მარტში, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის შვედეთის ნაკრებში დაბრუნებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან საშინაო შეხვედრაში მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა - საგოლე პასი გააკეთა, თუმცა ევროფორუმზე თამაში მაინც ვერ შეძლო.

"ჯვაროსნებთან" გასვლით დაპირისპირებაში ზლატანი ისევ იანე ანდერსონის გუნდთან ერთად იქნება.

Sportstar-ი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ "მილანის" 40 წლის ვარსკვლავის კომენტარს აქვეყნებს:

"თუ მწვრთნელის სურვილი იქნება, დარჩენილ ორივე მატჩში ვითამაშებ. საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურად ჩემს სხეულს უფრო უკეთ ვიცნობ - ის ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება და უკეთესად გამოვიყურები. ცოტა უიღბლო პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად მზად ვარ და მიხარია, რომ თამაში შემიძლია. ასეთ დაპირისპირებაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელს სურს, სასწორზე ბევრი რამ დევს. გუნდი აქამდე შესანიშნავად მივიდა, ახლა კი მხოლოდ ბოლო აკორდია დარჩენილი და თავდაჯერება არ უნდა დავკარგოთ.

ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება რთული იყო. არადა, მოუთმენლად ველოდებოდი და ვოცნებობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვითამაშე."

შეგახსენებთ, შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა, მეორე კი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება.

ვილი სანიოლის გუნდს (4 ქულა) ჯგუფიდან გასვლის ამბიციები დაკარგული აქვს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს - ისინი ჯგუფს 15 ქულით ლიდერობენ და უკანასკნელ ტურში, 15 ნოემბერს, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ ესპანეთის ნაკრებსაც სტუმრობენ. "ფურია როხას" 13 ქულა აქვს, საბერძნეთის ნაკრებს - 9.

Gff official
გამარჯობა, სფფ-დან გიკავშირდებით. თქვენი კანდიდატურა შევარჩიეთ ბნ. ვილი სანიოლის ასისტენტის თანამდებობაზე. გთხოვთ, მობრძანდეთ კონტრაქტის გასაფორმებლად გასაუბრების გარეშე კვირას 23:15 საათზე.
ზურა
მიქაუტაძეს თუ არ ათამაშებდნენ რაღას იწვევდნენ ნაკრებში?
ნიმბუსი
აუ ზლატან დაგვანებე რა თავი, წადი ვინმე სხვას გაუტანე, გაგვიხდა ესეც რობი კინივით
ქ. გ.
Re: "ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს" გუშინ ითამაშა მიქაუტაძემ 15 წუთი გენტის წინააღმდეგ. 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
Levani
თავდადება უფრო ძალისმიერ სპორტში გამოდგება.ფეხბურთში ასეა-ვთქვათ შვედეთის კალიბრის გუნდი ეთამაშება ჩვენი კალიბრისას..ჩვენი კალიბრის გუნდი იმ შემთხვევაში უგებს თუ სწრაფ ტემპს თავაზობს მეტოქეს..ანუ სწრაფი გოლი,მერე ჩაჯდომა კი არა მეორე უნდა აჯახო და მოუგებ(გაიხსენეთ სერბეთთან 1-0ზე ვაკოს რო არ ეღორა 2-0წავიყვანდით,დაახლოებით ასე სისწრაფეზე უნდა მოვუგოთ ასეთ გუნდებს) ან ვინ მოიგონა ეს ტემპის დაგდება და ბურთოს გაგორება-როგორ გგონიათ საბერძნეთი ან შვედეთი ჩვენთან დაბალ ტემპში დაცვაში შეცდება?ნელი თამაშით თუ გვინდა გავიტანოთ მაშინ ჯანაშია,საგინაშვილი და ტალახაძე ვათამაშოთ წინ-მართლა მეტი შანსი გვაქვს,ტანს ჩაუდგამენ სამკუთხედად და სიარულით შეიტანენ ბურთს კარებში(ამის მეტი შანსია ვიდრე ნელ ტემპში რომ როდესმე გოლს გავიტანთ)
დავით67
ყველაზე ლამაზი გოლების ავტორი. უბერებელი იბრა.
გაჭირვებული
კარგი მაგალითია საკუთარი ქვეყნის სიყვარულის, კაცი 40 წლისაა და ერთი სული აქვს ნაკრების მაისურით ითამაშოს საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ რა გვჭირს, ვალის მოხდის მიზნით რომ გავდივართ მინდორზე. შვედებს კლასი ჩვენზე მაღალი აქვთ, ამიტომ ჩვენ უფრო თავდადებით უნდა ვაჯობოთ ალბათ, მაგრამ თავდადებაშიც რომ ვერ ვჯობნით? მაშინ ისევ ყარაულის თოფის იმედი უნდა გვქონდეს.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო