ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U18. ჩემპიონობის მიუხედავად, შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ - ზურაბ ამონაშვილი

U18. ჩემპიონობის მიუხედავად, შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ - ზურაბ ამონაშვილი

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მიიჩნევს, რომ 18-წლამდელთა ნაკრებმა მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა შეცდომები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

მეოთხედფინალში ჩეხეთის (76:0), ნახევარფინალში ბელგიისა (37:3) და ფინალში პორტუგალიის (27:0) დამარცხებით, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. გარდა ტიტულის დაცვისა, კალინინგრადში გუნდის მიზანი თამაშიდან თამაშამდე განვითარება იყო.

„მიზანი იყო, ერთი მხრივ, ყველა შეხვედრის მოგება და ტიტულის დაცვა და მეორე მხრივ, თამაშიდან თამაშამდე პროგრესი. კარგია, რომ ჩვენი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შევინახეთ, თუმცა ყველა თამაშის შემდეგ გუნდის თითოეულ წევრს გარკვეული უკმაყოფილების გრძნობა გვქონდა. იყო რიგი პრობლემები, რაზეც მომავალ თამაშამდე ყურადღებას ვამახვილებდით. სულ გვქონდა განცდა, რომ მეტი შეგვეძლო და ახლა მნიშვნელოვანია, მალე დავუბრუნდეთ სამუშაო პროცესს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონები გავხდით, შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი და აგრძელებს:

„ამ ასაკში ჩვენი უმთავრესი მიზანი მოთამაშეთა განვითარებაა. მთავარია ვისწავლოთ და განვვითარდეთ და თუ მომავალში ისე მოხდა, რომ რომელიმე თამაში დავთმეთ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია ყველა ჩვენი ნაბიჯიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ვისწავლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი თამაში გვქონდეს ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, რათა ადაპტაცია მოვახდინოთ იმ ტემპთან, რაც უკვე შემდგომ ასაკში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გველოდება“.

მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კალინინგრადში მორაგბეებმა უდიდესი გამოცდილება მიიღეს – მოირგეს ნაკრების კვართი, იდგნენ საქართველოს ჰიმნზე, რამაც მათ გაუჩინა უდიდესი პასუხისმგებლობა და ასწავლა წნეხის მართვა.

ამონაშვილი მადლობას უხდის მთელ სამწვრთნელო შტაბს და აღნიშნავს, რომ ეს წარმატება მათი ჩართულობის გარეშე არ დადგებოდა:

„ყველა, ვინც გუნდის მზადებაში მონაწილეობა მიიღო, ამ წარმატების სრულფასოვანი მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან თამაშამდე ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ფინალს უკეთეს კონდიციებში შევხვდით და ეს იმის დამსახურებაა, რომ ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებდა. პაატა მაისურაძემ შეტევაში და თორნიკე ბუბუტეიშვილმა შერკინებაში ფასდაუდებელი სამუშაო გასწიეს. მადლობა ჩვენს მენეჯერ ია ხურცილავას, რომელიც თავის ფუნქციებს შესანიშნავად ასრულებდა და სამწვრთნელო ჯგუფს დამატებითი საფიქრალი არ გვქონდა“.

„უღრმესი მადლობა სამედიცინო ჯგუფს – გურამ ადამიას და დავით კობახიძეს. ფაქტობრივად, მათი დამსახურებაა, რომ საბა არჩვაძემ ფინალი ითამაშა და ძალიან კარგი ლელო გაიტანა. ასეთი მოკლე ფორმატის ტურნირების დროს უმნიშვნელოვანესია სწორი აღდგენა და სწორი ვიდეოანალიზი. მიუხედავად არაერთი სირთულისა, რასაც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეები ემატება, გივი და გიორგი ნადარეიშვილებმა შესანიშნავად დაიცვეს ბალანსი ვარჯიშებსა და აღდგენებს შორის, ხოლო ვიდეოანალიტიკოსი ლაშა მჭედლიშვილი პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა დროულად მოეწოდებინა მეტოქის თამაშისა თუ ჩვენი ანალიზი“.

„ასევე დიდი მადლობა თითოეულ მოთამაშეს და მათ ოჯახებს ასეთი კარგი შვილების აღზრდისა და ნდობისთვის. ასევე ამ ბიჭების კლუბებისა და აკადემიის მწვრთნელებს, რადგან ეს წარმატება ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია“.

rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის

18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა

18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო

18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით