რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" მაისურით თავის ყოფილ გუნდ "ლოკომოტივს" კვლავ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის შესახებ რუსული Championat-ი საკმაოდ ვრცლად წერს:

"მატჩის ყურება არა მხოლოდ ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკუს გისდოლის დებიუტის, არამედ ხვიჩა კვარაცხელიას გამოც ღირს, რომელმაც მოსკოვური კლუბი სკანდალით დატოვა, ის კი მათ წინააღმდეგ ისევ ითამაშებს. ქართველი გარემარბისთვის ეს მატჩი სუპერპრინციპული იქნება. ხვიჩას "ნიჟნი ნოვგოროდის" წარუმატებელი თამაშის დავიწყება და კვლავაც ძველებურად ათამაშება სჭირდება. დროა, ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო მასზე ზეწოლა შეწყდეს."

როგორ გაატარა ხვიჩამ თავისი ერთადერთი სეზონი "ლოკოში"?

"2019 წლის თებერვალში "რუსთავიდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. რამდენიმე მატჩი ახალგაზრდა ტალანტის ადაპტირებისთვის და სადებიუტო გოლის გასატანად საკმარისი იყო... სწორედ "რუბინთან". თავად ხვიჩამ თქვა, რომმისი ოცნება "ლოკომოტივში" თამაში იყო.

იური სიომინმა იწინასწარმეტყველა, რომ ქართველი ახალ გუნდში ფესვებს გაიდგამდა. კვარაცხელიამ "რკინიგზელების" რიგებში მოლოდ 10 თამაში ჩაატარა და ეს გოლი ერთადერთ ეფექტურ ქმედებად დარჩა.

ზაფხულში ხვიჩას გუნდიდან წასვლამ "წითელ-მწვანე" გულშემატკივრები გააღიზიანა. კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი პოტენციალის მქონე გარემარბი არ გამოისყიდა, უბრალოდ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა... რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა იური სიომინი გააღიზიანა:

"ხვიჩა კვარაცხელიას აქ ჩამოსვლა ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვისყიდდით. ის დიდი ტალანტის მატარებელი სპორტსმენია. განვლილი 6 თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად გაიზარდა, განვითარდა, მისი წასვლის შემდეგ კი ცრემლები ვერ შევიკავე".

"რუსთავში" დაბრუნებულმა ხვიჩამ კლუბთან არსებული კონტრაქტი მალევე გაწყვიტა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ქართველი გარემარბი "რუბინთან" ხუთწლიან კონტრაქტზე დიდი ხნით ადრე შეთანხმდა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი ხელშეკრულებიდან 5 დღის შემდეგ "კვარა" "თათრების" ფეხბურთელი გახდა. არადა, თავად ირწმუნებოდა, რომ არ გეგმავდა "ლოკომოტივის" დატოვებას.

მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ანატოლი მეშჩერიაკოვმა, კომენტარი ხვიჩას გუნდიდან წასვლაზე გააკეთა:

"კვარაცხელიაზე კონტრაქტი დიდი ხნის წინ იყო შემოთავაზებული, მხარეები კი შეთანხმებას ველოდით. ის ტექნიკური საკითხების გაფორმებას ელოდა, თუმცა ვერ გაიგებ, სხვის თავში რა ხდება.

ჩემი გაგებით: არსებობს შეთანხმებული კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ".

კვარაცხელიას ყოფილ კლუბთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. მან მოსკოვის გუნდის ხელმძღვანელობა სიცრუეში დაადანაშაულა.

როცა 2019/20 წლების სეზონის პირველ ტურში ქართველი გარემარბი "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა, კვარაცხელიას მიერ ბურთის თითოეულ შეხებას თან გულშემატკივართა სტვენა ახლდა. პირველი ტაიმის შუაში "ლოკომოტივს" შესაძლებლობა მიეცა, დაწინაურებულიყო, მაგრამ ანტონ მირანჩუკმა პენალტი ვერ გამოიყენა. 66-ე წუთზე მოსკოველებმა ანგარიში მაინც გახსნეს - ალექსეი მირანჩუკის გოლით, მაგრამ 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა კვარაცხელიას ძალისხმევით წონასწორობა აღადგინეს. ასეთ დროს, ხვიჩამ გოლი არ აღნიშნა და დემონსტრაციულად ხელები ასწია.

მაგრამ მეორე, მესამე და მეოთხე მატჩი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კოშმარად იქცა - არც ერთი ეფექტური მოქმედება და სამი მარცხი.

შაბათს, 16 ოქტომბერს, ქართველი გარემარბი "რკინიგზელებს" მეხუთედ დაუპირისპირდება. ალბათ, ხვიჩა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლავ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, მაგრამ სლუცკი, რომელიც მოთამაშის "ლოკომოტივთან" ურთიერთობის ისტორიას იხსენებს, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის შანსს მისცემს. "კვარა" "რუბინს" ჩემპიონატში მარცხიანი სერიის დასრულებაში უნდა დაეხმაროს."

ყაზანის "აკ ბარს არენაზე" გასამართი შეხვედრა შაბათს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. "ლოკომოტივი" 17 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "რუბინი" 14 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

llt
მაგის ვარცხნილობას თუ ზრუნვა ეტყობა და :) ნეტა ნორმალურ სტილისტთან მივიდოდეს
ჟორა-ს
მართლა ჟორა ხარ!ვინ ჟორამ გითხრა რო სიომინს ან უყვარს ან რა ჟორადან იცი რო არ უყვარს ქართველები? ან დალევა რო უყვარს ვინ ჟორამ გითხრა?თუ გუშინაც სიომინთან იქეიფე?მართლა რო ჟორა ხარ როგორ გეტყობა.ნამდვილი რუსი გინახია შე მართლა ჟორა შენა
დათო
ხვიჩამ რაც ვარცხნილობაზე დაიწყო ზრუნვა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობა, აი მანდ დაუშვა შეცდომა…
ბექა
რუსი და ქართველი ჟურნალისტების და ფანების დამსახურებაა რაც ხვიჩას დღეს სჭირს,იმხელა არაადეკვატური ზეწოლა იყო ცხრამეტი წლის ბიჭზე თითქოს მესი ყოფილიყოს,თავს დამნაშავედ ვგრძნობ ხვიჩას წინაშე.
Thomas
გეთანხმებით, მეც ვფიქრობ, რომ ის ტრავმა ისევ აწუხებს. რუბინის თამაშების მერე სულ ყინულს ადებენ ხოლმე ფეხზე. სავარაუდოდ ის აპრილში მიღებული ტრავმაა ისევ რაც აწუხებს.
ჟორა
და კიდევ რა მომწონს იცით? ქართველები სიმონის სახელის ხსენებაზე რომ ახურუშდებიან ხოლმე-ქართველები უყვარსო.ვაი თქვენს პატრონს, უყვარს არა იხვი. დალევა? კი ბატონო,უყვარს.რაკი ჩალიჩით და "ლევი" ფულის გასაკეთებლად ორიოდე ქართველი აიყვანა, სულაც არ ნიშნავს ქართველების სიყვარულს
სოსო
არა მგონია,ხვიჩა მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმის გამო იყოს ასე ჩამქრალი.ვფიქრობ ტრავმაც აწუხებს.სხვანაირად ნაკრებში მაინც გაიელვებდა.ნაკრებშიც ვხედავდით,რომ ცდილობდა,მაგრამ მოძრაობის სიმკვეთრე ჰქონდა დაკარგული.სწორედ ეს მაფიქრებინებს ტრავმის არსებობაზე.კუნთის ტრავმა,საკმაოდ დიდხანს გასდევს,რამდენადაც ვიცი.
Herbst
ინსტაგრამზე ლოკომოტივის ფანების კომენტარები წავიკითხე, როცა კვარა რუბინში გადავიდა, მოღალატეს ეძახდნენ, ლანძღავდნენ, ფულზე გაგვცვალაო და ათას საშინელებას უწერდნენ. 18 წლის იყო ლოკომოტივში და თან ძირითადის მოთამაშე არ ყოფილა, სულ რაღაც 6 თვე ითამაშა და დავიჯერო იმხელა იმედები დაამყარეს მასზე, რომ წასვლა ღალატად ჩაუთვალეს? ზედმეტად არაადეკვატურია ეს ყველაფერი.
მიდი კვარა გაზი მიეცი!
ერთი ლუიშ ფიგუს გადასვლა იყო ბარსადან რეალში და მეორე კვარას გადასვლაა ლოკოდან რუბინში:) რა ხელოვნურად ცდილობენ რაღაც ინტრიგის შემოტანას. ნეტავ თვითონ ხვიჩას თუ ახსოვს ლოკო საერთოდ? 10 თამაში ითამაშა სულ და ისე წერია გეგონება ლოკოს სიმბოლო იყო დიდი ხნის მანძილზე და ვერ აპატიეს რუბინში გადასვლა ფანებმა.
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია