საბერძნეთის ნაკრებში ოტო რეჰაგელის შემდგომი ეპოქა იწყება. მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნა და სახელგანთქმული გერმანელის წასვლა ერთი იყო...

საბერძნეთის ნაკრებში ოტო რეჰაგელის შემდგომი ეპოქა იწყება. მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნა და სახელგანთქმული გერმანელის წასვლა ერთი იყო. მისი მემკვიდრე მალევე დასახელდა - პორტუგალიელი ფერნანდო სანტუში, რომელიც ელადაზე მანამდეც მუშაობდა (აეკ, "პანათინაიკოსი", პაოკ).

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ნაკრები ჩვენი მეტოქეა. 3 სექტემბერს შესარჩევ ციკლს სწორედ ამ გუნდთან გასვლითი მატჩით ვიწყებთ. შესაბამისად, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა ხდება მეტოქის ბანაკში, რა ცვლილებებსა და სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ბერძნების ახალი მწვრთნელისგან. სანტუშმა პრესკონფერენცია გამართა და გეგმები გამოამზეურა. პირველ რიგში მას ტაქტიკაზე ჰკითხეს. სეუ ფერნანდოს არაფერი დაუმალავს.

"ჩემი სურვილია, საბერძნეთის ნაკრები ძლიერ გუნდად ჩამოვაყალიბო და თანამედროვე, გამართული ფეხბურთი ვათამაშო. ნაკრების ძირითადი სათამაშო ტაქტიკა 4-4-2 იქნება. სათადარიგო სქემა კი 4-3-3. ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია. უნდა დავივიწყოთ მოძველებული პერსონალური თამაში და 4-4-2 ან 4-3-3 სქემით ზონალურად უნდა ვითამაშოთ. მთელი თამაშის განმავლობაში 80 პროცენტით შეტევაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, დანარჩენი 20 პროცენტი კი დაცვას უნდა მოვახმაროთ", - აღნიშნა საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შემდეგი საკითხი საკადრო ცვლილებებს შეეხო: "ნაკრებში საკადრო ცვლილების აუცილებლობას რომ ვერ ვხედავდე, მაშინ ამ პროცესზე უარს ვიტყოდი. ფაქტია ეროვნულ გუნდს "ახალი სისხლი" სჭირდება და ამიტომაც მოვიწვიე ნაკრებში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. იმ შემადგენლობიდან, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში კვლავ დარჩება. ეროვნული გუნდის კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა, მთავარია, კარგი თამაშით მათ ნაკრების კარზე დააკაკუნონ და გარწმუნებთ, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ".

საბერძნეთის ნაკრებს 11 აგვისტოს სერბეთთან გასვლითი ამხანაგური მატჩი აქვს: "ეს მატჩი ჩემთვის სადებიუტოა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, სერბეთთან თამაში შესარჩევი ციკლის სტარტისთვის , საქართველოსთან და ლატვიასთან მატჩებისთვის უნდა გამოვიყენოთ. სერბეთში გამოჩნდება თუ რამდენად შეასრულებენ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს. შანსი ყველას მიეცემა, თანაც არაერთი", - განაცხადა

სანტოსმა.

სანტუშმა ნოვაციაც გაახმაურა: "ჩემი სურვილია, B ნაკრები შევქმნათ, რომელშიც 25 წლამდე ფეხბურთელები გვეყოლება - ისინი, რომელთაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში აღარ უწევთ. გვინდა, ეს ფეხბურთელები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავდეს. მათი პროგრესი ვიგრძნოთ და გამორჩეულები ეროვნულ ნაკრებში გამოვცადოთ. B ნაკრები ჩამოყალიბებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მალე ორი ნაკრები გვეყოლება".

დაბოლოს, შემადგენლობა, რომელიც ფერნანდო სანტუშმა სერბეთთან 11 აგვისტოს მატჩისთვის შეარჩია:

მეკარეები - მიხაელ სიფაკისი (არისი), ალექსანდროს ცორვასი (პანათინაიკოსი);

მცველები - სოტირის კირიაკოსი (ლივერპული, ინგლისი), სტელიოს მალეზასი (პაოკ), გიანის მანიატისი (პანიონიოსი), ნიკოს სპიროპულოსი, ლუკას ვინტრა (ორივე პანათინაიკოსი), აბრაამ პაპადაპულოსი, ვასილის ცაველასი (ორივე ოლიმპიაკოსი), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი, იტალია);

ნახევარმცველები - კოსტას კაცურანისი, გიორგოს კარაგუნისი, სოტირის ნინისი, სტერიოს მარინოსი (ყველა პანათინაიკოსი), გიორგოს ცაველასი (პანიონიოსი), სავას გენცოღლუ, პანტელის კაფესი (ორივე აეკ), გიანის პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი);

თავდამსხმელები - დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), ფანის გეკასი (აინტრახტი, გერმანია), გიორგოს სამარასი (სელტიკი, შოტლანდია), კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი).

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა