პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, "შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა ისტორიული თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გუნდი, რომელიც აგვისტოში შეიქმნა, თავის პირველ შეხვედრას რაგბი ევროპის სუპერთასზე 16 ოქტომბერს, 17 საათზე, "ავჭალაზე" გამართავს და მეტოქე "თელავივ ჰითი" იქნება. ებრაელებმა პროფესიული ფრენჩაიზი სპეციალურად ამ ტურნირისთვის ჩამოაყალიბეს და შემადგენლობა უმთავრესად სამხრეთაფრიკელი, კუნძულელი და ინგლისელი ლეგიონერებით დააკომპლექტეს.

"‘შავი ლომის" მსგავსად, "თელავივ ჰითიც" 16 ოქტომბერს ისტორიულ, პირველ შეხვედრას გამართავს.

"მეტოქის შესახებ ამ ეტაპზე, სახელისა და გვარების გარდა, პრაქტიკულად არაფერი ვიცით. მწვრთნელი არაა ისეთი ცნობილი, რომ მისი სათამაშო ფილოსოფიის შესახებ რამე დასკვნები გამოვიტანოთ. გუნდი ძირითადად სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ზოგადად სამხრეთაფრიკელებს უყვართ ძალისმიერი თამაში და კარგი გამქცევებიც ჰყავთ. მოთამაშეთა შორის რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტია, თუმცა, როგორ მოერგებიან ისინი გუნდს, არ ვიცით", - ამბობს ლევან მაისაშვილი, რომელმაც კოვიდვირუსის გადატანის შემდეგ უსწრაფესად გაიარა რეაბილიტაცია და გუნდს შეკრებაზე შეუერთდა:

"წინა პერიოდში ორჯერ ვიყავი ვარჯიშზე და მწვრთნელებთანაც მუდმივი კავშირი მქონდა. მზადების შესახებ მუდმივად მქონდა ინფორმაცია და საწვრთნელ პროცესში ორშაბათიდან სრულად ჩავერთე.

თუ არ ჩავთვლით ძველ ტრავმებს, რომლებიც მოთამაშეებს გაუმიზეზდათ, კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ოფიციალურ შეხვედრამდე ტესტ-მატჩის გამართვა ვერ მოვახერხეთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ თამაშის მართვას".

მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზის მნიშვნელობაზე:

"წარმოადგენდე "შავ ლომს" პირველ, ისტორიულ შეხვედრაში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ის ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და მისი კვართით თამაში ნებისმიერი მოთამაშისთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, 16-ში თავს არავინ დაზოგავს და მოედანზე ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს".

რაგბი ევროპის სუპერთასი

I რაუნდი. 16 ოქტომბერი. 17 საათი

თბილისი. „ავჭალა“

შავი ლომი – თელავივ ჰითი

შავი ლომი

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.

rugby.ge

ზურა222
ძალიან კარგია ასეთი გუნდი რომ შეიქმნა (დიდი ხნით ადრე უნდა შექმნილიყო!) და უფრო კარგია რომ ნაკრების ამდენი წევრი და კანდიდატი რომ თამაშობს აქ ! სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ეს ჩვენი ნაკრებისთვის იქნება ძალიან კარგი !
Kamo
კი, 25 შაი დევი
სოსო
მატჩის რეპორტაჟი მხოლოდ რაგბი ტვ-ზეა?სხვაგან არსადაა პროგრამებში.წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს,მაგრამ ალბათ გაგვიჭირდება შეუთამაშებელზე და უცნობ მოწინააღმდეგეზე.აფრიკელებისაგან ყველაფერს უნდა მოველოდეთ და ასე ბრმად თამაში არ უნდა დაგვეშვა.
მაშ
ურიგო სახელი არ არის, კარგია "შაილ ლომი" ასევე კარგი იქნებოდა რამე ქართული, მამა-პაპური, ძირძველი, მშობლიური და ზღაპრული, მაგალითად "ფასკუნჯი" ("ფაშგუნდი"). "დევ" ("შავიდევი"), "წიქარა", "ნახევარქათამა" და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო, ორიგინალური და ეშხიანი სახლის ვარიანტი არსებობს
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა