"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა პენზაში "ლოკომოტივთან" გასამართი რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გასულ შაბათს"‘შავმა ლომმა" თავის სადებიუტო თამაშში ისრაელის "თელავივ ჰითი" 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.

იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. ფრთაზე სანდრო თოდუას მარქაფიდან ადგილი გაუცვალა მირიან მოდებაძემ. ძირითადში დაწინაურდა 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე კი ამ ტურში ისვენებს.

წინა თამაშის შემდეგ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა ფრთამ აკა ტაბუცაძემ, რომელმაც "ჰითსს" სამი ლელო გაუტანა; ასევე - მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა. უცვლელი დარჩა ცენტრიც – მერაბ შარიქაძე და დემურ თაფლაძე.

შეიცვალა ორივე ბურჯი და გოგა ქადარიასა და მიხეილ წიკლაურის ნაცვლად, თამაშს მიხეილ ორაგველიძე და ნიკა პატარაია იწყებენ. ძირითადშია კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ასევე უცვლელია შერკინების მეორე (ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური) და მესამე ხაზი (ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი).

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველად ითამაშებს პატარაია. ასეთი სამი მორაგბეა მარქაფაში – გოგა ხუროშვილი, ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე.

"ამ ტურნირზე ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ხარისხის ჩვენებაა. ამავდროულად, წნეხში გამოვცდით მოთამაშეებს, დებიუტანტები შეიძენენ საერთაშორისო გამოცდილებას. ეს თამაშები ნოემბრის ტესტებისთვის ერთგვარი სელექცია და შეთამაშების საშუალებაა“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

რაგბი ევროპის სუპერთასი (აღმოსავლეთი კონფერენცია)

III ტური. 23 ოქტომბერი, 13:30 საათი

ლოკომოტივი პენზა – შავი ლომი

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

წყარო: rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"