მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა კოსოვო 2:1 დაამარცხა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

"რა თქმა უნდა, ბათუმში კოსოვოსთან განცდილი მარცხი ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო მატჩი, რომლის მოგებაც ძალიან გვსურდა. საშინაო შეხვედრის წაგება ყოველთვის ძალიან ცუდია. დღეს მოპოვებული სამი ქულა, ვთვლი, რომ ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან კოსოვო საკუთარ მოედანზე მოწინააღმდეგეს ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ფეხბურთელები სრულად მიჰყვნენ იმ სათამაშო გეგმას, რომელიც ამ მატჩისთვის დავსახეთ. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლო წუთამდე იბრძოლეს. შეცვლაზე შემოსული ყველა ფეხბურთელი თამაშში კარგად ჩაერთო. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

არ ვთვლი, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება რაიმე განსაკუთრებულმა მომენტმა განაპირობა. დღევანდელ თამაშში განსხვავებული ტაქტიკა გამოვიყენეთ, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან გვსურდა, ფლანგებზე უფრო ინტენსიურად გვემოქმედა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა საშუალება მოგვცა, თამაში უფრო მეტად გაგვეკონტროლებინა.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი სათამაშო სისტემა ძალიან უხდება ჩვენს გუნდს, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვითამაშებთ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ყველაფერმა იმუშავა. ყველაფერი იდეალურად არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ თამაშის ორგანიზების ასპექტზე. მოგების შემდეგ მუშაობა ბევრად უფრო ადვილია, რადგან ეს არ არის კლუბი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლია ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა. შემდეგი შეხვედრა ნოემბერში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ მოგება ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს.

შვედეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში კარგ მატჩს ველოდებით იმიტომ, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ბოლო თამაში იქნება. ამასთანავე, ძალიან გვსურს, რომ სტადიონზე გულშემატკივრები ვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მათი მხარდაჭერა ძალიან აკლიათ. ამიტომ მინდა, რომ შვედეთის წინააღმდეგ ტრიბუნებზე ბევრი ადამიანი იყოს. რაც შეეხება ტაქტიკას, ახლა ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან იქამდე საკმაოდ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

განვლილი მატჩი ეროვნული ნაკრების წევრებმა: თორნიკე ოქრიაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და გურამ კაშიამ შეაფასეს:

თორნიკე ოქრიაშვილი: "მსურს იმ ტრაგედიით დავიწყო, რომელიც ბათუმში მოხდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. გვინდოდა ბათუმშივე გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ. რაც შეეხება მოგებას და სამ ქულას, ბედნიერები ვართ, რადგან ამ მომენტს დიდ ხანს ველოდით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება".

ზურიკო დავითაშვილი: "გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს, ასე გავაგრძელებთ".

გურამ კაშია: "ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა, თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში, ეს შედეგი დავიმსახურეთ. დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ".

წყარო: nakrebi.ge

მდა
ნუ ამან დაიწყო ტიპობა ისევ.
ლევან მაღლაკელიძე
3 წელიწადია ვიძახი, რომ 3 მცველით უნდა ვითამაშოთ თქო და ძლივს ვნახე. ასევე კანკავა შეტევებს აფერხებს, დაწიეთ ეგა დაცვაში, ისედაც მცველია ეგა. რაც შეიძლება მეტი შემქმნელი ფეხბურთელი გვჭირდება, პასი რომ ეხერხება ისეთი, ხოლო წინ საბა და ჟორჟი იდეალურია. კვარამ მეტი გუნდური უნდა ითამაშოს და საყრდენებზე ვისურვებდი ახალ ხალხს, გვაქვს რესურსი და მოყვანა უნდა ამ ბიჭებს, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, ბევრჯერ ვახსენე, იგივე პარუნაშვილი, იგივე ბერიძე, ებრალიძე თუნდაც, ყაზაიშვილის მოსინჯვაც შეიძლება საყრდენებათ. კაცმა ცოლის ტხოვა სინჯაო და ამათ მოსინჯვას რა უნდა, გვენახა და თუ გაამართლეს , ხო კაი და ტუ არა და მაინც არაფერს არ ვკარგავთ, მე შენ გეტყვი რეიტინგი გაგვიფუჭდება.
ისიდორე
ცოტა ვითამაშეთ ბევრი გაგვიმართლა.
roma
კომენტატორებმა როგორც კი დაიწყეს შესვრა რომ ახლა ძალიან მალე გვინდა შესვენებაზე გასვლაო ეგრევე გაგვიტანეს. მოაშორეთ ეს თარსი კომენტატორები ტელევიზიას.მოიშორეთ დამარცხებულის მენტალიტეტი და იფიქრეთ ყოველთვის იმაზე რომ მეტოქემ რამდენიც არუნდა გაგვიტანოს ჩვენ 1 გოლით მეტს გავიტანთ. და კიდევ ფეხბურთელებს მივმართავ: ნუ იჩენთ ზედმეტ პატივისცემას მოწინააღმდეგის მიმართ, პატივი ეცით იმდენი რამდენის ღირსიც არიან. ცოტა აგრესიულები იყავით საჭირო დროს.
კ ო მ ბ ლ ე
უკვე მოგილბათ გულები არა? რა ცოტა რამ ჭირდება ადამიანს, იმედი! იმედზე დიდს ხომ ვერაფერს მისცემ...
თენგო
მოდი ვაღიაროთ ყველა ოფიციალურ მატჩებში, როგორც ფეხბურთელებს ისევე მთელ ქართველ გულშემატკივარს გვიცახცახებს ხოლმე ერთი ადგილი. ყველა ქრონიკულად გაშვებული გოლის შიშში ვართ და რომ უნდა შეუტიონ და მხოლოდ იმაზე არ იფიქრონ ახლა გაგვიტანენ და ახლა გაგვიტანენო გვავიწყდება ყველას , ერთი სიტყვით მოედანზე და მოედნის გარეთ ყველა ჟიმჟიმში ვართ. აბა რომელიმე თქვენგანმა თუ დაძლია შიში და შეუძახა ბიჭებო თქვენ გოლი უნდა გაიტანოთ ეს შეგიძლიათო(არ ვფიქრობდით ყველა? რა გაუძლებს ახლა მთელ ტაიმსო? ფიქრობდა ვინმე იქეთ გავუტანოთო?). და რომ იცოდეთ, მართალია მოედანზე არ ვიყავით მაგრამ ჩვენი გულიდან გაგზავნილი გამხნევების სიგნალი უხილავად გადაეცემათ ფეხბურთელებს, ეს ასი პროცენტით მწამს ახლა და შეიძლებ ამანაც განაპირობა ამდენი ხნის წარუმატებლობის შეწყვეტა. შორს შიში და უფრო მეტად გავამხნევოთ ბიჭები წარმატებებიც მოგვიმრავლდება
გიორგი
ეს ჯგუფი როცა შედგა მაშნვე დავწერე რომ ამ ჯგუფში მე 3 ადგილი ჩვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი შედეგი სამწუხაროდ ჯერ ჩვენ არ გყავს იმ დონის ნაკრები რომელიც ასეთ ჯგუფს მოიგებს ან მე 2 ადგილზე გავა გაუსწოროთ თვალი რეალობას სამწუხაროდ მე 3 ადგილზე ვეღარ გავალთ ვერანაირად მარა იმედი მაქვს ბოლო თამაშშიც კარაგად გამოვალთ შვედეთან რაც შეეხება ზოგადად ამ ციკლს ვფიქრობ ნაკრებმა ძალიან ცუდად ჩაატარა ეს ციკლი უფრო მეტი მონდომებით და ყურადღებით რომ გვეთამაშა ალბათ დღეს უფრო მეტი ქულა გვექნებოდა და მე 3 ადგილზეც ვიქნებოდით რაც შეეხება გუშინდელ მატჩს გუშინ ნამდვილად იყო პოზიტიური მწვრთნელის როლი მან გამოიცნო შეცვლები რის შედეგადაც ჩვენ თამაში მოვიგეთ რაც შეეხება თამაშის ხარისხს ნამდვილად არ იყო კარგი. სამწუხაროდ ამ ჩვენ და კოსოვო ვიყავით ყველაზე სუსტები ამ ჯგუფში და კოსოვოსთან მოგება ნამდვილად ვერ ჩაითვლება წარმატებად ფაქტია რომ ჩვეს ნაკრებს უჭირს ანგარიშგასაწევ ნაკრებებთან მოგებაზე თამაში თუ შვედებს სახლში მოვუგებთ აი ამ შემთხვევაში მე ამ ციკლში ნაკრების გამოსვლას შევაფასებ დამაკმაყოფილებლად და თუ იმ მატჩს წავაგებთ მაშინ ჩავთლი რომ ისევ იმ დონეზე ვართ რა დონეზეც ვიყავით.
Guja Kakhadze
მადლობა გუშინდელი ანგარიშისთვის! დანარჩენი გამოსასწორებელია და თუ ქართველები XX საუკუნეში XXI საუკუნის ფეხბურთს ვთამაშობდით - ნიშნავს, რომ პოტენციალი არის და მისი გამოყენების გზები არის მოსაძებნი... კოსოვი თქვენზე მეტად იყო დაღლილი და ამიტომ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. შემდეგ თამაშზე რაღაც სხვა გაქვთ მოსაფიქრებელი. მოწინააღმდეგე დასვენებილი იქნება. მაგალითად: კონტრშეტევის დროს 1 კაცის იმედად ნუ იქნებით და რამდენიმე შეყევით მოწინააღმდეგის საჯარომოში... წარმატებას გისურვებთ!
beqa
ძალიან სუსტი მწვრთნელია ძალიაან ტოპ 5 ქართველი სპეციალისტიც ჯობია!!! აზრზე არაა არც ტაკტიკის და არც დტრსტეგიის. აბდაუბდა თამაში და ცალკარა აბა არეჩუქებიათ პირველი გოლიი!!
გიორგი
რა ტაკტიკა რის ტაკტიკა.კოსოვოს მეკარეს უნდა უმადლოდეთ ამ მოგებას,ერთი გააზრებული კომბინაცია არ ყოფილა მთელი თამაში,ვის აბოლებთ რას აბოლებთ.
მოსეხონლი
დაბალი კლასია ამბობა და წარმოდგენა თუ გა ქ ის კაცი 90 უთი რო გვიტევდა ლაციოს თვდასხმელია.შენი კიდე ე აპოელის.დავეშვათ რ ძირს.და მერე ავიდეთ მაღლა.შრომით და მუშობით.
გოგა
ვილი შენი ტაქტიკოსობის რა ვთქვი მე:) ჩვენ საჯარიმოში ისე შემოდიოდნენ როგორც არაფელი და წარმოიდგინეთ, კოსოვოს დაბალი კლასი, რო არა სხვა უკეთესი გუნდი რას გვიზამდა. ვნახეთ ის რო ამ ბიჭებს რაღაც შეუძლიათ, სანიოლი კი ძან სუსტი მწვეთნელია და სანამ ბოლომდე არ დაუღუპივართ გასაშვებია
Რაგბის ფანი
გვილია ნახევარმცველია ყველაზე კატასტროფული პასის პროცენტით.
ლადო
მიყვარს ექსპერტული კომენტარები. იმედია ზი ბ ზიბაძე კითხულობს ამას :D
რომა
12წლის ღლაპები ხოარ ხართ? ან მოწინააღმდეგეს შეხედე რა აფთარივით არის ყველა თქვენ კი დამფრთხალი კურდღელივით გამოიყურებით ყველა თამაში. თუარ იომებთ და იბრძოლებთ ბოლომდე თქვენ არ ხართ მესები და კრიშტოები რო ყველა თამაში ბოლომდე დაუხარჯავად მოიგოთ.... ან როგორ უნდა მოგიწოდოთ უცხოელმა მწვრთნელმა პატრიოტიზმზე არ გრცხვენიათ? ფრანგი გთხოვთ ქვეყნის გამო თავი დადეთ ირბინეთ და ვაჟკაცობა ანახეთ თქვენს თანამემამულეებსო.... გრცხვენოდეთ. დაჟე ამ თამაშიც არ დაიხარჯეთ ბოლომდე მთელი თამაში მთელი გუნდით გიტევდათ მეტოქე და ერთ კონტრზე ვერ დაიჭირეთ და ნიჩიაზე თანახმა იყავით თითქოს ენ ნიჩია რამეს ნიშნავდა. დაიღალნენ ბოლოს და მაგიტო გაიტანეთ გოლი. იმედია მომავალში ასე კურდღლებივით არ შეგაშინებთ მეტოქე
semi
აბა პროფესორებო ოქრის, გვილიას და ქვილითაიას გამოძახებისთვის რომ გადაუარეთ, სად ხართ? რატომ არავინ არ აცდით მწვრთნელს მუშაობას? ასე ექცეოდით ვლადიმერ ვაისს, ზიბზიბაძის და ხარაიშვილის არ გამოძახებისთვის ითხოვდით ნაკრებიდან მის გაგდებას.
გაიქცი ვილი, გაიქეცი!!!
ვილი, რა განსხვავებული ტაქტიკა, ტაქტიკა გქონდათ საერთოდ? გირჩევია გაიქცე აქედან სანამ სულ გადაგიყვანეს ჭკუიდან!!! საქართველოს ეროვნულ ნაკრებად წოდებული ბანდა მოედანზე რასაც აკეთებს მაგას საერთოდ რა ჰქვია?! იმ მარაზმზე რაც ქართულ ე.წ. ფეხბურთში ხდება პასუხს არავინ აგებს, ანუ ფეხბურთს პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანაში?!
vvv
რა ტყულა მიშლით ნერვებს ოცდაათი წელია
vvvv
დიდი ხმუ გამოიყენე ტაქტიკა არა ბალალაიკა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა