27 ივნისს თბილისში კარლეს კოტო და ალბერტ იაგე ხიმენესი ჩამოფრინდნენ, დღეს, 28 ივნისს კი ხისკოს ელიან
დაუჯერებლად ჟღერს: ფეხბურთელი ესპანეთის პრიმერადივიზიონიდან საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბში გადავიდა. ასეთ გარიგებას რუსეთის პრემიერლიგის უმდიდრესი კლუბებიც სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს, საქართველოში კი ასეთი დონის მოთამაშეთა ჩამოყვანა დაუჯერებელ ამბად ჩანდა.

მაგრამ ეს უკვე ფაქტია, თანაც ძალიან სასიამოვნო და თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებმა მოახერხეს - 27 ივნისს თბილისში ჩამოფრინდნენ კარლეს კოტო და ის აქამდე უცნობი მესამე ესპანელი ფეხბურთელი, რომლის ვინაობაც გუშინ დავადგინეთ - ალბერტ იაგე ხიმენესი, დღეს, 28 ივნისს კი თბილისის "დინამოს" თავკაცები "ვალენსიაში" ნათამაშებ, შემდეგ კი პრიმერადივიზიონის "ლევანტეს" ფეხბურთელ ხისკოს (ფრანცისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი) ელიან.

ალბერტ იაგე ხიმენესი

დაიბადა 1985 წლის 27 მარტს.

სიმაღლე: 175 სმ

პოზიცია: თავდამსხმელი

ბოლო კლუბი: "კულტურალ ლეონესა" (სეგუნდა B დივიზიონი)

კარიერა:

2004-2007 "ესპანიოლი 2" B

2005 "ესპანიოლი" 1 (0)

2007 "ლორკა დეპორტივო" (იჯარა) 19 (0)

2007-2009 "ეიბარი" 60 (8)

2009-2010 "მელილია" 32 (9)

2010-2011 "კულტურალ ლეონესა"

2011 - "დინამო" თბილისი

სხვთა შორის, ხიმენესმა პრიმერადივიზიონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 2005 წლის 18 სექტემბერს მადრიდის "რეალთან" ივან დე ლა პენია შეცვალა, მატჩი კი "ესპანიოლის" გამარჯვებით დასრულდა 1:0. "ვიკიპედიას" ინფორმაციით, კარიერის აწყობაში 2008 წელს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა