საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

იანე ანდერსონის გუნდი ახლოსაა იმასთან, მუნდიალზე პირდაპირ გაემგზავროს და ყატარისკენ სავალი გზა ესპანეთის ნაკრებს გაურთულოს. "ჯვაროსნები" წარუმატებელი საშინაო შეხვედრების დასრულებას ეცდებიან. ასე რომ, სერიოზული დაპირისპირება გველის.

ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან მოვისმინეთ, რომ ის წინასწარ არ იტყვის, გამოიყენებს თუ არა იმავე ტაქტიკურ სქემას, რაც კოსოვოში ვნახეთ.

ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, წინა მატჩში მოქნილი განლაგება ვიხილეთ - დაცვაშიც მეტი ორგანიზება იყო და შეტევაც - მრავალფეროვანი.

შეგახსენებთ, სანიოლის დებიუტი სწორედ შვედებთან პირველ დაპირისპირებაში შედგა. მაშინ მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ახალბედას დაეყრდნო. ჩვენი ფეხბურთელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა ზლატანმა ცენტრალურ მცველებს შორის სივრცე მაინც იპოვა, საგოლე პასი შეასრულა და ეს მარცხად დაგვიჯდა.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას:

გიორგი ლორია - სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, შესარჩევის უკანასკნელი შეხვედრა ნაკრების პირველმა კიპერმა უნდა ჩაატაროს, როტაციას კი ამხანაგურ დაპირისპირებაში ვიხილავთ.

ოთარ კაკაბაძე - სანიოლმა აღნიშნა, რომ ტაქტიკურ სიახლეში ოთარ კაკაბაძის გამოსვლა მოეწონა - "ის გონებითა და გულით თამაშობს" - თქვა ფრანგმა. "კრაკოვიას" ფეხბურთელი სასტარტოში უნდა ვიხილოთ - მიუხედავად იმისა, ისევ 3 მცველით თამაშს გადავწყვეტთ თუ არა.

გურამ კაშია - ნაკრების ვეტერანი ვიცე-კაპიტანი კიდევ ერთ შესარჩევ ციკლს დაასრულებს. "სლოვანის" ფეხბურთელის გარეშე ჩვენს გუნდს დაცვის ხაზის ორგანიზება ნამდვილად უჭირს.

დავით ხოჭოლავა - ლაშა დვალის დისკვალიფიკაციის პირობებში "კოპენჰაგენის" მცველი უალტერნატივოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. მას კარგი სეზონი აქვს და არც გამოცდილება დაეწუნება.

საბა ლობჟანიძე - "ჰათაისპორის" ფეხბურთელს სანიოლი საკმაოდ ხშირად აქებს. ვილიმ აღნიშნა, რომ საბას ახალ განლაგებასთან ადაპტირება თავდაპირველად გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ლობჟანიძე დიდ სამუშაოს ასრულებს, მით უმეტეს, 3-მცველიანი განლაგების პირობებში.

ირაკლი აზაროვი - გიორბელიძის არყოფნა ამ პოზიციაზეც ბევრ ალტერნატივას არ ტოვებს და ბათუმის "დინამოს" ფლანგელი სასტარტოში უნდა ვნახოთ. ირაკლი მაინც უფრო ნახევარმცველია, ვიდრე უკანახაზელი. ესპანეთის წინააღმდეგ დავრწმუნდით, რომ ფრანგი სპეციალისტიც ასე ხედავს. აზაროვის თამაში იმის შანსს ზრდის, შვედებთანაც კოსოვოში ნაცადი ტაქტიკა ვიხილოთ.

შეგახსენებთ, ირაკლიმ წინა მატჩში საგოლე პასი ჩაიწერა.

ჯაბა კანკავა - გვილია-კვეკვესკირის თამაშით ვილი მოხიბლული დარჩა, თუმცა, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება და ხსენებული წყვილი "დაიშლება". კაპიტანი უკვე ვეტერანია და მომავალი შესარჩევი ციკლიდან მისი როტაციის საკითხი უფრო აქტიურად განიხილება.

ნიკა კვეკვესკირი - ის ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. წინა შეხვედრაში ძალიან დამაჯერებელი იყო და საგოლე კომბინაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო.

გიორგი წიტაიშვილი - ლობჟანიძის ფაქტორის გამო გიორგის მარჯვენა ფლანგზე თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია. "ჩერნომორეცის" შემტევი წინა დაპირისპირებაში განსხვავებული ფუნქციებით ვიხილეთ. წიტაიშვილი კარგ ფორმასა და ხასიათზეა, უკრაინის ჩემპიონატში გოლის გატანაც შეძლო და სავარაუდოა, სასტარტოში ისევ ვიხილოთ.

მისი ალტერნატივა გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელსაც უფრო სათადარიგოთა სკამიდან ველით. არც ზურიკო დავითაშვილის მშვენიერი სანაკრებო შეხვედრებისა და ვაკო ყაზაიშვილის კარგი საკლუბო სეზონის გათვალისწინება უნდა დაგვავიწყდეს.

ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბი ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე წინა სანაკრებო შეხვედრებზე. კოსოვოსთან სტუმრობის დროსაც გამოჩნდა, რომ ხვიჩა ბევრ სამუშაოს ასრულებს და დაცვით ფუნქციებშიც ეფექტურად მონაწილეობს (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია). ახლა შეტევაშიც პროდუქტიულ კვარაცხელიას ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი - "ოქრი" წინა ხაზს მშვენივრად მოერგო. მას ამ პოზიციაზე ვლადიმირ ვაისის პერიოდშიც უთამაშია. გუნდთან ერთად ახლა გიორგი მიქაუტაძე არაა, რაც "აპოელის" ფეხბურთელის სასტარტოს შანსებს ზრდის. მისი ალტერნატივა ნიკა კაჭარავა და დავით ვოლკოვი არიან.

საქართველო-შვედეთი 11 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

aburjga
1408 წელი არის საქართველოზე -ქართლის სამეფოზე თემურ ლენგის ბოლო მე-8 ლაშქრობის წელი
SILVERMARCS
იქნება ოქრიაშვილი 10 ნომერზე? გუნდი ფეხბურთს ითამაშებს! მაგრამ მგონი ჩვენი დაცვა გაოდირკება!
ზურა
ოქრიაშვილი რომ არ იყოს ნაკრებში გოლს ვინ გაიტანს? რას პროფესორობ გრიგოლი 1408 ? მტერი ხარ ნაკრების?
წადი
შენი რუსოფილი სისხლი დაშრა!!!
გრიგოლი1408
ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი მოაშორეთ ნაკრებიდან
tngh
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!! ძალიან გვაკლია კიტეიშვილი...
სოსო
კახა სად უყურებ ხოლმე?უკრაინული ფუტბოლ 1 და ფუტბოლ 2 აშუქებენ ხოლმე თურქეთის ჩემპიონატს,მაგრამ ვერასოდეს წავასწარი მის თამაშს.
წუხელი
---------------------------ლორია( Mendy) -----კაკაბაძე(Azpilicueta)--კაშია(T.Silva )--ხოჭოლავა(Rüdiger) ლობჟანიძე(Hudson-Odoi)-გვილია(Kovačić)-კანკავა(Kanté)-წიტაიშვილი(Chilwell) ------კვარაცხელია( Pulisic)--ოქრიაშვილი(Havertz)--ჩაკვეტაძე( Mount) ლიგა დაიდოს! ---- ერთა ლიგა )))
კახა
ყველაზე კარგ ფორმაში შემტევებიდან ახლა არის საბა ლობჟანიზე,მე ვუყურე მის თამაშს კლუბში და მინდა გითხრათ ხვიჩაზე უკეთესია ამ ეტაპზე,ძალიან აგრესიული შემტევია და მაგარ ფორმაშია!
მეჰმედ შოლი
იშვიათი შემთხვევაა მაგრამ ბოლომდე ვეთანხმები. კარგადაა განხილული, უბრალოდ ჩამოწერილი არაა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია