"მილანის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ნაკრებში ვეღარ მოხვედრასა და კარიმ ბენზემას "მამლების" რიგებში გამოძახების შესახებ ისაუბრა.

"როგორც ყველა ადამიანი, ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების შესახებ მას მერე ვიგებ, როცა მათ სიას მწვრთნელი დაასახელებს. გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს და მისი მესმის. ვინ ვარ დეშამის თვალში ისეთი, პირველ რიგში რომ მე გამომიძახოს? დავაფასებდი რომ გავერფრთხილებინე, ვიღაც-ვიღაცებს მწვრთნელმა წინასწარ გააგებინა...

ბენზემას დაბრუნებამ ნაკრების თამაშში ტაქტიკური დისბალანსი შემოიტანა. ამას პირდაპირ ვამბობ. კარიმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ბევრი რამ მოხდა. საფრანგეთმა კი ამ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო მოანდომა. ეს ერთა ლიგაზე დავინახეთ, თუმცა იქამდე საკმაო დრო გავიდა.

კარიმმა 5 წლის დანერგილი სათამაშო სტილი ძალიან სწრაფად შეცვალა. ასე სწრაფად მსგავის ცვლილებები არ უნდა მოხდეს. განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ამ დროს ტაქტიკური ორიენტირები უნდა გამოინახოს. მე და ბენზემას კი განსხვავებული სტილი გვაქვს.

ჩვენ შორის პრობლემა არასდროს ყოფილა. კარიმი შეიცვალა, დაღვინდა და დიდ პროგრესს მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას გუნდში კარგი ატმოსფერო იყო. ყოველ დღე, ყოველ ჯერზე, ყველა ერთად, ერთ მაგიდასთან საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა,"- განაცხადა ჟირუმ.

მომზადებულია L’Équipe-ის მიხედვით

შაკო
ჟირუ შენ ხარ თავბურთელი, ბენზემას კი შენგან განსხვავებით შემტევ ნახევარმცველადაც და გარემარბადაც შეუძლია თამაში თუ საქმეს დაჭირდა. შენ მეკარის ხაზთან ახლოს საჯარიმოში გიყვარს დაყუდება, ბენზემა კი ვირი და რაბატიაგაა და ყველგან დარბის
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ" - ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება