ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რკინის ქალების ორთაბრძოლა

რკინის ქალების ორთაბრძოლა

უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
ჩვენი ერთ-ერთი სტატიის გმირი ვირჯინია უეიდი დამაჯერებად ინარჩუნებს პირველობას იმ ჩოგბურთელებს შორის, რომლებსაც ყველაზე დიდი პაუზა აქვთ "დიდი სლემის" ორი ტურნირის მოგებათა შორის. 1972 წლის ავსტრალიის ღია პირველობასა და 1977 წლის ლეგენდარულ უიმბლდონს შორის ხუთი წელი და ექვსი თვე გავიდა. მეხუთე ადგილზე ამ სიაში ჩვენი დღევანდელი გმირი იმყოფება.

2001 წელს ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ ისე ჩანდა, თითქოს ვენუს უილიამსს იღბალმა სამუდამოდ შეაქცია ზურგი. 2002-03 წლებში ამერიკელი ხუთჯერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში, მაგრამ ვერცერთი ვერ მოიგო. თანაც, ხუთივე მატჩში მისი მეტოქე უმცროსი და იყო და შეიძლება ითქვას, რომ ვენუსს სერენას მიმართ ერთგვარი კომპლექსიც კი ჩამოუყალიბდა. ამის გათვალისწინებით, 2005 წლის უიმბლდონზე უფროს უილიამსს, შესაძლოა, ფინალამდეც ვერც მიაღწია, რადგან ის და სერენა ბადის ერთ მხარეს აღმოჩდნენ. მაგრამ საოჯახო დაპირისპირება არ შედგა.

ვენუსმა ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხა ევა ბირნეროვა, ნიკოლ პრატი და დანიელა ჰანტუხოვა. თანაც ისე, რომ ერთი სეტიც არ დაუთმო მათთვის. სწორედ მერვედფინალში უნდა შემდგარიყო უილიამსების მორიგი დუელი, მაგრამ ნაკლებად ცნობილმა ამერიკელმა ჯილ კრეიბასმა სენსაციურად მოუგო სერენას, რის შემდეგაც ვენუსთან 0:6, 2:6 განადგურდა.

მარი პირსთან და მარია შარაპოვასთან მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩები რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთ სეტს ვენუსი ტაი-ბრეიკზე იგებდა, მეორეში კი ანადგურებდა მეტოქეს. განსაკუთრებით სახასიათო იყო მეორე სეტი რუსი ჩოგბურთელის წინააღმდეგ, რომელშიც უილიამსმა იდეალური ჩოგბურთი აჩვენა. პირველივე გეიმში "მშრალი" ანგარიშით მოგებული ბრეიკის შემდეგ, უილიამსმა მეორეში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და არ მისცა შარაპოვას მატჩში გარდატეხის შეტანის საშუალება. ამერიკელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ოთხი ეისი გააკეთა, თითქმის ორჯერ მეტრი "ვინერსი" ჩააგდო, ეფექტურად თამაშობდა როგორც უკანა ხაზზე, ასევე ბადესთან. მატჩის შემდეგ მარიამ აღნიშნა მეტოქის ბრწყინვალე თამაშიც და საკუთარი არადამაჯერებელი მოქმედება. ვენუსმა კი განაცხადა, რომ ახლა უკვე შეიძლებოდა მოდუნება. მაგრამ უილიამსს ფინალში მეტოქედ ის ჩოგბურთელი ჰყავდა, რომელთანაც წამით ყურადღების გაფანტვა დამღუპველი იქნებოდა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ლინდსი დავენპორტს ბოლო ოთხი მატჩი მოგებული ჰქონდა ვენუსისთვის. თუმცა ბალახზე ჩატარებული სამივე შეხვედრა უილიამსის გამარჯვებით დასრულდა. ამ სამიდან უკანასკნელი მატჩი ორი წლით ადრე ჩატარებული. მეოთხე წრემდე ლინდსის არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია - სამი მატჩის განმავლობაში მხოლოდ რვა გეიმი დათმო. მერვედფინალში კი დავენპორტს პირველად მოუწია კორტზე ბოლომდე დახარჯვა, მაგრამ ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე მოგების შემდეგ ვერ გაძლო მესამეში. შემდეგ იყო გამარჯვება რუსი სვეტლანა კუზნეცოვას წინააღმდეგ, ნახევარფინალში კი ეპიკური სამსეტიანი ბრძოლა ფრანგ ამელი მორესმოსთან. სამიდან ორი პარტია ტაი-ბრეიკით დასრულდა, მაგრამ როცა მატჩი მეორე დღეს გაგრძელდა (ის წვიმის გამო იყო გადადებული), დავენპორტმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და ფინალში გასვლა.

გადამწყვეტი მატჩი თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან მამაკაცების შაბათისთვის გადადებულ ნახევარფინალში ენდი როდიკი ასრულებდა ურთიერთობის გარკვევას ტომას იოჰანსონთან. როგორც ჩანს, ამ ლოდინმა ვენუსის თამაშზე იმოქმედა ცუდად - მან მეტოქეს ზედიზედ ორი საკუთარი გეიმი დაუთმო. როცა ანგარიში სეტებს შორის დავენპორტის სასარგებლოდ 5:2 გახდა, ვენუსი გამოფხიზლდა და მეტოქეს გამოედევნა. შემდეგი ორი გეიმი უილიამსს დარჩა (დავენპორტმა ზედიზედ ცხრა გათამაშება წააგო), მაგრამ სეტის გადარჩენა ვერ მოახერხა. მეათე გეიმში ლინდსიმ წერტილი დასვა - 6:4.

ეს იყო პირველი სეტი, რომელიც ტურნირზე უილიამსმა წააგო. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამის შემდეგ ის უფრო გაიხსნა და გაცილებით უკეთ ათამაშდა. ბრეიკმაც კი, რომელიც დავენპორტმა 5:5-ზე გააკეთა, მორალურად ვერ გატეხა ვენუსი. მან "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეტოქის მოწოდება და მატჩზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა ლინდსის, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე მოედნის ბატონ-პატრონი იყო. სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა. იმ მომენტისთვის მატჩის დაწყებიდან თითქმის საათნახევარი იყო გასული...

და ისევ, ჰოლივუდური თრილერების კანონით უპირატესობა დავენპორტის მხარეს გადავიდა. მან მოახერხა ბრეიკის გაკეთება და 4:2-ზე საკუთარი მოწოდებისას ორი გეიმბოლი მიიღო - 40:15. ერთი წარმატებული გათამაშება და მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იქნებოდა. მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა... ლინდსიმ ორმაგი შეცდომა დაუშვა (მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ასეთი შეცდომა ჰქონდა - ორჯერ ნაკლები, ვიდრე ვენუსს), შემდეგ კი გონსმოსულმაა უილიამსმა ზედიზედ სამი გათამაშება დაასრულა თავის სასარგებლოდ.

ამ გეიმის შემდეგ დავენპორტმა ფეხის ტკივილი იგრძნო და ექიმის დახმარებას მიმართა. მას გასახდელში გასვლაც კი მოუწია. იძულებითი პაუზა ვენუსმა კორტზე გაატარა და მარტო აგრძელებდა მოთელვას. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტში იგრძნო მან, რომ ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი და ის უნდა გამხდარიყო იმ საღამოს გმირი. უილიამსი აგრძელებდა შეცდომებს, მაგრამ შემდეგ გმირულად ასწორებდა ამ მათ. მეათე გეიმში უილიამსმა გადაარჩინა მატჩი, როცა მორიგი ორმაგი შეცდომით პირველი მატჩბოლი აჩუქა მეტოქეს. ერთი გეიმის შემდეგ ლინდსის უკვე ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ვენუსი ისევ და ისევ ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას.

მე-14 გეიმში, ვენუსის მოწოდებაზე 30:15-ის დროს მეტოქეებმა შესანიშნავი გათამაშება აჩუქეს მაყურებელს, რომელიც 25 დარტყმისგან შედგებოდა. და ეს ბალახზე, სადაც ქულის ბედი ორ-სამ დარტყმაში წყდება ხოლმე. უილიამსმა ქულა მოიგო, გეიმიც თავის სასარგებლოდ დაასრულა და ეს განმსაზღვრელი აღმოჩნდა ფინალში. დავენპორტი მორალურად და ფიზიკურად გატეხილი იყო. უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურად. სწორედ აქ იჩინა თავი შაბათისთვის გადატანილმა ნახევარფინალმა! როცა მე-15 გეიმში ბრეიკ-პოინტზე მეტოქეებმა ისევ გააჩაღეს გრძელი გათამაშება, ლინდსის ხელი აუკანკალდა. ვენუსმა ერთ კუთხეში გაუშვა მეტოქე და ზუსტად დაარტყმა მეორეში. უილიამსმა ბრეიკი აიღო.

მე-16 გეიმში 30:0-ზე ყველაფერი გაირკვა. დავენპორტი ბადესთან გავიდა, მაგრამ ვენუსმა ჰაერიდან რამდენიმე დარტყმა მოიგერია და ბოლოს ზუსტი ბექჰენდით ბურთი ხაზზე დასვა. სამმაგი მატჩბოლი და ვენუსს თითქოს არ სჯერა, რაც ცოტა ხნის წინ გააკეთა. მეექვსე დარტყმაზე ყველაფერი დასრულდა - ორივენი უკანა ხაზზე თამაშობდნენ და ერთმანეთის შეცდომას ელოდნენ. შეცდომა ლინდსიმ დაუშვა - ბადეს გაარტყმა ბურთი. უიმბლდონის ისტორიაში ქალებს შორის ყველაზე გრძელი ფინალი ორ საათსა და ხუთ წუთს გრძელდებოდა.

მხოლოდ და მხოლოდ მე-14 ნომრად განთესილმა ვენუსმა მეხუთედ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი - წინა ტრიუმფიდან სამი წლისა და ცხრა თვის შემდეგ. უფროსმა უილიამსმა ნავსი გატეხა - მომდევნო წელს ის მესამე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, რასაც მოჰყვა ზედიზედ სამი ფინალი, რომელთაგანაც ორი - 2007 და 2008 წელს მისი გამარჯვებით დასრულდა. თუ ოდესმე ვენუსი კიდევ შეძლებს ლონდონურ ბალახზე მოგებას, გაიმეორებს დიადი და ლეგენდარული ბილი ჯინ კინგის მიღწევას - მეექვსედ დაიპყრობს უიმბლდონს. შემდეგ დარჩებიან შტეფი გრაფი და მარტინა ნავრატილოვა. არადა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა 2005 წლის 20 ივნისს, როცა უიმბლდონის მორიგი ტურნირი იწყებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ