ცნობილ იტალიურ კომპანია "ფერეროსა" და "ბაიას" შორის თანამშრომლობა, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე უნდა გაოფიციალურდეს
მართალია, ცნობილ იტალიურ კომპანია "ფერეროსთან" საკონტრაქტო ხელშეკრულება ჯერაც არ გაფორმებულა, მაგრამ "ბაიაში" დარწმუნებულები არიან, რომ ამ ფირმისგან დაფინანსებას აუცილებლად მიიღებენ და მომავალ სეზონს წელგამართულად ჩაატარებენ.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, კონტრაქტის გაფორმებამდე მცირეოდენი დეტალების მოგვარებაღაა საჭირო და სანერვიულო არაფერია. მისივე ვარაუდით, "ფერეროსა" და "ბაიას" შორის თანამშრომლობა ამ კვირის ბოლომდე უნდა გაოფიციალურდეს.

მანამდე კი ზუგდიდელები ახალი სეზონისთვის გულმოდგინედ ემზადებიან. უკვე გაცნობეთ, რომ "ბაიაში" გადადის "სამტრედიას" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ცხადაია, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კი ზუგდიდელებს ერევნის "ულისიდან" ლევან აკობია დაუბრუნდებათ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია გამოცდილი მეკარის, გიორგი სომხიშვილის დარჩენაც, რომელსაც კლუბის ფინანსური კრიზისის გამო წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

გაირკვა "ბაიას" უახლოესი ამხანაგური შეხვედრების გრაფიკიც. 2 ივლისს ქომეთიანის გუნდი ზუგდიდში ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს, 4 ან 5 ივლისს ოზურგეთის "მერცხალს" მიიღებს, 9 ან 10 ივლისს კი აბაშაში მარტვილის "მერანს" გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა