რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა - თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა" კვარაცხელიას ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

თამაზი
მასე კალაძე თავის შედევრს დაკარგავს
100%
კარგია. წიტაიშვილიც კარგია. ერთ გუნდში მანახე ესენი, კიტეიშვილთან ერთად სისტემატიურად. ,,ფიფანოს,, მერე მაგ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები. ))
ჟორა გაბრიჭიძე
როგორც ასეთი ავტოგოლი არ არსებობს, რადგან არავის სურვილი არ არის საკუთარ კარში ბურთის გატანა, ანუ ამას ვიღაც აიძულებს. გატანილი ბურთი კი იმას ავტოგოლად ეთვლება ვისაც ამის გაკეთება არ უნდა და არც დაურტყავს თავის კარში, ის კი ვინც დაარტყა მის კარში და აიძულა რიკოშეტით საკუთარ კარში ბურთი შეეგდო, ბურთი გატანილად არ ეთვლება, კანონიერია? ამ შემთხვევაში დამრტყმელს გოლი უნდა ჩაეთვალოს, ხოლო დამცველს გინდათ ავტოგოლად ჩაეთვალოს და გინდ ჯანდაბად. თქვენ რას იტყვით?
ისიდორე
რუბინში ყველას ჯობია
tngh
ხვიჩა გუშინ საუკეთესო იყო!!! წარმატებები!!!
ხოოოო!
ხვიჩას გოლი არაა და .... რა, მისი დარტყმის მერე ბურთი კარში გადიოდა და მცველს შეეხო თუ რა? თითქმის პირით ხაზიდან საჯარიმოში ბრმად შემოაბრუნა ბურთი და მცველს მოგერიების ნაცვლად საკუთარ კარში მოეჭრა.გაუქმებული გოლის ეპიზოდი კიდევ უფრო მარტივია; პიველი კარში დარტყმის მომენტში ის ფეხბურთელი,რომელმაც კვარას პასი მისცა თამაშგარეში იყო აშკარად,რაც მსაჯებმა დააფიქსირეს კიდეც. კიდევ..,უფა'რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ადგილზეა და უკვე 19 თუ 20 გოლი აქვს გაშვებული.
ლადოს
მაგ ზედმეტ ქება-დიდებაზე და მესისთან შედარებებზე, კარგი პასუხი გასცა იმედის ჟურნალისტს, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და ყოველ თამაშზე უნდა დაამტკიცო, რამის გაკეთება თუ შეგიძლიაო. ეგ ბიჭი ჩამოყალიბებულია უკვე და იცის რომ ბევრი უნდა იშრომოს იმ თავის ოცნებებამდე მისასვლელად. კარგად რომ ითამაშებს და აღნიშნავ რა კარგად ითამაშაო, ეგ არ იმოქმედევს მასზე ცუდად. დაუნახავი რომ იქნები და მაინც ნეგატიურ კომენტარებს ისვრი ეგაა რაც აფუჭებს ფეხბურთელს და მოტივაციას უკლავს. მისი ფორმიდან ამოვარდნა პირველ რიგში გუნდმა გამოიწვია და მეორე რიგში იმ არანორმალურმა ნეგატივმა რაც აგვისტოში ნაკრებში ჩამოუსვლელობის გამო დაატყდა. ვიღაც არაადეკვატური ადამიანი რომ დაწერს მესის და რონალდუს ჯობიაო ამას თავადაც არ ჩააგდებს არაფრად. რუსმა კომენტარემა კარგად თქვა, არ ჭირდება ყოველ წუთს რობენთან, კაკასთან და მსგავს ვარსკვლავებთან შედარება, ის უკვე თავად ყალიბდება ვარსკვლავადო. სხვასთან შეადარება მას უბრალოდ აკნინებს და თავადაც იცის რომ არაადეკვატური ქება უბრალოდ სასაცილოა. თუმცა ნებისმიერ გულშემატკივარს აქვს უფლება კვარა ერჩივნოს რონალდუს. იმის თქმა მინდა, რომ ყალბ ქება-დიდებას ეგ ბიჭი ძალიან კარგად ხვდება და ისიც იცის, რომ დღეს რომ ვიღაც აქებს, ხვალ შეიძლება იმან გაასწოროს მიწასთან.
ლადოს
ანუ როცა კარგად ითამაშებს მაშინაც ნეგატიური კომენტარები ვწეროთ და როცა ცუდად ითამაშებს მაშინაც? :დ ცუდად არ უთამაშია, 100% იანი გოლი გაუუქმეს და მეორე ტაიმშიც ის გოლი მისი დამსახურება იყო. პლიუს ტექნიკური თამაში, რაც კომენტარმაც აღნიშნა. თუ სადმე შეცდომა დაუშვა ამას თავისი მწვრთნელი ეტყვის და თავადაც მიხვდება, არ ინერვიულოთ. დათვური სამსახური რა არის? ამ კომენტარებს წაიკითხავს და კარგად მითამაშია და აღარაფერი მაქვს გამოსასწორებელი მოდი აღარ ვივარჯიშებო იტყვის?:დ ყველაზე უკეთ თავად იცის როცა ეშლება, მაგიტომაც იყო უკმაყოფილო ბოლოს,რომ ვერ მოაგებინა გუნდს. თმის შეჭრაზე კი გეთანხმებით, მაგ თემაზე კომენტარი რატომ უნდა კეთდებოდეს და სხვისი გარეგნობის გარჩევით რატომ უნდა იყოს ვინმე დაკავებული ვერ ვხვდები.
ზურა222
არ ვიცი სლუცკი ალბათ დააშინეს ორგანოებმა თორემ ხმა რატომ არ ამოიღო ჯერ იმაზე რომ პირველი პენალი აბსოლუტურად უსამართლოდ დანიშნეს რუბინის კარში-ჯერ ერთი წესების დასრღვევა აბილგორის კი არა იმის მხრიდან იყო რომ შეუძვრა ქვეშ და ჯარიმის პროვოკაცია გაუკეთა კარგად დააკვირდით რას აკეთებს უფელი მაგ მომენტში და მეორეც--ჯარიმა თუ მაინც იყო ის იყო საჯარიმოს გარეთ და მერე უკვე საჯარიმოში დაეცა ის უფელი ! მერე ხვიჩას გოლის დროს ხო საერთოდ არ იყო თამაშგარე--ჯერ ერთი დაიერი აშკარად უკან იდგა და ეჭვებს ისიც აღვივებს რომ ხაზებით არ გვანახეს სტოპ კადრი @ და მეორე--ბურთი ხომ მეტოქისგან (მეკარისგან) მიუვიდა დაიერს და ამ შემთხვევაში თამაშგარე რატომ ითვლება ? ხვიჩას თამაშს რაც შეეხება სასწაული თამაში ქონდაო ვერ ვიტყვი მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა---აჩათვლილი ნაღდი გოლი პლიუს საგოლე გადაცემა მაგარი აქტიურობა და კიდევ არავინ არ მიაქცია ყურადრღება თამაშის ბოლოს მეკარისგან გადმოვარდნილი ბურთი რომ დაარტყა აშკარად თავზე უნდოდა გადაეგდო მაგრამ მარჯვენა ფლანგზე იყო და მარცხენათი დარტყმა ვერ გამოუვიდა(( თავის ფლანგზე რომ ყოფილიყო და მარვენათი დაერტყა ასიანი ულამაზეს გოლს გაიტანდა! და ამ ბოლო დროს რაღაცა ვაკვირდები და ძალიან ხშირად აიგნორებენ თანაგუნდელები @ ინ ბომს ვაქებდი ადრე რომ ხშირად აძლევდა პასებს მაგრამ ამ ბოლო დროს მაგანაც დაუწყო იგნორირება @ ერთადერთი სამოშნიკოვია პასებით რომ ამარაგებს მაგრამ ისივ ალბათ იმის გამოა რომ მის ფლანგზე თამაშობს P.S თამაშის ბოლოს ძალიან კარგი კადრი იყო ხვიჩას უფელი პლიევი როგორ თბილად ძმაკაცურად ელაპარაკებოდა იმის მიუხედავას რომ მთელი თამაში სისხლი გაუშრო ხვიჩამ და ბევრი შეგდომაც დააშვებინა ! აშკარად ჩანს რომ ხვიჩა ბევრს უყვარს და მეტოქეებიც პატივს სცემენ ის უფელი რომ გაექაჩა ხვიჩას ისიც თანაგუნდელებმა გაათრიეს უკან ! და თუ ჯარიმდებიან მის წინააღმდეგ ეს მწვრტნელების დავალებაა-ყველა ხერხით შეაჩერეთ ხვიჩაო @
ლადო
უაზრო ქებით დათვურ სამსახურს უწევთ. თამაშს ვუყურებდი, პირველ ტაიმში გავთიშე ძაან სვარკა იყო. მერე აქ კომენტარები წავიკითხე და ვიფიქრე მეორე ტაიმში ალბათ დაბრდღვნათქო და მიმოხილვას ვუყურე და გამიხარდა რო მეორე ტაიმზე აღარ მოვცდი. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არ უნდა რა ეს ზედმეტობები. არიქა თმა შეიჭრა, არიქა ეშმაკურად გაიღიმა და ასე შემდეგ. ვაცადოთ და ჩვენც ნუ ვიბანძებთ თავს
Michael
იმ მომენტში რაღაც ცუდი უთხრა მოწინააღმდეგე ფეხბურთელმა თორე ეგეთი წამოხტომები არ იცის ხვიჩამ. იუხეშეს და არ გააფრთხილა მსაჯმა, იმან წააქცია და კიდე რაღა უთხრა ზედმეტად, მაგიტომაც გაბრაზდა და ვერც გავამტყუვნებ კვარას.
დიმო
გოოოოლ.რუ აქ ვუყურბ რუსული ასობით ამრიფე

ჩოლკას გაატანა ყველა უბედურება ხვიჩამ, მალე მოაბრუნებენ ენებს პირველ რიგში რუსები უკან, ფსიგოლოგიურად მაგრად ჩანდა, დაგლიჯავს მალე დარწმუნებული ვარ, წარუმატებლობა თუ არ შეისუნთქე კაცმა, ისე წარმატების ფასსაც ვერ გაიგებ, სტილიც შეცვლილი აქვს და მალე ალბათ ვეღარ გააჩერებენ, ფიზიკასაც ცალკე მიხედავს, მოკლედ ესე მგონია ძალიან კარგად იქნება საქმე
gori
კარგი იქნება ტრუილად დაცემებს და მერე ხელების ქნევას და ჭიჭყინს თუ გადაეჩვევა ბავშვივით, შედარება არ არის ისეთ ხოდზე გამოიყურება, ენერგია დაიბრუნა რაც მთავარია და ჯილკა, ზოგი ჭირი მარგებელია, შეუბერე ხვიჩა ბოლომდე და სიტუაცია თვითონ მიგიყვანს უზომო წარმატებამდე...............
სტალინი
ხვიჩას გოლია აბა ვისია, ავტოგოლი ეძახე და ეგ ხვიჩას ეთვლება. შევა აუცილებლად ფორმაში და მეტსაც იზავს
ლშა_იუვენტინო
გოლი რატო გააუქმეს ? ჯერ ერთი დარტყმის დროს არ იყო დრაიერი თამაშ გარე , თვალები მიხატული აქვს ვაარს ? კაი მსაჯს შეეშალა მარა ვარი ? ვერ ვხდები იმენა
სტალინი
ყველა ვარიანტში მოიხოდება ხვიჩა, მთავარია აღარ მოუსმინოს არც შინაურს განსაკუთრებით და არც გარეულს. დღეს ჟილკიანად და მხნედ ჩანდა, ისევ ბაზაზე ცხოვრება და ვარჯიში, ხვიჩას ხომ ძალიან უყვარს ფეხბურთი
თენგო
მოდის მოდის ყოველი მხრიდან, ბიჭები ფრთებს შლიან. ძალიან მაგარი ნაკრები შეიკრიბება. გეშინოდენ!!!
გიგი
ხვიჩამ თმები შეიჭრა და თამაშს ეგრეთვე დაეტყო.
სოსო
მატჩ პრემიერს და კიდევ რამდენიმე სპორტულ არხს,მეც მანდ ვუყურებ,მაგრამ ტელეგო 919.ცომ.ზე პროგრამებიცაა და ხშირად მანდ ვუყურებ.თუმცა ზოგი არხის პროგრამებია,მაგრამ თვითონ არხი დაბლოკილია,ჩვენი რეგიონისათვის,მათ შორის ",მატჩ პრემიერიც".რაც შეეხება თვითონ თამაშს,მხოლოდ ბოლო 10 წუთი ვნახე და მერე,მატჩის შემდგომი განხილვა.არ დანიშნული პენალტების შემთხვევაში,ორივე მხარეს,მსაჯი სწორად მოიქცა და ეს სლუცკიმაც აღნიშნა.ხვიჩამ კი,მთელი მატჩი ჩაატარა და მატჩის ბოლოსაც ძირითად საფრთხეს,ის ქმნიდა.გოლიც ხომ მან გაატანინა და არჩათვლილი გოლის ეპიზოდშიც,მშვენიერი ბურთი შეაგდო.სამწუხაროა,რომ პირველი დარტყმის დროს, მისთვის პასის მიმცემი,თამაშგარეში დარჩა და მეკარისაგან მოგერიებული დარტყმა,იქიდან შემოაბრუნა.გუნდი მომენტებს ქმნიდა,მაგრამ დესპოტოვიჩის არყოფნაში,ძველ რუბინს ემსგავსება და გოლის გატანა ძალიან უჭირს.თუმცა ხვიჩა უკვე საკუთარ თავს ემსგავსება.ცენტრშიც და მარჯვენა ფლანგზეც გადმოდიოდა და იქიდანაც ქმნიდა საფრთხეს.
დევკალიონი
ნელ-ნელა და სტაბილურად უმატებს ,რამდენე თამაშიც და ხვიჩას ვერ გააჩერებენ ,თმაც შეუჭრია )) , ერთი მომენტში ძალიან მაგარი დრიბლინგი გააძრო )) და ავტო გოლიც ხვიჩას შოტზეა ,ნაღდი გოლიც არ ჩაეთვალა.ხვიჩას ყველაფერი გამოუვა ,იმიტომ ,რომ მთელი საქართველო გულშემატკივრები ამისთვის ლოცულობენ.ხვიჩა ბევრჯერ უნდა გაიხარო და გაგვახარო.
Skeleton
შედის ფორმაში ხვიჩა. იმედია ტრავმას არ მიიღებს, მსაჯების მიერ უხეშობის იგნორირება არის სრლიად მიუღებელი საქციელი. იმედია სლუცკი კიდევ ერთხელ ამოიღებს ხმას და მოუწოდებს მსაჯებს ამის შესახებ. ძალიან აქტიური იყო დღეს, იმედია მატჩის საუკეთესოდ დაასახელებენ. შეეძლოთ ამ თამაშის მოგება, ის გოლი უნდა ჩათვლილიყო.
Herbst
სპეციალურად უკეთებენ, უნდათ ფსიქოლოგიურად მოშალონ. რომ წაქააცია რაღაც უთხრა ცუდი იმ რუსმა და მაგიტომ გაბრაზდა ხვიჩა. თორე მსგავსი წამოხტომები არ ჩვევია. მსაჯმა დაიკიდა და არ გააფრთხილა უხეშობისთვის ის. მეორე ტაიმის ყურება აღარ მინდა ისე უსამართლოდ ეთამაშებიან.
ვაჟა მასწავლებელი
ყველა ქართველის თამაში რუსულ ლიგაში შეგიძლიათ ნახოთ: sport -tv.debtv.ru გისურვებთ წარმატებებს
სანდრო
100%-იანი გოლი გაუუქმეს ხვიჩას...
ხვიჩა
სად უყურებთ თამაშს იქნებ დალინკოთ ვინმემ
Winter
დაცვასაც ეხმარება და შეტევაშიც კარგად თამშობს, უბალოდ ვერ ყვება გუნდი. თამაშგარე არ ყოფილა ის გოლი, უხეშობაზეც არ აფრთხილებენ მსაჯები, რა ხდება?

არანაირი აფსაიდი არ ყოფილა.
Herbst
რატომ არ ჩაითვალა ეს გოლი, მსაჯებიც შეთანხმებული არიან მგონი, რომ ამ ბიჭს მოტივაცია დაუკრგონ. ის უხეშობა კიდე გაფრთხილების გარეშე როგორ შეიძლებოდა. მოკლედ რაა, ვგიჟდები როგორ უსამართლოდ ექცევიან
SHAME!
არ იყო აფსაიდი გადაამოწმეს და მაინც აფსაიდი ჩათვალეს წტფ?
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა