"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან" პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას მილანის "ინტერის" პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია დაიწყებს. თბილისის აკადემია "ინტერისთვის" რიგით მეოცე იქნება.

ალესანდრო ანტონელო, "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი აკადემიის გახსნა მისი განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელს ხდის პროექტის გაფართოებას, არამედ იმიტომ, რომ შეთანხმება დადებულია უნივერსიტეტთან ერთად,რომელიც სრულად იზიარებს "ინტერის" ხედვას ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების შესახებ."

დავით კერესელიძე, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე: "ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარტნიორობაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტრადიციების მქონე საფეხბურთო ბრენდთან შევთანხმდით. ეჭვი არ მეპარება, რომ "ინტერის" აკადემია საქართველოში ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ამის მყარი გარანტია კი ასეთ წამყვან კლუბთან თანამშრომლობაა. ჩვენ თანამოზიარენი გავხდით იმ დიდი გამოცდილებისა, რომელიც იტალიურ გუნდს გააჩნია.

ახალგაზრდების სწორად განვითარების მიზნით კი აკადემიაში "ინტერის" მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებს მოვიწვევთ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას."

დავით კერესელიძის თქმით, რომელიც "ტორპედოს" მფლობელიცაა, ქუთაისში ბავშვთა ფეხბურთი ორი მიმართულებით განვითარდება - ერთი "რამაზ შენგელიას" სტადიონის ირგვლივ, მეორე კი - "ინტერის" აკადემიის, რომელიც სავარაუდოდ "ნიკეას" სტადიონზე გაიხსნება.

კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ "ტორპედოს" ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიუჯეტი აქვს, თუმცა ეს ჯერჯერობით სატურნირო მდგომარეობაზე არ ისახება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სატრანსფერო პოლიტიკა ვერ აწარმოეს. მისი განცხადებით, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ფიქრით სავსებით შესაძლებელია.

წყარო: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

Levani
მგონი კუჭავას ტყუილა დავცინით..ნელ-ნელა იქეთ მივდივართ.
ვახო...
დიდებულია!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა