ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა! [VIDEO]

ხვიჩას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა! [VIDEO]

თურმე, შეძლებიათ!

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა.

„ტრე კრუნურისთვის“ ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ ესპანეთის საბერძნეთთან წაფორხილების შემთხვევაში, დღესვე შეეძლო მოეპოვებინა მუნდიალის საგზური, ხოლო „ჯვაროსნებისთვის“, სატურნირო თვალსაზრისით - არავითარი, გამარჯვება მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო და სერიოზული სამომავლო სტიმული. შვედური მედია ოპტიმისტურად კი იყო განწყობილი, მაგრამ მაინც შიშობდა. თურმე, არცთუ უსაფუძვლოდ.

დებიუტში უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სტუმრებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, მასპინძელთა შეცდომის იმედად იყვნენ, რომელთაც სამი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა. მე-40 წუთზე კი ჩვენს გუნდს ანგარიშის გახსნის საშუალება მიეცა - აზაროვმა საჯარიმოში კვარაცხელია მონახა, მან განივი გადაცემა ლობჟანიძეს გაუკეთა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.

პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, რასაც სკანდინავიელთა კონტრიერიშები და ორი გაცუდებული საჯარიმო მოჰყვა, ხოლო შემდეგ კლასონმა რამდენიმე მეტრიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ, უწია კვარაცხელიამ - საჯარიმოდან მოულოდნელად ოქრიაშვილმა არ დაარტყა, ჩააწოდა, სადაც მეკარე ოლსენმა მოიგერია და ხვიჩამ ბურთი კარში შეტენა. აგუგუნდა ეროვნული გუნდის თამაშს მონატრებული გულშემატკივარი. აქტიურად შევიდნენ შეცვლაზე დავითაშვილი და ვოლკოვი. 76-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ოლსენმა მოიგერია. მაინც გაიტანა ხვიჩამ, 77-ე წუთზე გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვა და დუბლი შეასრულა.

შვედებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, დიდი ძალებით შემოგვიტიეს. ისაკის დარტყმულ ბურთს ლორია დაეუფლა, რომელიც კვლავ ჩინებულად გაისარჯა და გავიმარჯვეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - შვედეთი 2:0

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი, კვეკვესკირი (აბურჯანია 90), გვილია, ლობჟანიძე (ჩაბრაძე 81), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 81), წიტაიშვილი (დავითაშვილი 70), ოქრიაშვილი (ვოლკოვი 70)

შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კლასონი (კულუსევსკი 74), ფორსბერგი, ნილსონი, სვანბერგი (ქუაისონი 78), ოლსონი, ისაკი (კარლსონი 87), იბრაჰიმოვიჩი

• გრიგოლი1408

ნუ აფრინდებით ცაში. დაიწყება ახალი ციკლი და შევხედავთ რასაც იზამენ

• სოსო

მაშინ არც მაყურებელი დაასწრეს და არც კვარაცხელია გვყავდა.ოქრიაშვილიც ტრავმიანი,გამაყუჩებლით თამაშობდა და მას მერე,კიდევ დიდხანს იშუშებდა ტრავმას.შეტევის გარეშე კი,გოლის გატანა შეუძლებელია და მთავარი მიზეზიც ეგ არის.

• მოსეხონლი

კვარაცხელიამ შვედებს ლიპრიტ ბაღვაბში ჩაუტარა:))ლიპარიტი რომელსაც ერთი სასიამოვნო საქმეაქ მხოლოდ გაკეთებული ისიც შვედბის წინაღმდეგ:))მოკლედ ბაგრტ 4 ეომებოდა ლიპარიტი და მაგ დროს შავ ზღვას შვედი ვიკინგები მოადგენენ მეფემ ლიპარიტს ჭკუას ვასწავლიო და გზა მიცა შვედებს მაგრად დახვდა ლიპარიტი კლდეკარის ლაშქრით და დაამარცხა შვედები მაგრა სტუმრებს ხომარ დაცოცავდა:)) ამაყი ქართველი ადგა და შენი სახელოვანი ვიკინგები ყანაში გაუშვა და ყანა ატეხინა ასე შეარცხვინა იმდროში საუკეთესო მეომარი ვიკინგები ქართველებმა ხოდა აგერ გაუკეთეს 1000 წლის მერე იგივე:))))

• ლაშა 19

მადლობა ბიჭებო კარგი თამაშისთვის , მადლობა სიხარულის მონიჭებისთვის და განსაკუთრებული მადლობა კვარაცხელიას

• tngh

გილოცავთ და გმადლობთ!!!

• alexandre

საღოლ aleksandre. ზუსტად მაგის დაწერა მინდოდა. მადლობა ბათუმელ გულშემატკივრებს! ძალიან მაგრები არიან, მართლაც რომ არ გაჩერებულან მთელი მატჩი. მათთან ერთად კოსოვოს და მაკედონიას ნაღდათ მოვუგებდით!

• aleksandre

ამ გამარჯვებაში სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა თავისი წვლილი შეიტანეს, ასე მგონია კოსოვო საბერძნეთთანაც რომ ყოფილიყო დასწრება ალბათ 4 ქულას მაინც ავიღებდით

• საბა

თუ ასეა ,რაღაზე კარგავ ფუჭად დროს. უყურეთ ესპანეთი,გერმანია ბრაზილიას...:)))

• გია

მართლაც ისტორიული გამარჯვებაა, ასეთი გამარჯვებები ჩვენს ისტორიაში სულ რამოდენიმეა (მაგალითად უელსთან, ბულგარეთთან, ხორვატებთან, რუსებთან, შოტლანდიასთან და პოლონეთთან.). თამაშის ხარისხი შედეგთან შესაბამისობაში არ იყო, მაგრამ შედეგი მაინც ყველაფერზე მთავარია. რაც მთავარია ბიჭებმა იშრომეს და იომეს. მნიშვნელოვანია ისიც რომ ციკლში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ და კარიც მაგრად გამოვიხურეთ. ახლა მთავარია ჩვენ გვქონდეს სტაბილურობა როგორც ხარისხში ისე შედეგში.

• ii

უთო ხომ არ დაგადეს რა გაკივლებთ

• kakoie

გილოცავთ ყვლას ამ ისტორიულ გამარჯვებას რომელსაც მხოლოდ 2 დანიშნულება ჰქონდა: 1) სანიოლს ადგილი შეუნარჩუნა ნაკრებში და ხვოჩა გადარჩა საბოლოო ჩამოწერას. 2) ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავედით ( იმედია ასე იქნება და კოსოვო 3-0 არ მოიგებს) სხვა მხრივ კი ეს არის ნეხვზე ზემოდან წასმული მცირე თაფლი, თი ვინმე მოინახება ასეთი გურმანი რომ ასეთი რამ მიირთვას. ჰო, ვინმემ თუ დათვალა რამდენჯერ გადავრჩით გოლს? მე კი 300 ლარი 1800 ლარად ვაქციე, ლოგიკის საწინააღმდეგო სვლამ არ მიმტყუნა :)

• სულ ზევით, ზევით...

ძალიან ზევით არ აფრინდე, თორე მერე რაც უფრო ზევიდან ენარცხები, უფრო მტკივნეულია:)

• ყარაული

კაი რა თუ ძმა ხარ, ძლივს მოვიგეთ და შეირგე რა! ის რომ ყოფილიყო და ეს რომ ყოფილიყო... ისიც იყო და ესეც იყო და მაინც ვაგებდით ხოლმე.

• Vasili

ეგრე რააა, შეგძლებიათ ხომ ხედავთ! ყველა თამაშში ასე უნდა იბრძოლოთ, ამის ვითხოვთ და არა უბრალოდ გაოფლიანებას!!//. მაინცდამაინც ეხლა არ დავდე მოგებაზე, ამდენი წელია ყველა თამაშის მოგებაზე ვდებ და ეხლა რა ეშმაკი შემიჩნდა რაღა ეხლა გავხდი არააზარტული ?

• გიო

ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას პირველ რიგში ნაკრების ბიჭებს და დანარჩენ საქართველოს, მაგრამ მაკედონიასთან მარცხი მაინც არ დამავიწყდება. მაშინაც ასე უნდა გეთამაშათ. მოსაგები წავაგეთ.

• თემური

ყოჩაღ ბიჭებო. მადლობა თავგანწირული თამაშისთვის. მადლობა გულშემატკივარს. მაყურებლის დასწრებაზე უაზრო შეზღუდვები რომ არა, ალბათ ნაკრების შედეგიანობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სხვასთანაც, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ჩვენნაირი ემოციების მქონე ხალხისათვის მხარდაჭერას უდიდესი როლის შესრულება შეუძლია.

• კაპიტანი

მადლობა ბიჭებს და წარმომიდგენია ტრიბუნები რო სავსე ყოფილიყო ხო არ გვაღირსეს სავსე ტრიბუნები . დანარჩენი ჩვენს ბიჭებს მხოლოდ ფიზიკა და ფიზიკა სკანდინავიელებს ეგონათ ფიზიკაში დაგვჩაგრავდნენ .

• ვატო

ჩვენ ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავთ იმას არ ვაწყეინოთ ამას არ ვაწყეინოთ.. რეალობა ისაა რომ ოქრი არუნდა იყოს სასტარტოში 9იანზე და რატო თავით ვერ იგებს საჰაეროს. სულ აფსაიტშია. შეტევას ანელებს. უაზროდ იღებს ჯარიმებს. სადაც არაა საჭირო მატაობა იქ მატაობს და სადაც პასია იქ არ აკეთებს. კაკაბაძის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს ამოსაგდებია სასტავიდან... კიტე ძალიან გვაკლდა ბურთის სწრაფად ამომტანი არ გვყავდა. ჩაკვეს და კანკავას რა სჭირთ რატო არ ათამაშეს????

• ბექა

ყოჩაღ ბიჭებს. ხვიჩა უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელია და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ყველამ კარგად ითამაშა. ხვიჩასთან ერთად კარგი იყო ლორია და წიტაიშვილი, ბოლომდე იხარჯება ეს ბიჭი და არ ერიდება არცერთი ფეხბურთელის, ბრავო ჩვენს ნაკრებს

• ირაკლი

მაგათზე ბევრად სუსტი წერტილია კაკაბაძე, ბოლო თამაშებია კატასტროფულ შეცდომებს უშვებს სტაბილურად და ეგ რატომ არ აღნიშნე? აგერ გუშინ შვედებთანაც რა პასი გააკეთა უკან, შევდს ჩააბარა ბურთი, ზუსტად ასევე გააკეთა ბერძნებთანაც.

• rezi

ეს იყო ორი დიდი ფეხბურთელის დუელი,ერთ დამტკიცებული აქვს რომ დიდია და მეორე ამტკიცებს რომ ამ დიდობას იმსახურებს და მიიჭევს მწვერვალებისკენ...ეს იყო იბრას და კვარას დუელი სადაც, კვარამ აჯობა იბრას და მიიწევს უმაღლესი საფეხურებისკენ!!!გენაცვალე კვარა და დიდი მადლობა ბიჭებს ლამაზი გამარჯვებისთვის!!! ისე ხალხო ცოდო არაა ეს ბიჭი რუბინში თამაშისთვის?!

ვულოცავ საქართველოს გამარჯვებას!თუ მოვახერხებთ და აღმოვფხვრით იმ ხარვეზებს,რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვქონდა(საოცარია ის,თუ როგორ ვერ ისარგებლა ამით ისეთი მაღალი დონის გუნდმა,როგორიც შვედეთია!)შევძლებთ,რომ ავიდეთ საშუალო ევროპულ ან საშუალოზე მაღალ დონეზე!ფაქტია რესურსი არის და იმედია ეს მოხერხდება!

• გლახუნა

მერამდენეჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ ქართველი ფეხბურთელების ძირითადი , მთავრი და უმეტეს შემთხვევაში ერთადერთიც - ფსიქიკური პრობლება, თამაშის დროს შ ი შ ე ბ ი , სიფრთხალე და მით დაცლილი- ინდიფირენტული - გამოფიტულები - ბურთის მოშორებაზე , მით მეტოქეზე ფაქტიურად უბრძოლველად ბურთის გადაცემა- დათმობაზე ,,თამაში,,- ა... დღეს მ ო ხ ს ნ ი ლ ი ქონდათ სწორად ეს ფსიქიკური ზეწოლა და შვედედსაც კი- მოუგეს. - ნებისმიერი მწვრთნელი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში მხოლოდ მაშინ მიაღწევს წარმატებას, თუ ამ შიშებს, მით დაძაბულობას, ე.ი.,, პრესს,, მოაშორებინებს ფეხბურთელებს + ფიზიკურ მომზადებაზე ყურადღებას სერიოზულად გაამახვულებს ...

• T.q

მრავალს დაესწარი ქართველო! ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და გაჯანმრთელოს ოჯახთან ერთად და მუდამ გახარებული გამყოფოს საქართველოს სიყვარულში როგორც დღეს გაგახარეს ბიჭებმა და მოგილოცეს.

• სტალინი

ძალიან მომეწონა პირველი გოლის დამუშავებული კომბინაცია. ეტყობათ უმუშავიათ. ხვიჩა, ყველაფერი ცუდი უკან. დღეს ყველამ იომა, გაიხარეთ

• gio

შე კარგი დედმამისშვილო. კაცმა ესპანეთს. საბერძნეთს და შვედეთს გაუტანა და ყარაულის თოფია? შენ ისე გესმის ფეხბურთი როგორც მე ასტროლოგია. ბოღმა ქართველს არ უხტება და ცოტა დასტოინები იყავით.

• იფფ

თლოს!

• გეგი

ფიზიკური გამძლეობაა,მგონი ფიზიკურად არ იყვნენ ურიგოდ და ხედავთ ფიზმომზადება რამხელა რამეს ნიშნავს?მაგას იმაქციონ ყურადღება.

• გიგა

გენაცვაალეეთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა კიდევ 2 ტაიმი რომ გვეთამაშა. მაინც ვერ გაგვიტანდნე.

• ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!

ეს მოგება, როგორც მკვდარზე ვენოკი, ცხრილში რაიმე შეცვალა? ჯგუფიდან გავედით თუ ჩემპიონები გავხდით? სულაც 10..0 რომ მოგვეგო აზრი მითხარით რაიმე, აზრი? ამ მოგების მერე, მორიგ მოგებას, კიდევ სამი წელიწადი თუ ველოდეთ....... აი ამაშია საქმე...

• ფშავლები

არა გრცხვენია შე ჩემის ტრულაილა... ერთი ფეხბურთელი ღირს მაგათი ჩვენი მთლიანი ნაკრების (სათადარიგოებით , ჩემპიონატის ყველა ფეხბურთელის ფასი)თუ არ გაგიხარდა აბა რაღას უყურებ ფეხბურთს გადადი კრიკეტზე)))))

• ზურა

ზლატან ვიცოდი,რომ არაკაცი იყავი,მაგრამ არ მეგონა ეგეთი არაკაციც თუ იქნებოდი,ბავშვს ხელი როგორ ჰკარი თანაც შენს ფანს... ნარცისი,საკუთართავზე შეყვარებული ქათამი ხარ!!!

• გელა

ეპიზოდი იყო თამაშის ბოლოს სადაც გულშემატკივარი შევიდა მოედანზე და ზლატანთან ჩახუტებას ცდილობდა, გაბრაზებულმა ზლატანმა უხეშად მოიშორა. ჯერ ხვიჩას უნდა ჩახუტებოდა ამ თამაშის მნახველი მაყურებელი ზლატანზე ადრე. ღირსეული გამარჯვება გვიჭირს, ისევ შეშინებულები ბოლო წუთზე, არადა 2-0 ვიგებთ და სასწაულ შეცდომებს უშვებენ შვედები... კარგი იყო კომენტატორიც ალბათ ამისგან დაღლილი - არაფერი გვჭირს დროის გასაყვანიო

• Skeleton

იმედი მაქვს იმ ადამიანებს შერცხვებათ, გინც აგვისტოში შეურაცხყოფას აყენებდა ხვიჩას, ნაკრებში ვერ ჩამოსვლის გამო. რამე ეტყობა ამ ბიჭს იმის, რომ ნაკრებში თამაში ეზარება? რამხელა ნეგატივი გაუშვეს მისი მისამართით და ეს ყველაფერი როგორ გადაიტანა, ამდენი უსამართლო და ბოროტული კომენტარი. დაფიქრდით, როცა ამ ბიჭისთვის რაიმე ცუდის სურვება ან დაძახება მოგინდებათ. სირცხვილია უბრალოდ. იმასაც ხომ იძადით ნაკრებში რომ ჩამოვა და ბურთს მიიღებს დავუსტვინოთო? რაღაც არ მესმოდა სტვენა დღეს :) ბევრი ასეთი კარგი თამაში ხვიჩა და ჰეითერების ბევრჯერ გაჩუმება!!!

• გიორგი 50

ყველას გილოცავთ მეგობრებო დამსახურებულ გამარჯვებას! არ მინდა, პროფესორობა დავიბრალო, მართლა თავდაბლობას რა სჯობს,თუმცა რაც პირველ კომენტარში დავწერე: ლორია, ოქრი, ხვიჩა, ბათუმელები ჯიგარი და უფლის დახმარება, ზუსტად მასე დალაგდა. კაშია და გვილია, ბოდიშის მოხდით, არიშ უსუსტესი და არასტაბილური რგოლები ნაკრებში... გაიხსენეთ, გადაახვიეთ(მ.შ. წინა მოგებულ თამაშშიც), ახლაც, კაშიამ რამდენჯერ ,,ჭამა '' -? რომ არა ლორიას ბრწყინვალე თამაში ან სპორტული იღბალი(დღეს ჩვენს მხარეს იყო), შეიძლება მეორე ტაიმს აზრი დაკარგოდა.... იქნებ, ურჩიოს ვინმემ, სანიოლს და ხიზანას.... ან იქნებ თვითონ მიხვდეს, ვიცი კაი ტიპია... ბოდიშით და გილოცავთ ყველას...

• Მამულო

კიდევ ერთხელ შა გამოჩნდა, რომ კანკავა გუნდის შეტევების მუხრუჭია. ისეთივე მუხრუჭი, როგორიც დიდი მანუჩარ მაჩაიძე გახადა, ახალკაცის ახალი სტილის დინამოსთვის. ვუთხრათ მადლობა და დავემშვიდოქოთ.

• ვაჟა მასწავლებელი

მართლა "მგელიკა" ყოფილა ეს ვოლკოვი ისე კაცურად ჩაერთო თამაშში. მეტად დატვირთეთ ვნახოთ ერთი "ლომობამდე" რამდენი უკლია!

• დათო

საღოლ ბიჭებო!!! სულ ცოტა გვნდომებია ჩვენც და თურმე თქვენც!!! ეგრე რა თავი არ დაზოგოდ, ითამაშეთ და ვაგვახარეთ, თუნდაც ვერ მოიგოთ - მაგრამ გული დადოთ და ჩვენს თვალში სულ გამარჯვებულები იქნებით! თქვენ გენაცვალეთ თქვენა!!!

• დათო

Ioska შე .... ;)

• შოთა

მიხარია, რომ ცენტრში უფრო შემოქმედებით ფეხბურთელებს აძლევს შანსს სანიოლი, გვილია-კვეკვესკირი ამ ეტაპზე უალტერნატივოა, ყველას დიდი მადლობა მონდომებისთვის, გვჭირდება, ყველა პატარა/დიდი გამარჯვება გვჭირდება

• დევკალიონი

დაბადების დღე მქონდა დღეს,მადლობა საუკეთესო საჩუქრისთვის ძმებო , უცხოეთში ვარ და აქედან გილოცავთ მთელს საქართველოს ამ სიხარულს.ხვიჩა keep moving ,keep trying.

• საბა

მაგარი იყო..ყველამ მაგრად ითამაშა. ხვიჩაზე აღარც არის საუბარი, აი წიტაიშვილი ამტკიცებს მუდამ, რომ ტყუილად არ მოიწვიეს ნაკრებში

• ჩორნი

კომენტატორებმა მშვენივრად გაართვეს თავი თავიანთ საქმეს Respect ,სასიამოვნოა როცა საჭირო დროს კომენტატორის მწვავე ირონიული კრიტიკა გესმის..და რათქმაუნდა მადლობა ქომაგებს და ჩვენც რა დავაშავეთ დგეს ხომ ყველანი კარგები ვართ))

• გიგი

კაია!!! რატომღაც რუსეთი თუ იგებს საქართველოც იგებს.

• ლუკა

სანიოლი უშლიდა ამ ხალხა თამაშს ?

ფედერაცია და მთავრობა ხომ უნდა ,,,,,, ყოველ დღე. რატომ არ დაუშვით ადრე, თუნდაც 100 კაცი თამაშზე ???????????????? რუბინის თამაშებს არ ვმაზავ და აწი შეიძლება დავესწრო კიდევაც ისეთი გახარებული ვარ . ყველას მადლობა და გაიხარეთ..................

• Bs

ახლა კიდევ ვუყურე მომენტებს და ყაზაიშვილზე გავბრაზდი, რა ჭირს ამ ბიჭს გამაგებინა! მაგრად არ მომწონდა რომ ტროლავდნენ, მარა რა იბოდიალა ბოლო წუთებზე, იქნება მოფხიზლდეს ეგეც. ასე არ შეიძლება ძმაო.

• სოსო

რა გითხრათ?გაიხარეთ ბიჭებო,როგორც საქართველო გაახარეთ!ყველამ სამასი არაგველივით თავი დასდო და გავიმარჯვეთ კიდეც.გამოჩნდა რატომ წავაგეთ კოსოვოსთან და ადრე მაკედონიასთან.იმედია აღარასოდეს დაუკეტავთ კარს მაყურებლებს.ახლა დაგემშვიდობებით,მეტის თავი აღარა მაქვს.დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

• Semi

რატომ არ კითხეთ ჯურნალისტებმა ისევ რატომ არ გამოიძახა ზივზივაძე და არ ათამაშა ჩაკვე და კანკავა? რო წაგვეგო ბერიძეს და ხარაიშვილს რატომ არ იძახებო გამოუჭედავდით ყურებს ვილის

• გიორგი

რამ გაგამწარა და გაგაბოროტა ასე

• Nukri

ეს იყო მართლაც კარგი თამაში, მოტივაცია ჩანდა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, ყველამ კარგად ითამაშა, ასე გააგრძელეთ და გამარჯვებები იქნება

• ირაკლი

ხვიჩას გაუმარჯოს და მთელ საქარათველოს… ღმერთია მოწამე, მთელი არსებით ვგულშემატკივრობ… ბოლომდე… გიო ქინქლაძეს არ დაემსგავსო კარგი გაგებით და ბოლომდეეეე

• ქართველი

ქართველ გულშემატკივარს უნდა პატარა ნაპერწკალი. ელემენტალური უნდა დაანახო რო მოედანზე თავს დადებ. ამას თუ დაანახებ ისე დაგიდგენა მხარში რო რო რავიცი

• ioska

ვიზეიმოთ ახლა ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე გასვლა და ვიოცნებოთ, რომ შემდეგ მომავალ ციკლს აუცილებლად მოვიგებთ,რომ კვარა ათიდან ერთხელ კიდევ გაისვრის ყარაულის თოფივით,ისევ ვიზეიმებთ ჯგუფში ბოლოდან მეორეზე ან მესამე ადგილზე გასვლას და მოვემზადებით შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის.... და ასე უსასრულოდ....

• 123

გექნება ჟილკა? შვედეთს კიარა ესპანეთს დაახევბურთს თავზე. არგექნება ჟილკა კოსოვო ჩამოვა და ბურთს დაგახევს თავზე. როგორი ჟილკითაც დღეს ითამაშეს ეგრე უნდა ითამაშონ სულ

• მ...ა

ხვიჩა ლორია ლობჯანიძე კაშია აი ყველ კარგი იყო ბრავო

• ლევანი

ეს სხვა ამბავია. შვედეთის 2-0 დამრცხება არარი მარტივი ამბავი ოღონდ მართლა. ერთა ლიგაზე უნდა შევბეროთ სხვა გზა არარი. საკმარისია ამდენჯერ დაცემული ნაკრები ადგომის დროა!!

შეგძლებიათ როცა გაინძრევით. ადრე რატომ არ ინდომებდით ეგ არის ძალიან საინტერესო. ხიზანიშვილმა არ მიიწეროს ეხლა ეგ გამარჯვება. ხვიჩას ჩავარდნას , ხვიჩამვე წერტილი დაუსვა. ვერავის გამოვყოფ, ყველამ რაც შეეძლო გააკეთა, მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ.............

• ზაზა

გილოცავთ ყველას მთელ საქრთველოს ამ გამარჯვებას. ბრავო ბიჭებს

• გოგა

რა იქნება ეს ნაკრები წესიერი განათლებული და გამოცდილი მწვრთნელის ხელში რომ მოხვდეს???? კარგი თაობა გვყავს და მიხედვა უნდათ.. საბა ლობჟანიძე სტატისტიკაში არ ჩანს მაგრამ უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებს.... კაკაბაძეს ტყუილად აყენებენ. ასევე ოქრიაშვილს. ვოლკოვი მომეწონა კარგად შემოვიდა.. ჩაკვეს და კანკავას რა სჭირთ ასეთი? და ბოლოს კვარა იმსახურებდა ჰეთრიკს ის ჩახვეული ბურთიც უნდა ჩაჭედილიყო ლურსმანივით!!!!! კიტეც ძალიან გვაკლდა სწრაფი ამოტანა მასავით არავის შეუძლია ან ეგ ან ჩაკვე

• გიორგი

ჯოს ჯოს ჯოს

• გულშემატკივარი

შენ გახაროს ღმერთმა ხვიჩა და ყველანი ბიჭებო.მე ვწერდი ადრე რუსებმა კი დაუწყეს კვარას კბენა მაგრამ დაამტკიცებს მეთქი რა შეუძლია და დაამტკიცა კიდეც.იხარეთ როგორც ჩვენ გაგვახარეთ.პ.ს.სერგო სად ხარ შენი სომხეთი რო ყველგან მოგვიგებდა?სომხეთი- მაკედონია 0-5.ახლა იტრაბახე გამოჩნდი.

• ABCABC

აი ესე იგება თამაშები, ჟილკა უნდა გქონდეთ დღეს როგორიც გქონდათ და ყველასთან შეიძლება მოგება. დაცვის ხაზს ყოჩაღ, გვილია კვეკვე მომეწონა ცოტა გვილიამ რო არ იშტეროს ხოლმე მაგრამ მაინც ყოჩაღ და თავდასხმა ხო საერთოდ დაგლიჯა, ის ბიჭი ვოლკოვი მომეწონა, მშვენივრად ჩაერთო, კიდე უნდა მისცეს შანსი მაგას, მშვენიერი მიღება აქვს, ზურიკო ბრწყინვალედ თამაშობს. ხვიჩას მემგონი ის ჟესტი უნდა ეჩვენებინა კიდე ესპანეთთან რაც აჩვენა. არ ვიცი რა ყველა მაგრები იყავით. ლორიათი დაწყებული ვოლკოვით დამთავრებული. გენაცვალეთ, ესეთი ჟილკა აჩვენეთ ყველა თამაშზე და ნახავთ 2-0 ებიც იქნება და მეტიც. გამოჩნდა რო გულშემატკივარი საჭირო ყოფილა :)))

• Bs

და კიდევ, რომ მეწერა ის რომ შეშინებული თამაში არ არი საჩვენო და ყოველთვის ცუდად მთავრდება მეთქი, რატო წამიშალე?! საიტი ჩემია და რასაც მინდა იმას წაგიშლიო, ეგრეა?

• მ...ა

დღეს ყველა კარგი იყო გილოცავთ

• kaxa

ყოჩაღ ბიჭებო! უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. ბრავო კაშია! ბრავო ლორია, რომელმაც არაერთხელ გადაგვაჩინა. კაშია წარმარტავდა დაცვას ღირსეულად,მგელივით ებრძოდა ზლატანს! და ბრავო და ბრავოოოოო ხვიჩააა! შენ ნამდვილად ჩაგვისახე მომავლის იმედი! ოქრიც მაგარი იყო,რომარა ტრამვები და უიღბლობა ოქრის ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა ცხოვრებაში. კვეკვემ და გვილიამ აშკარად გაამართლეს,სულ ვამბობდი კანკავა-აბურჯანიას წყვილს ჯობიათქო! ეს ერთი და სხვა მრავალი ბიჭებო!

• უნივერსალი

ვუყურებდი თამაშს და ძალაუნებურად მაკედონიასთან უმაყურებლო თამაშზე მეფიქრებოდა... რამხელა ძალაა მაყურებელი ჩვენი ნაკრებისთვის და როგორ გაგვწირეს მთავრობამ და ფედერაციის უმოქმედობამ ევროზე ვერმოხვედრისათვის!!! არც ნაცები მეხატებიან გულზე და არც ქოცები, მაგრამ ეს იყო უპატიებელი საქციელი!!! ხო, და კიდევ ერთი - არ სჭირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი!!! P.S. გილოცავთ დღევანდელ გამარჯვებას ყველას, ვისაც შვედეთის მოგება არ გეწერათ ტოტალიზატორის ბილეთებში!

• Superman

არ ვარგა, თავიდან!

• giorgi

სტადიონზე მაყურებელი რომ დაეშვათ ევროპაზე ჩვენ ვითამაშებით და არა შანტრაპა-ბურთიც რომ ვერ გაიტანეს ქვეჯგუფში და უქულოდ დაბრუნდნე სახლში.ეეეეჰ,ქართველ მაყურებელს ბევრი კი შეუძლია,მაგრამ...შინაურის დამარცხება რომაა ძნელი? რას ვიზამთ.გვიანია უკვე.გუნდი კი კარგზე კარგი გვეყოლება თუ ფედერაცია ჭკუით მოიქცევა და ხელოვნურ წინააღმდეგობებს არც თვითონ შექმნიან და არც სხვას მისცემენ უფლებას შექმნას ისინი.ვულოცავ ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას.გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას,რომ ეს იყო დიდი გამარჯვება-კონტური მომავლისა.გამარჯვებას ვულოცავ მთელს საქართველოს!ასეთი სიხარული ფეხბურთელებისგან დიდი ხანია არ მიგვიღია.გმადლობთ ბიჭებო! ჩვენც ხომ გვეკუთვნის ბოლოს და ბოლოს სიხარული?ჩვენც ხომ უნდა გავიაროთ ამაყად?! ბ რ ა ვ ო !

• დევკალიონი

ხვიჩას მე 4 გოლი ,მეტი შეეძლო,ჰოლანდს 5 აქ ,ევროპა საქართველოზე ლაპარაკობს ,ლომები ხართ,ყოველ თამაშზე ,ყოველ მეტოქესთან გამარჯვებით იარეთ.

• ქობულეთიდან

ბევრს არ ვიტყვი, მოკლედ და კონკრეტულად: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები მაყურებლით და უმაყურებლოდ ორი სხვადასხვა გუნდია.

• ქომაგი

ეგრე რააა! ეგრე რაა! ითამაშეთ და რაღაცა გამოვა, რა ცოტა გვინდა ხოლმე, ცხოველივით ვღრიალებდი ამხელა კაცი. გენაცვალეეეთ!!!

• ჩორნი

დაადუმა ხვიჩამ რუსული მედია!!!ესეც თქვენი კრიტიკისთვისოოო!!

• გია

გილოცავთ, ბოლო ს როდის მოვიგეთ 2 ზედიზედ აღარ მახსოვს.

• 100%

ხვიჩა, გენაცვალე! ყველა მიყვარხართ, მაგრამ ეს თამაში მოიგო, ლორიამ. ერთი გოლის გაშვების შემთხვევაში, მგონია სხვა თამაში წავიდოდა. გილოცავთ. ეს ართი და სხვა მრავალი!

• zaz197

აწი ლორიამ სულ რომ ჩაისვაროს სხვა თამაშებში, ამის გინება აღარ ვიკადროთ რა....ამ 35 წლის კაცმა სასწაულები აკეთა, მგონი 10 სეივი აქვს:)

• მევერიკი

ხვიჩას გაუმააააააარ...

• დავით

წიტაიშვილი არ დავივიწყოთ იომა, კაშია და საერთოდ არავის არ დაუნდია თავი

• ლ

ხვიჩას სხვა განწყობა ეტყობოდა თავიდანვე ვიდრე რუბინში ამ სეზონში. მიეცით გასაქანი ამ ბიჭს.

• Bs

ეთამაშათ ასე სექტემბერში, არ შეეძლოთ? მარტში თუ შეეძლოთ და ახლა თუ შეძლეს, სექტემბერში რა ჭირი ეტაკათ? ახლა კიდევ უფრო მწყდება გული იმ ჩასვრილ თამაშებზე. ყველას გილოცავთ მოგებას! ისევ კარი გავიჯახუნეთ! ეგ მაინც გამოგვდის ხოლმე ხანდახან. ალა, შოტლანდია!

• ილო

ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას, ხვიჩას სჭირდებოდა ეს დუბლიი რეაბულიტაციისთვის და ძაალიან კარგიაა

• zura222

ბრავოო ბიჭებოო აი რას ნიშნავს მაყურებლის მხარდაჭერა ! დარწმუნებული ვარ შარშან მაკედონიასთანაც რომ დაეშვათ მაყურებელი ევროპაზე გავიდოდით !

• ჟორიკა

ვაშააა

• Zaza

კვარას კრიტიკოსები ისვენებენ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ბოლო.ათწლეულის. ჟილკაცააქ და კლასიც.მეორე გოლიც ამის დასტურია.

• gori

მორჩა ხვიჩას ჩავარდნა, გაიხარეთ ბიჭებო, შეგძლებიათ როცა გინდათ, რატომ ადრე არ ითამაშეთ ესე. გილოცავთ

• ILIA

ნამდვილად არ მეგონა. არადა როგორ გვჭირდება დღეს ქართველებს სიხარული. გილოცავთ ყველას!!!

• SILVERMARCS

ilo გახსოვს მატჩის წინა დღეს რა დაწერე კვარაცხელიაზე?! როგორაა საქმე შვედი მცველებიც მოსყიდული იყვნენ გაატარეთ კვარაცხელიაო?! ყველას გილოცავთ ამ შთამბეჭდავ მოგებას! ფეხბურთი არის დრიბლინგი, ფეხბურთი არის კაცის მოტყუება, ბურთის ფლობა!

• ჰაჰა

ეგრე რაააა.

• გგ

ჰოდა ეგრეე

• სააკაძე

შენ გენაცვალე ამ გახარებისთვის!

• ტოტტი

თუ გინდა საქართველომ გიბრალტართანაც წააგოს უმაყურებლოდ ათამაშეთ . თუ მაყურებლებს დაასწრებთ ნებისმიერ ნაკრებს გულიანად ეთამაშებიან

• Suxumchanin

ძალიან გამიხარდა, თქვენ გენაცვალეთ! მრავალი სიხარული მოგეტანოთ ჩვენთვის, ასე გამარჯვებამონატრებულებს!

• Geo

ბრავო ხვიჩა, ბრავო საქართველო!

• დიმო

ხვიჩა შენ, თუ დიდი ფეხბურთი არ ითამაშე გული გამისკდება!!!❤️

• KOSTAKURTA

კარგი იყო.შვედებმა 3-4 მომენტი რომ ვერ გამოიყენეს,რაღაცნაირად გული მიგრძნობდა რომ ჩვენები გაიტანდნენ.

• გიორგი

სადააა ის ხალხი ხვიჩას რო აგინებდა არ უნდა ნაკრებში თამაშიო სექტემბერს რო ვერ ითამაშა სად ხართ აბა დამენახეტ უნდა დაგთვალოთ და კიდევ ბევრჯერ დაგთვლით ბიჭოოოოო

• Z.g.

ლორია და!!კვარა.9 ასეთი და!!!!

• ირაკლი

გილოცავთ ქართველებო

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი აღარ განახლდება

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

იონ-დალ ტომასონი შვედეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს

ტრაგედია ბრიუსელში - ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შეწყდა [VIDEO]

ბელგიისა და შვედეთის მატჩი არ განახლდა - მაყურებლები სტადიონიდან გაიყვანეს

იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ აწმყო, წარსული და მომავალი

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა