საქართველოს ნაკრები წარუმატებელი და დანავსული სერიის დასრულებას ამჯერად კოსოვოში შეეცდება. სამწუხაროა, რომ გულშემატკივართა დიდ ნაწილში (რაც სოციალური ქსელებიდან ჩანს) ნდობა იმდენად დაკარგულია, მოთამაშეთა არყოფნის ოფიციალური მიზეზების ნაკლებად სჯერათ. სწორედ რეპუტაციის დაბრუნებაა ახლა სანიოლისა და მისი გუნდის მთავარი საზრუნავი!

"ჯვაროსნებს" საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. მოსალოდნელია, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნობა და თავს იმ დონის ექსპერიმენტების უფლებას აღარ მისცემს, რაც სექტემბერში ვნახეთ.

გიორგი ლორია - გასულ მატჩებში სანიოლმა თავის გამოჩენის საშუალება სამივე მეკარეს მისცა. დიდი ალბათობით, მომავალ შეხვედრაში ისევ ნაკრების პირველი ნომერი ითამაშებს.

გრიგოლ ჩაბრაძე - დისკვალიფიკაციის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ფლანგელი სასტარტოში უნდა დაბრუნდეს. ამის კიდევ ერთი ფაქტორი ბერძნებთან ოთარ კაკაბაძის არადამაჯერებელი თამაშიც უნდა გახდეს.

გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე, რომელიც მომავალ მატჩში გუნდის კაპიტანიც უნდა იყოს, "ჯვაროსნებს" მოტივაციის ამაღლებაშიც დაეხმარება.

ლაშა დვალი - "ფერენცვაროშის" მცველი დიდი ხნის უთამაშებელი იყო, თუმცა გასულ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურებოდა. კლუბში დაბრუნების წინ კიდევ ერთი მატჩი ლაშას თავდაჯერებას ბოლომდე დაუბრუნებს.

ირაკლი აზაროვი - გასულ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის მარცხენა ფლანგი უჩვეულოდ ინერტული იყო. აზაროვს შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს.

ნიკა კვეკვესკირი - საკმაოდ დიდი დანაკლისის (კანკავა და აბურჯანია) ფონზე, ნიკას ნამდვილად უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთ.

ვაკო გვილია - "რაკოვის" მოთამაშე ფრანგ მთავარ მწვრთნელს უფრო მეტად საყრდენების წინ და ფორვარდის უკან წარმოუდგენია, მაგრამ ახლა ის ვითარებაა, ვაკო ცენტრალური ნახევარმცველებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს.

საბა ლობჟანიძე - ნაკრების თავკაცს საბას მონდომება ძალიან მოსწონს. "ჰათაისპორის" ფეხბურთელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ. თუკი ვილის რაიმე ახალი არ მოუფიქრებია, ლობჟანიძემ ისევ მარჯვენა ფლანგზე უნდა ითამაშოს.

თორნიკე ოქრიაშვილი - ბერძნებთან დაპირისპირების შემდეგ სანიოლმა ოქრიაშვილის მონდომება გამოარჩია. სავარაუდოდ, ის იმ პოზიციაზე უნდა ვიხილოთ, სადაც თამაში უკეთ გამოსდის და ნახევარდაცვასა და ფორვარდს შორის კომუნიკაციის პრობლემა ისევ არ უნდა შეიქმნას.

ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბი ის ფეხბურთელია, რომლის "აფეთქებას" სულ ელიან - როგორც თანაგუნდელები, ასევე მოწინააღმდეგეები. იმედია, ხვიჩას საუკეთესო გამოსვლას ვიხილავთ.

გიორგი ქვილითაია - სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებს, შეტევების დასრულება უმეტესად ფორვარდისთვის მაღალი ჩაწოდებებით წარმოუდგენიათ. ამ ტაქტიკისთვის გიორგი მიქაუტაძე, თავისი სტილიდან გამომდინარე, მზად არ აღმოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი არ უნდა "ჩაიკარგოს".

თუკი საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა, გამოვა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ სასტარტოში ერთბაშად 7 ცვლილება იქნება და იქ ადგილს მხოლოდ გიორგი ლორია, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ვაჟა
თუ ვინმეს უნდა ქონდეს ადგილი წიტაიშვილი აუცილებლად უნდა იყოს. კაკაბაძეს არაც შეეხება მან ზოგადად ძალიან კარგად ითამაშა, მისი დარტყმული ძლივს მოიგერია ბერძენთა მეკარემ, თუმცა ბოლოს 1 დიდი შეცდომა დაუშვა, რასაც გოლი მოყვა.
ქობულეთიდან
ვაი თქვენს პატრონს.ერთხელ გამახსენეთ ქვილითაიას კარგი კი არადა ნორმალური თამაში და მე ბოდიშს მოგიხდით საქვეყნოდ.და თქვენ რომ გკითხონ, ქვილითაია უფრო რეალური კანდიდატურაა ძირითადისთვის ვიდრე წიტაიშვილი.
Burton
ქვილითაიასთვის მონახეთ ადგილი ძირითადში და წიტაიშვილისთვის ვერა? )))
ვოოტ
ზედმეტად მონდომებული და ბრძოლისუნარიანია და საერთო სურათს აფუჭებს....
Gio
სანამ ეს ხიზანიშვილი მანდ არის აზრი არააქვს არაფერს ეგაა იდიაში ტრენერი და არა ვილი ეგ აყენებს სასტავს.
Semi
ამ ნაკრებს ჯანო, მჭედლიძე, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, ზარანდია, შენგელია აკლია მნიშვნელოვნად ეგენი უნდა იყვნენ წამყვანი მოთამაშეები მაგრამ რად გინდა 2 წუთი არ უთამაშიათ მთელი 2 წელია. ძალიან მწყდება გული, არადა ვაისის დროს გასვლაზე შოტლანდიას და ავსტრიას რომ 1-1 ვეთამაშეთ როგორი იმედი მომეცა რომ ჩვენც შევძლებდით ელემენტარული ფეხბურთის თამაშს.
გულშემატკივარი
ჩემი აზრით არაფერში არ არის საჭირო უცხოელი მწვრთნელი, რა ასე რომ ათამაშოს ნაკრები საქართველოში არ მოიძებნება მწვრთნელი? ამხელა სახელფასო ხარჯი ტყუილა გადის და ეს თანხა ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოახმარონ და არა მარტო ეს თანხა. ამ თაობიდან ალბათ არაფერი გამოვა (მაქსიმუმ 2 კაცს თუ არ ჩავთვლით). თუ ხეს ფესვი არ უვარგა ისე ვერ გაიზრდება ძლიერი და ვერც ნაყოფს მოგცემს. ამიტომ ბავშვთა ფეხბურთიდან არის განვითარება დასაწყები და არა პირდაპირ ნაკრებიდან. ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უნდა მოყვეს ქვეყანაში ჩემპიონანტის დონის ამაღლება და მერე შეიძლება გვექნეს ამბიცია თუნდაც საშუალო ევროპული დონის ნაკრებზე. მანამდე სამწუხაროდ მოგვიწევს ასეთი სამარცხვიო ნაკრების გულშემატკივრობა, ნერვების წყვეტა და მუდამ მომავლის იმედით ცხოვრება, რაც უსასრულოდ იქცევა.
Levani
წიტაიშვილს ეგონა ნაკრებში იწვევდნენ და მარტო კოსოვოსთან ათამაშებენ
თემო
ტვინი მოიდღნა ამ საკმაოდ დიდი დანაკლისებით რაა. დიდი დანაკლისი ჰქონდათ ბერძნებსაც და გაგვაპეს შუაზე. გუნდს არ აქვს ერთიანი გამართული სათამაშო სისტემა ეგაა ძირითადი პრობლემა და შემდეგ შეიძლება იმაზე ლაპარაკი ვინ გვაკლია და ვინ არა
გია
წიტაიშვილის ადგილი, ამ უვარგისებში არ არის?
Thomas
ასეთი სტატიების მერე უფრო აგებენ. როცა წნეხი აქვთ უფრო მეტად აგებენ, დამიჯერეთ. წლებია ამ სცენარს ვუყურებ. დაიწერება აბა ველით მოგებას და მაშინვე ვაგებთ. ყველა ადამიანი ასეა, რაც უფრო წნეხში ხარ მით უფრო ვერ აკეთებ საქმეს. დავანებოთ თავი ცოტა ხნით. თავისუფლება თუ მიეცემათ უფრო უკეთ ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ ჩვენზე უკეთ იციან რომ საშინლად თამაშობენ და ბევრი რამე აქვთ გამოსასწორებელი.
ნიმბუსი
მაგათ ბურთი უნდა აუკრძალო და ბუშტი მისცე სავარჯიშოდ, კი არიან ისედაც ფეხბუშტელები
ზურა
ამოუვიდათ ფეხბურთელებს სანიოლის სისულელეები და აღარ გამოდიან სათამაშოდ, გამარჯვების იმედი რატომ გაქვთ, ესეც არჩევნებია?
კაპრო
ნეტა მართლა დვალი დააყენოს და ხოჭოლავა არა,რა სეზონს უფუჭებენ დანიაში ამ ბიჭს,თავქუდმოგლეჯილი დარბის და ხეირი არაფერი,დვალი და ხვადაგიანი დააყენეთ ორივე ერთი კაცის მაგივრად
Skorpion07
სულით და გულით ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს გუნდს .იქნებ ერთი მოგება მაინც გვაღირსონ. p.s რა დღეში ვართ ერთი მოგებაც კი სანატრელია
beqa
რატო გააქ გამარჯვების მოლოდინი? აგვიხსენი და ჩვენც გვექნება
თენგო
მე კომენტარს არა, ორ დიაგნოზს დავსვამ. ან ერთია ან მეორე - საპასუხისმგებლო მატჩის წინ ზეწოლას ვერ უძლებენ და კუჭი ეშლებათ ნერვიულობისგან. - ან, აქ სხვა ძალიან დამაეჭვებელი ფაქტორია სანიოლის მოტეხვაა განზრახული და ჩვენთვის უცხო თამაშები მიდის ხან ტრამვაო ხან უხასიათობა ხან რა ხან რა, ბოლოს სულ მოუთავეს. აღარც ჩაკვეტაძე, იქ მიქაუტაძე, არ მიგვიხვდენო და კარგია ხვიჩა დაგვიტოვეს. ძალიან ვეჭვიანობ, ნეტა სიმართლე არ იყოს
მწვრთვნელი
წიტაიშვილა არა ხომ?
ლევან
წავაგებთ 6:0-ს და სანიოლი გადადგება. და მერე თავიდან დაიწყება ისევ წაგებები. არაუშავს სხვა სპორტს შევხედავ. ფეხბურთის ყურება მაინც შემაზიზღეს ამათ..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..