ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

სლუცკი: ხვიჩამ ბოლო თვეებში ვარჯიშს უკლო, ფეხბურთი კი სამართლიანი სპორტია…

სლუცკი: ხვიჩამ ბოლო თვეებში ვარჯიშს უკლო, ფეხბურთი კი სამართლიანი სპორტია…

<p>"პირველი არხი - სპორტი" "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ექსკლუზიურად ესაუბრა. ყაზანელთა დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელი მდგომარეობა საინტერესოდ და ამომწურავად ახსნა:</p><p>"შეუძლებელია, სატრანსფერო ამბებს ხვიჩაზე გავლენა არ მოეხდინა. რაღაც მომენტში ბევრს ფიქრობდა, სად უნდა გადასულიყო. ფეხბურთი სამართლიანი თამაშია. ის გარკვეულწილად პასუხს სცემს ხვიჩას იმის გამო, რომ ბოლო თვეებში ისეთივე თავდადებული აღარ იყო. ამავე დროს, ვუხსნიდით, რომ ამ ტრანსფერისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. გასაგებია. ემოციურად გადაიტვირთა, ტრავმაც დაემატა.</p><p>ეჭვი არ მეპარება, რომ კვარაცხელია მაღალი დონის, ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. მას სურს ყველას, უპირველესად კი, საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა შემთხვევითობა იყო. ის რჩება დიდ ფეხბურთელად, მინიმუმ, "რუბინში". მასზე დიდი იმედებს ვამყარებთ და მხარს ვუჭერთ...</p><p>"ნიჟნი ნოვგოროდთან" პენალტი რომ გამოეყენებინა, ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. ცოტა ეგოისტურად მოიქცა. ვცდილობ, ყველაფერი მაქსიმალურად ავუხსნა.</p><p>ხვიჩა ადრე ბაზაზე ცხოვრობდა, დამატებით ვარჯიშობდა. ბოლო რამდენიმე თვეში დავინახე, რომ ეს დამოკიდებულება აღარ ჰქონდა. მას უნდა ესმოდეს, რომ თუ შენს თავს რაიმე ხდება, უნდა გააანალიზო და პასუხი კითხვაზე შენს თავში უნდა მოიძიო, მიეცი თუ არა ფეხბურთს ყველაფერი, რაც გაგაჩნდა. ხვიჩას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ კლუბში მას ყველა დაეხმარება, მათ შორის, მეც".</p><p>წყარო: <strong>1tv</strong></p><p><p><p><br></p>

  • გიგა

    ხვიჩას ადგილი ნახევარდაცვაშია.ბურთსაც კარგად ამოიტანს დაცვიდან, ზუსტ პასებსაც გააკეთებს და ორივე ფლანგზე შესატევად მზად იქნება.ასე მისი კონტროლი გაუჭირდებათ და ფლანგებზე ჩაწოდებებუის შანსებიც გაიზრდება

  • სოსო

    როცა ადამიანი მკურნალობს,ყოველთვის სჯობია ერთ ექიმთან იმკურნალოს,ამ ექიმმა იცის,რას რისთვისდ აკეთებს და მკურნალობის მთელი სურათი თვალწინ აქვს.მეორე და მესამე ექიმი,უფრო ხშირად საქმეს აფუჭებს,რადგან დანაჩენების დანიშნულ მკურნალობას ,ვერ გაითვალისწინებს.სპორტში ეს კიდევ უფრო მგრძნობიარე თემაა,რადგან წამალთან ერთად,სხვა პროცედურებიც უტარდებათ და და თუ ზუსტად არ იცის პაციენტის მდგომარეობა,სხვა მკურნალმა თუ მასაჟისტმა შესაძლოა ავნოს კიდეც.ნაკრების და რუბინის სამედიცინო შტაბები,გუნდების ხელმძღვანელობებთან ერთად უნდა შეთანხმებულიყვნენ წამოსვლის მიზანშეწონილობაზე და ალბათ ეს იგულისხმა ხვიჩამ,თავის სიტყვებში,ჩვენ კი,სხვანაირი კუდები გამოვაბით და ბიჭს გული,დაუმსახურებლად ვატკინეთ!ეს ჩვენი,გულშემატკივრების შეცდომაა და აშკარაა,რომ ხვიჩაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.20 წლის ბიჭს ჯერ ქვეყნის გადარჩენა დაავალო და მერე აგინო,რატომ ვერ გადაარჩინეო,მართლაც დიდი უსამართლობაა.არ გამოდის ხალხო ასე,ერთმანეთს ცოტა თუ არ მივეფერეთ,გული გავუმაგრეთ და გვერდით დავუდექით,ყველაფერი თავზე გვენგრევა.არც შენ უნდა წახვიდე გიორგი,ამ საიტიდან.კი,არც მე მომწონს ბევრი რამე,ამ საიტზე.მეც ხშირად მბლოკავენ და ნერვებზე ვიშლები,მაგრამ მეტნაკლებად მაინც ჩამოყალიბდა რაღაც წრე,რომლებიც საკმაოდ აქტიურად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს ვკამათობთ,ხშირად აზრიანად,ზოგჯერ უაზროდაც,მაგრამ ამით რაღაც დოზით,მაინც ჩაბმულები ვართ ჩვენთვის, ყველასათვის საყვარელ სპორტულ ცხოვრებაში.ჩვენ ჩვენსას ვამბობთ და ზოგჯერ შესაძლოა ისეთი აზრიც გავაჟღეროთ,რომელიც ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება.ვიღაცას რომ თანამდებობაზე დანიშნავ და ეტყვი,ამ საქმეს მიხედეო,თუ ვიღაცას აზრები არ გაუზიარა,ვიღაცისაგან არ მიიღო იდეები,ბევრს ვერაფერს გააკეთებს.ჰოდა სპორტში სწორედ ჩვენ ვართ ის სპორტის მოყვარული საზოგადოება,რომლებთანაც შეიძლება რაღაც სასარგებლო იპოვონ,ქართული სპორტის მესვეურებმა.თუ მოინდომებენ და თუ არა,ჩვენ მაინც ხომ დავიკმაყოფილებთ სპორტზე საუბრის და დავა -კამათის ჟინს.კამათში იბადება ჭეშმარიტება,უბრალოდ უნდა ვისწავლოთ კამათის დროს, დაუკრეფავში არ გადავიდეთ და ვინმეს გული ცუდად არ ვატკინოთ.ამასაც სწავლა უნდა.ვკითხულობდი შენს პოსტებს და აშკარაა,სპორტთან მართლაც ახლოს ხარ,საკმაოდ ბევრიც იცი,გინახია კიდეც და სათქმელიც გაქვს.უბრალოდ ხანდახან ნერვები არ გყოფნის,ვიღაცის უაზრობებზე.გგონია მხოლოდ შენ ხარ ასე?ზოგი მხოლოდ იმიტომ წერს პოსტს,რომ ვიღაცას აგინოს.ბევრი სტადიონზეც მხოლოდ იმიტომ მიდის,რომ იქაც ვიღაცას აგინოს.თუ მხოლოდ ასეთებს დარჩათ საიტი,რა გამოვა?შენ ის კაცი ხარ,რაღაცას რომ წერ და თან ამის დასაბუთებას ცდილობ.ამით სხვას დაფიქრებისაკენ უბიძგებ და ამას შეგნებულად აკეთებ თუ შეუგნებლად, მნიშვნელობა არა აქვს.ამიტომ გეუბნები.არავითარი პოსტ სკრიპტუმი.დარჩი საიტზე.

  • gio gio

    ხვიჩას კარიერაში ეს პერიოდი მოსალოდნელიც იყო. სატრანსფერო ეიფორია უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლიდა,კარგი იქნებოდა დროულად გადასულიყო მისთვის სასურველ გუნდში,მაგრამ არა უშავს,მთავარია დროულად დაეშვას მიწაზე და გააგრძელოს თამაში და ვარჯიში ისეთივე მონდომებით როგორც მანამდე და კარგი გუნდიც გამოჩნდება და ნაკრებშიც უკეთ ათამაშდება,წარმატებები ხვიჩას.

  • ზაზა

    თუ უკლო ვარჯიშს მის ფიზიკას მოაკლდება. რომელითაც ვერ დაიკვეხნიდა

  • რომა

    ამდენ წლიანი კონტრაქტი როგორ შეიძლებოდა თან ხოიცოდა მაგდენ ხანსნარ და დარჩებოდა მანდ... ან ისეთი პუნქტი ჩაედო რო არ დაებრკოლებინათ ან თანხა ჩაეწერათ.. ჯუღელის ნდობა როგორ შეიძლება პირველი დონის თაღლითია

  • გიგი

    ხვიჩა ბაზიდან გადავიდა ქალაქში საცხოვრებლად. ალბათ დაიწყო: ღვინო, დუდუკი, ქალები!

  • Zonderr.

    სლუცკი ჭკვიანად იყოს. თორემ ისეთ კომპრომატს დავუდებ ყველა დედას აგინებს და აფურთხებს

  • პირიქით!

    ძალიან კარგი დასასრული ექნება ამ ამბავს! რუბინში თამაში სჭირდება ტრამპლინად და კარგად ექცევა მწვრთნელიც.ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხვიჩას ტალანტი მართლაც ცხადზე ცხადია.

  • კოკა

    ხვიჩას იმედია დროებით ფიასკოზე ნებუსმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება, უფრო ხშირად ჯუღელს ბრალდება, ის რა? ეგ მაგის ბიზნესია, მე მიმაჩნია რომ, მამა, რომელიც 18 წლ. ბიჭზე, შვილზეა პასუხისმგებელი, მეტწილად სწორად მისი სიხარბისა და "დღევანდელი კვერცხის" ხიბლს აყვა, ჯუღელმა, ოსტატურად შეასრულა "საქმე" და მამის რჩევით თუ თანხმობით ამოყვეს თავი გლუბინკაში, ეს რამდენად სასიკეთოთ აისახა ხვიჩას ამჟამინდელ კარიერაზე, ეგ სხვაა, მარა ის რომ მშობელმა, ვავშვს საუკეთესო რჩევა უნდა მისცეს ეს საკამათო არაა, რაგინდ სოლიდური არ უნდა ყოფილიყო საფასური, ასე რომ, ის ვინც ჯუღელს ადანაშაულებს, დღევანდელ სიტუაციაზე, მისი "მეგობარი" მამა კვარაცხელია მიმაჩნია საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებად.

  • გადასარევ გიორგის

    სპეციალურ მკურნალობას გადიოდა ტრავმის გამო კლუბში, და ამიტომ ვერ ჩამოვიდა. პრობლემა არ მაქვს ჩამოსვლაზეო იმიტომ თქვა, რომ თავად უნდოდა ჩამოსვლა მაგრამ იმ პროგრამის დარღვევა არ ურჩიეს ,რადგან შეიძლება ტრავმა უფრო გართულებულიყო. ეს იყო მხოლოდ მიზეზი, რის გამოც არ ჩამოვიდა და დიახ სიძულვილი იყო ის რაც მისი მისამართით გაისროლეს. შეიძლება პირადად თქვენ არა მაგრამ ძალიან ძალიან ბევრმა... ბიჭს აფიქრებინეს რომ თავის ქვეყანას სძულს. დიახ სლუცკი მართალია რომ ამბობს ყველაზე მეტად საქართველოდან წამოსულ ნეგატივს განიცდისო. ყოველთვის ასე იყო ნიჭიერი ადამიანი აქ არასდროს გაგვიხარებია, თუნდაც წარსულშიც რომ გადავიხედოთ. ხვიჩას ისიც არ უთხოვია არავისთვის,გამაღმერთეთ და მესი დამიძახეთო, პირიქით თავად თქვა ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და ყოველ თამაშზე უნდა დაამტკიცო რომ რაღაც შეგიძლიაო... მისი ბრალი არ არის, ვიღაცეებს თუ იმედები გაუცრუვდათ. მოდით ვაღიაროთ რომ ძალიან შეეშალათ გულშემატკივარებს ამხელა სიძულვილი რომ აგრძნობინეს ამ ბიჭს. პირადშიც წერდნენ და აგინებდნენ. ძალიან დიდი სირცხვილია ეს.

  • გადასარევი გიორგი

    მე ვთქვი, რომ გადასარევი გიორგი წავიდა ამ საიტიდან და ეგრეც იქნება, მაგრამ ჩათვალეთ ეს პ.ს ა. მოკლედ აქ წერენ რომ სლუცკიმ ქართველ გულშემატკივრებს და აქ ჯომენტარებს დააბრალა რაღაცეებიი. ნაწიკობრივ მეც ვგრძნობ, რომ ჩემი "ბრალიცაა" ხვიჩას ცუდი განწყობა შეიძლება. უბრალოდ ტყუილია ის, რომ ქართველები აბრალებდნენ რომ ტრავმა არ ჰქონდა და იგონებდა, მე პირადად არ მახსოვს ვიბმეს ეს 100% ევარაუდა, მაგრამ სამართლიანები ვიყოთ, არ შეიძლებიდა რომ ჩამოსულიყო და ამხელა მოლოდინოს ფონზე ნაკრებთან ერთად ყოფილიყო? იქნებ მესამე თამაშისთვის თუნდაც შეცვლაზე ყოფილიყობუჯვე მომჯობინებული? სად იყო ამაზე საუბარი? აქ ყველაზე ცუდინიქნება ხვიჩამ თუ ეს ყველაფერი სიძულვილად აღიქვა. მე კარგად მესმის ფეხბურთი, იმაზე უკეთ ვიდრე ბევრს წარმოუდგენია! და ღიად ვაცხადებ და სიამაყით, - ხვიჩა სუპერ ტალანტია! ჩანს რომ გიჟდება თავის ქვეყანაზე და გადასარევი , კარგიბადამიანია! თან სრულიად ფენომენალური შესაძლებლობების მქონე! მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ნაკრებში არ ჩამოსვლა იყო ჩემი აზრით დიდი შეცდომა. მეტი არაფერი. ამაზე ვწერდი პირადად მე! არის მომენტები, როცა მართლა საჭიროა რაღაც და მაშინ უნდა იყო მზად და არა მაშინ, როცა შენ მოგინდება. თვითონ ხვიჩას ინტერვიუ რომ არ წამეკითხა კითხვაც კი არ გამიჩნდებოდა, მაგრამ ეგ ინტერვიუ არ მომეწონა სწორედ, მე არ მაქვს პრობლემა ჩამოსვლაზეო, მაგრამ როგორც მოილაპარაკებენო თუ რაღაც ასეთი. მოკლედ მე მინდა ხვიჩას კიდევ ერთხელ მივმართო, მეგობარო, არც ერთი წამით არ მქონია შენი ნიჭის, პატრიოტიზმის და შემართების მიმართ ეჭვი, უბრალოდ არ მოიქეცი ჩემი აზეით სწორად და ეს დავწერე. ეხლაც ეგრე ვფიქრობ, მარა ეს არ ნიშნავს რომ გულით და სულით არ გგულშემატკივრობ და არ ვიცი რა მაგარი ხარ! შენ იმაზე უფრო მაგარი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია. და ისიც იცოდე, რომ შეცდიმებსაც გაპატიებს აქ ხალხი და საჩუქრისთვისაც იცის მადლობის გადახდა. სულ ბოლო კი იმას გეტყვი, რომ "უკეთესი კარგის მტერია". უკვე ის რასაც აკეთებ ეხლა საკმარისია, არავითარი ზედმეტი მოლოდინი რომ შენ მესი უნდა გახდე პირადად მე არ მაქვს.ღმერთმა ქნას თუ მიაღწიე უფრო დიდ წარმატებას ეგ ძალიან სასიხარულონიქნება და თუ ჯერ ვერ გახდი აერია ა ს ბომბარდირი არცაა საჭირო! მთავარია შენი თავის ერთგული დარჩე და ითამაშო ლაღად, დანარჩენში მიგულე გვერდით, თუნდაც აზრებით და განწყობით! ძალიან გგულშემატკივრობ და ძალიან მომწონხარ როგორც ადამიანი ხვიჩა, უბრალოდ პატარა ხარ ჯერ :) არ მიწყინო. სწორედ გამორჩეულ ადამიანებს გინდა რომ უთხრა, რომ ახვების შეცდომები არ გაიმეორონ. ჩვენ თაობას ქინქლაძე ყავდა და შენში კი სწორედ ის მომწონდა რომ ბაზაზე ცხოვრობდი და ხარ თავმდაბალი ბიჭი. მანქანებს და ნაშებს რომ არ დასდევდა და ცხვირ აბზუებული არ დადიოდა. ესაა სწორედ ხიბლი და წყარო შენი ფეხბურთის და შენ მიმართ პატივისცემის ხალხის მხრიდან, განვითარდი უნარებში, ხასიათში, მარა მლიქვნობას ნუ მოითხოვ და დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი იქნები. ძალიან გაფასებ და იცოდე ყველა მატჩში ყველამ რომ იმედი გაიცრუოს შენზე, ზუსტად მე ვუქნები, ვინც ბოლომდე რწმენით ვიქნები შენ შესაძლებლობებში, თუ გინდა სულ ნუბგაიტან გოლებს :) ღმერთმა ხელი მოგიმართოს კვარა!

  • Herbst

    თან როგორ წერდნენ, ნაკრებში რომ ჩამოვა დავუსტვინოთო, ბურთს რომ მიიღებსო. ყველა ადამიანი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს რას წერს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამიზნულად გინდა დაანგრიო შენი ქვეყნის წარმომადგენელი ტალანტი. იშვიათად რომ გამოგიჩნდება ისეთი, და იცის უნდა ჩაკლა. ჩვეულებრივი ბოროტება იყო რაც აგვისტოში ხვიჩას მისამართით ხდებოდა.

  • სოსოს

    გეთანხმებით 100%. თან ყველაზე მეტად განიცდიდა საქართველოდან წასულ ნეგატივს. ტრავმა არ ჰქონდაო ვინც აბრალებდა ისინიც ჩვენი ჟურნალისტების მიერ იყვნენ წაქეზებული. თუ გახსოვთ, როცა ხვიჩას ტრავმაზე დაწერა რუბინმა, მთელი ქართული სპორტული საიტები ირონიულ კომენტარებს წერდნენ. ტრავმა არ აქვს და ტრანფერის გამო არ ითამაშებსო. მერე ნაკრებსაც რომ გამოაკლდა ტრავმის გამო ეგეც აღარ დაიჯერეს,იმიტომ რომ ჟურნალისტებმა მოახერხეს ხალხის დარწმუნება, თითქოს კვარაცხელიას ტრავმა არ ჰქონდა და უბრალოდ ნაკრებში ჩამოსვლა ეზარებოდა. ძალიან რომ განიცადა იმ პოსტშიც ეტყობოდა, რაც დაწერა. საერთოდ არ ჰყოფნით სინდისი ბიჭი ემოციურად რომ გაანადგურეს. უიმედობის შეგრძნებაც დაეუფლებოდა, ნუთუ იმ ქვეყნისთვის ვთამაშობ სადაც არ მაფასებენ და მოღალატედ მიმიჩნევენო. აი სლუცკიმაც გვითხდა, ჩვენ ვიცავთ რუსული პრესის ნეგატივისგან და თქვენ არაო. უბრალოდ თქვენგან ვერ ვიცავთო... მეტი რა გვითხრას?! ბევრჯერ უთხრეს რუსებმაც ხვიჩას აი ქართველები არ გაფასებენ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შენთვისო. რატომ ვაძლევთ ამის თქმის საბაბს რუსებს...

  • goga

    ხალხო, ნიჭი არაფრის გარანტია არაა, ფუტრე, სავიოლა და რობინიო (ბევრი სხვაც), მხოლოდ ნიჭიერებად დარჩნენ... ფეხბურთშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც ასეა, ერთეულებს ყოფნით ნებისყოფა განავითარონ და არ დააჩლუნგონ ღვთისგან ბოძებული მადლი. რა რუსეთის ჩემპიონატი, რის ჯუღელი და სლუცკი, ხვიჩა თუ ბოლომდე მიაწვა დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

  • სოსო

    ხვიჩას აბრალებენ ღალატს,ზოგიერთი ვაიგულშემატკივარი.არც მის თამაშებს უყურებენ,არც სხვის ნათქვამს ენდობიან და ანთხევენ ღვარძლს,ხვიჩას მისამართით.მას აბრალებენ ღალატს და თვითონ ღალატობენ ხვიჩას.მტერი მტერია და მისგან უსამართლო ბრალდება,გულზე არ გხვდება.აი შენი სისხლი და ხორცი რომ გიმეტებს,ეგ არის ყველაზე ძნელი ასატანი,ხელებს რომ ჩამოგაშვებინებს,ისეთი.

  • სოსო

    სლუცკის ძალიან ვაფასებ,ყოველთვის გვერდში უდგას ხვიჩას.მაგრამ კლუბში მთავარი ფიგურა პრეზიდენტია,რომელიც ხვიჩას შეჰპირდა,რომ თუ კარგი კლუბი გამოჩნდება და შეთავაზება იქნება,ხვიჩას არ დააკავებდნენ.მან სიტყვა გატეხა და ხვიჩას ისეთი ფასი დაადო,როგორსაც არავინ გადაიხდიდა.მეორე მხრივ,ასეთი მოპყრობის შემდეგ,ისედაც საქმეზე გულაყრილი ბიჭი, ტრავმირებული რომ თამაშობს და თან საკუთარი ყურით ესმის მეტოქე გუნდის მწვრთნელის ყვირილი,შემოჰკარით ფეხებში კვარაცხელიასო და თან რაც უარესია,მის ამ ბრძანებას განუხრელად ასრულებენ ფეხბურთელები,ძალიან ძნელია,მხოლოდ ფეხბურთზე გადაიტანო ყურადღება და კვლავ საავადმყოფოს პერსპექტივაზე არ იფიქრო.არც რუბინის ხელმძღვანელობა იმსახურებს ასეთ თავგანწირვას.არ ვიცი რამდენად შესძლებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისათვის ფორმის აღდგენას,მაგრამ რაც ზაფხულში ღირდა,იმ ფასამდე ვეღარ აიწევს,ხვიჩას ფასი და თუ წასვლის ნებას არ მისცემენ,ხვიჩასთან ერთად, გაცილებით მეტად დაზარალდება რუბინის ხელმძღვანელობა.თუ ჯუღელი თავს ვერ გაართმევს სიტუაციას,მაშინ ხვიჩამ, ალბათ მართლაც აგენტის შეცვლაზე უნდა იფიქროს.ვიცი ოჯახის მეგობარია,მაგრამ სამსახურმა და მეგობრობამ,ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.თუ არ შეუძლია მეტი,თვითონვე მიხვდება და აღიარებს.ვიქონიოთ ამისი იმედი.

  • ამაშია საქმე

    ჯუღელმა ფულის გულისთვის მოსკოვიდან პროვინციულ რუბინში რომ გაუშვა უკვე შეცდომა იყო,ხოლო ტრანსფერებზე რეებიც იკისრა ეს დანაშაულია არა მარტო ხვიჩას არამედ საერთოდ საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივრების მიმართაც.ასევე დიდი დანაშაული მიუძღვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას როდესაც მაკედონიას ვხვდებოდით კერძო თვითმფრინავით უნდა გადამოეფრინათ და აცდებოდა კორონას.იმიტომ რომ მაშინ იგი ჩვენთვის რონალდოც იყო და მესიც.

  • Levani

    ადრე ნაკრების წარუმატებლობას გულშემატკივრწბს გვაბრალებდნენ ვიღაცეები-სემიჩკას რო ჭამთ ბიჭები ვერ დარბიანო-ლატვიასთან სახლში რო წავაგეთ ბოლომდე რატო არ მღეროდითო. ახლა-კაი ფეხბურთელზე რატო ლაპარაკობთ და აკომენტარებთ,აჟიოტაჟს ქმნითო.. ვერ გავიგე-ფეხბურთი რისთვისაა,გულშემატკივარმა ცოტა თუ არ იმსჯელა,იპროფესორა,იჭორავა-აბა მარტო ჰიმნის მოსმენა თუ მინდა სტადიონის მაგიერ აღლუმზე წავალ. ადრე ვერის ბაღში იკრიბებოდნენ-ასე ფორუმები და კომენტარები რო არ იყო და იქ არჩევდნენ ყველაფერს დეტალურად. კაი ფეხბურთელზე სულ აჟიოტაჟი იქნება და არც არაფერს ავნებს,პირიქით.

  • გიორგი

    ესეიგი ქართველების ბრალი ყოფილა ყველაფერი,მამამისის და ჯუღელის და თქვენი ბრალი არაფერია?ჩვეული რუსული ნარატივი,შენი ნამოქმედარი გადააბრალე სხვას

  • ჰაჰა

    მესმის ჟურნალისტების და ფანების ინტერესის კვარას მიმართ. ერთ აზრს ვიტყვი, იქნებ ჭკუაში დაგიჯდეთ. ცოტა ხანი, დავუშვათ ერთი თვე კვარაზე ან არაფერი დავწეროთ ან მხოლოდ ნეიტრალური სტატიები-გამოხმაურებები-აზრები. ანუ, ცოტა დრო მივცეთ. ხშირად ესეთი ექპერიმენტი მაგრა ამართლებს. თუმცა თქვენი გადასაწყვეტია.

  • Winter

    მარტო ჩვენს მედიას რომ აბრალებს ეს კაცი ყველაფერს (მთლიანად ვუყურე ინტერვის) თავად რუსული მედია რა დღეში იყო. ყოველდღე ტრანსფერზე წერდნენ. თვითონ რუბინის დირექტორი იძახდა ხვიჩას დარჩენის ალბათობა ისეთია ქუჩაში დინოზავრი რომ შეგხდესო. ანუ ყველაფერი იქეთ მიდიოდა რომ ტრანსფერი შედგებოდა . თვითონაც სჯეროდათ ამის და ახლა სლუცკი გვეუბნება გადაჭარბებული მოლოდინები შეიქმენით ქართველებმაო. საინტერესოა გადაჭარბებული მოლოდინები თუ შევიქმენით და ისეთი მაგარიც არაა როგორიც გვგონია, მაშინ რატომ დაადეს მაგხელა ფასი და თუნდაც საშუალო დონის გუნდში რატომ არ გაუშვეს. ყველამ იცის რომ აიაქსი 12 მილიონს იხდიდა, გაეშვათ 12 მილიონად მაშინ. თან ამბობს რომ რუბინს არ დაუდევს გადამეტებული ფასი მისთვის და თან გვეუბნება თქვენი მოლოდინები არის გადაჭარბებულიო. ყველაფერი ამ ბიჭის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ესენი ტკბილი ენით ცდილობენ მის დაღუპვას და ჩვენები სიყვარულ ნარევი სიძულვილის ენით. ვერ გაუძლებს ამას და მივიღებთ ჩვეულებრივ მოტივაცია დაკარგულ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელზეც მერე ყველა ერთხმად იტყვის , აი ხომ ვამბობდი ისეთი არ ყოფილა როგორიც გეგონათო. ცუდი დასასრული ექნება ამ ამბავს.

  • გია

    თავის აგენტის დონეზე დავიდა. ჯუღელის დონე ყველამ ვიცით. მარტო ხვიჩას მამამ არ იცის... მოიშორე ჯუღელი და მიაშურე ევროპის ნებისმიერ ჩემპიონატს. ქომაგები ისევ გვერდში დაგიდგებით!

  • Herbst

    მთლიანად მოვუსმინე ამ ინტერვიუს, ძალიან ბევრი რამე ქართულ მედიას და გულშემატკივარებს დააბრალა, თქვა რომ საქართველოდან წასულ ნეგატივს ყველაზე მეტად განიცდიდა ხვიჩა. ამაში მართალია ეს კაცი სამწუხაროდ. აგვისტოში ისეთები დაატეხეს თავს ბიჭს, ტრავმა მოიგონაო და რეებს აბრალენდნენ. ერთხელ დაწერა მხოლოდ პოსტი, რომ მართლა ტრავმა ჰქონდა და ნაკრებში თამაში უნდოდა. მეტით ვერაფრით დაიცვა თავი ამ სიველურისგან. რუსული ნეგატივისგან ვიცავთ მაგრამ ქართულისგან ვერაო ეგრე თქვა სლუცკიმ. რაშიც ვეთანხმები სამწუხაროდ

  • semi

    ჰაერზე არ იტყოდა ასეთ მკაცრ შეფასებას სლუცკი, სავარაუდოდ აგენტის და „კეთილისმყოფელების“ რჩევით სპეციალურად არ თამაშობდა რომ მისი ფასი დაცემულიყო და გაეყიდა რუბინს. თუ ეს სიმართლეა მაშინ უნდა გაიაზროს რომ პირველრიგში საკუთარ კარიერას ვნებს ამ საქციელით.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ