ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

კოსოვო-საქართველოს (1:2) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების კიპერს სულ 2 სეივი ჰქონდა, თუმცა მურაქის მძლავრ თავურს გაუმკლავდა. ამ შეხვედრაშიც იყო ეპიზოდი, როცა საკმაოდ დიდი ხანი არკვევდნენ, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა.

ოთარ კაკაბაძე (6.0) - ახალ ტაქტიკურ განლაგებას პირველ ნახევარში მხარი ვერ აუბა, მეორე ტაიმში კი საჯარიმოდან ბურთი არაერთხელ გამოიტანა.

გურამ კაშია (7.0) - საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში ნამდვილი კაპიტანი ჰყავდა, რომელიც უშუალო მოვალეობას თავს ენერგიულად ართმევდა, "ლაციოს" ფორვარდ მურიქთან საკმაოდ ბევრი ორთაბრძოლა უწევდა და არაფერი დაუთმია. გურამმა 9-ჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან და მეტოქის 4 შეტევა ჩაჭრა. ერთხელ შეტევაში რეიდიც მოაწყო.

ლაშა დვალი (6.5) - წინა მატჩისგან განსხვავებით, ნაკლებად შესამჩნევი იყო. ისე ჩანს, მისი და კაშიას წყვილი ამ ეტაპზე ყველაზე დამაჯერებელია.

გურამ გიორბელიძე (7.0) - დრეზდენის "დინამოს" მცველს მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა და ერთხელ ბურთი საკუთარი კარიდან გამოიტანა. ამის გარდა, ფლანგზე აქტიურობდა და გოლის გატანაც შეეძლო.

ნიკა კვეკვესკირი (6.5) - ნიკამ ჩვენს ცენტრალურ ზონას თავდაჯერება დაუბრუნა, მეორე გოლი კი მისი მშვენიერი გადაცემით დაიწყო. კვეკვესკირი პასების სიზუსტით ისევ გამოირჩეოდა.

ვაკო გვილია (6.0) - მოტივირებული და ენერგიული იყო. არაზუსტი პასები მის პრობლემად რჩება, თუმცა ყოველთვის თამაშის გამწვავებას ცდილობს.

საბა ლობჟანიძე (7.0) - დაცვით ფაზაში მშვენივრად გამოიყურებოდა, შეტევას კი მეტი შეუძლია. ერთ ეპიზოდში მისი ფლანგური იერიში გიორბელიძემ გოლით ვერ დაასრულა, კარში დარტყმული კი მცველმა გამოიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია (6.0) - ბევრ სამუშაოს ასრულებდა. ხვიჩას კარგად შეუძლია უკანა ხაზს დაეხმაროს, ართმევებითა და ორთაბრძოლებით მუდმივად გამოირჩევა. მას რომ შეტევაში მეტი შეუძლია, კარგად ვიცით, კოსოვოსთან დაპირისპირებაში კი დრიბლინგი არ შემოუთავაზებია. საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა სწორედ კვარაცხელიას დარღვევის გამო დაინიშნა.

გიორგი წიტაიშვილი (6.5) ისევ აქტიური იყო, 5 დრიბლინგი ჰქონდა, იხსნებოდა და თავისუფალ სივრცეებს ითვისებდა. ისევ იმის თქმა გვიწევს, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ნაკლები აქვს, მის საგოლე პასებსა და გოლებს ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი (7.0) - საქართველოს ნაკრების რიგებში მე-13 გოლი გაიტანა, ისევ ბოლომდე იხარჯებოდა და ცდილობდა, გუნდი აეყოლიებინა. მთავარია, ტრავმებმა არ შეაწუხოს და შეტევის სქემები მომავალშიც მასზე უნდა აეწყოს.

ზურიკო დავითაშვილი (6.5) - უკვე მესამე თამაშია, დავითაშვილი შემოდის, ბოლომდე იხარჯება და ამ პერიოდში 2 გოლიც გაიტანა. მალე ამბიცია ძირითად შემადგენლობაზეც ექნება.

ირაკლი აზაროვი (6.0) - აქტიურად შემოვიდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გრიგოლ ჩაბრაძე (5.5) - მეტოქე მარცხენა ფრთიდან აქტიურობდა. კიდევ ერთი მცველის შემოყვანით სანიოლმა ეს საფრთხე მაქსიმალურად აღკვეთა.

გიორგი ქვილითაია (6.0) - შეხვედრაში კარგად ჩაერთო, მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების მერე ბურთი ჩვენ გვრჩებოდა და შეტევაში ზეწოლას ვაძლიერებდით.

ლადო მამუჩაშვილი - ცოტა დრო მიეცა.

ვილი სანიოლი (7.0) -  მთავარ მწვრთნელს "ჯვაროსნების" თავკაცის რანგში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა - სწორად შეარჩია შემადგენლობა და სათამაშო განლაგება. დაგვანახა, რომ მისი ტაქტიკური არსენალი ერთფეროვანი არ ყოფილა, შეცვლები დროულად და ზუსტად განახორციელა. ახლა მთავარია, ყველაფერს ასეთივე გაგრძელება ჰქონდეს.

• ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!

იმედი გაგიჩნდათ ხომ? თქვენ გგონიათ ამოიყვანეს ვირი ტალახიდან? არა, ჯერ სადა ვართ, ამ გატოკებამ უფრო ღრმა ტალახში ჩაგვფლო, რატომ? იმიტომ, ეომ ნაჩალიჩარ თამაშს გავდა, არც ჩვენ და არც იმათ არაფერს არ უწყვიტავდა ეს თამაში, ჩვენ კიდევ ხო, დროებით გინება შეწყდა, მარა როდემდის? ხომ ხედავთ რომ გუნდი არა გვყავს, არა!!! ვახ რა მაგრად მოვიგეთ! ეგრე ბიჭებო! ტქვენ გენაცვალეთ ჯიგრებში, აკი არა აქვთო? ხო ქონიათ სერბებს, ამ მოგებით, ხომ ფაქტიურად კობი მისი კამანდა და სანიოლი გადარჩა,, ბალეშიკებს კი, ფურცელზე დახატული მწვადი, მო ვი გეთ!..... მო ვი გეთ! უხ რა მაგრად ....ხურააააავსს!!!!!!

• თენგო

ბოლო წუთებზე რომ გვიტანდნენ ხან პენალტით, ხან რაღაც უცნაური დარტყმებით ყარაულის თოფები არ იყვნენ? კარგათ ითამაშეს და წააგესო, ხომ წააგესო და ახლა ცუდად ითამაშეს, ან შემთხვევით მოიგესო, ხომ მოიგეს?! ასეთები მოიგონ ჯერ და თავდაჯერებულები რომ გახდებიან მერე ლამაზ ფეხბურთსაც ითამაშებენ ვერავინ გვასწავლის ქართველებს ფეხბურთს. მიდით ბიჭებო ამაზე ნაკლებად თამაშის უფლება უკვე აღარ გაქვთ!

• tngh

შეფასება ჯერ... ნაადრევია.

• კ ო მ ბ ლ ე

რადგან ყარაულის თოფივით გაუვარდათ.. 9 ყარაულს.. 10 მის თოფს და ვუსურვოთ, რომ ხშირად გავარდნოდეს.. ფეხბურთელებს კი.. ჯემალას ვირის თავფეხი. ეს უმაღლესი ჯილდოა მაგათთვის. ..

• Lasha

მარგი ქმედების კოეფიციენტი სერიოზული პრობლემაა ხვიჩასთვისაც და წიტაიშვილისთვისაც, გოლები შეიძლება ვერ მოვთხოვოთ, მაგრამ ასისტები ნამდვილად მოეთხოვებათ, მაგრამ ამისთვის კარგი ფორვარდიცაა საჭირო. ვინგერი რომ საჯარიმოში ჩამოდის და დაცვას ეხმარება, უკვე სერიოზული საქმეა ქართულ ფეხბურთში და თუნდაც ჩაგდებული თამაშისა და აკიდებული პენალტის მიუხედავად, უნდა დავუფასოთ ხვიჩას აუცილებლად. რაც შეეხება მის ნაკლებ გამწვავებას, 2 კაცი ეთამაშებოდა მუდმივად და არაა გასაკვირი, რომ ვერ გაამწავოს. თუმცა ხვიჩაზე 2 კაცი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას მეტი სივრცე ექმნება და ეს უკვე გუნდმა უნდა აითვისოს. ვერ ვიტყვი, რომ ძაან მაგარი თამაში იყო, მაგრადაც გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ, მაგრამ შევირგოთ, ხანდახან ჩვენც უნდა გაგვიმართლოს.

• ATP 16

რეალობა არის ის , რომ ამ ნაკრების ტვინი , იმის ფონზე რომ ჩაკვეტაძე ჯერ არ არის ფორმაში , არის კიტეიშვილი და არავის ყოფნა ისე არ ეტყობა ნაკრებს , როგორც მისი , ყოველთვის თამაშის გამწვავებაზე მიდის და როცა ვერ თამაშობს , ამ სიცარიელის ამოვსება ყველაზე მეტად გვიჭირს . ასეთ დროს , მე ვფიქრობ კვეკვესკირი აუცილებლად უნდა იყვეს მოედანზე , რადგან მის გარეშე ცენტში კავშირი წყდება წინა ხაზთან და მხოლოდ ფლანგებიდან ვცდილობთ ბურთის ამოტანას . მთლიანობაში თამაშის შესაფასებლად კოსოვოსთან თამაში არ გამოდგება , თუმცა მილოცვა ეკუთვნით , რადგან 9 წელია არაფერი მოუგიათ .

• ვაჟა

წიტაიშვილის სტაბილური თამაში- დრიბლინგები, ფიზიკური მდგრადობა(ბევრისგან განსხვავებით) უბურთოდ მოძრაობა აშკარად უფრო მეტ შეფასებას და ხაზგასმას იმსახურებს. ძალიან სამწუხარო და ალოგიკურია საბერძნეთთან და ესპანეთთან მისი არ გამოყვანა, როდესაც რაღაც გაუგებარ-ექსპერიმენტული შემადგენლობებით ძალიან დუნე, უხარისხო თამაშები ვნახეთ.გიორგი პირველ თამაშში კოსოვოსთან თითქმის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, შემდეგ რა მოხდა-- ყველდაგასაკვირად ესპანეთთან თამაშზე საერთოდ არ გამოიყვანეს, თითქოს ვინმე უკეთესი გვყოლოდა იგივე ითქმის საბერძნეთთან თამაშზე. იმედია ამის მერე მაინც ირწმუნებენ მის ძალას და სტაბილურობას!!

• მწვრთვნელი

თუ შევხედავთ სანიოლის თავკაცობით გამართულ ყველა თამაშს 5 თამაში ათამაშა ნაკრები და 5 თამაში ვერ ათამაშა! ასე რომ 50%-50%-ეა და დაველოდოთ შვედეთს! თუ ისვ მაყურებელი არ დაუშვეს სტადიონზე ძალიან გაგვიჭირდება! 5 თამაში რომელშიც ათამაშა ასე თუ ისე: შვეცია-1-0, ესპანეთი 1-2, საბერძნეთი 1-1, რუმინეთი 1-2, კოსოვო 1-2! 5 თამაში რომელიც ჩააგდო: ნიდერლანდები 3-0, კოსოვო 0-1, ესპანეთი 4-0, ბულგარეთი, 4-1, საბერძნეთი 0-2! ანალიზის გამოსატანად და ბირთვის შესაკვრელად საკმარისია!

• SILVERMARCS

კაკაბაძე -8 ოქრიაშვილი -10. დარწმუნებული ვარ ოქრიაშვილს ის ბურთი რომ არ შეეგდო მორიგი წაგება გვექნებოდა გრაფაში! არის ოქრიაშვილი, არის თამაში!

• სოსო

ბიჭებმა თავი დადეს,ბოლომდე იბრძოლეს და ნანატრი გამარჯვებით გაგვახარეს.რა თქმა უნდა ძალიან მიხარია,მაგრამ შეფასებებს რომ ვკითხულობ,ისე გამოდის,თითქოს მართლაც კარგად გვეთამაშოს.არადა შეტევაში პასი საერთოდ რომ ვერ კეთდებოდა და ურთიერთქმედებაც თითქმის არ ჩანდა,ესეც ამ ფეხბურთელებისაგან არ იყო?თუ ანალიზია,კარგიც შეუფარავად უნდა ითქვას და ცუდიც.გატანილი გოლის შემდეგ,კონტრშეტევის რამდენი შანსი გვქონდა,მაგრამ საერთოდ ვერაფერი შევქმენით და ტაიმის ბოლოს,სრულიად ლოგიკური გოლით დავისაჯეთ.მნიშვნელობა არა აქვს,ვის გამო,ან როგორ გავუშვით.მთავარია რომ გოლი უკვე გადამწიფებული იყო და მსაჯმაც აღარ დაგვინდო.(მაინც მგონია,რომ საპენალტო იქ არაფერი იყო),მეტოქე ჩვენს საჯარიმოში მუდმივად იღებდა პასებს და ხიფათს გვიქმნიდა.თავისუფლად შეიძლებოდა ერთი კი არა,ორი-სამი გოლიც გაგვეშვა და ყველაფერი დამთავრდებოდა.აქაც გამოჩნდა რამხელა მნიშვნელობა აქვს გუნდისათვის კაშიას.თუმცა აქაც და სხვა თამაშებშიც მეტოქეები ხშირად ახერხებენ საჰაერო დუელების მოგებას და კარისაკენ დარტყმას,მაგრამ ბერძნებთან რომ ის გვყოლოდა,არა მგონია მეტოქეს ამდენი საფრთხე შეექმნა.ის აქაც გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო,ოქრისთან ერთად.მეტოქეს აშკარა პრობლემები ჰქონდა დაცვაში,ეს ჩვენც კარგად ვიცოდით,მაგრამ იქამდე ბურთის მიტანას და გათამაშებას ვერ ვახერხებდით.მხოლოდ მატჩის მიწურულს,კოსოვოელებიც აშკარად რომ დაიღალნენ,სანიოლმა დასვენებული შემტევების შემოშვებით,სულ რამდენიმე გააზრებული მოქმედებით შეძლო,მეტოქის კარში გოლის გატანა.არადა ამის გაკეთება, არც მანამდე ჩანდა შეუძლებელი.ნოემბერში შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ცხადია,მათ ჰაერივით სჭირდებათ გამარჯვება.ყველაფერს გაიღებენ საამისოდ და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ საამისოდ.აუცილებლად უნდა დამუშავდეს ბურთის აუტიდან შემოტანა,რათა ყოველ ჯერზე ჩვენი აუტი,მათი შეტევის დასაწყისად არ იქცეს.ასევე ერთი ორი სტანდარტის გათამაშება და შეტევითი კომბინაცია.მხოლოდ დაცვაში ჩადგომით,ვერაფერს მივაღწევთ.ახლა ისინი ფორმაში იქნებიან და ზაფხულის შვედეთს არაფრით დაემსგავსებიან.ჩვენმა შემტევებმა,საერთო ენა უნდა გამონახონ,მოედანზე.

• ლევანი

გვილიას და წიტაიშვილს "ნამეტნავად" დაბალი შეფასება აქვთ თქვენგან, მეტი ეკუთვნით

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?