"ბორჯღალოსნების" პირველმა, ისტორიულმა შეხვედრამ "ლე ბლესთან" მსოფლიო თასს მიღმა, საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ფრანგულ პრესაში, დიდი ინტერესი გამოიწვია.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან გასული საუკუნის შუაში საქართველოში რაგბი ფრანგმა ჟაკ ასპეკიანმა შემოიტანა, საუკუნეების მიჯნაზე კი "ბორჯღალოსნებს" ასევე ფრანგი კლოდ სორელი წვრთნიდა, რომელმაც პირველმა გადო ხიდი დამოუკიდებელ ქართულ და ფრანგულ რაგბის შორის. სწორედ მისი ხელშეწყობით დაიწყეს ქართველმა მორაგბეებმა ფრანგულ წამყვან კლუბებში გადინება, იქ მიღებული გამოცდილებით კი, ქართული რაგბი ახალ სიმაღლეებზე აიყვანეს.

Franceinter-ზე მატჩის დღეს კლოდ სორელის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ავტორი მსოფლიო რაგბის პარადოქსს უწოდებს იმას, რომ ეს გუნდები 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს, მაშინ, როდესაც საფრანგეთში უამრავი ქართველი მორაგბე თამაშობს და ისინი კარგად იცნობენ ფრანგ მორაგბეებს.

"ბორჯღალოსნების" ყოფილი მთავარი მწვრთნელი საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეებს იხსენებს:

„კავკასიაში 1996 წელს მაროკოდან ჩავედი და იქ რაგბიზე შეყვარებულ, ამ სპორტისთვის დაბადებულ ადამიანებს შევხვდი. საბჭოთა კავშირის დაშლის და ომების შედეგად, არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, საჭირო აღჭურვილობა, ქვეყანაში ყვაოდა კრიმინალი და მალევე მივხვდი, რომ მოთამაშეები ვერ იღებდნენ საკმარის საკვებს. საფრანგეთში 80 მოთამაშე წავიყვანე და ეს სისტემა, რომელმაც საქართველო 2003 წლის ისტორიულ მსოფლიო თასზე გაიყვანა, დღესაც წარმატებით მუშაობს“.

„ახლა ქართული რაგბი ბევრად წინაა, ლიცენზირებული მწვრთნელების და მსაჯების რაოდენობით, ინფრასტრუქტურით, მაგრამ მოთამაშეთა ხელფასი 200-250 ევროა. ჯერაც ძალიან დიდია სხვაობაა აქაურ და იქაურ ანაზღაურებას შორის და სწორედ ამიტომ, ისინი საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ“ – ამბობს სორელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზეს.

l'equipe-მა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც 12 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. საუბარი შეეხო ზაფხულის ავადსახსენებელ დღეებს, როდესაც ლევანი სამხრეთ აფრიკაში კოვიდს სიცოცხლისთვის ებრძოდა და აგრეთვე - ბორდოში გასამართი მატჩის მოლოდინებს.

მატჩამდე l'equipe-ი ყურადღებას საქართველოს ნაკრების უკანა ხაზზეც ამახვილებდა, სადაც ტოპ 14-იდან ერთბაშად სამი მორაგბე მოხვდა:

„2007 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც საქართველო პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ეთამაშა "ლე ბლეს", ქართველთა უკანა ხაზი სრულად საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული. 14 წლის შემდეგ ქართველთა ხაზში საფრანგეთიდან მხოლოდ სამი ლეგიონერია, თუმცა ხარისხში დიდი განსხვავებაა.

ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და დავით ნინიაშვილი ტოპ 14-ში თამაშობენ, 14 წლის წინ კი ყველა მოთამაშე ქვედა დივიზიონიდან იყო:

„მხოლოდ ქართველი ფორვარდები არ არიან კარგები! ხაზის მოთამაშეებსაც შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება!“ – ამბობს ლევან მაისაშვილი და გიორგი კვესელაძის "გლოსთერში" გადასვლის ამბავს იხსენებს.

თავის მხრივ, სტატიის ავტორს ბრაიან ო’დრისკოლის მიერ „თვითერზე“ გამოქვეყნებული პოსტი ახსენდება, რომელიც მან „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოსა და ირლანდიის მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა:

„მე რომ ევროპულ კლუბს წარმოვადგენდე, რომელიც ცენტრს ეძებს, სერიოზულად დავაკვირდებოდი გიორგი კვესელაძეს. შესანიშნავი ლელოს გარდა, მას კარგად აქვს გაცნობიერებული დაცვის როლი, აგრესიული და შრომისმოყვარეა“.

დავით ნინიაშვილს ამავე დღეს სანაკრებო დებიუტი ჰქონდა და მართალია, ასეთი შეფასებები არ მიუღია, თუმცა პიერ მინიონს თვალში მოუვიდა, "ლიონში" მიიწვია და 19 წლის ასაკში უკვე ტოპ 14-ის ხუთ მატჩში ათამაშა.

lemonde-მა თამაშის დღეს გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „ქართული რაგბის წარმატების გზა საფრანგეთზე გადის“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი მორაგბეები მრავლად თამაშობენ ფრანგულ წამყვან კლუბებში, მათ შორის "ბრივში", საიდანაც "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 5 მოთამაშე მოხვდა.

ამავე სტატიაში მოყვანილია რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის სიტყვები, რომელიც ქართული რაგბის განვითარებაში კლოდ სორელის ღვაწლს აფასებს:

„საფრანგეთს უდიდესი გავლენა აქვს ქართულ რაგბიზე. ფრანგი კლოდ სორელი იყო პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც ჩვენს ნაკრებთან იმუშავა. მან პირველმა დაინახა ქართველი მორაგბეების პოტენციალი, დანერგა ახალი მიდგომები და გადო ხიდი ქართულ და ფრანგულ რაგბის შორის“.

francetvinfo გეოგრაფიულ ანომალიას უწოდებს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროსა და ბრიტანეთიდან ასე შორს მყოფ კავკასიაში, 3,7-მილიონიან საქართველოში, რაგბის ბავშვობიდან ეუფლებიან და ეს ქვეყანა ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო რაგბის ოჯახში. სტატიაში დაწვრილებითაა მოთხრობილი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში რაგბის განვითარების ეტაპები და ამ კუთხით ფრანგი სპეციალისტების – ჟაკ ასპეკიანისა და კლოდ სორელის როლი.

ამავე გამოცემამ "ბორჯღალოსნებისა" და "ლე ბლეს" შეხვედრამდე ორი დღით ადრე ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან, რომელმაც ნაკრების დღევანდელობასა და განვითარების გზებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნების" პროგრესი არ გამორჩენია planetrugby-ს, რომელმაც თამაშის მიმოხილვისას დაწერა:

„საფრანგეთმა მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა საქართველოსგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ქართველები იბრძოდნენ და დამუშავებული კომბინაციებით ორი კარგი ლელოც გაიტანეს. ისინი ორგანიზებულად, შთამბეჭდავად მომზადებულად გამოიყურებოდნენ“.

"ლე ბლეს" ყოფილი კაპიტანი, ფრანგული რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ტიერი დუზოტუარი, რომელმაც ნაკრების კვართით 2006-15 წლებში 80 თამაში ჩაატარა, "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგობით გაოცებული დარჩა:

„საქართველომ პრობლემები შეგვიქმნა და ეს ანგარიშზეც აისახა. მეტოქემ განსაკუთრებით მეორე ტაიმში იყოჩაღა, როდესაც დახურულ თამაშში რამდენიმე კარგი გამოსავალი იპოვა. გამაოცა მათმა მტკიცე თამაშმა, დაცვამ და კარგმა პასებმა. მართალია, თამაში წააგეს, მაგრამ ფრანგები რამდენჯერმე ჩააგდეს გასაჭირში“.

GeorgianRugby

სოსო
ის ვინც პირველად შემოიტანა სლოგანი,"რაგბი ჩვენი თამაშია"იქიდან გამოდიოდა,რომ საქართველოში დღესაც თამაშობენ,ლელოს,რომელიც თავისი არსით,ძალიან ჰგავს რაგბის.რაგბის პრინციპები,თუნდაც ლელოდან გამომდინარე,ჩვენი ხასიათისათვის ორგანულია,თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს,რომ ფეხბურთი,ისევე როგორც სპორტის ყველა სახეობა,ჩვენთვის ,სპორტის გულშემატკივრებისათვის,მნიშვნელოვანია.რა თქმა უნდა არსებობს ისეთი ხალხიც,რომელსაც ერთი,რომელიმე კონკრეტული სახეობა უყვარს მხოლოდ,მაგრამ ეს საერთო სურათს არ სცვლის.ჭკვიანი და სულელი კი,სპორტშიც ბევრია და სპორტის მიღმაც.სასურველია,ჭკვიანი მეტი იყოს,სულელი კი,ცოტა.თუმცა ამას,სწავლა განათლების დონის ამაღლება სჭირდება.დღევანდელი განათლების სისტემის გადამკიდე,ეს გამორიცხულია.პირიქით,რაც იყო,იმასაც გვინგრევენ.თანაც უკვე მრავალი წელია.
გივი
გეთანხმებით. ფეხბურთის ფანების გულისწყრომას ალბათ ის მიზეზი აქვს, რომ სლოგანი "რაგბი ჩვენი თამაშია" არასწორად გულისხმობს, რომ სხვა სპორტი, თუნდაც ფეხბურთი, ჩვენი არაა. თან ეს იმის ფონზე, რაც რაგბიმ შედარებითი პროგრესი განიცადა იმ პერიოდში, როდესაც ფეხბურთი რეგრესირებდა.
Martali
Shecdomebze unda imushaon bivhebma.... Chven tavs chventviton vamarcxebt yoveltvis erti da igive shecdomebit....
ცოტ
ჟაკ ასპაკიანმა სომხეთშიც ჩაიტანა რაგბი და იმათ არანაკლებად დაეხმარა, თვითონაც ხომ სომხური ფესვები ქონდა, მაგრამ ჩვენ სად ვართ ახლა ამ სპორტში და სად სომხები. მერე იტყვით რაგბი ჩვენი თამაში არააო. სულ არაფრისგან, მიზერული დახმარებებისგან შევძელით აქამდე მოსვლა, მსოფლიოს 12 ნომერი ქვეყანა ვართ და ძალიან მიკვირს ეს შუღლი ფეხბურთის ფანებს საიდან გაქვთ? არ შეგიძლიათ ერთნაირად გიხაროდეთ წარმარეტება? რატომ ეჯაჯგურებით ერთმანეთს, ეს თქვენი ნაკრები არ არის და ფეხბურთის არის? როგორ არ შეგიძლიათ იმის დაფასება რაც გვაქვს და რამდენ შრომას მოყვა ეს ყველაფერი, ასფალტზე გაზრდილი ბავშბების თავდადებას გულგრილად უყურებთ. განა ორივე ნაკრები თქვენი არაა? სანამ ასპაკიანი დანერგავდა საქართველოში რაგბს, ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ბორის პაიჭაძეს ქონდა მცდელობა და პირველი სარაგბო ორგანიზაცია შექმნა საქართველოში, ამასთან ერთად თვითონაც თამაშობდა. ერთმანეთი დააფასეთ და ნუ ხართ ასეთი უმადურები. რაგბიც ჩვენი თამაშია და ფეხბურთიც. ეს ნაკრებიც ჩვენია და ფეხბურთისაც
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..