თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და VTB ლიგაზე ტალინში "კალევთან" ითამაშა.

ცსკა-მ სენსაციური მარცხი განიცადა (56:67) და მიმდინარე ტურნირზე პირველად წააგო.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ მართალია, დამარცხდნენ, თუმცა, სამაგიეროდ, თოკო დაუბრუნდათ.

შენგელიამ 24:25 წუთში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 10-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6 იყო.

ცსკა 5 ტურის შემდეგ 4 მოგებით "უნიკსთან" ერთად ლიდერია და ყაზანურ გუნდს 7 ნოემბერს შეხვდება, ხოლო იქამდე, 4 ნოემბერს, ევროლიგაზე "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

შენგელიას ნავარაუდევი ორი თვის ნაცვლად 20 დღე გაუცდა და 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან საშინაო მატჩში დაეხმარება.

*გიორგი
რატო ნერვიულობთ?რაში გაინტერესებთ როგორ თამაშობს რუსული არმიის კლუბი
სოსო
გიორგი,გასული საუკუნის 70-ანი წლების დასაწყისიდან,ჩემი ღრმა ბავშვობიდან ვუყურებდი ცსკას თამაშებს თბილისის დინამოსთან და დამიჯერე,ასეთი გაუბედურებული ცსკა,არასოდეს არც მინახავს,არც გამიგია.სწორედ მაგიტომ მოვარგე ეგ სიტყვათა შეხამება,რომ ეს, გაძლიერებულად გამომეხატა.სასიამოვნოა,რომ ქართულად მეტყველების საკითხებში კარგად ერკვევით.
აბგდ
თოკოს ყოჩაღ მაგრამ მაინც ნაადრევი ხო არ იყო ეს დაბრუნება?არ გვინდა გაუმიზეზდეს ტრავმა!მაგრამ კარგია ნაკრებს დაეხმარება და შერმადინზე რა ისმის?წესით გიო თოკოზე ადრე უნდა დაბრუნებულიყო!
გიორგი
ინდაურების ნახირი არ არსებობს!
Nukri
გამიხარდა ასე ადრე რომ მოირჩინა ტრავმა, ნაკრების თამაშებში მაგრად დაგვეზმარება
სოსო
20 დღის უვარჯიშებელმა(მხოლოდ წინა დღეს ივარჯიშა გუნდთან ერთად) თორნიკემ,ძალიან ცუდი პროცენტით ისროლა,მაგრამ მაგალითად კლაიბერნმა,საერთოდ ვერ აიღო ქულა და ბურთი ხელიდან ვარდებოდა,ალექსეი შვედმაც მგონი სულ 4 ქულა აიღო.როცა თორნიკე მოედანს ტოვებდა,გუნდი ინდაურების ნახირს ემსგავსებოდა.ერთი სიტყვით,შავი დღე ჰქონდათ და ასე ცოტა ქულა,არ ვიცი, უკანასკნელად რამდენი ათწლეულის წინ ჰქონდათ ჩაგდებული.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა