18 წლის ბერნარდ ტომიჩი პირველია, ვინც 1986 წლის შემდეგ, ამ ასაკში უიმბლდონის მეოთხედფინალში გააღწია
ლეგენდარული ბორის ბეკერი 1986 წელს 18 წლის იყო, როცა მეორედ მოიგო უიმბლდონი. მას შემდეგ ასეთ ასაკში არათუ ფინალში, არამედ მეოთხედფინალშიც არავინ გასულა.

და აი, 25-წლიანი შესვენების შემდეგ ეს გააკეთა გერმანიაში დაბადებულმა, წარმოშობით ხორვატმა ავსტრალიელმა ბერნარდ ტომიჩმა. მისი მორიგი მსხვერპლი გახდა 2002 წლის ნახევარფინალისტი, ბელგიელი ქსავიე მალისე. თამაში საათნახევარიც არ გაგრძელებულა. ტომიჩმა 37 "ვინერსი" შეასრულა და მხოლოდ რვა უნებლიე შეცდომა დაუშვა. შეგახსენებთ, რომ წინა წრეში ბერნარდმა ასევე სამ სეტში მოუგო რობინ სიოდერლინგს. იმ მატჩის პირველ პარტიაში ტომიჩმა 17 წუთში გახადა ანგარიში 5:0!

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტურნირის მეორე კვირამდე მივაღწევდი და მით უმეტეს, მეოთხედფინალში გავიდოდი. შესანიშნავი გრძნობაა. ჩემთვის ეს დაუჯერებელი მიღწევაა. ასე ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ! ბევრი რამ ვისწავლე და მოთმენლად ველი შემდეგ მატჩს.

კვალიფიკაციის გავლის შემდეგ ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი. ახლა ვიპოვნე საკუთარი თამაში და აქ გამოსვლა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ზეწოლას აღარ ვგრძნობ, მოდუნებული ვარ. ასე მგონია, ახლა კარგად ვიცი, როგორ უნდა ვითამაშო", - განაცხადა ტომიჩმა.

მომდევნო მატჩში მისი მეტოქე მეგობარი და მასწავლებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ სერბი ჩოგბურთელის მოსაზრება ტომიჩის შესახებ - ნოვაკმა ავსტრალიელს ტურის მომავალი ვარსკვლავი უწოდა. ახლა გავიგოთ, რას ფიქრობს თავის ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე ვუნდერკინდი.

"ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია ტურში. კორტის მიღმა მშვიდი და გაწონასწორებული, ამასთან, ძალიან მხიარული, - ამბობს ტომიჩი ჯოკოვიჩზე. - თუმცა მატჩის დროს ეს თვისებები ქრება და ნოვაკი ძალიან აგრესიული ხდება. მის წინააღმდეგ რთულია თამაში".

ავსტრალიელმა გაიხსენა უიმბლდონის წინ ჩატარებული სპარინგებიც: "მან გამანადგურა. თითქოს უშანსოდ ვარ, მაგრამ იმედია, ოთხშაბათს იგივე თამაშის ჩვენების საშუალებას არ მივცემ".

უიმბლდონის ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტები:

1973 - ბიორნ ბორგი - 17 წლის, 32 დღის

1985 - ბორის ბეკერი - 17 წლის, 227 დღის

1977 - ჯონ მაკინროი - 18 წლის, 136 დღის

1986 - ბორის ბეკერი - 18 წლის, 226 დღის

2011 - ბერნარდ ტომიჩი - 18 წლის, 255 დღის

თავად ჯოკოვიჩმა საათსა და 41 წუთში სამი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოუგო ფრანგ მიკაელ ლოდრას.

გაიხარეს ადგილობრივმა გულშემატკივრებმა, მათ შორის პრინცმა უილიამმა და მისმა მეუღლემ ქეითმა, რომლებმაც თვალი ადევნეს ბრიტანელი ენდი მიურეის დამაჯერებელ გამარჯვებას ფრანგ რიშარ გასკეზე - 7:6, 6:3, 6:2.

შოტლანდიელი ზედიზედ მეოთხედ გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში, ბოლო ორი წელია ის ნახევარფინალშიც თამაშობდა, მაგრამ უფრო შორს ვერ წავიდა.

დღის ყველაზე ხანგრძლივ მატჩში გამოვლინდა მიურეის მეტოქე მეოთხედფინალში. ესპანელმა ფელისიანო ლოპესმა პოლონელ ლუკაშ კუბოტთან შეხვედრაში ორსეტიანი ჩამორჩენა გააბათილა, გადამწყვეტი სეტის მე-12 გეიმში კი ბრეიკი გააკეთა და მოიგო ოთხი საათისა და 18 წუთის შემდეგ - 3:6, 6:7(6), 7:6(9), 7:5, 7:5.

ოგბურთელებს თითქმის ერთნაირი სტატისტიკური მახასიათებლები ჰქონდათ: 28 ეისი ლოპესს, 27 - კუბოტს, 80-80 "ვინერსი", 6 ორმაგი და 20 უნებლიე შეცდომა ესპანელს, 8 ორმაგი და 27 უნებლიე - პოლონელს. ასე რომ, ლოპესმა ეს მატჩი იღბალის ხარჯზე მოიგო.

ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი ტომაშ ბერდიხი, რომელიც მოულოდნელად ამერიკელ მარდი ფიშთან დამარცხდა. ჩეხს ტურნირზე არც ერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული, ამჯერად კი ფიშს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პირველი პარტიაში ბრეიკი არ ყოფილა და ამერიკელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო - 7:5, მომდევნო ორ პარტიაში კი თითო ბრეიკით მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ბერდიხს ორად ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორივე შანსი ხელიდან გაუშვა.

ასევე არ წაუგია საკუთარი მოწოდება ჟო-ვილფრიდ ცონგას ესპანელი დავიდ ფერერის წინააღმდეგ, თავად კი მეტოქის სამი მოწოდება აიღო და ორსაათიან ბრძოლაში სამ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 6:4, 7:6(1).

ჯოკოვიჩის მსგავსად როჯერ ფედერერმა სამი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:3 მოუგო მიხაილ იუჟნის, მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, ტაი-ბრეიკზე დაუთმო პირველი პარტია რუსს, რაც პირველი წაგებული სეტი იყო შვეიცარიელისთვის ამ ტურნირზე. მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - მეორე სეტში ფედერერმა მატჩში პირველი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორეში 5:0 დაწინაურდა, მესამეში კი ორი ბრეიკით გაიმარჯვა. როჯერის შემდეგი მეტოქე ცონგა იქნება.

დღის ბოლო დაპირისპირებას ცენტრალური მატჩის სტატუსი ჰქონდა და მან გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. რაფაელ ნადალისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დუელი სამი საათი და 52 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტის მსვლელობისას ესპანელმა ფეხის ტრავმის გამო კინაღამ შეწყვიტა მატჩი, მაგრამ გაძლო და კოჭლობით მოიგო პირველი პარტიის ტაი-ბრეიკი, რის შემდეგაც მეორე სეტში დაისვენა, მესამეში და მეოთხეში კი დელ პოტროზე ოდნავ უკეთ თამაშობდა და გამარჯვა კიდეც - 7:6, 3:6, 7:6, 6:4. ესპანელი ფონს აქტიური თამაშის წყალობით გავიდა - მის ანგარიშზე 61 "ვინერსი" იყო. გარდა ამისა, რაფა სტაბილურიც იყო - მხოლოდ 16 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი მეოთხედფინალში ფიშს შეხვდება.

კაცები

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 24) 7:6, 3:6, 7:6, 6:4; მარდი ფიში (აშშ, 10)-ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6) 7:6, 6:4, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-რიშარ გასკე (საფ, 17) 7:6, 6:3, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 3:6, 6:7, 7:6, 7:5: 7:5; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 6:3, 6:4, 7:6; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მიხაილ იუჟნი (რუს, 18) 6:7, 6:3, 6:3, 6:3.ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:1, 7:5, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-მიკაელ ლოდრა (საფ, 19) 6:3, 6:3, 6:3.

1/4 ფინალი

ნადალი (1)-ფიში (10); მიურეი (4)-ლოპესი; ცონგა (12)-ფედერერი (3); ტომიჩი-ჯოკოვიჩი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის