რუსულმა ინტერნეტგამოცემა Кавказский Узел-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით.

საქართველო - ფეხბურთი. ისევ ორიანი. არც თამაში, არც ნებელობა

მატჩის წინ მე დავწერე მასალა: საქართველო-საბერძნეთი: ანონსი. ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, თამაშის შემდეგ კი მოკლე რეზიუმე გავაკეთე:

არ მინდა ცხელ კვალზე... ბათუმში საქართველოს ნაკრების ბერძნებთან თამაშზე... 0:2. საქმე ანგარიშში საერთოდ არ არის!!!

საქმე ყველასთან წაგების ჩვევის საკითხია... და ბრძოლისა და ჟინის ნაცვლად, თითქმის მუდამ გრძელი, „წებოვანი ენის“ გამოყენება!

უკეთესია გავჩუმდე და ხვალ უფრო მშვიდად დავწერ...

ერთ-ერთი არაშორეული მასალა იმავე თემაზე 3 სექტემბრიდან: საქართველო-კოსოვო 0:1. სამწუხარო - კანონზომიერი წაგება. რათა ზედმეტად არ განვავრცო აზრი... ძალიან მოკლედ, რამდენიმე კითხვას დავსვამ.

თუ საქართველოს ნაკრები ან ნებისმიერი სხვა გამუდმებით მარცხდება ამჟამინდელ ციკლში - მყარად უკავია უკანასკნელი ადგილი, აქვს კი აზრი ჯიუტად შეინარჩუნონ მთავარ მწვრთნელად ფრანგი სანიოლი, რომელიც თვეში, როგორც მინიმუმ, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს გამოიმუშავებს?

განა საქართველოს საშუალო სკოლის ფიზკულტურის ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომლის ხელფასი, ვთქვათ, 600-800 ლარია (დაახლოებით 200 დოლარი), ან ჩვეულებრივი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატიდან, რომლის გასამრჯელო, ვთქვათ, მაქსიმუმ 2-3 ათასი დოლარია, შეძლებდა შედეგით ნაკლებად „წარმატებული“ ყოფილიყო მწვრთნელზე, რომლის ანაზღაურება, მინიმუმ ათჯერ მეტია?

მე ქართული ფეხბურთისა და ნაკრების სავალალო მდგომარეობაში სანიოლს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ - რა აზრი აქვს ამ პოსტზე ასეთი საშინელი შედეგის შემდეგ მის დატოვებას?

გავიმეორებ, საქართველოს ნაკრები მყარად იმყოფება ჯგუფში ბოლო პოზიციაზე. ის ყველასთან მარცხდება და მხოლოდ ერთი ფრე აქვს.

ნაკრებს არ აქვს თამაშის სურათი, არ აქვს დისციპლინა, საერთოდ არ აქვს მოედანზე მოქმედების რამდენადმე გასაგები აზრი... კვლავ ვსვამ კითხვას... რა უნდა გაკეთდეს, რომ ნაკრებმა უარესად ითამაშოს? რა ძალისხმევაა ამისათვის სჭირო?

"ბუნებრივი ჯუჯების" ჩათვლით, ნებისმიერი ევროპული ნაკრები ერთ ან ორ წელიწადში გაისვრის. თამაში ყველამ ისწავლა. თვით ფოსტალიონებით, მეთევზეებით და კლერკებით დაკომპლექტებული ნაკრებები, რომელთა მოთამაშეები თავისუფალ დროს არიან ფეხბურთით დაკავებულნი - დროდადრო უფრო ძლიერი მეტოქეების დამარცხებით გვაკვირვებენ...

საქართველოს ნაკრებს რომ ქართველი წვრთნიდეს - მას უკვე შეჭამდნენ, ის სიძულვილისა და დაცინვის ენაში ჩაიძირებოდა ...

შენ ვინ ხარ -ტრენდში იქნებოდა!

აქ კი ფეხბურთის გულშემატკივრები საკმაოდ გაუბედავად კითხულობენ... ეს რა იყო და... ეს სანიოლის ბრალი არ არის, უბრალოდ ჩვენებმა თამაში არ იციან.

ОК. მაგრამ, თუ თამაში არ ეხერხებათ, მაშინ რატომ უხდიან თვეში, პირობითად რომ ვთქვათ, 40-50 ათას დოლარს ან მეტს?

ფეხბურთი - როგორც პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ვაი-დამარცხებულს!

როდესაც შენ უიმედოდ მარცხდები და საქმე იმდენად წაგებაში არაა, რამდენადაც თამაშში, ვის მოეთხოვება პასუხი?

და კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედი იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავიანთი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ.

არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავისი შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება.

საქართველოში საერთოდ არ არიან არათუ საშუალო კლასის, არამედ საშუალო ევროპული დონის მსგავსი მოთამაშეები...

გასულ სეზონში ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია ათამაშდა... ყაზანის „რუბინში“ საშუალო რუსული განზომილებით... და დაიწყო...

რაში გჭირდება შენ „ეს ქვეყანა“, სასწრაფოდ გაემგზავრე, ხვიჩას რეალები და ბარსელონები ელიან... ის კი „ამ ქვეყანაში“ ითოშება...

როგორც შედეგი, ხვიჩა უარესად თამაშობს „რუბინში“ და ხანდახან ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება. საბერძნეთთან ყურადღებით ვუყურებდი მას... რატომ უნდა მოიტყუო თავი? ნიჭიერი ბიჭია, ცრუმოძრაობა ეხერხება, გამწვავება, დარტყმაც მეტ-ნაკლებად ნორმალური აქვს და... მეტი რა?

უამრავი ჩაჭრა, ბურთის დაკარგვა თვით, რბილად რომ ვთქვათ, ისეთ საშუალო კლასის ნაკრებთან, როგორიც საბერძნეთია...

„რუბინში“ მას მკაცრად უთხრეს, შენ ნავის ნიჩბები არ გადაყარო... ნიჩბების მოსმაა საჭირო. ჩვენთან კი? ხვიჩას სერიოზულად, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს და ქართული ფეხბურთის იმედს - არ აკრიტიკებენ. მხოლოდ აქებენ.

საქართველოს ნაკრებში არ არის თავდამსხმელი... სიტყვიდან - საერთოდ! ე.ი. საქართველოს არ ჰყავს გაბარიტული, ბურთის დამჭერი და მოწინააღმდეგის საჯარიმოში მიმწოლი ფორვარდი. ყველა ხაზში... უწყვეტი ხვრელები და იმედგაცრუებაა. პლუს, თამაშის არავითარი სურათი, თუნდაც მოკალი და არ ჩანს.

დიახ, ყველანი, ცუდი ბიჭები არ არიან, დარბიან ხანდახან, რა თქმა უნდა, მოიგებენ... მაგრამ ეს თავის მოტყუებაა - ასეთად მიჩნევა - გუნდთან ერთად და მსგავსი რამისთვის მოხსნა - მთავარი მწვრთნელის პოსტიდან!

ხანდახან, ცუდად თამაშითაც კი, ბევრ გუნდს ეხერხება კბილებით გამარჯვების გამოგლეჯა და შედეგის მიღწევა...საქართველოს ნაკრებმა კბილებით როდის გამოგლიჯა გამარჯვება??? შემახსენეთ!

მკაცრად არ მინდა ქართველი ფეხბურთელები განვსაჯო... ძალიან მაქვს იმედი, რომ ამჟამინდელი უღრმესი კრიზისი ნაწილობრივ დაძლეული იქნება... თუმცა, მსურს შეგახსენოთ, რომ თვით 90-იანებში, როდესაც საქართველოში ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთა მთელი პლეადა იყო, შედეგი ნულოვანი გახლდათ... საქართველოს ნაკრები... როგორც წესი, შესარჩევ ჯგუფებში ბოლოსწინა ადგილზე გადიოდა. ხასიათის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა... და მრავალ კითხვაზე პასუხის მისაღებად.

რატომ? მიზეზი ფსიქოლოგიასა და მენტალიტეტშია?

საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით.

Turme Karoche ...
ვიღაცა-ს ' აბა რა ხარ ვინ ხარ(თ) და რა გაიგე(თ) საერთოდ? ტიპი შეიძლება 9 სიმართლეს გეუბნება მაგრამ ერთ ყველაზე დიდ სიფლიდეს გატენის და შენ კიდე გიხარია ტაშს უკრავ ყველაფერს უპრავებ და უდანაშაულო ადამიანს ცილს წამებ. ეგ შეიძლება თურმე კაროჩე ... და კიდე პრეტენზიები გაქვთ აქეთ. მაგრამ ეგეთებს საქართველოს გარეთ არავინ არ გაბლატავებთ და P.S. ყველაზე ნაგლად რუსი "გიღიმით" კიდე. როგორც უნდა ისე გაჭიკჭიკებთ
T.q
Ilia ნუ აბარტყუნებ კლავიატურაზე თითებს
ზაზა.
ჯიგარი ხარ სეხნი.
კახა
ფეხბურთი მკვდარია... ძინავს საქართველოს..
სიმართლე
ძინავს ქართულ ფეხბურთს ლეთარგიული ძილით ლეთარგიული ძილი - ანუ საღათას ძილი არის ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანს(ქართულ ფეხბურთს) სძინავს ისე, რომ გარემო ფაქტორები არ მოქმედებენ მასზე. ძნელია ამ მდგომარეობის სიკვდილისგან გამიჯვნა.
ypourcel@free.fr
სად გვაქვს ჩემპიონატი? უკვე რამდენი წელია ფეხბურთი ჩააგდეს, თუ ვინმემ ერთი ფეხი გაჰკრა ბურთს ხეირიანად, ეგრევე ჰყიდიან, გუნდში ერთ წელსაც კი ვერ ასწრებს ფეხბურთელი თამაშს, მიაკერებენ ბრწყინვალე მოთამაშის სახელს და...წავა სადღაც და იქვე მთავრდება მისი კარიერა. ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერც ერთ ევროპულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა, თუ წავიდა ეგრევე მოიცილებენ, გაანათხოვრებენ ან კიდევ სათადარიგოზე სკამებზე უზით, თუ მოხდა და ბურთი გაიტანა ვინმემ, ატყდება ერთი აურზაური, ქება-დიდება და შემდეგ...ბრუნწ, მოედანზეც კი აღარ სჩანს ხოლმე, ყველა პოსტსაბჭოს ნაკრებებმა და გუნდებმა რაღაც წარმატებებს და ზოგმაც დიდი წარმატებებს მიაღწიეს, ( განსაკუთრებით აღსანიშნავია სასაცილო თანხით დაფინანსებული "შერიფი"), მხოლოდ ჩვენ, ყველაზე ნიჭიერები, ტალანტით სავსენი ვართ გამონაკლისები. არც თავმოყვარეობა, არც სიამაყე და პატრიოტიზმის ნატამალიც კი არ იგრძნობა მათ "თამაშში", მხოლოდ ღოღიალი, არასაკმარისი ფიზ-მომზადება, არა საკმარის ტექნიკა, უთამაშებლობა, არავითარი ფანტაზია და არანაირი მონდომება, მხოლოდ გამუდმებით ყბედობა, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, ტრაბახი და უსაფუძვლო ქედმაღლობა. მოკლედ ყველაფერში ნაღდი ქართველი და ჭეშმარიტი "მართლმადიანები, პირჯვრის გადაწერაში კი მართლაც მაგრები, ჩემპიონები ვართ, "ერთგულები და "პატრიოტები"ბრუნწ.......ზაზა
ბაბაია
ამ კაცმა ქართველ ფეხბურთელებზე და არა მარტო მათზე უფრო მეტი იცის ვიდრე ჩვენ ქართველებმა, ჩვენი ხასიათი, მენტალობა და " სიცხადის ტყუილით შეცვლით" გამოწვეული სხვებზე ხითხითი , არამარტო ფეხბურთში არამედ მთლიანად ქვეყანაში, აი ჩვენი "აზროვნებიდან გამოზრდილი ფენომენები " : გვატყუებენ მერე რა ? , ყველა მთავრობა იტყუება, ნათესავებს ასაქმებენ ? - მერე რა ? ჩვენც ხომ ასე მოვიქცევით მათ ადგილზე , იპარავენ ჭამენ ბიუჯეტს ? ესეც არაფერი კორუფცია ხომ ყველგანაა ,, უცოდინრობაა ,არაკომპეტენტურობა , უპასუხისმგებლობა ?? ეეეე ! რა გააჭირე საქმე , შენ შეფარული თუ შეუფარავი ნაცი ხარ ნაღდი , აბა რა გინდა მიშა მობრუნდეს ხომ ?! ხელისუფლებას ჩაფრენილა ფედერაცია , მერია და მთავრობა ცოცხალი თავით არ უნდათ წასვლა და ხოდა თუ არ გინდა რაიმეს შეცვლა მაშინ რაღას ვწუწუნებთ ? გშია , გცივა - სხვას მეტად შია და ცივა , უფულოდ ხარ ან თუნდაც შეუძლოდ გაუძელი სხვას უფრო მეტად უჭირს , პანღურით გაგიმასპინძლდენ ? არა უშავს საჯდომი რბილია და მეორე დუნდულა მიუშვირე დაე ივარჯიშონ, გააგრძელე ასე ცხოვრება, შიშს ხომ დიდი თვალები აქვს მიშა მ ო დ ი ს !!!(არადა ის კი არ მოდის არამედ დრო მიდის და უკან აღარ დაბრუნდება)
ლადო
არჩევნების სისტემაა შესაცვლელი, ის დელეგატები, კლუბები რომლებიც ხმის უფლებითაა, რა თქმა უნდა მომქმედი ფედერაციის ძუძუთი საზრდოობენ და მათი ხმა ლოგიკურად მიკერძოებულია, აუცილებელია ფორმატის ცვლილება, საზოგადოების, სპეციალისტთა, ჯურნალისტთა და მაქს.კომპეტენციის ხალხის ჩართვა, უნდა გავიაზროთ რომ ეს ფეხბურთი ყველასია, ნაკრები ქვეყნის და ღირსება უზენაესია.
G.LA
მეგობარო, ჩვენ იმ დროში გვაცხოვრებენ როდისაც არავინ არაფერში არაა დამნაშავე და არავის არაფერზე მოეთხოვება პასუხი. 'ის' იქ მშვენივრად არის დანარჩენები ქვეყნის ბიუჯეტს ხრავენ როგორც შეუძლიათ. ჩვენ ყველანი ძილში ვართ. რომ გავიღვიძებთ ფეხბურთი კი არა ქვეყანაც აღარ გცექნება.
დათო
ვინც წაიკითხა ალბათ ახსოვს, გენტის მწვრთნელის ჰეინ ვანჰეზებრუკის შეფასება ჩაკვეტაძეზე, სადაც მან თქვა რომ გიორგი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მან თანამედროვე ევროპული ფეხბურთის თამაში უნდა ისწავლოსო. ეს თქვა თუ არა ეგრევე ატყდა "ვაი გულშემატკივართა" აგრესიული შეტევები მწვრთნელზე, აქაოდა გიორგი უნიჭიერესი ტალანტია და რას ქვია თამაში არ იცისო. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო იტყვიან, იმ კაცმა სათქმელი ლამაზად თქვა, ხოლო იგულისხმა ის, რომ დღევანდელი თუნდაც შემტევი სტილის ფეხბურთელი უნდა იყვეს ფიზიკურად ძლიერი, არ ერიდებოდეს ორთაბრძოლებს, ეხმარებოდეს დაცვას და 90 წუთი უნდა შეეძლოს მოედანზე სწრაფი გადაადგილებები. თანამედროვე ფეხბურთში არ არი საკმარისი ის რაც მე-20 საუკუნის ფეხბურთში იყო საკმარისი, მაგალითად მიშა მესხივით მთელი თამაში ჩრდილში იდგე და მერე უცებ ერთი-ორი ლამაზი ფინტი შეასრულო და თამაში გააკეთო, დამთავრდა ეგ დრო, დღეს ფეხბურთელი 90 წუთი უნდა იყვეს მობილიზებული და დარბოდეს უნდა წინ და უკან, თუ ეგ არ შეგიძლია მაშინ მორჩა ყველაფერი. ეგეთი ფეხბურთელები რომ გვყავს, ზანტები, უნიათოები და ძლივს რომ დალასლასებენ მიტომაა კარგად ჩვენი საქმე.
ტრეი
ხომ უწყინარ რღაცას წერ თანაც სიმართლეს "ვითომ", მარა შენ თუ ქოცი არ იყო მე ვიყო ქოციშვილი
gio
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა,რაც ხდება ქვეყანაში,ის ხდება ფეხბურთშიც და ფედერაციაშიც,დილეტანტიზმი,კორუფცია,ჯიბეების გასქელება,ნეპოტიზმი,ქართული ჯიგრული პონტი.არაფერი არ გვიშველის სანამ ქართველების მენტალობა არ შეიცვლება,20 წლის წინ თქვა ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა,ჯორჯიან მენტალიტეტ დებილო.ამაშია საქმე.არავითარი ქვეყნისა და საქმის სიყვარული,პასუხისმგებლობა ნული.მხოლოდ საკუთარ ვიწრო ინტერესებზე ზრუნვა,საერთო საქმე ვის აინტერესებს,მხოლოდ საკუთარი შვილები ყავდეთ კარგად,სხვისი არავის აინტერესებს.ასეა ეს.თავის გასაკეთებელს არავინ აკეთებს კეთილსინდისიერად და პატიოსნად,სამაგიეროდ სხვის საქმეში ყველა ბრძენია.შემჯავრდა ფეხბურთი,აღარც ვუყურებ.არანაირი მენეჯმენტი და მატკეტინგული გათვლა,არადა ფეხბურთს უზარმაზარი შემოსავლები მოაქვს ქვეყნებისთვის.აქ ბიუჯეტის ფული ვიღაც ვიღაცეების ჯიბეებში ილექება,არც აინტერესებთ ამ თანხების ეფექტურად განკარგვა.

საქმის მცოდნე გვჭირდება ნაკრების მწვრთნელად! უცბად შედეგს ვერ მივიღებთ,მაგრამ ხომ დავინახავთ რომ რაღაც კეთდება,მომავლის იმედით! ბათუმში საერთაშორისო მატჩი ნეტავ როდის უნდა მოვიგოთ???
არაგველი
ჩვენთან ხომ არჩევნები, არჩევნები არ არის. ამიტომაც არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა მონაწილეობა
dodo
ფეხბურთი უმრავლე ქვეყნებში, ეროვნული იდენტობისა და ნაციონალური სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს, არის ქვეყნები სადაც რელიგიის დონეზეც კია აყვანილი. დამარცხებულის ფსიქიკა და უიმედობის აღმოფხვრა თაობებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სოფლის გამგებლის არჩევა, პრიორიტეტულია, ეროვნ.ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე, წინა არჩევნებზე არც კი მიიღო ვინმემ მონაწილეობა. არაფერი აუცილებელი არაა, ფედერაციის მენეჯმენტს სახლში ლურსმანზე ბუცი ეკიდოს, იქნებ წიგნი აჯობებდა თაროზე, ცოდნა! განათლება მართვასა და ადმინისტრირებაში, სრული დეპოლიტიზირება და პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ამ დარგის მართვას, მხოლოდ ოფლიანი მაისური როდი ჭირდება,სპეც.განათლება, ისევე როგორც ბანკირს, არქიტექტორს და სხვა სპეციალისტს, ამის გარდა აუცილებლად მიმაჩნია ბორდი, ე.წ. სათათბირო ორგანო, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში იღვაწებს საქმის გასაკეთებლად, უპირველეს ყოვლისა ნაც.ხასიათის გათვალისწინებით შეარჩევს სამწვრთნელო შტაბს, რომელიც მხოლოდ გუნდის ობიექტურ დაკომპლექტებაში და მათ მომზადებაზე იქნება კონცენტრირებული. მოკლედ ძველებისთვის გასაგებად, თანამედროვე, ოფისში გადატანილი "კიროვის ბაღი". ნეტა იმ დროს, თავისი ბეთანიაში ნაყურები თამაშებით.
ალბერტი
რევოლუციური გადაწყვეტილებებია საჭირო, გადაწყვეტილების მიმღები ,,ниету'
mmm
სამწუხაროდ 95% სიმართლეა. ასე კრიტიკულად, რომ შევხედოთ ჩვენც ქვეყანაში და სპორტში არსებულ სიტუაციას ბევრედ უკეთესი იქნება.
fani
ნებისმიერი დაბალი დონის მწვრთნელის მოყვანა, არის ჰაერში გადაყრილი მილიონები, რომელსაც ჩვენ მოსახლეობა ვაფინანსებთ. როცა კარგ შედეგს ხედავ, მაშინ მართლა არ დაგენანება ის მილიონები, მაგრამ რა გამოდის? შედეგი 0-ი. ამიტომ ფედერაციამ რაღაც ძალინ რადიკალურ ქმედებას უნდა მიმართოს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! დრო აღარ ითმენს! ჩვენი გულშემატკივრების მოთმენასაც აქვს ზღვარი!!!!!!!!!!!!
Tazo
და რა თქვა არასწორი,ათასობით გულნატკენი ქართველი გულშემატკივრის სათქმელი თქვა ერთმა, დარწმუნებული ვარ ქართველმა.
Oto
Simartlea,es chinovnikebi da mogalateebi angreven qartul pezburts da kide klubebis mepatroneebiiiiiiiiiiii
აპოლიტიკური
გაფარჩაკებული ქვეყნის გაფარჩაკებული ნაკრები
gio
ქართული ფეხბურთი მკვდარია. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ , ან არაფერს
მოსეხონლი
მე უფულოდა ავიგებდი ერთ ქულას რაღას ვყრიდით ფულს სანიოლში ვერ დამირკეთ ფედერაციავ.???მოვიცლიდი ნუ ახლცა აარაა გვინ შემეხმინეთ.)))ხო კიდევ თუგინდ დავნიძლვდეთ სანიოლმა ეს ნაკრბი გამოიყვანოს მე ვინც ვერ ხვდება ნაკრბში იქიდნ ავარჩევ და შედეგიიგივე იქნება შეილება უკეთესიც:))))მრთვნელი მონახეთ დალოცვილებო თორე ფეხბურთს მეც ვუყურებ:)))
Arsena
ქეცბაია დააბრუნეთ ან კაპელო მოიყვანეთ. უმუშევარია.
₾ადო
ეშინიათ, რომ ტრიბუნებიდან დაამხობენ თავზე, ყველაფერს!!!..
100%
ჩვენს ნაკრებზე კი, არაფრის თქმა აღარ მინდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, არის ნული !!!
100%
დედამიწის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იცხოვროს კაცმა და სამშობლო უყვარდეს. ავტორი ქართველი მგონია, უბრალოდ ცოტა ნიშნის მოგებით წერს და რატომ, ეს არ ვიცი.
xx
ის დღეს ნახეთ კოსოვოსთან რასაც წარმოადგენს თქვენი ნაკრები
გიორგი
არ ვიც ვინ არის ან რა ეროვნების, მაგრამ რაც დაწერა 100% მართალია, ჩვენ სხვისგან გვწყინს მსგავსი სიტყვები თორე ჩენ ერთმანეთს ვჭამთ. ჩვენი პრობლემა მენტალიტეტში და ფსიქოლოგიაშია, შეხედეთ კვარას ბიჭი უხალისოთ თამაშობს ან უნდა გეტყობოდეს ბრძოლის ჟინი და ნაპერწკლებს ყრიდე თვალებიდან ან ღიმილი უნდა გქონდს და სიამოვნებას ღბულობდე თამაშით, მე ვერცერთი დავინახე საბერძნეთთან თამაშის დროს ამ ბიჭში და მარტო კვარაცხელიაში არა ყველასში, მოკლედ ფსიქოლოგი გვინდა ვინმე წესიერი რო იმუშაოს ბიჭებათან და მთლიანად ქართულ ერს უნდა კარგი ფიქოლოგიი
გიგი
ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი პირველ რიგში ფეხბურთელებს უნდა ქონდეთ ფეხბურთის, ქვეყნის და საკუთარი თავის სიყვარული თუ არა პატივისცემააინც. რომელიმე ივენთზე ან ღამის კლუბში ამაყად რო იყურება ზოგიერთი მიცნეს ვინც ვარო, კი კი გიცანით ვინ ხარ და ყ@ე, ჩვეულებრივი ყ@ე.
ჰაჰა
ეგრე ყველაფერში მხოლოდ ღვარძლი თუ დავინახეთ, არაფერი არ გამოვა. პ.ს. ეს რუსის დაწერილი არ არის, ან ქართველია ან ქართველების მაგარი გულშემატკივარი.
Ttt
ამათ ჯინზე მაინც მოინდომე რა ხვიჩა.
turme karoche-s
ჯერ ერთი შენობით საუბარი რა წესია უცნობთან, მეორეა და მე ისეთი რუსების მძევალი ვარ გონებით როგორიც თქვენ ჩნეთის იმპერატორი და მესამე. საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ანგრევს ყველაფერს მოგებებით და მე რამე გამომრჩა?...:)))
Skeleton
მოკლედ ამ ხვიჩას აქედან რუსები კბენენ და ჯიჯგნიან იქედან ქართველები. 5-6 წლის წინ საერთოდ არსად არიყო ეგ ბავშვი მარა არც ქართული ფეხბურთი ბრწყინავდა და არც რუბინი. იმდენ რამეს აბრალებენ ამ ბიჭს უკვე მიკვირს როდის მოასწრო ასეთ პატარა ასაკში ამდენი მოძულეს დაგროვება. იმას ვერ ინელებენ რატომ ვიძახდით, რომ რუსეთში არ გვინდოდა ხვიჩა. ყველა მის ჩავარდნილ თამაშს ბედნიერები უყურებენ, ამით თავს იმშვიდებენ, და ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, აი რუსეთშიც არ ვარგა და რა ევროპა გინდოდათო. მაგას კომენტარებშც უწერენ ხვიჩას პირად ინსტაგრამზე. უდიდესი ბოროტება გაუკეთეს რუსეთიდან არ გაშვებით და ახლა ვითომ თავად არაფერ შუაში არიან. არავინ იყიდა, ვეღარ თამაშობს, აი ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია. ჩვენ ვუყურებთ შორიდან და ცხვრებივით ისევ ხვიჩას ვლანძღავთ, იქ პენალი გააფუჭა თუ ბურთი დაკარგა. რა ბედნიერები არიან რუსები, თან ამ უნიჭიერეს ბიჭს ღუპავენ და თან ჩვენც მის წინააღმდეგ განგვაწყვეს. ამას ვერასოდეს მიხვდება ქართველი.
Ilia-s
კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო! ეს ანდაზა დაიმახსოვრე შე ფარჩაქო ილია... ან სახელი გადაირქვი... რა მეხუთე კოლონა?.. საერთოდ ამ პლანეტაზე ცხოვრობ შე პრიმატო??? სად ერეკლე და სად შენ???
ავთო
დავინტერესდი და წავიკითხე წერილი დედანში. ასე მგონია, ავტორი BERG...man-ი თბილისელია. ჯერ ერთი, ცუდი რუსულით წერს. ყოველი წინადადების შემდეგ სამი წერტილი რა უბედურებაა. დაშვებული აქვს რამდენიმე სერიოზული შეცდომა. და მთავარი - ასე კარგად ქართულ ფეხბურთს უცხოელი არ შეიძლება იცნობდეს. ისიც კი იცის, რა კომენტარები კეთდება აქაურ გამოცემებში. რამდენადაც ვიცი, ამ გამოცემას თბილისში ჰყავს საკუთარი სპეცკორი... აჰა, ესეც მაგას თავისი სამი წერტილი.
T.q
არა ძმაო არა! სათაური რომ წავიკითხე დასტატიაც ჩავამთავრე აზრი რაც უნდა დამეწერა უკვე ვიცოდი ჩამოვყევი და პირველივე შენი კომენტარი შემხვდა რაც რა საკვირველია 80 პროცენტი ქართველების ასევე ფიქრობს "რუსებმა მიხედონ თავის საქმეს" გასაგებია რუსები არიან მტრები არიან და ბევრი ცუდი გაგვიკეთეს და მაგიტომაც მათი განსჯა და რაიმე აზრის გამოხატვა გვკიდია და არ გვაინტერესებს მაგრამ ვაი რო სიმართლეა და და თუ დააკვირდებით დაინახავთ თი როგორ კარგად გვიცნობს სულყველა ნამდვილ ჩვენ სახეს. ქართველი მწვრთნელი რომ ყოფილიყო დაცვინვისა და ლანძღვის ობიექრი იქნებოდაო.რა არ აეის სიმართლე?? აბა ქეცბაია გავიხსენოთ სუ ლანძღვა გინებითა და ფურთხებით გავაგდეთ დღეს კი მის ძველ სიტყვებსა და ვიდეოებს ყოველი მეორე აზიარებს სოც ქსელებში უიო თურმე ეს კაცი რა კარგი კაცი ყოფილა სიმართლეს ლაპარაკობდაო აიი ვინა ვართ და რა ვართ ჩვენ რუსებზე შოვინისტი ერის დედა ვატირე მე მაგრამ მედიდურობა თავკერძაობა და სინამდვილეში სავსე შარვლით სიარული ქართული სტილიც გახდა არასდეოს ჩვენი ბრალი არაფერი არ არისპრობლემას არასდროს არ ვუსწორებთ თვალს და ყველაფერი პატარა გაფხაკუნებაც კი წამში გვივარდება თავში და გვეზარება დანარჩენი საქმის ბოლომდე მიყვანა. და ზუსტას იცოდეთ რომ როგორც 80 პროცენტ ქართვლეს ის აზრი მოუვა თავში რაც დაწერე ასევე 80 პროცენტ ევროპელს და და უცხო ქვეყნებს იგივე წარმოდგენას ვუქმნით ჩვენი ბაქიბუქით და უსაქმურობით რაც წერია სტატიაშიი.
Turme karoche
ჯერ ერთი ტყუილ-მართალის ნარევს არ უნდა წამოეგო და ერთ უტიფარ ტყუილს რომ გაპარებს შიგნით არ უნდა დაიჯერო. რა და ის რომ ხვიჩა არავის არ უნდოდა ევროპაში ვითომ როცა თვითონ იციან გრანდებთან ქონდათ მოლაპარაკებები გატუზოც კი ურეკავდათ რუსეთში და მთელი ევროპული პრესა სტატიებს წერდა ხვიჩაზე. როცა 20 მილიონი დაადეს და სპეციალურად ჩაშალეს სხვა მიზეზი არ ყოფილა სხვა რის გამოც ჩაიშალა ეგ ტრანსფერები. სპეციალურად თვითონ ჩაშალეს ნაგლად არ გაუშვეს და ეხლა სხვანაირად "ქარგავენ" ვითომ დაიწუნეს ვინმემ ხვიჩა და მაგიტომ არ წაიყვანეს. და შენ ქართველი მაგ ყველაფერს იჯერებ და რუსების მძევალი ხარ ისევ გონებით
ILIA
ჰა, მეხუთე კოლონავ, არ გეამათ რუსეთზე აუგი? ))))) თქვენი დროც მოვა!
სოსო
როცა სანიოლი დანიშნეს,შიში გამოვთქვი,რომ ის არაფერს ჰკარგავდა ამ დანიშვნით.მთლიანად ფორმა დაკარგული მწვრთნელი,ფორმას აღიდგენდა და სადღაც კი იშოვნიდა სამუშაოს ამის შემდეგ,სადაც უფრო უკეთ შეძლებდა მუშაობას.უკვე რამდენი თამაში ჩაატარა და გუნდს რაიმე დაატყო საკუთარი?ის პირველი თამაშები ნაკრებმა ახალი ცოცხის პრინციპით,სრული მობილიზაციით ითამაშა და ეს,ყოველი ახალი მწვრთნელის ხელში ხდება ხოლმე.სამი თამაშის შემდეგ კი,ყოველთვის დაკარგული გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი და ნაკრების ფეხბურთელებიც მომდევნო ციკლის დაწყებამდე იძინებენ.ფეხბურთის ფედერაციამ დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მოძებნა ნაკრების გასაწვრთნელად,დრო აღარ იცდიდა,ნაკრების თამაშები უკვე კარს იყო მომდგარი და ვინც დაეთანხმა,იმას ჩააბარეს პოსტი.რასაც ვხედავთ,ასე გამოდის.ამ მარეგულირებელი კომიტეტისაც ვერაფერი გავიგე.აცრილი გულშემატკივარი რომ დასწრებოდა თამაშს და იქ აღებული თანხა,დაზარალებულებს გადასცემოდათ,ნაკრებისთვისაც ხომ კარგი იქნებოდა და ამ ხალხისადმი თანადგომაც მეტი?მიზეზს ეძებენ,რომ ხალხს თავშეყრის საშუალება არ მისცენ და ვინძლო იმდენი მოახერხონ,რომ ამ ზღვარსგადასული გაჭირვებაში მყოფი ხალხი,მიშას მომხრედ გამოვიდეს ქუჩაში.ის არ არის ამის ღირსი,თორემ ესენი,ნამდვილად არიან ღირსნი.თავის დროზე შევარდნაძეზე ნათქვამი ანეგდოტი გამახსენდა."ვგრძნობ,რომ ხალხის წინამძღოლობისათვის ვარ გაჩენილი,მაგრამ არ ვიცი საით გავუძღვე.პასუხი:-ატარე აქეთ-იქით!"
დავით 67
ხო,მაგრამ რუსეთის ნაკრები ყოველთვის გადის ევროპაზეც და მსოფლიოზეც, მეორე საკითხია იქ როგორ ჩაისვრიან! საქართველოს ნაკრები კი კოსოვოსაც ვერ უგებს,იმ ქვეყანას, რომელიც გუშინ აღიარეს ქვეყნად! ამით ყველაფერია ნათქვამი
Emre
და რუსმა ჟურნალისტებმა რატო უნდა გამოიტანონ ესეთი 100 პროცენტიანი ზუსტი დასკვნა ჩვენს ნაკრებზე? თქვენ ჟურნალისტები რისთვის ხართ რო ანგარიში გავიგოთ და ფეხბურთელების შეფასება თამაშის შემდეგ?? თქვენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოთ, ჩვენ ყველამ ცოტა ერთად ცოტა მოვკუკეთ და საბოლოოთ მივიღეთ ერთი დიდი ნეხვის გროვა რომელშიც ეხლა ვიძირებით.
ILIA
რუსებმა საკუთარ მამიდას მიხედონ! კარგია თუ ცუდი, ჩემი ქვეყანაა მაინც! ბედნიერები არიან, ჩვენ დაჩაჩანაკებულ გუნდს რომ უყურებენ. მაგათი ეროვნული გამოთქმაა, - ოღონდაც მეზობლის ძროხა მოკვდებოდესო. თავად ნეხვში რომ იძირებოდნენ, არაფრად მიაჩნიათ. მთავარია, სხვა იყოს ცუდად. და ამით სულდგმულობს ეგ ერი. მჯერა, მოვა დრო და ამისთანა ქვეყნებს, რაგბის მსგავსად, ფეხბურთშიც გავუშრობთ სისხლს!
თამაზი
სრული სიმართლეა, საჭიროა დასკვის გაკეთება,მაგრამ ვინ?
რა გვეშველება?
ჩემი აზრით, ვაისი არ იყო კარგი მწვრთნელი. იქნებ სხვა საფეხბურთო ფილოსოფიის ქვეყნებში მიეღწია კიდეც წარმატებისთვის. არ ვიცი. მაგრამ ცუდი იყო თუ კარგი, ვაისი მწვრთნელი იყო. სანიოლი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. ჩვენდა საუბედუროდ, არც ხიზანა არაა. რასაც ვატყობ, ბიჭები კონკრეტული დავალებების, დამუშავებული სქემების გარეშე გადიან სათამაშოდ. პირველი 3 თამაში ვაისთან ნასწავლმა სქემებმა კიდევ იმუშავა, მერე კი მოიშალა ყველაფერი. ვაისს გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. და რა მაინტერესებს: ესენი მწვრთნელს კონტრაქტს რომ უფორმებენ, იქ მის პასუხისმგებლობაზე არაფერი წერია? 6 თამაშში 1 ქულა გვაქვს და სად გადის დასაშვების ზღვარი? რა არის მინიმუმი, რომელსაც ესენი მწვრთნელისგან კონტრაქტით ითხოვენ და საწინააღმდეგო შემთხვევაში ათავისუფლებენ? თუ ამ კონტრაქტების დადების დროს ნაკრების მომავალ შედეგებს არა აქვს მნიშვნელობა?!
სანდრო
საქართველოში დღემდე ბევრი ფარშავანგი-ყბედები იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად ხმა ჩაიკმინდონ და საკუთარ თავს სარკეში შეხედონ, თავისი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასონ, იპრანჭებიან და შერცხვენილები და აშკარად სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფები, დაკავებულნი არიან სიცხადის ტყუილით შეცვლით და სხვებზე ხითხითებენ. არა, ახლა მე პოლიტიკაზე არ ვამბობ... თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თავის შეხედულების მიხედვით ყველას შეუძლია ანალოგის გავლება - ბევრი სიმართლე თქვა, მაგრამ თქმის ფორმას გააჩნია, ღვარძლიანად წერს.
Giusha3232
რახან რუსებმა თქვეს ტყუილია, თორემ ამერიკელებს რომ რთქვათ , ტოკშოუების თემა იქნებოდა 14თვის განმავლობაში.მართლაც და რა გვეშველება?!
zaza
რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "Кавказский Узел"-მა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი მიმოიხილა, ბევრი მწარე სიმართლე აღნიშნა, თუმცა, რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ - ნიშნის მოგებით. - სად დაინახეთ ნიშნის მოგება ?! სიმართლეს რომ გეტყვიან გინდ შინაური , გინდ გარეული , ნიშნის მოგებად უნდა ჩათვალო თუ გაითვალისჭინო და ტვინი და ხელ-ფეხი გაანძრიო ? რა ტქვეს ტყუილი ?
saba
და რა არის აქედან ტყუილი????
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..