რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში „რუბინმა“ საკუთარ მოედანზე ცსკა 1:0 დაამარცხა. ყაზანურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩვეულად აქტიური ვერ იყო და სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ნამატჩევს ქართველს სტატია sport24-მა მიუძღვნა.

ორი წლის წინ „რუბინის“ ვარსკვლავი ევროპულ გრანდებს სურდათ, ახლა პარტნიორებიც კი აკრიტიკებენ. რა მოუვიდა ხვიჩას

ასეთი თამაშით ის ევროპაში ვერ წავა

"ყაზანის „რუბინმა“ რთული საშინაო გამარჯვება მოიპოვა ცსკა-სთან. ერთადერთი გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. თავი შეცვლაზე შესულმა მიხაილ კოსტიუკოვმა გამოიჩინა. მას საგოლე გადაცემა სეად ჰაკშაბანოვიჩმა გაუკეთა, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა.

ბოსნიელი თანდათან ყაზანელთა ყველაზე შესამჩნევ და სასარგებლო ფეხბურთელად ყალიბდება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, ვინაც ცოტა ხნის წინ ბრწყინავდა, ჩრდილში ექცევა. ქართველმა Whoscored-ისგან სასტარტოს ფეხბურთელებიდან მხოლოდ ონუგჰაზე მაღალი შეფასება მიიღო - 6.9. „კვარას“ 4 დრიბლინგიდან მხოლოდ 1 გამოდგა წარმატებული, ორჯერ მისი დარტყმული კარს ასცდა, 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა, დანარჩენ შემთხვევებში კი ნაკლებად შესამჩნევი იყო.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგიდან ევროპის ტოპურ ჩემპიონატში გადასვლის პირველი კანდიდატი გახლდათ. ქართველი გარემარბი თავისი ფინტებით მცველებს ამცირებდა და ლამაზ გოლებს იტანდა. მისი თამაში გულგრილს არავის ტოვებდა.

სეზონის დასრულებისას ხვიჩას გამგზავრება გარდაუვლად მოჩანდა. ამაზე პირდაპირი ტექსტით ლაპარაკობდა მისი მამა ბადრი კვარაცხელია: „მე შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ხვიჩა ზაფხულში აუცილებლად დატოვებს „რუბინს“. მე შემიძლია ქართველებს ვუთხრა, რომ ჩემი შვილი „რუბინში“ არ დარჩება“.

წერდნენ „მილანის“, „დორტმუნდისა“ და „იუვენტუსის“ დაინტერესებაზე, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, კვარა კი არსად არ წავიდა. როგორც Calcio Mercato წერდა, პოტენციური მყიდველები სატრანსფერო ფასმა, 20-მა მილიონმა ევრომ დააფრთხო.

სტატისტიკური შედარება გასულ სეზონთან შედარებით თამაშის ვარდნაზე თვალსაჩინოა. ხვიჩა პარტნიორებისთვის ნაკლებ მომენტებს ქმნის და უფრო ხშირად კარგავს ბურთს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დაცვაში უფრო ნაკლებს არ მუშაობს.

პრობლემები შეექმნა რეალიზაციასთან დაკავშირებით - ამ კომპონენტში ასეთი ცუდი მაჩვენებელი რუსეთში ჯერ არ ჰქონია. ძალიან შეუმცირდა xGhain-ის და xGBuildup-ის მაჩვენებლები - შეტევის გავლენა დამაგვირგვინებელ სტადიაში მონაწილეობის გარეშე.

ყველაზე სამწუხარო შედეგიანობის ვარდნაა. ამ სეზონის 13 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა (ისიც ივლისში) და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„რაში მდგომარეობს ხვიჩას ცუდი თამაშის მიზეზი? არ ვიცი. მას გაცილებით უჭირს და გასაგებია, რომ ის აჟიოტაჟიც ახდენს გავლენას, რომელიც კარგა ხანი მის გარშემო იყო ატეხილი. მეორე სეზონის გამოცდა ყველაზე რთულია. ჯერ ჩვენ ყველანი ამის გადალახვას ვერ ვახერხებთ“, - ამბობს მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ვერ გაიგეს, რა ემართება ხვიჩას მისმა თანგუნდელებმა. აი, რა თქვა ოქტომბრის დასაწყისში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ წაგების შემდეგ მეკარე იური დიუპინმა: „ძალიან ხშირად "იჩხირებოდა სიფართოვეში", მან კი იცის, რომ უკვე უნდა ითამაშოს, შორეული ძელი ჩაკეტოს, მე მას ვუყვიროდი, ვუყვიროდი, მან კი გაცუდებული პენალტის შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და საერთოდ მიატოვა თამაში.

თუმცა, „რუბინში“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტუაცია ესმით და მზად არიან კვლავაც გამოუცხადონ ნდობა. მეტიც, სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია უახლოეს ზამთარში კლუბს დატოვებს".

კოტეს
ჩასაფრებული ხართ, რამდენიმე თამაში კიდევ ჩაუვარდება და აი ხომ ვამბობდიო დაწერთ ნიშნის მოგებით, იმის მაგივრად, რომ უნიჭიერეს ფეხბურთელს მხარი დაუჭიროთ. აქ კომენტარი შემხვდა ადრე,ამ ბიჭს რუსეთში დაამტვრევენ და კარიერას დაასრულებინებენო, მალე გაიხსენებთ ჩემს ნათქვამსო.ის ადამიანი ახლა ზის და ელოდება, როდის დაამტვრევენ და როდის დაასრულებს კარიერას, რომ მერე სიამოვნებით მოყვეს, როგორ გამართლდა მისი ნათქვამი. ამას არ ჰქვია გულშემატკივრობა მეგობრებო :)
Herbst
20 წლის ასაკში რატომ უნდა დამთავრდეს მისი დიდი ფეხბურთი? ჯერ ახლა იწყებს კარიერას და ასე უცებ რატომ უმთავრებთ... ტრავმის მერე ფორმაში არ არის 20 წლის ფეხბურთელი და ესენი კარიერას უმთავრებენ.
კოტე ბრეგვაძე
გულდასაწყვეტია, მაგრამ ხვიჩას დიდი ფეხბურთი, დიდი ალბათობით, დამთავრდა. მამამ და ჯუღელმა დაღუპეს, ნებისყოფაც ნაკლები აქვს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
vagneri janashia.
ასე იცის ზედმეტმა ქება-დიდებამ.მიკვირს რა გააკეტა ასეტი საქებ -სადიდებელი.ბურტზე ცესიერად ფეხი არ დაურტკამს და უკვე ვარსკვლავობაზე ალაპარაკდნენ.რა სუასია აქ ცასვლა-არცასვლის საკიტხი.სადაც ხარ იქ იტამასე.მორცა და გატავდა.
სოსო
ამ თამაშში ცუდად სულაც არ უთამაშია.თვალის მომჭრელი დრიბლინგები არ ჰქონია,რადგან მის და სამოშნიკოვის წინააღმდეგ,მუდმივად სამი-ოთხი მეტოქე იდგა.თანაც ფერნანდესი,მართლაც მაგარი ფეხბურთელია და ვერც ის მიდიოდა შეტევებში,ხვიჩას შიშით.ხვიჩა დაცვაშიც მაგრად ეხმარებოდა სამოშნიკოვს.ხვიჩამ ბოლო ორი თამაში სრულად ჩაატარა და ამ მატჩის 89 წუთზე იმხელა რეიდი გააკეთა უბურთოდ,რომ მის ნაცვლად მე გადმომვარდა გული.სამწუხაროდ შეყოლებული პასი,ძალიან ძლიერი და ცოტა უზუსტო გამოდგა,თორემ საგოლე პოზიციაში მიღებდა ბურთს.მიუხედავად ყველაფრისა,ხვიჩამ მაინც გააკეთა სახიფათო ჩაწოდბები და თვითონაც დაარტყა კარში.სამწუხაროდ უზუსტოდ.ეს მართლაც მისი ერთერთი პრობლემა გახდა.ადრე საშუალო მანძილებიდან,ჯარიმებსაც კი იტანდა.ხვიჩას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე აქვს სასწავლი და ისიც სწავლობს ნახევარდაცვაში თამაშს.მაგ თამაშში,ურემოვიჩიც აკლდათ და ხვან ინ ბომი,საყრდენად იყო უკან დაწეული.ხვიჩას აქტიურობას,ესეც უშლიდა ხელს.მწვავე პასი იშვიათად მისდიოდა.
დათო
ქინქლაძე თავის დროზე კვარაცხელიასავით ნიჭიერი იყო, ერთი სეზონი ითამაშა ფანტასტიურად, შემდეგ სეზონში მოუკლო, შემდეგ-კი სულ დაიკარგა. იმედია ხვიჩა ქინქლაძის მაგალითს გაითვალისწინებს.
რობი
გუშინ რუსმა კომენტატორებმა სპეცილურად აღნიშნეს რომ ყველა გუნდი რუბინის წინააღმდეგ განსაკუთრებულად თამაშობს, ხვიჩას გასანეტრელებლად!ხვიჩას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია ეხმარებოდა დაცვას და აქტურობდა წინ!მაგრამ გუნდების ტაქტიკიდან გამომდინარე ფლანგებიდან თამაში ვერ ხერხდებოდა!ინბომი ვერ აძლევდა ხვიჩას პას იმიტომ რომ ხვიჩამდე ბურთს2-3 მოწიაარმდეგე მოთამასე უნდა გაევლო! სამოშნიკოვს ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ და თუ მიიღებდა ხელს უშლიდნენ ხვიჩასთვის პასის მიცემას!
zura222
ჯერ ერთი ცუდად სულაც არ უთამაშია ! ძალიანაც აქტიური იყო და თავის ფლანგზე 2-3 ფეხბურთელს ბოჭავდა და არ გადავიწყდეთ ვინ იყო გუშინ მის წინააღმდეგ--რუსეთის ამ საუკუნის საუკეთესო მარჯვენა მცველი მარიო ფერნანდესი ! ყველამ ვიცით ფერნანბდესი როგორ აწიოკებს ხოლმე მეტოქის დაცვას (კოსტავას და კეტაშვილის სტილის ფეხბურთელია) და ამ თამაშში საერთოდ ვერ მიდიოდა წინ ხვიჩას შიშით და ეს პატარა ამბავია ? და ის ორი და ხშირად სამი მეტოქე რომ დარაჯობდნენ დაცვაში თავისუფალი ადგილები ექმნებოდათ მაგრამ ისევ ვერ გამოიყენეს რუბინელებმა ის ადგილები @ და ის რომ ყავთ ახალი ანუგხვაა თუ რაღაცა დოზანაა უსუსტესია და არაფრის მაქნისი არაა ! დაიერიც ხანდახან გაისვრის ხოლმე ყარაულის თოფივით და ვსო მეტი არაფერი არაა ეგეც და რუს ჟურნალისტებს ურჩევნიათ იმათზე გაამახვილონ ყურადღება ! თუმცა ესეც გასაგებია--ყველაზე მაგრისგან ყოველთვის მაგარ თამაშებს და გოლებს ელოდებიან !
Zaza
მარტვილის მერანში
ქ. გ.
საქართველოს ნაკრებში უნდა გამოიჩინოს თავი კარგი თამაშით და წავა ევროპაში.
გიო
შთაბეჭდილება მრჩება რომ მას ძალიან უნდა წასვლა რუბინიდან და აქედან გამომდინარე არის ეს ყველაფერი. ხვიჩას უნდა წასვლა და თამაშობს ისე როგორც თამაშობენ წამსვლელი ფეხბურთელები.
გიორგი
ნაწილობრივ ვეთახმები იმაში რომ ამ თამაშიდან გამომდინარე ევროპის წამყვანი ჩემპიონატების კარგ გუნდში ვერ მოხვდები სამწუხაროდ ეს სიმართლეა ეს სეზონი ხვიჩასთვის ცუდად დაიწყო მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალში მოუმატებს და ესეთი სუსტი მატჩები აღარ ექნება მესმის მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო,მაგრამ ახლა მთავარია რომ კვავ განეწყოს სათამაშოდ მოტივირდეს დაივიწყოს ის რაც მოხდა და შემდეგ შეხვედრებში გამოიჩინოს თავი წარმატებები ხვიჩას.
ffff
რა მოუვიდა და თავში აუვარდა!!! მამამ და აგენტმაც გადარიეს. ორი-სამი დრიბლინგი არ ნიშნავს ახალ კლუბს და სუპერ ფეხბურთელობას.რეალობა უნდა დაინახო რა არის . თუ ვინმეზე განაწყენებული ხარ და არ თამაშობ პირველ რიგში შენითავის ბრალია. ფეხბურთელობა და ვარსკვლავობა თუ გინდა პირიქიეთ ეხლა უნდა ითამაშო და დაამტკიცო .. კი უნდა დაამტკიცო რომ ღირსი ხარ ტოპ კლუბის. სხვა შემთხვევაში მხოლოდ შენი აუსრულებები სურვილი დაგრჩება
ჟორა
რა თქმა უნდა იქ არანაირი ჯარიმა არ იყო, ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ხვიჩამ ერთხელ არ არსებულ ჯარიმის მის სასარგებლოდ დანიშვნაზე უარი თქვა. რაც შეეხება ხელების შლას, ამას ყველა უნდა გადაეჩვიოს, რადგან მსაჯი ყველაფერს ხედავს და თუ შეცდა იქაა გამეორება. ასე, რომ ხვიჩა შენ ითამაშე და გარჯა არ დაგეკარგება.
არტ
ნორმალურად ითამაშა. მთავარია მოუმატოს და მუშაობა განაგრძოს. მშვიდად მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯიუტი უნდა იყო რომ წარმატებას მიაღწიო. პანიკაში ჩავარდნა, გულის გატეხვა და ვარჯიშის ხალისის დაკარგვა დაღუპვის ტოლფასია. მიდი ხვიჩა, წარმატებები.
გიორგი
თქვენმა ნაქებმა დრეიერმა რატო ვერ გაიტანა?ხო ჯობდა ხვიჩას ათი თავით,ბოღმით სავსე რუსებო
ლშა_იუვენტინო
ხვიჩა დაიკიდე ეს რაღაცა სულელური სტატისტიკები და შეუბერე ქართულ-ევროპული ფეხბურთი
gio emigranti
DA CUDAD RATOM ITAMASHA ME ZALIAN MOMECONA DRES
Skeleton
წინა თამაშებში მშვენივრად გამოიყურებოდა, მოდი მივცეთ უფლება 20 წლის ფეხბურთელს რომ ხანდახან ვერ იყოს სტაბილური. იმედია ყოველი თამაშის შემდეგ სტატიები მისი კარიერის დასრულებაზე და ასე შემდეგ მალე მობეზრდებათ :დ ჩაიგდეს ხელში და ყველა ნაბიჯს უკონტროლებენ მოკლედ :დ
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია