ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მატჩი ცენტრალურ კორტზეა ჩანიშნული და ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ჩვენებური ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და მან ეს გასულ შეხვედრებშიც დაამტკიცა. მოგეხსენებათ, ის პირველადაა გასული მასტერსის 1/4-ფინალში. ქართველმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რუსი კარენ ხაჩანოვი ბევრ კომპონენტში დაჯაბნა, უფრო სტაბილური იყო უკანა ხაზიდან და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

თამაშის მიმდინარეობისას არის გარკვეული მომენტები, როდესაც ნიკა კონცენტრაციას კარგავს და მცირე ჩავარდნა ეწყება, თუმცა კარგი ფორმისა და შესანიშნავი დარტყმების წყალობით, კონცენტრაციას იბრუნებს და მეტოქეს თავბრუს ახვევს.

ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე სტეფანოს ციციპასი ინდიან უელსის წლევანდელ ტურნირზე ძალიან არასტაბილურ ჩოგბურთს თამაშობს.

ბერძენმა უკვე 2 შეხვედრაში დათმო სეტი და წინა წრეში ავსტრალიელ ალექს დე მინორთან სულაც ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც მეორე სეტში ტაიბრეიკი მოიგო.

თუ ინდიანაში ციციპასის შეხვედრებს ნახავდით, ნათლად დაინახავდით, რომ მას გადაღლა ეტყობა. ბერძენს ბრწყინვალე სეზონი აქვს. თავად განსაჯეთ, თითქმის ყველა დიდ ტურნირზე გააღწია 1/4-ფინალში, წინ კი ორი დიდი ტურნირი ელის.

მან უნდა ითამაშოს ჯერ პარიზის მასტერსზე, შემდეგ კი რომში გასამართი წლის შემაჯამებელი ტურნირია, სადაც პლანეტის ტოპ 8 ჩოგბურთელი იქნება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დღევანდელ დაპირისპირებაში ნიკას შანსები იზრდება. ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ მაშინ, როდესაც ნიკოლოზი აუტსაიდერად ითვლება, წნეხი ეხსნება და კორტზე უფრო თავისუფლად გრძნობს თავს.

ბასილაშვილმა ემოციები უნდა მოთოკოს, ითამაშოს თავისი საუკეთესო ჩოგბურთი უკანა ხაზიდან, დაუშვას ნაკლები შეცდომა და ასეთ შემთხვევაში წარმატების მიღწევა გაადვილდება.

ფაქტია, რომ ორივე ჩოგბურთელი უკანა ხაზზე საკმაოდ ძლიერია. ნიკას ბევრჯერ უთქვამს, რომ არ უყვარს ისეთი ჩოგბურთელების წინააღმდეგ ასპარეზობა, რომელსაც ძლიერი და კარგი ჩაწოდება აქვს, ფორას ჩაწოდებით იქმნის და შემდეგ გათამაშებაში უპირატესობის მოპოვება რთულდება.

ციციპასს ძლიერი ჩაწოდება ნამდვილად არ აქვს და ტურში მის იარაღად ეს ნამდვილად არ ითვლება. ბერძენი ბრწყინვალე "ბექჰენდის" საშუალებით უკანა ხაზზე იქმნის ხშირად უპირატესობას ანაც აუღებელ დარტყმას ასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ ურთიერთშეხვედრებში ციციპასი ჩვენებურს 2:0 ამარცხებს, თუმცა ორივე დაპირისპირებაში დიდი ორთაბრძოლა იყო და ნიკამ მეტოქეს არაფერი დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელებიდან მასტერსის ნახეარფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს უთამაშია. ქართველმა ვეტერანმა ჩოგბურთელმა ეს 2004 წელს გააკეთა და სწორედ ინდიან უელსის ტურნირზე.

თუ ბასილაშვილი დღეს გაიმარჯვებს, 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.

დავით 67
ყოჩაღ ნიკა! მოიგო. მიდი ბოლომდე
tornike
სად შეიძლება ყურება?
დათო
წარმატებები ნიკა!
კახა
სად შეიძლება ყურება ევროპაში? თუ შეგიძლიათ ლინკი რომ დადოთ ვინმემ.. მადლობა წინასწარ..
ლელა
წარმატებებს ვუსურვებ ბასილას!!!
ATP 16
ძალიან ლამაზი და დაძაბული შეხვედრა გველის წინ და თუ ბასილა მოწოდების სიმაღლეზე იქნება , დაამარცხებს ციციპასს . ორივე წინა შეხვედრაში , სულ ცოტა იღბალი და ნაკლები შეცდომა რომ გვქონოდა , მოუგებდა . ამიტომ , დღეს მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ შეცდომების რაოდენობა და ისეთ ფორმაშია ნიკა , არ ელოდება ციციპასს ადვილი შეხვედრა . წარმატებები ბასილ , ჩვენ შენს გვერდით ვართ .
სოსო
ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება,მაგრამ ნიკას გამარჯვება ,ნამდვილად შეუძლია.მთავარია ჩავარდნები არ დაუშვას და ჩაწოდება წაუვიდეს.ციციპასი დაუძლეველ ზღუდედ არ ჩანს.
დათო
… მთავარია პირველი ჩაწოდება გამოუვიდეს ნიკას!!! წარმატებები!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია
არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
"კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდება" - ენდი მარი უიმლდონზე მარცხით გულდაწყვეტილია [VIDEO]
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ალკარასმა ციციპასი დაამარცხა და ბარსელონას ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ჯოკოვიჩმა პოლი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო - ნოვაკი კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის