"რაიო ვალეკანოსთან" დამარცხების (0:1) შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა განრისხებული იყო, დირექტორატის წევრებს თვითმფრინავში მოელაპარაკა და მწვრთნელ რონალდ კუმანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ეს კატალონიაში ჩაფრენამდე აცნობა და უთხრა, რომ დილის ვარჯიშზე არ უნდა მისულიყო. ნიდერლანდელი კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 4 მილიონს მის თანაშემწეებს გადაუხდიან.

დროებით "ბარსას" ამავე გუნდის დუბლების მწვრთნელი სერხი ბარხუანი უხელმძღვანელებს.

ლაპორტა უკმაყოფილოა პიკეს, ალბასა და ბუსკეტსის თამაშით და სეზონის შემდეგ გუნდიდან მათ გაშვებას აპირებს, მაგრამ მაქსიმალური პატივისცემით დაემშვიდობება.

"ბარსელონას" ხელმძღვნელობას სურს, გუნდი ხავიმ ჩაიბაროს, რომელსაც "ალ სადთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ყატარული კლუბი მზადაა ხავი სეზონის დასრულებისთანავე, ანუ 3 ნოემბერს გაუშვას.

ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ ხავის ახალი გუნდის შექმნის გეგმა გააჩნია და სწრაფი ცენტრალური მცველის დამატება სურს, ასეთად კი ჟიულ კუნდე (სევილია) მიაჩნია. ამას გარდა, უნდა, ფლანგებზე ანსუ ფატი და უსმან დემბელე გამოიყენოს. დემბელეს კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ გაგრძელებაზე ვერ შეუთანხმდნენ. რაც შეეხება ფატის, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და 7-10 დღეში ჩადგება მწყობრში.

კატალონიის რადიოს ჟურნალისტი რამონ სალმური ირწმუნება, რომ ხავი 6 ნოემბერს "სელტასთან" მატჩში უკვე "ბარსელონას" თავკაცი იქნება.

კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, ხავი თან თავის სამწვრთნელო შტაბს წაიყვანს: ძმას, ხავი ოსკარს, ასისტენტ სერხიო ალეგრესა და ფიზმომზადების მწვრთნელ ივან ტორესს.

თუმცა ეს ყველა ინფორმაცია მედიასაშუალებების მიერაა გავრცელებული და ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ხავი საკმაოდ ჭკვიანი და ფრთხილია და ასეთ მძიმე ვითარებაში მყოფი "ბარსას" სათავეში ჩადგომის გადაწყვეტილებას ადვილად ვერ მიიღებს. თქვა კიდევაც, მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული და ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვითო.

bumerangi.
კარგია პიკემ, ბუსკეცმა, ალბამაც გამოსცადონ თუ როგორია, როცა გიშვებენ. ლაპორტას და კუმანს, რომ ელაქუცებოდით, ვაიდა და ჩვენც არ გაგვიშვანონ და მესის გვერდით, რომ არ დაუდექით, ეხლა თქვენც იწვნიეთ დამცირება. რაც შეეხება ხავის, არა მგონია ხავიმ გაქაჩოს. ბარსას კარგა ხანი მოუწევს "მილანობა".
ნაცარქექია
კუმანს ხაჭაპური უყვარს? და ეს 12 მილიონი თვითონ მოითხოვა თუ ამათმა შესთავაზეს? ხავიზე რა ხდება რეალურად შენ გეცოდინება. რა კარგია, რომ საქმეში ჩახედული კაცი გამოდის და ხალხს სიმართლეს გვეუბნება. მადლობა შენ ამისთვის!
კ ო მ ბ ლ ე
და კიდევ 12 მილიონს გადაუხდიანო. ეს იმ ფულის წილია, რაც ბარსას წაგებებზე იშოვნეს ტოტალიზატორებზე. პრინციპში დაგავორიც ესეთი იყო, წააგებ, წააგებ სახელი გაგიტყდება, მარა მდიდარი წახვალ.. გაწყობს? და კუმანი დატანხმდა, რატომაც არა, 12 მილიონი რამდენი ხაჭაპურის ფულია იცით?.. აი ბიზნესი ესაა, წააგე? წაიღე მაყუთი და წადი, ხალხს თუ გულები უსკდებათ ნერვიულობით, მაი აფერი სიმონ, ხვალ ან ზეგ მოიგებენ და...
სოსო
კუმანიც ბართომეუს პროექტი იყო და ბარსას ნგრევაც გაგრძელდა.ახლა ამ სტატიის მიხედვით,გუნდის ძველი,მაღალხელფასიანი ლიდერების გაშვება იგეგმება და ამით ეცდებიან,ახალგაზრდა,ძალიან ნიჭიერი ბიჭების შენარჩუნებას და ახალი გუნდის შექმნას.ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა,მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე,ჩემთვის გასაგები.მეორე მხრივ,გუნდიდან ერთბაშად ყველა ლიდერის გაშვება,კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას მოიტანს და ახალგაზრდების დავაჟკაცებასაც ხელს შეუშლის.ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელი აუცილებელია,გუნდში ტრადიციების გადასაცემად და მძიმე მომენტში ლიდერობის თავზე ასაღებად.გასაგებია ისიც,რომ ასე განახლებული ბარსელონას შედეგები,კიდევ უფრო არასტაბილური გახდება და ეს,ფინანსურ შემოსავლებს ვერ გაზრდის,თუმცა ვალები კლუბს სხვა გამოსავალს არ უტოვებს და ძალიან მეძნელება,მაგრამ იმედს ვიტოვებ,რომ შესძლებენ ამ ფინანსური ორმოდან ამოძრომას და აღამვლობის გზაზე შედგომას.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ხავი სამწვრთნელო კარიერის განახლებას ივნისში აპირებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტენ ჰაგის შემცვლელად ხავის განიხილავს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ხავიმ შესაძლოა, იტალიური გრანდი ჩაიბაროს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბარსელონას" ახალი ერა ჰანსი ფლიკს არ დაუწყია" - ტიერი ანრიმ "ბლაუგრანაზე" ისაუბრა
ვიდრე "მანჩესტერს" ჩაიბარებს, ხავიმ კვარაცხელიას შეძენა მოითხოვა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა