რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელებმა "ქორთიარდ მერიოტში" შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს გუნდის სიახლეები გააცნეს
რუსთავის "მეტალურგი" 30 ივნისს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "რესპუბლიკურზე" სომხურ "ბანანცს" დაუპირისპირდება. მატჩამდელ მზადებას სლოვენიური შეკრებიდან დაბრუნებული გუნდი თბილისის "ამერის" სტადიონის ბუნებრივსაფრიან მოედანზე აგრძელებს, რადგან ერევანში სწორედ ასეთ, ბუნებრივ საფარზე თამაში მოუწევს.

რუსთავული კლუბი სომხეთის დედაქალაქში 28 ივნისს ჩავა და იმავე საღამოს "ბანანცის" საფეხბურთო აკადემიის მინდორზე ივარჯიშებს, მატჩის წინა დღეს, 29 ივნისს კი - "რესპუბლიკურ"სტადიონზე.

გუშინ გუნდის ხელმძღვანელებმა "ქორთიარდ მერიოტში" მედიას სიახლეები აცნობეს.

ნაცადი სახელი, ახალი ფორმა და ვებგვერდი

ჯოზეფ ქეი, "მეტალურგის" მეპატრონე და პრეზიდენტი:

- ვერ ვიტყვი, რომ გასული სეზონით ბედნიერი ვარ, რადგან მესამედ ვერ გავჩემპიონდით. ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ ის კი მიხარია, ეროვნულ ჩემპიონატში უფრო კონკურენტუნარიანი გარემო რომ არის. წინა ჩემპიონატი ასეთი ნამდვილად არ ყოფილა, ბიზნესიც ახლანდელივით არ ინტერესდებოდა. იმედია, აღდგენილი სახელით ჩემპიონები გავხდებით. საამისოდ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ზომიერ საშუალებას.

გივი მიგინეიშვილი, "ქართული ფოლადის" გენერალური დირექტორი:

- მეტალურგიული ქარხნის დაარსების დღიდან გუნდს ჰქვია "მეტალურგი". მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დროსაც არ მოგვიხსნია პასუხისმგებლობა და ახლა, როდესაც კრიზისმა ჩაიარა და ქარხანა ძლიერდება, "მეტალურგს" უფრო სერიოზულად მივხედავთ.

"მეტალურგის" პრესატაშე შოთა შერმადინმა კლუბის ახალი ლოგო წარმოადგინა:

- შევცავალეთ გუნდის ლოგო, ახალ სეზონში ახალი ამუნიციით ვითამაშებთ და გვექნება ახალი ვებგვერდი.

ლოგოს და ფორმის დამზადებისას მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ ადვილად აღქმადი და მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება მფლობელთან, წარმოგვეჩინა კლუბის ფერები, თეთრი და წითელი, აგრეთვე კლუბის დაარსების თარიღი. "მეტალურგი" საკმაოდ ძველი კლუბია, 1948 წელს დაარსდა. რაც შეეხება ჩვენს ვებგვერდს, ის იქნება განახლებადი და მომხმარებელს შეუძლია, შენიშვნებითა და წინადადებებით მოგვმართოს.

ერთი შეხედვით, "მეტალურგის" ახალი ლოგო და ფორმა ბილბაოს "ატლეტიკისას" ჰგავს, მაგრამ სხვაობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

შერმადინის თქმით, ფანკლუბის წევრთა რაოდენობისა და მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებენ: საგანგებოდ გულშემატკივრებისთვის დამზადდა მაისურები და კაშნეები, 30 ივნისს კი ფანკლუბის 100-მდე წევრი "მეტალურგს" ერევანში შეუერთდება და ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უქომაგებს.

ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ

წარადგინეს ახალწვეულები და მუდმივნომრიანი მაისურები ჩამოურიგეს: მიხეილ მახვილაძეს 24-ნომრიანი, გიორგი მიქაბერიძეს - 26, ირაკლი ქობალიას - 9, დიმიტრი ტატანაშვილს - 21, სერგო ორბელაძეს - 25, დავით ლომაიას - 18.

თორნიკე მაისურაძე, "მეტალურგის" დირექტორი:

- "მეტალურგში" დანიშვნისთანავე ვთქვი, რომ ყოველ ნახევარ წელიწადში ახალი გუნდს არ შევქმნიდით და ასეც მოხდა. შემადგენლობის 95 პროცენტი შევინარჩუნეთ და ახლებით გავძლიერდით. ამას გარდა, ვზრდით ბავშვებს, ჩვენი 10 ფეხბურთელი კი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია.

ჩვენი მიზნები არ იცვლება და წლეულსაც საქართველოს ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად ვიბროლებთ.

9 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით სლოვენიაში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. იქ სამი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ: ავსტრიულ "მატერსბურგთან" 1:0 გავიმარჯვეთ, სლოვენიურ "კოპერთან" - 2:1, სლოვენიის ჩემპიონ "მარიბორთან" კი 0:6 წავაგეთ.

30 ივნისს ერევნის "ბანანცს" ვხვდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ეტაპი რომ გადავლახოთ.

- კმაყოფილი ხართ სელექციით და მზად ხართ პირველი ეტაპის დასაძლევად?

- მიმამჩნია, რომ გასულ სეზონზე ძლიერი გუნდი გვყავს. საერთოდ, მეტოქე უნდა დააფასო, მაგრამ ვფიქრობ, პირველი ეტაპის გადალახვა არ უნდა გაგვიჭირდეს.

- სომხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბანანცი" საკუთარ მოედანზე "განძასართან" 0:1 დამარცხდა და 8-გუნდიან პირველობაში ბოლოსწინა ადგილზეა.

- ეს გასაგებია, მაგრამ "ბანანცის" მთავარ მწრთნელად სომხეთის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი დანიშნეს და გუნდმა თამაში გამოასწორა. ბოლო ხუთ ტურში ერევნელები პირველად დამარცხდნენ. მაგრამ, იმედია, ჩვენ გავიმარჯვებთ.

- დენის დობროვოლსკი ერევანში ითამაშებს?

- სლოვენიაში ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა, ჯერ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ განმეორებით შეხვედრამდე მისი დაბრუნების იმედი გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

efg
გავიცინოთ ?
zaliko
მეტალურგი და მეშახტე დადძმობილდნენ
სომხური გუნდი ევროტურნირზე სომეხი ფეხბურთელების გარეშე თამაშობს
ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება