„ლივერპულს“ ისე უნდა ჩარლი ადამის გადაბირება, რომ მზად არის "ბლექპულს" ფულის გარდა თავისი აღზრდილი ყმაწვილებიდან ერთი-ორი შესთავაზოს
„ლივერპულს“ ისე უნდა „ბლექპულიდან“ 25 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის, ჩარლი ადამის გადაბირება, რომ მზად არის ჩემპიონშიპში გავარდნილ კლუბს ფულის გარდა თავისი აღზრდილი ყმაწვილებიდან ერთი-ორი შესთავაზოს.

ადამის ხელში ჩაგდებას „წითლები“ იანვარშიც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ხელი მოეცარათ და ახლა, ხელახლა სცადეს „ბლექპულზე“ იერიშის მიტანა. კონტრაქტის თანახმად ადამს „ბლექპულთან“ ერთი წელიწადიღა აკავშირებს. ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის ეს რასაც ნიშნავს - გაისად ამ დროს შოტლანდიელს ხელ-ფეხი გაეხსნება და სადაც მოეპრიანება იქ წავა, „ბლექპული“ კი მის სანაცვლოდ კაპიკს ვერ მიიღებს. შესაბამისად, ჩემპიონშიპის გუნდისთვის, კომერციული თვალსაზრისით, ფეხბურთელის ახლავე გაყიდვა გაცილებით მომგებიანი იქნება, მაგრამ კლუბის ჯიუტ თავმჯდომარეს, კარლ ოისტონს დაუჩემებია ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობო.

და „ლივერპული“ რას გეგმავს? ინგლისის, ტიტულების მიხედვით, ახლა უკვე მეორე გუნდი აპირებს „ბლექპულს“ 8 მილიონი ფუნტი შესთავაზოს და მას ორი ფეხბურთელი მიაყოლოს, ოღონდ თუკი 22 წლის მარჯვენა მცველ სტივენ დერბის საჩუქრად იმეტებს, 19 წლის ჯონჯო შილვის მხოლოდ მიაქირავებს.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელს რა უნდა. რამდენადაც ცნობილია, ადამს სწორედაც მერსისაიდზე გადასვლა სურს, სადაც „ლივერპულს“ მისი ლეგენდარული თანამემამულე კენი დალგლიში უდგას სათავეში. დალგლიშისთვის კი ადამის შეძენა მეორე სატრანსფერო გამარჯვება იქნება - „ლივერპულმა“ „სანდერლენდისგან“ 20 მილიონ ფუნტად 21 წლის ჯორდან ჰენდერსონი უკვე იყიდა.

რაც შეეხება „რომას“ ბრაზილიელ მეკარე დონის, მან თქვა, რომ „ლივერპულში“ არ გადავა, რადგან მერსისაიდზე ხელფასის 60 პროცენტით შემცირება სთხოვეს. 31 წლის გოლკიპერი, რომელსაც სინამდვილეში დონიებერ ალეშანდერ მარანგონი ჰქვია, ან იტყუება, ან „ენფილდ როუდზე“ გაგიჟებულან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა