვს და სად გადის დასაშვების ზღვარი? რა არის მინიმუმი, რომელსაც ესენი მწვრთნელისგან კონტრაქტით ითხოვენ და საწინააღმდეგო შემთხვევაში ათავისუფლებენ? თუ ამ კონტრაქტების დადების დროს ნაკრების მომავალ შედეგებს არა აქვს მნიშვნელობა?!
CXADADZE!!!
ცხადაძის ნაკრებმა 4-0 წააგო გასვლაზე პოლონეთთან (4ივე ბოლო 15 წუთში ლევანდოვსკის ჰეტ-ტრიკი) მაგრამ მანამდე ისე ატერორებდნენ პოლონელებს შავი ღრუბელი იდგა მოედანზე ეგეთი გამწარებული ნაგიჟარი და გამწარებული საქართველოს ნაკრები არასდროს არ მინახია!!! ლევანდოვსკი რომ არა ვერ გადაურჩებოდნენ უბედურებას და რომ გაიძახით წააგეთ მარა იბრძოლეთ მაინცო - თუ სადმე მართლა უბრძოლია საქართველოს ნაკრებს ეგ იყო!!! მერე გასვლაზე ძლივს გვიგებს გერმანია 2-1 ს და მერე ცხადაძე გააგდეს.
გუგა
ყველაზე ცუდი ისაა, რომ კონკრტულად არავის წასვლით არ გამოსწორდება მდგომარეობა. ობიექტურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები არიან ნაკრებში. მაქსიმუმ ერთი-ორი ფეხბურთელი შეიძლება დაემატოს ნაკრებს. ესა ვართ რაცა ვართ.
გიო
ნაკრების ფეხბურთელებსი განხეთქილობააო, იქნებ ვინმემ იცის რაამე? ესრა გვაკლდა თუ მართალია.
თენგო
თქმა რათ უნდა ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მაგრამ ვინ უნდა დაიწყოს ამის გამოსწორება, ფეხბურთელმა? მწვრთელმა? გულშემატკივარმა? თუ ფედერაციამ? მე მგონი ფედერაციამ.
Irakli
ყველა ძალიან დაგვამწუხრა ასეთმა შედეგებმა, მაგრამ არც ასე უიმედოდ არის საქმე. შემადგენლობით ჩვენზე უფრო სუსტი გუნდები აღწევენ წარმატება,შეხედეთ თუნდაც სომხეთი ნაკრებს, ბალტიის ქვეყნების ნაკრებებსაც უკეთესი შედეგი აქვთ. მაშასადამე საქმე სხვა რამეშია. ბევრი ექსპერტის აზრი იყო, რომ ამ შესარჩევში უმჯობესი იყო ქართველი მწვრთნელის დანიშვნა გვეცადა, დღეს ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა. ასევე არასწორია ფეხბურთელებზე ასეთი ლაპარაკი, ფეხბურთელებმა თავად თქვან უარიო, ჯერ ერთი უკეთესიც არ გყვას, და მეორე, ნაკრებში რომ არ ჩამოვიდეს და მერე კლუბში ითამაშოს რამდენი კუდი გამოებმება ხომ ნათელია. და კიდევ, რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ ნაკრები, ხვალ ისევ მივუჯდებით ტელევიზორებს და გულმხურვალედ ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს!
ypourcel@free.fr
და რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვა? ძველი კადრები, რომლებმაც სხვადასხვა მწვრთნელების ხელში გამოიარეს და წლების განმავლობაში თითო ოროლა ბურთები გაჰქონდათ, ძლივს დარბოდნენ და გამუდმებით ან სათადარიგო სკამებზე ისხდნენ, ან სულაც განაცხადებში არ იყვნენ, ზოგიერთები კი უგუნდოთ იყვნენ ისევ ნაკრებში ათამაშებენ და რას მოიგვიტანს ეს გაუთავებელი ექსპერიმენტები, არაფერს და მაინც ისევ იმავე "უნიჭიერეს" და "უიღბლო"ფეხბურთელებს"უბრუნდებიან. მე მგონი დადგა დრო, რომთემურ ქეცბაიას სულ ბოდიშები უხადონ, ერთად ერთი ვინც ქართული ფეხბურთისთვის ზრუნავს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოუწყვეს პირდაპირ ეთერში, მაინც გააგრძელა და აგრძელებს ნაკრებზე ზრუნვას, ყველასგან დაწუნებული ფეხბურთელები, უგუნდოები და უთამაშებლები, ყველა ათამაშა თავის გუნდში და ასე დაეხმარა "ფეხბურთელებს" და ნაკრებს, მაგრამ როცა არც ნიჭია, არ ფიზმომზადება, არც მადლიერების,არც პასუხისმგებლობა, არც სამშობლოს და მაისურის პატივისცემა, არც გულშემატკივრების დაფასება, რომლებიც ყოველ წელიწადს იმედებით შეჰყურებენ ახალ ციკლებს ახლ-ახალი იმედებით და მათდამი სიყვარულით, იმ "ფეხბურთელს" რა უნდა მოსთხოვო? მხოლოდ ტრაბახი, დაპირებები და ყველა, ნებისმიერ მწვრთნელზე რამის გადაბრალებას ეს შედეგები მოაქვს, მარცხი ყველაზე საცოდავ და გაუბედურებულ არასაფეხბურთო ქვეყნების გუნდებთან. რეზულტატი სახეზეა....ზაზა
სამწუხაროდ
რატომ გადაწყვიტე რომ მაკედონია შერცხვა ევროპის ჩემპიონატზე? ყველა თამაშში კაცურად იბრძოლეს მიუხედავად მარცხისა, აი ვინც შერცხვა ეს თურქეთი და რუსეთი იყო,რაც შეეხება იმას,რომ ჩვენ გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე,ეს უდიდესი წარმატება იქნებოდა და ფაქტობრივად ეს იქნებოდა ქართული ფეხბურთის განვითარების და წინსვლის ერთადერთი შანსი ამ მოცემულობაში.ავტორ იცი რომ ნაიკიც და ადიდასიც ძალიან დიდი თანხებს ხარჯავენ იმისათვის რომ მათი ბრენდი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე აცვიათ? ამასგარდა ნებისმიერი ქართველი ბიზნესმენი გაისვრიდა ფულს ფეხბურთში,რომ მათი კომპანიია ევროპის ჩემპიონატის დროს გაპიარებულიყო. მოკლედ არამხოლოდ უეფასგან,არამედ ბიზნეს სექტორიდან უდიდესი თანხები დაიხარჯებოდა ფეხბურთში. ამასგარდა ძალიან ბევრი ბავშვი და მშობელი მიაწყდებოდა საფეხბურთო სკოლებს.მოკლედ მაკედონიასთან მარცხი არ იყო მხოლოდ მარცხი,ეს იყო ქართული ფეხბურთის განვითარების შანსის უდიდესი ფიასკო.ამას კიდევ ბევრი წელი ვერ მოინელებს ვერც გულშემატკივარი და ვერც ქართული ფეხბურთი
ამირანი
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს "დეკრეტი" N123456789/2021 საქრთველოში კოვიდ პანდემიის დროს და მის შემდეგ, სრული შეზღუდვა დაუწესდეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს და დღის ამას იქით აკრძალულად გამოცხადდეს საერთოდ ფეხბურთის ტამაში. დეკრეტი ძალაში შედის გამოცხადების დღიდან ამირან გამყრელიძე
Thomas
10 წლის წინაც იგივეს იძახნდნე გადაცემებში ყოველი წაგების შემდეგ. ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთო, და ის ბავშვებიც გაიზარდნენ მაგრამ...
გია
სანიოლის წასვლით რა ნაკრებს ეშველება? ნეტავ ეგ იყოს მთავარი მიზეზი. გუნდი რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში მსოფლიოს შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთ თამაშს იგებ, იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ამ 16 წლის განმავლობაში რამდენი მწვრთნელი შეიცვალა, რამე ეშველა ნაკრებს? იგივე იქნება ეხლაც შეიცვლება სანიოლი და არაფერი. მწვრთნელი კი არა მთლიანად საფეხბურთო პოლიტიკაა შესაცვლელი. თორემ გავა 16 წელი და ისევ ასე ვიქნებით. ვერ ხედავთ ვიეტნამმაც გაგვისწრო უკვე რეიტინგში. იმ ვიეტნამმა რომელსაც სამტრედიის გუნდმა 80-იან წლებში 8-0 მოუგო, ვიეტნამში. ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს ჩვენს თავს. მაშინ საერთოდ უარი ვთქვათ ყველაფერზე და აღარ გვექნება ფეხბურთი.
georgian
მინდა ავტორს ვკითხო. თვითონ ამბობს უნაყოფო ხე ნაყოფს ვერ მოისხამსო, ხოდა მითხარი ვინ არის ამ ხის მომვლელი და პატრონი, ფედერაცია ხომ არა? რატომ ვერ არის ჩვენი ჩემპიონატი ძლიერი, რატომ არ არის ბავშვთა ფეხბურთი ისეთი განვითარებული როგორც თუნდაც ისეთ არა მდიდარ ქვეყნებში რომ არის? რატომ არავინ არ დებს ფულს ქართულ ფეხბურთში? ეს და კიდევ ბევრი მიზეზია ის უნაყოფო ხე, რომელიც ნაყოფს ვერ იძლევა. ხოდა მიკვირს ავტორი მაინც ფედერაციას რომ არ ახსენებს და პირიქით ამბობს ფედერაციის შეცვლით არაფერი შეიცვლებაო. კი მარა ვინ უნდა შეცვალოს ეს ყველაფერი თუ არა ფეხბურთის ფედერაციამ? ამას ემატება ქვეყანაში განუკითხაობა და არაფერზე არავის პასუხისგებლობა. არავინ არაფერში დამნაშავე არაა. ჩვენ გვახსოვს გაბრაზებული და ჟინიანი ჩვენი ფეხბურთელები ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე და ძმანი მისნი. მათაც ვერაფერი მოიგეს და ვერც დიდ ფორუმზე ვერ გავედით. სირცხვილიც გვახსოვს, მაგრამ ბევრჯერ ჩვენთვის და სამშობლოსათვის იბრძოდნენ. ახლა სამშობლოს გრძნობა უკვე დაკარგულია ქვეყანაში და ესეც ძალიან აზარალებს ფეხბურთსაც და ქვეყანასაც ზოგადად. პრობლემა უფრო დიდია და სანამ ამ ყოფაშია ქვეყანა, ფეხბურთშიც უფრო ფსკერზე მიდის. მგონი ფეხბურთი უფრო მეტად ასახავს ქვეყნის ყოფას ვიდრე რომელიმე სხვა სპორტი და ამიტომაცაა ყველაზე რეიტინგული სპორტი.
eeee
ყველაფერში ვეთანხმები ავტორს გარდა იმისა, რო არ ააქ მნიშვნელობა ვინ იქნება ფედერაციის სათავეშიო სწორედ მაგას ააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.სათავეში უნდა იყოს ნეიტრალური ყოველგვარი პარტიული ნომენკლატურიდან თავისუფალი კაცი.
qomagi
Marto saniolis shecvlit fegburts ar eshveleba.sanam jilka da mondomeba ar eqneba chvens nakrebs araferi gamova.saniolic wava magram igive iqneba.araniri jigari ar aqvt gegoneba vinme adzalebs tamashs.shedegi iqneba yoveltvis noli sanam da mogebis wyirvili ar gauchndeba nakrebs.
qomagi
Marto mwvrtnelis shecvla ar shvelis saqmes.bichebma tu ar moindoma verafers shecvlis marto wvrtneli.jilka ar aqvt arainairi mondomebas ver vxdev magatgan ujigrod tamashiben. ase araferi ar sheicvleba vinc ginda is movide mwvrnelad.
beqa
სანიოლია გადასგდები
goga
და მერე?
simartle
სასწრაფოდ უნდა წავიდეს სანიოლი,ქართველი მწვრთნელი უნდა მოვიდეს და მას მიეცეს დრო ორი წელი,ოღონდ ნაკრებიდან უნდა დაითხოვოს ანალიტიკოსად რომ არის ზამთარაძე ხიზანიშვილი ზედ მიაყოლოს და მოიყვანოს პროფესიონსლები,ნაკრებს არ უნდა გააკაროს ასევე დვალიშვილი,ზოგადად კობიაშვილის და იაშვილის ახლობელ მეგობრებისგან უნდა გაწმინდოს ნაკრები,თუ ამას შეძლებს ქართველი მწვრთნელი მაშინ შედეგიც ექნება,თუ არადა ნაკრები სულ ასეთ დღეში იქნება სადაც კობიაშვილის მეგობრები დიდ ხელფას აიღებენ და შედეგი ნული იქნება..
გიორგი
საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ არის შესაცვლელი მათ შორის მწვრთნელიც, თუმცა არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ბერძენთა მწვრთნელმა ტაქტიკური ბრძოლა მოუგო ჩვენს მწვრთნელს. ბერძნებს უკეთესი შემადგენლობა ყავთ მაგრამ მეორე ტაიმში არ ბრწყინავდნენ, თამაში კი იმიტომ მოიგეს, რომ ბოლო წუთებზე ქართველ მცველს ბურთი იდაყვზე მოხვდა.....
გია
შეიძლება მასეც მოხდეს გადადგეს, მაგრამ ჩვენ ფეხბურთს რა ეშველება.
kane
კარგი გადადგა სანიოლი, მოვიდა სხვა მწვრთნელი, აქვს ვინმე სილუზია რომ შედეგი დაიდება? ამ ნაკრებში ნებისმიერი მწვრთნელი მარცხისთვის არის განწირული
foodboll
ვფიქრობ პირველ რიგში ნაკრებზე უარი მწვრთნელმა სანიოლმა უნდა თქვას და გადადგეს.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა