საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა - ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური "სერენის" ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგენლობაშია აზერბაიჯანული "ზირას" თავდამსხმელი დავით ვოლკოვი.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს რვა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

საქართველოს ნაკრები დღეს ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელონა, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00

საქართველო - შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00

საქართველო - უზბეკეთი

წყარო: nakrebi.ge

ალბათ თქვენნაირებმა დაგიჯერეს :დდ ლინკი დადეთ ჯერ. კვარას დისკრედიტაციას ტყუილად ეწევით. მსგავსი არაფერი ყოფილა სპორტული განათლება ძალიან აკლია აქაურ პუბლიკას, ამიტომ ვტოვებ აქაურობას. საკუთარ ბოღმაში დაგტოვებთ, უფრო სასიამოვნოდ იგრძნობთ თავს :დ კარგად :დ

ლინკი დადეთ სადაც კვარაცხელია რუსეთის ჰიმნზე დგას. ისე სრულ აბსურდს საუბრობთ. ყველა თამაში ნანახი მაქვს მისი და მსგავსი არაფერი ყოფილა. ეგ ჯიქია არის რუსეთის ნაკრებში. იქნებ გადაამოწმოთ.
ბოთო
შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის, სხვისგან რომ ითხოვ მთების გადადგმას?
ილო
პირველივე ტურზე რუსეთის ჩემპიონატის რუსეთის ჰიმნზე იდგა გაჯგიმული,ლამის გულზე ედო ხელი...
ilo
როცა ჩემპიონატი დაიწყო მაშინ თქვე უვიცებო,ნახეთ გაჯგიმული იდგა,პირველივე თამაშზე

კომენტარებს გადავხედე და სრულიად არაკომპეტენტური, უვიცი ხალხი აფრქვევს აზრებს. სპორტული საიტია და მეტი ცოდნა მოგეთხოვებათ. სად დაინახეთ კვარაცხელია რუსეთის ჰიმნზე მდგარი, თქვენი აზრით რუსეთის ნაკრებში თამაშობს? აქ ის საზოგადოებაა, რომელსაც ნაკრები და კლუბი ვერ გაურჩევია და დიალოგშიც ვერ შეხვალ, უხერხულია.

სად ნახეთ კვარაცხელია რუსეთის ჰიმნზე, ცოტა ხომ უნდა დაუფიქრდეთ რას საუბრობთ. ჯიქიაში გეშლებათ სავარაუდოდ. გაეცანით, წაიკითხეთ მეტი და მერე დაწერეთ კომენტარი
ilo
ღრუსების ჰიმნზე გაჭიმული მდგომი კვარაცხელიას უნდა აეკრძალოს ნაკრები სამუდამოდ..
hhh
ბერიძე ნაციონალი ყოფილა.დდდდდდ
ilo
ბერიძეს იმიტიმ ერჩიან რომ თეთრს არ უხდის ფედერაციას,სამაგიეროდ ღრუსების დელის ბიჭიკვარაცხელია სულ გამოძახებულია რომელიც რუსების ჰიმნზე გაჭიმული დგას და ქართველ ფეხბურთელებს გაურკვევლებს ეძახის..
სოსო
ბოლო 15 წუთი შეუშვეს და ჯანმრთლად რომ ყოფილიყო,ძირითადში არ დააყენებდნენ?
emgranti
ამ უთამაშებელ ფეხბურთელებს და ორ ყვითკიანებს რატომ იძახებს ამხანაგურისთვის?!...
SILVERMARCS
პასს არ აძლევენ კი არა, ვერ აძლევენ, ვერა!!! ბურთს ვერ აჩერებენ 20 მეტრიდან მიწოდებულ პასზე, ვერ იმორჩილებენ! ბურთს ფეხი რომ არ ააცილონ სულ ბურთს უნდა უყურონ! მაშინ როდისღა დაინახონ ვინ გაიხსნა და ვინ დგას ლეღვის ჩრდილში?!
romandro
ბერიძემ რადააშავა ნეტავ...რასერჩიან როცა ყოველთვის ვიღაცა ტრავმის გამო გვაკლდება ნაკრების შეკრებაზე...მითუმეტეს სტაბილურად თამაშობს და არც გოლები აკლია უნგრულ ლიგაში...
Gia
Pas ar azleven da uburtod ar unda sirbili.ganawyenebulia eg biji.tuarada egeti forvardi ar gvyavs.witaishvilsac tuar atamasheben egec ar chamova.
ფ
არა ბიჭო შენ გაიტანე ის გოლები, ნახევარი სეზონი არ უთამაშია ბიჭს და ისე გახდა ბომბარდირი, რას ჰქვია ბინძურად შე ბოღმავ.
უკმაყოფილო
მივესალმები ვოლკოვის გამოძახებას. ფანცულაიაც ბომბარდირია, ოღონდ აზერბაიჯანში არა - საქართველოში! იქნებ უზბეკეთთან მაინც გამოგეცადათ.
jjj
რა შედარებაა, იმათი კლუბები ევროპა ლიგაზე სულ არიან, ჩემპიონთა ლიგაზეც იყო ყარაბახი ჩვენ კი......
Gaguuuu
გუშინ ითამაშა გენტთან და სად მოასწრო ტრამვის მიღება კარგით რაა.დვალი საერთოდ განაცხადშიც ვეღარ ხვდება კლუბში და ნაკრებში რატო იძახებთ ურევთ მაგრა რაა
გოჩა
ვის აშტერებთ არ არი ამათი საშველი ტრავმა არ ტოროლა,ფულს აკეთებენ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი,აბა ნახავთ აგერ დამთავრდება სანაკრებო პაუზა და მიქაუტაძე სერენში სასტავში იქნება.
tngh
ერთი თამაში მაინც გვატამაშა უდანაკარგოდ... ვოცნებობ!!!
შოთა
აზერბაიჯანის ჩემპიონატი დიდად სჯობს ჩვენს ჩემპიონატს?
თამაზი
ირანში რომ თამაშობს იმ ბიჭს რატომ არ იწვევენ
ნოდო
ჯერ წინა სეზონში ბომბარდირობა ხო ბინძური ხერხით მოიგო ბოლო ტურში არ გამოვიდა რო ვერ გაეტანა წუტები დაემატებოდა და ვერ გახდებოდა ბომბარდირი ახლა ეს ფაქტი სულ რო ზე კლასის სტარი იყოს ვისაც ნაკრები არ უნდა შეგარგოთ ღმერთმა კლუბი ერთხელ ორჯერ მესმის მარა მერამდენე ფაქტია როცა არ ხარ ტრავმირებული მარა თურმე ნაკრებისთვის ხარ ვილი გაიღვიძე შენ უნდა იყო ავტორიტეტი და ვისაც არ უნდა აღარ გამოიძახო
Irakli
სამწუხაროდ ეგრეა, დანარჩენი ვინ იქნებიან ნეტა :(
ნიმბუსი
ალბათ პრესკონფერენციაზე დაშავდა
zura222
მე უკვე დიდი ხანია შევჩვიე ასეთ "სიურპრიზებს" ვინმე აუცილებლად უნდა გვაკლდეს ნაკრების თამაშების დროს @ ვინმე კი არა მინიმუმ 3-4 კაცი @@
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს