პრეტორიაში C ჯგუფის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩია, ერთმანეთს აშშ-ს და ალჟირის გუნდები ხვდებიან. გუნდები ქულათა მცირე მარაგით მივიდნენ ბოლო ტურამდე, ამერიკელებს მხოლოდ 2 ქულა აქვთ, ხოლო ალჟირელებს - 1, მაგრამ მერვედფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს შერჩა. ამერიკელებს ერთი უპირატესობა აქვთ, მათ შეუძლიათ საერთოდ არ იფიქრონ, რა ხდება "ნელსონ მანდელა ბეიზე", სადაც ერთმანეთს სლოვენიისა და ინგლისის ნაკრებები ეთამაშებიან, გამარჯვების შემთხვევაში ისინი ბრძოლას აგრძელებენ...

C ჯგუფი

23 ივნისი. პრეტორია. ლოფტუსი. 18:00

აშშ-ალჟირი

სავარაუდო შემადგენლობები

აშშ (4-4-2): ჰოვარდი - ჩერუნდოლო, ონიეუ, დიმერიტი, ბოკანეგრა - დონოვანი, ბრედლი, ედუ, დემპსი - ალტიდორი, ფინდლი.

ალჟირი (4-4-2): გაუაუი - ჰალიჩე, ბუღერა, მესბაჰი, ბელჰაჯი - კადირი, ლასენი, იებდა, ზიანი - ჯებური, მატმური.

არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია)

პრეტორიაში C ჯგუფის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩია, ერთმანეთს აშშ-ს და ალჟირის გუნდები ხვდებიან. გუნდები ქულათა მცირე მარაგით მივიდნენ ბოლო ტურამდე, ამერიკელებს მხოლოდ 2 ქულა აქვთ, ხოლო ალჟირელებს - 1, მაგრამ მერვედფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს შერჩა. ამერიკელებს ერთი უპირატესობა აქვთ, მათ შეუძლიათ საერთოდ არ იფიქრონ, რა ხდება "ნელსონ მანდელა ბეიზე", სადაც ერთმანეთს სლოვენიისა და ინგლისის ნაკრებები ეთამაშებიან, გამარჯვების შემთხვევაში ისინი ბრძოლას აგრძელებენ.

მუნდიალი ჯერ ახლა გახურდა, მაგრამ ბობ ბრედლის გუნდმა უკვე მოიპოვა გულშემატკივართა სიმპათიები, ჯერ ინგლისელ ფავორიტებთან ფრის თამაშით, შემდეგ სლოვენიასთან 0:2-ის "ამოქაჩვით". ის კი არა, რომ არა მსაჯის სავალალო შეცდომა ამერიკის ნაკრები ედუს ალალი გოლით იმ მატჩს მოიგებდა კიდეც. სამაგიეროდ, ჩაგრულ ამერიკელებს კიდევ უფრო მოემატა მხარდამჭერი.

ვნახოთ, გამოდგება თუ არა ამერიკის ნაკრებისთვის არბიტრ კულიბალის უხეში შეცდომა დამღუპველი. "ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავით თამაშის შემდეგ. წარმოიდგინეთ, როგორ აღმაფრენას გამოიწვევდა 0:2-ს შემდეგ შეხვედრის 3:2 მოგება ნაკრებში. სულ სხვა განწყობა იქნებოდა გუნდში და სულ სხვა მოტივაცია. მაგრამ რადგან ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით, არჩათვლილი გოლი უკვე დავიწყებას მივეცით. ვიცით, რომ ალჟირის დამარცხება მერვედფინალის საგზურს მოგვიპოვებს, შეიძლება ჯგუფი პირველ ადგილზეც კი დავამთავროთ", - განაცხადა ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა.

რაბაჰ საადანეს გუნდმა ინგლისელებთან ფრით, მწყობრი თამაშით, მოგებული ორთაბრძოლებით და ბრწყინვალე მარცხენა მცველით, ნადირ ბელჰაჯით გულშემატკვართა მოწონება დაიმსახურა. ამ გუნდს პლეი ოფის შანსიც შერჩა, მაგრამ ამისთვის მთავარია გასაკეთებელი, რაც საადანეს ბიჭებმა ჯერ ვერ შეძლეს - გოლი უნდა გაიტანოს, თანაც იმაზე მეტი, ვიდრე მეტოქემ.

მაჯიდ ბუღერას მიაჩნია, რომ სლოვენიასთან მარცხი, რომელიც გოლკიპერის უხეშ შეცდომას მოჰყვა, უბრალოდ უიღბლობის ბრალი იყო: "პირველ მატჩში სრულიად შემთხვევით წავაგეთ, ჩვენს მეკარეს დასანანი შეცდომა მოუვიდა, რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეთები ხშირად ხდება. მჯერა, რომ ალჟირის ნაკრებს შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა. ჩვენ კიდევ უკეთ ვითამაშებთ, ამერიკასთან მოსაგებად გავალთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ის მატჩია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს".

ამერიკელთა ბანაკში ისევ საეჭვო იყო ტიმ ჰოვარდის თამაში, თუმცა გოლკიპერმა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ჯანზეა და ალჟირის ნაკრებთანაც ის ითამაშებს. სლოვენიასთან მატჩის პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა ხოსე ტორესმა, ის შესვენებაზე შეცვალეს კიდეც. არც მის შემცვლელ მორის ედუს უფრენია (თუ არჩათვლილ გოლს არ გავიხსენებთ), მაგრამ ტორესზე უკეთესი იყო და ალბათ ედუ სასტარტოში ითამაშებს.

ალჟირელთა ბანაკში რეგულარულად ვერ ვარჯიშობს ქარიმ ზიანი, თუმცა ზიანიმ მაინც შეძლო გამოჯანმრთელება და ის აუცილებლად ითამაშებს ამერიკელთა წინააღმდეგ. რაბაჰ საადანეს მატჩი მოსაგები აქვს, ამიტომ ის ტაქტიკას შეცვლის, რიად ბუდებუზი ამოვარდება შუახაზიდან, შეტევაში კი გუნდს რაფიკ ჯებური დაემატება.

ეს ნაკრებები აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს, არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩებში. ერთი საინტერესო დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით - მაჯიდ ბუღერა და ამერიკელი მორის ედუ თანაგუნდელები არიან გლაზგოს "რეინჯერსში".

ნიკოლოზ ნეფარიძე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე