თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "გაზიანთეპი".

საბამ 86-ე წუთამდე ითამაშა. მართალია, შედეგიანი მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ძალიან აქტიური იყო და მარჯვენა ფლანგზე ამწვავებდა თამაშს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

"ჰათაისპორი" კი 19 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 2 ქულით ჩამორჩება და 24 ოქტომბერს სტუმრად "კარაგიუმრუკს" შეხვდება.

მოკლედ, საბაზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფეხბურთელი კარგ გუნდში მოხვდა.

tngh
საბა საუკეთესო იყო ნაკრების ბოლო თამაშში. დღითი დღე უმატებს თამაშს. ემჩნევა, რომ საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. წარმატებები!!! განსაკუთრებით ნაკრებში.
სოსო
მჯერა ლევან.მართლაც კარგი ბიჭი ჩანს.
ქართველი
თუკი ვინმე კარგი და მონდომებული გამოჩნდება ჩემპიონატში უნდა მიეცეს ნაკრებში შანსი, ჩემპიონატის სხვა ფეხბურთლები ხო შეხედავენ რომ აქ შრომაც ფასდება და უფრო მონდომებულები იქნებიან დონეც მოიმატებს, არც ერთი ფეხბურთელი არ გვყავს ტოპ ჩემპიონატიდან და ჩვენიდანაც ითამაშონ რა მოხდება, ნაკრებში თამაშს სხვა მოტივაცი აქვს როცა შენი ჩემპიონატიდან გიძახებენ. გავიგეთ ბათუმის რამდენიმე ფეხბურთელი , მაგრამ დავიჯერო სხვა არაავინაა ისეთი??? მაგრამ ლობი ჭირდება ყველას და ყველაფერს და ესაა ცუდი და დამღუპველი.
ქ. გ.
დღეს შენი 2 კომენტარი წავიკითხე: ეს კომენტარი და ქვილითაიას შესახებ. გესმის ფეხბურთი. კარგი კაცი ხარ. ყოჩაღ!
Levani
საბას ვუყურე და მოკლედ რო შევაფასო კოხტად თამაშობს-მაგრა დარბის და კარგად მუშაობს..ოღონდ ზოგჯერ მგონია ცოტა მეტი რო აიღოს თავის-თავზე ვაბშე გაფრინდება.მეორე ტაიმში იყო მომენტი კარგად შევიდა ფლანგიდან-რო დაერტყა ალბათ შეაგდებდა,მაგრამ პრასტრელი არჩია და მცველმა ჩაჭრა.ისე კიდე სხვა საკაიფოდ ითამაშა. წიტაიშვილსაც ვუყურე და ცოდვაა ეგ ბიჭი ჩერნომორეცში- მის გარდა გუნდში ყველა მარტო უკან პასს თამაშობს-საქართველოს ნაკრები რო გაიხასენო სექტემბერში ისეთი გუნდია და ამწყობი არავინ არა ჰყავს.ვვჩიბერაძე შემოვიდა მეორე ტაიმში და არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი როცა ფორმაში შევა-დღეს მარტო 2 უაზრო ჯარიმა აიკიდა და მეტოქეს დრო გააყვანინა-ნუ როგორც ბურთი მიიღო გასცა 2-3ჯერ მე მგონი ფორმაში როცა შევა კაი იგროკი უნდა იყოს(ერთი შეხედვით) ისე კიდე ერთს დავამატებ-არც აგენტი ვარ და არც არავის ვიცნობ ამათგან-მარტო ტელევიზიით მყავს ნანახი ეს ყველა,მაგრამ გუშინ გორის თამაშს ვუყურე და შუა ნახევარმცველი ჰყავს გორს მგელი-ბიძინაშვილი,როგორიც კიტეიშვილი იყო ისეთია-ადრე ვუყურე მომეწონა და გუშინ სპეციალურად დავაკვირდი,რა პასი(ყველა ზუსტი) რა აზროვნება,სწრაფია,ამწვავებს-ბათუმიდან მიწვეულ ბიჭებს ბევრად ჯობია ჩემი აზრით... ახლა ვინმეს თვითონ ბიძინაშვილი,ან მამამისი ვეგონები-არა ძმებო,უბრალო გულშემატკივარი ვარ და მაგ 4ვე ფეხბურთელთან საერთო ნაცნობიც არა მყავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში