26 ოქტომბერს საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ.

სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა და ადგილზე არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამასთან ერთად, ისინი საჩვენებელ ვარჯიშსაც დაესწრნენ, რომელშიც სამოყვარულო ფეხბურთის კლუბ "კვარტალის" ასაკობრივი გუნდის გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, პროექტ #WePlayStrong-ის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ბედნიერი ვარ, რადგან დედაქალაქ თბილისს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი სტადიონი შეემატა. აღნიშული ტერიტორია ჩვენ სულ რაღაც ორი წლის უკან გადმოგვეცა განსაზღვრული მიზნობრიობით. ამისთვის მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალაქის მერ კახი კალაძეს და თბილისის საკრებულოს. მთლიანობაში არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა, ადგილზე გვაქვს ერთი სტანდარტული და ერთი მინი-მოედანი, ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო ცენტრს სჭირდება.

აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი, პირველ რიგში, ბავშვთა, გოგონათა და მოყვარულთა ფეხბურთისთვის აშენდა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფიფას. სწორედ ფიფას "ფორვარდის" პროგრამის მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა აღნიშნული პროექტი".

ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრის გახსნას ასევე ესრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და ბავშვთა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ადგილზე ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი-მოედანი (7x7 ფეხბურთისთვის) მოეწყო, განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საფეხბურთო ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ოთახია განთავსებული.

აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშნებლობის ვალდებულებით გადმოეცა. საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით განხორციელდა.

სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

GFF.GE

ის ვინც მოქმედ სტადიონზე კორპუსებს აშენებდა ციხეშია
romandro
ყველა რაინებსა და ქალაქებში ესეთი საფეხბურთო ცენტრია საჭირო...
ლშა
ისე ამბობ თითქოს პირველი ცენტრი გაიხსნა
QT
ასეთი ცენტრი ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონულ ცენტრში
Giusha3232
ვაახ, ყოჩაღ , არ მეგონა კორპუსების ნაცვლად თუ მოედანს ამჯობინებდნენ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა