Sportbox-მა "რუბინისა" და ცსკა-ს მატჩში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩიდერ ეჯუკეს თამაში შეაფასა:

იყო კი ხვიჩა?

"სხვა რამეების გარდა, ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო ინტრიგით იყო. მოედანზე რუსეთის ჩემპიონატის ორი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი შეიყარა - ხვიჩა კვარაცხელია და ჩიდერ ეჯუკე. ვინ უფრო სასარგებლოა? შედარება ყაზანელის სასარგებლოდ არ გამოვიდა - და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედნიდან გამარჯვებული ხვიჩა გავიდა.

ჩემოდნებზე?

მოედანზე უფრო შესამჩნევი მოძრავი არმიელი გახლდათ, რასაც მის ქართველ კოლეგაზე ვერ ვიტყვით, რომელიც მის მსგავს პოზიციაზე თამაშობს და იგივე ფუნქციებითაა დატვირთული. ის შემადგენლობაში თითქოს არც იყო, რაც, სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს ხშირად ხდება და შეტევათა უდავო ლიდერის საშემოდგომო სევდაში, გავრისკავ დამტკიცებას, "რუბინის" მრავალი პრობლემა იმალება.

გუნდმა მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიას სწრაფი გარღვევების გარეშე გამტანი ძალა დაკარგა, გარკვეული პერიოდიდან მისი ფრთიდან ცენტრში შეწევა კარში შემდგომი დარტყმებით ვერ აგდებენ საგონებელში მცველებს და მარდ გარემარბს საფეხბურთო ესთეტები აღფრთოვანებაში ვერ მოჰყავს თავისი ფილიგრანული დრიბლინგითა და ტრიუკებით. დარჩა მხოლოდ აქტიურობის იმიტაცია და ოპონენტთა მიერ უხეშობის ზღვარზე შეჩერებული ფინტების გამო მსაჯებისადმი აპელაცია.

არმიელებთან მატჩისას ფორვარდმა ძველებურად მხოლოდ ერთხელ შეგვახსენა თავი - 58-ე წუთზე ქუსლით ეფექტურ პასს კინაღამ გოლი მოჰყვა. ცოტაა, დაგვეთანხმებით, რომლის გარეშე ყაზანელთა ფანტაზიას მოკლებულ შეტევას უბრალოდ არ ძალუძს მეტოქის კარზე პერმანენტული ზეწოლა განახორციელოს.

რა ხდება ქართველი ლეგიონერის თავს - გვრჩება მხოლოდ ფიქრი და მკითხაობა. ჩემოდნებს ალაგებს? კეთილი მგზავრობა: ის არც პირველია და არც უკანასკნელი, თუმცა რაღაცნაირად სოლიდური არ არის ასე დემონსტრაციულად გუნდის ინტერესების იგნორირება, რომელმაც შენ ამდენი მოგცა. ისეთი "წვრილმანის" გახსენება, როგორიც პროფესიონალიზმია, საჭირო არ არის?

გიგა
საქართველოდან ვინმემ რომ გამოისყიდოს ხვიჩა და მერე ევროპაში რომ გაყიდონ არ მოსულა? არ დაგვიმტვრიონ და არ დაგვაკარგვინონ ეს ბიჭი. იგი ნაკრებს ჭირდება. ფულსაც ამოიღებენ.როგორც ჩანს,არ აპატიეს მამამისის გამოხდომა და ცდილობენ ჩაჩეხონ.
Herbst
კი სულ ნიშნის მოგებით წერენ ყველა ცუდი თამაშის მერე, აი მამას კი უნდოდა ევროპაში გაეშვა და რუსეთი არ აკმაყოფილებდაო. ვერ მოინელეს ის ნათქვამი. არადა საერთოდ არ უთქვამს ცუდად.გულწრფელად თქვა, როგორც მთელი საქართველო ვიძახით და არ გვემეტება ეგ ბიჭი რუსეთისთვის. ძალიან დაბოღმილები არიან მაგის მერე. რუსოფობებს გვეძახიან და ხვიჩასაც ლანძღავს ბევრი. ძალიან ცუდად არ შემოტრიალდეს ეგ :(
გიგა
საქართველოდან ვინმემ რომ გამოისყიდოს ხვიჩა და მერე ევროპაში რომ გაყიდონ არ მოსულა? არ დაგვიმტვრიონ და არ დაგვაკარგვინონ ეს ბიჭი. იგი ნაკრებს ჭირდება. ფულსაც ამოიღებენ.როგორც ჩანს,არ აპატიეს მამამისის გამოხდომა და ცდილობენ ჩაჩეხონ.
სოსო
მართალს ამბობ ლევან.მშობლები შვილებს,30-35 წლის ასაკშიც კი,ბავშვებს ეძახიან და დამოუკიდებლად ცხოვრების თუ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას უზღუდავენ.თვითონაც არა აქვთ,გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა.ეს მართლაც ჩვენი ეროვნული თვისება გახდა და უცხო გარემოში მოხვედრისას,ძალიან გვიშლის ხელს.
ჯაბა
ვალი არ აქვს? იცი რამდენი მილ ევრო გადაიხადა საიმანოვმა? ეხლა რასაც უხდიან ალალი, მარა მაშინ? პრაქტიკულად უნახავში? აბა კითხეთ მამიკოს და მის მეგობარს.
ბექა
ეს უკვე ბულინგია
Skeptical Guy
იი არ აქტიურობს :დდ იაქტიურებს და გამოვარდება ვიღაც, მოამტვრევს ფეხს, ჩარჩება მანდ . ვალი კი არ აქვს გუნდის,თუ არ მოსწონთ, გაყიდონ :დ
ჟორა
1.- ბავშვი დიდი ხანია აღარ არის. 2.ვიძახოდი და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი: რუსეთის ჩემპიონატში თამაში არის ფეხბურთელის მენტალური სიკვდილი,რადგან მანდ მოსულა ყველაფერი რასაც არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან. 3. ძალიან გული შემტკივა, მაგრამ ჯუღელის ხელში კვარაცხელიამ მიაღწია მაქსიმუმს, რადგან ეგ კაცი ( ჯუღელი) თვითონაც არ არის მეტის გამკეთებელი. 4.ერთადერთი შანსი დარჩა თუ რაიმე სასწაულს გააკეთებს ნაკრებში.
Odala
ეჰ ჩემო გენიოსო, წარმოიდგინე ჩვენ რომ მთელი მსოფლიო არ გვებრძოდეს... ყველაფერში ჩემპიონები ვიქნებოდით, ისეთი მაგრები ვართ.
Odala
გრუზინ პატრიოტებს არ გააგონო ეგ სიმონ ;)
3333
თქვენ საკუთარი თავიდან გამომდინარე აკეთებთ ვარაუდს
Skeleton
ვარსკვლავი იქნები თუ ყველაფერს დააიგნორებ, რაც შენზე იწერება და პასუხს მხოლოდ კარგი თამაშით და გოლებით გასცემ. მესმის რომ ამ ასაკში ძნელია და ნერვების თამაშია, ყველა ვერ გაუძლებს, მარტო ის გააგრძელებს ვინც გაუძლებს და მნიშვბელობას არ მიანიჭებს "მყეფარე ძაღლებს ". ამიტომაც არის უამრავი ნიჭიერი, მაგრამ პროფესიონალი ხდებიან ერთეულები. არმინდა წლების მერე ვთქვა, რა ნიჭიერი იყო და როგორ დაიკარგა მისი ტალანტითქო. არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია ასე.
Winter
მყავს ერთი ნაცნობი ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩას ასაკის არის და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. მასზე არავინ არაფერს წერს, მიჰყვება ეტაპობრივად ფეხბურთს, ასაკის მიხედვით და თუ გაუჩნდება შანსი გადავა კარგ გუნდში რატომაც არა. ეს წნეხი მოსხნილი აქვს და მისგან არავინ არაფერს ითხოვს. ძლიერი ფსიქიკა თუ არ გაქვს შეიძლება ისე დაგანგრიოს ამ ყველაფერმა ფეხზე წამოდგომაც ვეღარ შეძლო...
სოსო
გმადლობთ მეგობრებო, ჩემო პოსტების დადებითი შეფასებისათვის.სოსოს-ს პოატში სულ სხვა მომენტებზეა აქცენტი გაკეთებული და თანაც ძალიან კარგად აქვს შემჩნეული ეს მომენტები.მხოლოდ ერთს შევუსწორებ.ტერმინი რუსოფილი,რუსების მოყვარულს ნიშნავს.მოძულე კი რუსოფობი იქნება და ტექსტიდან გამომდინარე,ალბათ სწორედ "რუსოფობი" უნდა ეხმარა.ბაჩი,ამხელა ტექსტი მათთვის დავწერე,ვინც რუბინის თამაშებს ვერ უყურებს.კრიტიკა რომ გააქარწყლო,რაღაც არგუმენტი უნდა დაუპირისპირო,ანალიზის გარეშე კი,ეს არ გამოდის.აქ რამდენიმე ადამიანი წერს ხოლმე,რომლებსაც ჩემზე გაცილებით უკეთ ესმით ფეხბურთი,მაგრამ სამწუხაროდ იშვიათად შემოდიან.მე კი,რაც შემიძლია იმას ვაკეთებ,ჩვენი ბიჭების დასახმარებლად და ამისათვის ნუ გამკიცხავ
Ucxo
Xvicha martalia ar gaushves satamashod normalur gundshi da axla imkian imas rac daimsaxures.erts vtxov xvichas nakrebs mistvis araferi daushavebia da nakrebsac ise nu moeqceva rogorc rubins.
Winter
პრესის კრიტიკა მხოლოდ ვარსკვლავებს ატყდებათ თავს. რაც უფრო დიდია ტალანტი მით მეტია მოთხოვნა. მას რომ ამხელა პოტენციალი არ გამოევლინა თავიდანვე და ეტაპობრივად მიჰყოლოდა, არც იქნებოდა ამხელა წნეხი. გადააფრინდა 18, 19და 21 წლამდელთა ნაკრებებსაც და პირდაპირ ეროვნულში აიყვანეს თავისი საოცარი მონაცემების გამო. ახლა ძნელია ეს ყველაფერი პატარა ასაკში მაგრამ უნდა აიტანოს და უფრო გაძლიერდეს, სხვა გზა არაა. პრესას და ხალხს პირს ვერ ამოუკერავ, მაგრამ უნდა ეცადო გააჩუმო!
ქ. გ.
ნაკრებში უნდა ითამაშოს კარგად. რუსეთში გატანილი გოლებით ბარსელონას და მილანს ვერ გააკვირვებს ხვიჩა, ისევე როგორც ვაკო ვერავის ვერ გააკვირვებს კორეაში გატანილი გოლებით.
ქ. გ.
მაკედონიასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ძალიან კარგად ითამაშა. ამის მერე ტრავმირებული თამაშობდა.
ისიდორე
მერე ამოალაგოს ეგ ჩემოდნები და ითამაშოს რა თქმა უნდა თუ შესწევს მისი უნარი. თორემ კარგ შემთხვევაში აღმოჩნდება ტულის არსენალში ან და კუსტანაის ტობოლში
ქ. გ.
წელიწადზე მეტია ყველა თამაშში ფეხებში ურტყამენ, და ამის მიუხედავად ხვიჩა მაინც ყველაზე კაშკაშა და საინტერესო მოთამაშეა რუსების ჩემპიონატში.
ლევანი
ლაბილური ფსიქიკა, პიროვნული უმწიფარობა, ხასიათის არასაკმარისი სიმტკიცე, ინფანტილიზმი - ესაა პრობლემის მიზეზები, რასაც საფუძველი ეთნოფსიქოლოგიაში აქვს და ქართველ ფეხბურთელებში განსაკუთრებით შესამჩნევია
გიგის
ამაზე რა კომენტარი გავაკეთო არვიცი, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და რამის თქმა ძალიან უხერხულია, სრულწლოვანია ადამიანი და აქედან ვერ დაუგეგმავ როგორ იცხოვროს და ვერც ნათესავი დაუგეგმავს, წავიდა ის დრო, ახალგაზრდა გამობმული რომ ჰყავდათ კუდში და აკონტროლებდნენ. სად იცხოვრებს და როგორ ეგ არავის საქმე არ არის. ძალით კიდევ არავინ მოიტაცებს (ქალების ხსენება სრულიად უადგილო იყო). მე საერთოდ არ მგონია სადმე გადსვლას შეეშალა თამაშში ხელი მისთვის. სულ სხვა ფაქტორებია. ტრავმა, ფსიქოლოგიური წნეხი და ასე შემდეგ. ეგრე ნამდვილად ვერ დავწრვილამდები, იმით დავინტერესდე სად და როგორ ცხოვრობს. მართლა არავის საქმე არ არის ეგ.
რომა
Aqac ro ver itamasha da aqet penali aikida?
გიგი
ეს ინფორმაცია-ხვიჩას საცხოვრებლად გადასვლა ბაზიდან ქალაქში, სლუცკის ინფორმაცია. აგრეთვე მან სთქვა ხვიჩამ ვარჯიშ უკლო. ეტყობა ძალიან ბანალური სიტუაციაა. შესახედავი ბიჭი,ფული აქვს და შეიძლება ვარსკლავი გახდეს. გამოუცდელია და წესიერი-უგემრიელესი ლუკმა. სწორედ ასეთებს ქალები თავის ჭკუაზე ათამაშებენ.
ქ. გ.
რაც უფრო კარგად თამაშობდა რუბინში, უფრო უმატებდა ფასს ჯუღელი და რუბინი. მიხვდა ხვიჩა, რომ რუბინში თავი უნდა დაზოგოს, ტრავმებს მოერიდოს და საქართველოს ნაკრებში გამოიჩინოს თავი კარგი თამაშით. ყოჩაღ! იზრდება კაცი!
გიგის
ეგ ინფორმაცია საიდან გაქვთ? არსად მინახავს. აქამდე ვიცოდი, რომ ბაზაზე ცხოვრობდა. სადმე დაიწერა?
გიგი
ბაზიდან საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. ქალებს ეს არ გამორჩებოდა. ნათესავმა რომელსაც ჭკუა მოეკითხება უნდა მიხედოს.
სოსოს
თქვენი ანალიზი ძალიან მომწონს და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. მართლაც და უკვე მოუხშირეს რუსებმა ხვიჩასთვის უმადურის იარლიყის მიწეპებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ხვიჩას მამის კომენტარს, როცა თქვა, რუსეთში არ დარჩებაო, ყველგან დაათრევდნენ მაგ ინტერვიუს და წერდნენ, რუსოფილები არიან და უმადურებიო, რუბინმა მისცა ყველაფერი და ახლა აღარ უნდათო. ეს იწერებოდა ჯერ კიდევ ზაფხულში. რატომ არის უმადური, რამდენს შრომობს მაგ გუნდისთვის და თამაშებზე დააწყებინა ხალხს სიარული ბოლოსდაბოლოს , მარტო რუბინი კი არა მთელი რუსეთის ჩემპიონატი გახადა საინტერესო და ყურებადი. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს რუსული პრესა მასზე. არასწორია და დიდი ბოროტებაა რასაც მის მიმართ აკეთებენ. ჯერ კიდე ლოკომოტივიდან რომ წამოვიდა მაშინაც კი, ისეთებს უწერდნენ, მიზეზი არ იცოდნენ და საშინლად ლანძღავდნენ, ცალკე პრესა და ცალკე გულშემატკივრები, 18 წლის ბავშვს. მინდა, რომ ამ ყველაფერმა გააძლიეროს უფრო მეტად. სლუცკიმ კი თქვა, რუსული პრესის ნეგატივისგან ვიცავთო მაგრამ რავიცი... უკვე აუტანელია ეს ამდენი უსამართლო შემოტევა. პატარაა ძალიან ამ ყველაფრისთვის და საქართველოდანაც ნეგატივის მეტი არაფერი მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვართ ქართველებს, ვერასოდეს სწორი და ადეკვატური რეაქცია ვერ გავუშვით აქედან მისი მისამართით, ან ვლანძღავთ და ან უაზროდ ვაქებთ, რაც ასევე ნეგატივს იწვევს... არ იმსახურებს ამას.
ბაჩის
ყველაზე საუკეთესო ანალიზს აკეთებს ეს ადამიანი. (სოსო) და ადეკვატური ანალიზის წაკითხვა თუ გეზარებათ ალბათ მარტო უაზრო ქების ან ლანძღვის შემცველ კომენტარებს კითხულობთ აქ. წაიკითხეთ ეს კომენტარი და ისწავლეთ თამაშის დეტალურად განხილვა! ვიცი, რომ დიდი ტექსტების კითხვა გიჭირით მაგრამ ეცადეთ მაინც:)
ბაჩი
ბრავო შენ,იმდენი გიწერია წაკითხვა დამეზარა
muro
ჩავარდნები ტოპ-ვარსკვლავებსაც აქვს პერიოდულად. ჩანს რომ ავტორი არც რუბინის წევრია და არც ფუნქციონერი. მოვძებნე დედანი და გადავიკითხე. ავტორი ვინმე იური ივანოვია. ინტრიგანია და ჩორტებს აგდებს. ჩამოჰკიდა ხვიჩას უმადურის იარლიყი.
მგელი
ხვიჩა კარგია მე მხოლოდ ამას ვიტყვი და იქნებ ვილი სანიოლმა ლუკა გაგნიძე გამოიძახოს კარგი ფეხბურთელია
Herbst
თავს არ ანებებს რუსული პრესა ამ ბიჭს. სხვებზე არაფერს წერენ მარტო ხვიჩას კრიტიკით არიან დაკავებული? ასეთი განხილვადი ფეხბურთელი არ გვყოლია დიდი ხანია, ერთი მხრივ კარგიც არის მაგრამ, ამ ბიჭის ნერვებზე თამაშობენ. იმედია ამ ყველაფერს გაუძლებს. წინა თამაშები მშვენივრად გამოიყურებოდა, ყველა თამაშში ვერ იქნება სტაბილური, 20 წლისაა ჯერ და მთელი კარიერა წინ აქვს. შეეშვით უბრალოდ!
სოსო
აჰა,კიდევ ერთი საიტი გამოუხტა.ჩვენ ყოველ თამაშში დაუნდობლად დაგამტვრევთ,შენ კი შენი თამაშით გვასიამოვნეო.არ გიდოდათ რძე და ყველი?ახლა ჭამეთ ყველი და პური.ან მაგ თამაშში რა დაუწუნეს ხვიჩას?მის ფლანგზე ცსკას 4 ადამიანი ჰყავდა მობილიზებული,ხვიჩას და სამოშნიკოვის წინააღმდეგ,მათ შორის ფერნანდესიც,რომელიც ალბათ საუკეთესო მცველია რუსეთში და შეტევაშიც ძალიან სახიფათოა.რუბინს კაპიტანი ურემოვიჩი არ ჰყავდა და მის პოზიციას,ხვან ინ ბომი ჰფარავდა.შედეგად მისი შეტევაში მონაწილეობა საკმაოდ შეზღუდული იყო.სხვა დროს,როცა რუბინს ცოტა ტრავმირებულები ჰყავდა,ხვიჩა ძალიან აქტიურად თამაშობდა და ბოლო წუთებზე მას სცვლიდნენ.ამჟამად რუბინს ძირითადი შემადგენლობის იქით,თითქმის არავინ ჰყავს სრულფასოვანი შემცვლელი,მით უმეტეს,შეტევაში და ხვიჩამაც იცოდა,რომ მას თამაშის ბოლომდე ვერავინ შეცვლიდა.ცსკას ტრავმირებულები თოთქმის არავინ ჰყავდადა ისედაც გაცილებით გრძელი სკამი აქვთ.ასე რომ რუბინი ვალდებული იყო ენერგიის ხარჯვაშიც ძალიან ეკონომიური ყოფილიყო და ამან გაამართლა.თითქმის მთელი თამაში ცსკა უფრო მოძრავი და აგრესიული ჩანდა,მაგრამ დასკვნით 10 წუთში რუბინმა მოუმატა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.ხვიჩამ დიდი დრიბლინგები ვერ გააკეთა ,მაგრამ რამდენჯერმე კარგი ჩაწოდებაც გააკეთა და სახიფთო პოზიციიდან,კარშიც დაარტყა(სამწუხაროდ არაზუსტად).89 წუთზე კი საკუთარი ნახევრიდან საჯარიმოში გააკეთა ისეთი სპრინტი,რომ მეგონა გული წაუვიდოდა.სამწუხაროდ პასი ცოტა ძლიერად და არაზუსტად მიაწოდეს,მაგრამ ამით ხვიჩას თავგამოდებას არაფერი აკლდება და თამაში არ უნდოდაო,აქედანაც ჩანს,რომ მტკნარი ტყუილია.როცა ბურთი მარცხენა ფლანგზე გადადიოდა,იქ სამოშნიკოვ-კვარაცხელიას დუეტს,3 ან 4 კაცი ხვდებოდა და ყველა შესაძლო პასის თუ შეტევის მიმართულებას კეტავდა.აქედან ერთი კაცი,პირით ხაზს კეტავდა,რომ ერთმანეთისთვის პასი ვერ მიეცათ,დანარჩენები კი,პრესინგზე მიდიოდნენ.ამის მიუხედავად ხვიჩამ მაინც მოახერხა რამდენიმე მწვავე პასის ჩაწოდება და ანოგხას ცოტა ზუსტად რომ დაერტყა დასწრებაზე თავური,ანგარიშიც გაიხსნებოდა.რუბინს კარის წინ არ ჰყავდა კაცი,ვინც ჩაწოდებას დახვდებოდა და კარში გადაგზავნიდა და როცა მატჩის ბოლოს ჩისტიაკოვმა ეს შესძლო,გოლიც გაიტანა.კი,ხვიჩა დრიბლინგებით არ ბრწყინავდა ამ თამაშში,მაგრამ სამაგიეროდ ბოლომდე იმუშავა დაცვაში და ნახევარდაცვაში.ხვიჩა რომ გააფრთხილეს მაშინაც ხომ გამოჩნდა მსაჯის დამოკიდებულება.კონტაქტი აშკარად იყო და სიჩქარეზე სრულიად ბუნებრივი იყო,ხვიჩას დაცემა,ან რატომ არ უნდა დაცემულიყო,როცა უფრო ნაკლებ კონტაქტზეც ნიშნავენ პენალტს,პენალტამდე ალბათ მართლაც ვერ ჰქაჩავდა,მაგრამ ეს სიმულაცია ნამდვილად არ იყო.თუმცა მსაჯმა ხვიჩა გააფრთხილა. ხვიჩამაც გაიგო,რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა და შესაძლოა გაეძევებინათ კიდეც.სწორედ ამიტომ დავწერე დასაწყისში.ახლა ჭამონ მეთქი,ყველი და პური.არ უნდათ ლამაზი თამაში და ძალია?!რაც არ უნდათ,ღმერთმა ნუ მისცეთ.გაუშვით ხვიჩა,თქვენც დაასვენებთ თვალებს, ჩვენც გავიხარებთ და ხვიჩაც შეისრულებს ევროპაში წასვლის სურვილს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ