რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინის" "ლოკომოტივთან" ფრედ დასრულებული მატჩი (2:2) ყაზანური გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა БИЗНЕС Online-სთან ინტერვიუში მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს გაუსვა ხაზი.

- არის შეგრძნება, რომ ხვიჩა ისევ იწყებს შარშანდელი ფორმის "აკრეფვას"?

- უკვე იციან, მისგან რას უნდა მოელოდნენ, ცდილობენ ყველა ხაზები გადაუკეტონ, თუმცა ბურთის შესანიშნავად ფლობის ხარჯზე, მეტოქეებს უკან დახევას აიძულებს. უკან დახევას საკუთარ საჯარიმომდე, სადაც მცველებს სულ უფრო და უფრო უჭირთ - მას შეუძლია მოძრაობაზე დაიჭიროს და პენალტი გამოიმუშაოს. ეს ელემენტი ხვიჩამ ჩინებულად აითვისა და ასეთი მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

ძნელი სათქმელია, იბრუნებს თუ არა ის ყოფილ დონეს. ხვიჩა არც ისე ხშირად, როგორც ადრე, ხვდება კადრში, არ იგრძნობა მისი სუნთქვა, გაუგებარია მისი აჩქარებითი სამუშაო, მაგრამ პროგრესი სხვა რამეშია აღსანიშნავი - ახლა უფრო ხშირად ჩადის უკან, პირდაპირ საკუთარ საჯარიმოსთან. დაცვაში მისი სამუშაო ყოველთვის აქტიური არ არის, თუმცა ადვილად ბურთის მიღების უფლებას მოწინააღმდეგეს არ აძლევს. ღრმად უკან დახევა შეტევაში შემდგომი ჩართვით კი სერიოზულ ფიზიკურ სამუშაოს მოითხოვს. ამიტომ მე თქვენ აზრს დავეთანხმები - ხვიჩა უმატებს.

Herbst
ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც პერსონალურად ვგულშემატკივრობ. იმხელა ნიჭი და მონდომება დავინახე ამ ფეხბურთელში, ისევე როგორც სხვა მაღალი დონის მოთამაშეებში დამინახავს, ვისთვისაც მიგულშემატკივრია. იმდენმა ფეხბურთელმა გაიარა ჩემს თვალწინ, კარიერის დასაწყისიდან, დასასრულამდე. ახლა ზოგი დაბერდა, ზოგმა კარიერა დაასრულა, ზოგი ჭ კლასის გუნდში გადავიდა სიბერის ჟამს. ვგულისხმობ ინიესტას, ფერნანდო ტორესს, დავიდ ვილიას, პუიოლს, იკერს, ფაბრეგასს... ეს ხალხი იყო ვინც ფეხბურთი შემაყვარა, ჩემს ბავშვობაში ესენი იყვნენ, ვინც საოცრებებს ჩადიოდნენ, სხვა თაობის ხალხს ალბათ სხვები ეყოლებათ ფავორიტებად. ვისაც ვგულშემატკივრობდი არასოდეს ზურგი არ შემიქცევია არცერთისთვის, აღმასვლის თუ დაღმასვლის მიუხედავად. მახსოვს ფერნანდო ტორესი ჩელიში რომ გადავიდა, იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა, კართან მიტანილ ბურთს ვერ იტანდა ცარიელ კარში. ლივერპულში დაფრინავდა ტიპი. ნუ ეგ ცალკე ისტორიაა. არანორმალურად მინდა ხვიჩამ თავბრუდამხვევი კარიერა გაიაროს. ფსიქოლოგიური ზეწოლებიც იქნება, ცუდი თამაშიც და გაფუჭებული პენლებიც მაგრამ ყველაფრის დაიგნორება და მომდევნო თამაშზე ფიქრი არის ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს. წარმატებები კვარა!
ადეკვატური გულშემატკივარი
ხიჩას ვინმემ უნდა ურჩიოს, რომ არ წაიკითხოს მსგავსი სტატიები და კომენტარები. არც კრიტიკა და არც ქება-დიდება. აკეთოს თავისი საქმე და მხოლოდ ფეხბურთზე იყოს კონცენტრირებული. კადრში რამენჯერაც მოხვდა გასახდელში იმდენი ტელეფონი უჭირავს და სქროლავს. სავარაუდოდ ყველაფერს კითხულობს რაც იწერება :დდ კომენტარების კითხვამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გააგიჟოს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გაქაჩავს თუ არა ხვიჩა "ნაპოლიში"? - კაპელოს, ვაისის, სიომინის და სხვა სპეციალისტების ვარაუდი
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"კვირკველიას საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ტყუილად არავინ დაასახელებდა"
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"დასძლევს ხვიჩა "ნაპოლიში" კონკურენციას თუ იჯარით გაუშვებენ?" - რამდენად საფუძვლიანია რუსების ეჭვები
საბა კვირკველია: ხუთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ წასვლა არ მინდა
კვირკველია საძაგელი იხვის ჭუკი იყო - "რუბინის" ექსმწვრთნელი
"როცა კარგად ხარ და გენდობიან..." - რატომ დარჩა საბა კვირკველია "რუბინში"
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს