ფეხბურთის მოყვარულთა შორის ვნებათაღელვაა მას შემდეგ, რაც ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეს ბრალი დასდეს, რომ კაცია. India Times-ის ცნობით, იორდანია აზიის ფეხბურთის ასოციაციას ზოჰრე ქუდეის სქესის შემოწმებისკენ მოუწოდებს.

სერიოზული ბრალდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირანმა 2022 წლის ქალთა აზიის თასის (AFC) შესარჩევი მატჩის პენალტების სერიაში იორდანია დაამარცხა. ირანის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი მათ მეკარეს მიუძღვის - მან გმირულად მოახერხა 2 გოლის აღება.

ამ გამარჯვების წყალობით ირანის ქალთა ნაკრებმა პირველად მოიპოვა 2022 წლის AFC-ში თამაშის შანსი.

მარცხის შემდეგ იორდანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა გაგზავნა მოთხოვნა, რომ ირანის მეკარის სქესი შეემოწმებინათ. ის ამატებს, რომ თუ ბრალდებები მართალი აღმოჩნდა, ამას სერიოზული შედეგი მოჰყვება.

"მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების გენდერის შემოწმება არაა სავალდებულო, არსებობს პროვიზია, რომელიც ჩვენ უფლებას გვაძლევს, მოვითხოვოთ მოთამაშის სქესის დადასტურება", - ამბობს ალ-ჰუსეინი.

ორივე ქვეყნის მედიაში ეს საკითხი მთავარი თემაა. ზოგიერთის მტკიცებით, ალი ბინ ალ-ჰუსეინმა მხოლოდ იმიტომ ატეხა აჟიოტაჟი, რომ მისი ქვეყნის გუნდმა წააგო.

რაც შეეხება ირანის ეროვნულ გუნდს, მათ ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ საკუთარი მეკარის დასაცავად. ირანში აცხადებენ, რომ ეროვნული გუნდის ყველა წევრის ჰორმონები შემოწმდა პრობლემების თავიდან ასარიდებლად და ყველაფერი რიგზეა.

"იორდანიის გუნდი თვლიდა, რომ ისინი საუკეთესონი იყვნენ და როცა ირანის წინააღმდეგ წააგეს, მოსალოდნელი იყო, რომ პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად ამგვარ ცრუ ბრალდებებს მიმართავდნენ.“

ჯერ უცნობია, გამოიძიებს თუ არა AFC ამ საკითხს, როცა ქალთა აზიის თასი უკვე კარსაა მომდგარი.

წყარო: Ambebi

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე