საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და 62:75 დამარცხდა
უკრაინა-საქართველო 75:62

25:9, 8:15, 23:21, 19:17

საქართველო: მიქელაძე (13 ქულა, 4 ჩაჭრა), კვანტალიანი (8ქ), ჯიშიაშვილი (8ქ), ლოლიშვილი (7ქ), რამიშვილი (7ქ)...

უკრაინა: გორუნი (21 ქულა, 14 მოხსნა), შუნდელი (14ქ), არტამონოვი (13ქ), ფურსი (9ქ, 9მ), ჟუკოვსკი (7ქ), ზაგრება (6ქ, 7მ).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ამჟამად უკრაინაშია და იქაურ 18-წლამდელებთან საკონტროლო მატჩებს მართავს.

პირველმა შეხვედრამ საინტერესო ბრძოლაში ჩაიარა და უკრაინელი ჭაბუკების გამარჯვებით დასრულდა - 75:62.

საფინალო ანგარიშში 13-ქულიანი სხვაობაა, თუმცა ქართველები მასპინძლებს მეოთხე პერიოდის შუამდე თანაბრად ებრძოდნენ...

პირველი მეოთხედი უკრაინელებმა 25:9 მოიგეს, მეორე ათწუთეული კი ქართველების იყო - 15:8. შემდეგ თამაში გათანაბრდა და უკრაინა დაახლოებით 10-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა. ბოლო მეოთხედში მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ ტემპსაც უმატეს, ირაკლი მიქელაძის, ლერი კვანტალიანის, ილია ჯიშიაშვილის და სხვათა აქტიურობით ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. თუმცა თამაშის ბედის შემოტრიალება მაინც ვერ მოახერხეს - უკრაინელებმა არტამონოვისა და შუნდელის აქტიურობის წყალობით 14:6 გაქცევა მოაწყვეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

მართალია, მატჩის სრული სტატისტიკა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ცალკეული ეპიზოდების ხილვისასაც და უკრაინელთა მიერ მოხსნილი ბურთების რაოდენობითაც ნათლად ჩანს, რომ ფარქვეშ უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო (თუმცა, ქართველებიც ახერხებდნენ არაერთი გარღვევის სამწამიანი ზონიდან დაგვირგვინებას). ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა: ჩვენი მეტოქის გუნდში 210 სმ-ს მიტანებული (შეიძლება გადაცილებულიც) სამი მეფარე იყო.

მასპინძელთა დამრიგებელმა დიმიტრი მარკოვმა ნამატჩევს აღნიშნა:

- დღეს აქცენტი გამარჯვებაზე გავაკეთეთ, ამიტომ ძირითადად სასტარტო ხუთეულის კალათბურთელები დავტვირთეთ. სათადარიგოები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. მომდევნო მატჩებში თავის გამოჩენის საშუალებას ყველას მივცემ. საქართველოს ნაკრებმა სწორედ ისეთი დაცვა დაგვიპირისპირა, როგორსაც ჩვენ ვთამაშობთ. ამიტომ, შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. მეტოქემ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, რის გამოც სასურველი სხვაობით დაწინაურება ბოლო წუთებამდე ვერ მოვახერხეთ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების თავკაცის, მიხეილ ბერუაშვილის კომენტარი ასეთი იყო:

- უკრაინას ძლიერი ჭაბუკთა ნაკრები ჰყავს. გუნდი თანაბრადაა დაბალანსებული და შესაბამისად, ჩვენთან შედარებით უკეთეს პოზიციაშია - A დივიზიონში ასპარეზობს. მადლობას მოვახსენებ საქართველოსა და უკრაინის კალათბურთის ფედერაციებს, რომ საკონტროლო მატჩებზე შეთანხმდნენ, რადგან ასეთი შეხვედრები ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე