და 37 000 ევრო იმის გამო, რომ 2006 წელს თამაშის ყიდვაში მონაწილეობდა

პოლონელი მარჯვენა მცველი ლუკაშ პიჟჩეკი ბუნდესლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო - დორტმუნდის „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, „კიკერისგან“ უმეტესად ძალიან კარგ შეფასებებს იმსახურებდა და საბოლოოდ გერმანიის ჩემპიონიც გახდა. ახლა კი, 26 წლის პიჟჩეკის შესახებ სკანდალი გასკდა, რომლის შედეგიც სასამართლო და ის სასჯელია, რაც სათაურშიც აღვნიშნეთ.

ერთწლიანი პირობითი პატიმრობა იმას არ ნიშნავს, რომ ლუკაში ციხეში უნდა ჩაჯდეს - ის თავისუფალი იქნება და ფეხბურთსაც უპრობლემოდ ითამაშებს. თუმცა დამნაშავედ სცნეს, უფრო სწორად, დანაშაული თვითონ აღიარა. პირობით პატიმრობასთან ერთად კი, 37 000 ევროს გადახდაც დააკისრეს. პიჟჩეკი სასამართლოს წინაშე გუშინწინ, მშობლიურ ბრესლაუში წარსგდა და თუ რა დააშავა პოლონელმა ფეხბურთელმა, ამაზე ახლავე მოგითხრობთ.

როგორც ალბათ თვითონაც მიხვდით, საქმე მატჩის მანიპულირებას ეხება. ლუკაშ პიჟჩეკმა თვითონ მიმართა პოლონეთის სამართალდამცავ ორგანოს და აღიარა, რომ 2005/2006 წლების სეზონში, როცა „ლუბინის“ ღირსებას იცავდა, თანაგუნდელებთან ერთად კრაკოველ ფეხბურთელებს 25 000 ევრო გადაუხადა იმისათვის, რომ პიჟჩეკის გუნდთან დამარცხებულიყვნენ. „ლუბინს“ იმ შეხვედრის მოგება ძალიან სჭირდებოდა, რადგან სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში უეფას თასის საგზურს მოიპოვებდა.

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანციშეკ შმუდა აცხადებს, ლუკაშზე უარის თქმას არ ვაპირებ, ხუთი წლის წინ რომ „გაერთო“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებიდან უნდა მოვკვეთოო. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან პიჟჩეკი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ძალიან სჭირდება. პიჟჩეკს ამის გამო არც დორტმუნდში შეექმნება პრობლემები - „ბორუსიას“ მენეჯერმა მიხაელ ცორკმა თქვა, რომ ეს თემა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

გერმანიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ამბობს, მიხარია, რომ ლუკაშმა დანაშაული თვითონვე აღიარაო. ერთადერთი ადამიანი, ვინც პიჟჩეკის პოლონეთის ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა, ლეგენდარული მეკარე იან ტომაჟევსკია. 63 წლის ტომაჟევსკიმ ნაკრებიდან ლუკაშის მოკვეთა (მინიმუმ ორი წლით) მოითხოვა. მისი თქმით, მანიპულაციის ნებისმიერი სახე, მათ შორის მეტოქე გუნდისთვის ფულის გადახდა სასტიკი დანაშაულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა