ანა ტატიშვილი იტალიურ კუნეოს ტურნირში იასპარეზებს, მაკა ჩახნაშვილი და სოფიო შაფათავა კი ესპანურ პოსობლანკოში ითამაშებენ
ალბათ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია "დიდი სლემის" ტურნირიდან იტფ-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში გადართვა, თუმცა ჩვენს საუკეთესო მეჩოგნე ანა ტატიშვილს (118) ეს აუცილებლად მოუწევს - 21 წლის ქართველი იტალიურ კუნეოში 100-ათასიან ტურნირში იასპარეზებს.

ტატიშვილისთვის მეტად მნიშვნელოვანია იტალიაში წარმატებით თამაში რეიტინგის თვალსაზრისით, თუმცა უიმბლდონზე ერთი ეტაპით მოპოვებული 100 ქულისთვის, კუნეოში ფინალში უნდა გააღწიოს. ანა განთესილთა შორის არ იქნება და მისი მეტოქე დღეს, 28 ივნისს გახდება ცნობილი. ფავორიტთა შორის ფრანგები არიან: მატილდა იოჰანსონი (70) და ალიზ კორნე (69).

ესპანურ პოსობლანკოში 50-ათასიან ტურნირში ორი ჩვენებური იასპარეზებს. მაკა ჩახნაშვილი (237) პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილ ბრიტანელ ნაომი ბროდის (213) შეხვდება, ხოლო სოფიო შაფათავა (292) - ფრანგ ვიქტორია ლარიერს (342). თუკი ორივე ჩვენებური იმარჯვებს, ისინი ერთმანეთს მერვედფინალში დაუპირისპირდებიან. ფრანგულ დენაინში 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში სოფიო ქვაცაბაია (408) ითამაშებს. შტუტგარტში, 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს ეკა გორგოძე (552).

ნათია გეგიამ გააღწია იზმირის ტურნირის (10 ათასი) ძირითად ბადეში. ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში ნათიამ მე-3 ნომრად განთესილ იტალიელ ელენა ბერტოიას (1092) მოუგო - 7:6 (5), 6:1. ჩვენებური პირველ წრეში სომეხ ანი ამირაღიანს (862) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა