ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალექს გარსია: ვიცი, სად ვარ და რისთვის - ”დინამოსგან” ტიტულებს ელიან

ალექს გარსია: ვიცი, სად ვარ და რისთვის - ”დინამოსგან” ტიტულებს ელიან

ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის ”დინამოს” ახალ მთავარ მწვრთნელთან ალექს გარსიასთან

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ამა წლის პირველ ივნისამდე თბილისის ”დინამოში” სხვადასხვა დროს ხუთი უცხოელი მწვრთნელი მოღვაწეობდა: იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია), ივო შუშაკი (ხორვატია), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი), დუშან უჰრინი (ჩეხეთი), რაინერ ცობელი (გერმანია); და აი, რიგით მეექვსე უცხოელი მწვრთნელიც - საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს უკვე ერთი თვეა 41 წლის ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია მოძღვრავს!

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე გარსია თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო კლუბში, ”ბარსელონაში” მოღვაწეობდა: 10 წლის განმავლობაში ამ კატალონიური გრანდის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა; გარსიას ხელმძღვანელობით დღევანდელი ”ბარსელონასა” და, საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა დაიწყო თამაში, უპირველეს ყოვლისა კი, ლეო მესიმ!..

2007-2009 წლებში ალექს გარსია ”ბარსელონას” ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ავარჯიშებდა და ეს გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი; ამას გარდა, ”ტრიპლეტიც” შეასრულა: ”ბარსელონას” მთავარი გუნდის მსგავსად ყველა ის ტურნირი მოიგო, სადაც მონაწილეობდა: კატალონიის ჩემპიონატი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი. და აი, ახალი სამუშაო ადგილიც: ამა წლის პირველი ივნისიდან ალექს გარსია თბილისის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელია!

ახალ გუნდთან და, საერთოდ, ახალ გარემოსთან გაცნობისთვის ერთი თვე არც ცოტაა და არც ბევრი; რაც მთავარია, ესპანელი მწვრთნელი ენერგიულად შეუდგა საქმეს და კარგადაც აქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ საპასუხისმგებლო პოსტზე უწევს მუშაობა.

ჯერ იყო დაახლოებით ხუთდღიანი აქაური ვარჯიშები, მერე კი სლოვენია-ავსტრიაში განვლილი შეკრება და იქ ჩატარებული სამი სპარინგ-მატჩი, სადაც ახალ მწვრთნელს ნათელი წარმოდგენა შეექმნებოდა თავისი ახალი გუნდის პლუს-მინუსებზე; სამწუხაროდ, რაიმე ”ქირურგიული ჩარევისათვის” დრო, ფაქტობრივად, აღარც რჩება - უკვე ხვალ ”დინამო” პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. მანამდე კი ”დინამოს” ესპანელმა მწვრთნელმა საქართველოში ამ ერთი თვის ყოფნისას პირველი ინტერვიუსათვისაც მოიცალა - გუშინ, ვიდრე გუნდი ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებდა, ალექს გარსია ”ლელოს” კითხვებს პასუხობდა. აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ”დინამოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, გიორგი ყოლბაიას, ვინც ამ ინტერვიუს გაკეთებაში გვეხმარებოდა.

- საქართველოში ჩამოსვლამდე ”ბარსელონას” საკლუბო სტრუქტურაში რა თანამდებობაზე მუშაობდით?

- კლუბის ტექნიკურ დეპარტამენტში ვიყავი და იმ სელექციონერთა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, იტალიის, ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატებს რომ კურირებდნენ.

- გულახდილად გვითხარით: ასეთი ”აწყობილი” ქვეყნიდან და მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბიდან წამოსვლის გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ?

- გულახდილად გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ამასთან, დიდი სურვილიც მქონდა აქტიურ სამწვრთნელო კარიერას დავბრუნებოდი; როგორც კი თბილისის ”დინამოს” შემოთავაზება მივიღე, უარი არ მითქვამს...

- ვიდრე დინამოს” ჩაიბარებდით, მანამდე მხოლოდ ასაკობრივ გუნდებთან მუშაობდით; ანუ, ამის გამო არ გიფიქრიათ, თუ რამდენად გაგიადვილდებოდათ რომელიმე კლუბის მთავარი გუნდის გაძღოლა?

- ამ შემთხვევაში არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია. თანაც, ”დინამო” რომ ჩავიბარე, ფეხბურთელთა უმეტესობა ახალგაზრდული ასაკის დამხვდა... გეთანხმებით, სხვაობა როგორ არ არის, მაგრამ ჭაბუკებსაც და მათზე უფროსებსაც ხომ საერთო მიზანი აქვთ - მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში!

- მერე, ამ მოკლე დროის განმავლობაში როგორ ამჩნევთ, თქვენს ახალ შეგირდებთა უმრავლესობას ამის სურვილი აქვს?

- ეს რომ არ დამენახა, მაშინ ჩემ მუშაობას აზრიც არ ექნებოდა: გულახდილად გეუბნებით, რომ ძალიან მონდომებულ ფეხბურთელებთან მიწევს ურთიერთობა და მერწმუნეთ, შეგირდების საქმისადმი ასეთი მიდგომა ბევრი ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- კონკრეტულად პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?

- უფრო დადებითი, ვიდრე უარყოფითი: აქაურ ვარჯიშებზეც და მერე შეკრებაზეც, ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით რგოლებს შორისაც კავშირს და, საერთოდ, თამაშის ხარისხს; ფაქტია, რომ დღიდან-დღემდე თითოეული ფეხბურთელი უფრო მეტს აზროვნებს და იმასაც ცდილობს, რომ მწვრთნელის იდეებს ალღო ადვილად აუღოს.

- სასიამოვნო მოულოდნელობად ახალ გუნდში რას მოიიჩნევთ?

- უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელების ტექნიკურ დონეს აღვნიშნავ...

- მაშინ, ბარემ... უსიამოვნო მოულოდნელობაზეც გკითხავთ...

- სამწუხაროდ, პირველ ოფიციალურ მატჩამდე ძალიან ცოტა დრო გვქონდა, რომ გარკვეული ხარვეზები აღმოგვეფხრა; ყოველ შემთხვევაში, უცხოურ შეკრებაზე ჩატარებულმა მატჩებმა დაგვანახვა, რომ გოლის გატანა გვიჭირს, - არადა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 90 წუთის განმავლობაში გუნდი უამრავ მომენტს ქმნის, მაგრამ რეალიზაციის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებას მოითხოვს.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ”დინამო” უმეტესწილად 4-2-3-1 განლაგებით ასპარეზობდა; თქვენი მოსვლის შემდეგ კი გუნდის ტაქტიკური სქემა შეიცვალა და 4-3-3 გახდა.

- ამ ორ განლაგებაში დიდ სხვაობას ვერ ვხედავ - უბრალოდ, მოედნის ცენტრში ეგრეთწოდებული სამკუთხედი გვექნება; ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნახევარმცველებმა მაქსიმალურად აქტიურად მიიღონ გუნდის შეტევით ოპერაციებში მონაწილეობა.

- ”დინამოს” პრესატაშის, გიგა გვენცაძისგან ვიცით, რომ უცხოურ შეკრებაზე თქვენი ახალი გუნდის ფლანგის მცველებს ყოველ მატჩში ასევე მაქსიმალურად თხოვდით შეტევებში აქტიურად ჩართვას.

- მოკლედ გიპასუხებთ: ჩვენი გუნდის სათამაშო კრედო ისეთი იქნება, რომ შეტევაშიც ყველამ მიიღოს მონაწილეობა და თავდაცვის დროსაც ასევე ყველას მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია მოეთხოვება.

- სამივე სპარინგ-მატჩის შემადგენლობიდან გამომდინარე, გარკვეული დასკვნაც გამოვიტანეთ: მეკარისა და მცველთა ოთხეულში, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებული ჩანხართ, რასაც ვერ ვიტყვით შუახაზსა და თავდასხმაზე...

- თავის გამოჩენის შანსი ყველას მივეცი... იმაშიც გეთანხმებით, რომ სამივე მატჩში ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზში ხშირ როტაციას მივმართავდით. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავრწმუნებულიყავი თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებში და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივიც უნდა ყოფილიყო ჩემგან ამ ორი რგოლის ხშირი ვარირებაც.

- სამივე თქვენი თანამემამულე, ”დინამოს” პოტენციურ ახალწვეულებად რომ უნდა მივიჩნიოთ, სწორედ შემტევი ყაიდის ფეხბურთელები არიან. ანუ, კოტოს, აგუესა და ხისკოს დამატებით სწორედ შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავთ და, ბარემ, თითოეული მათგანიც დაგვიხასიათეთ.

- კოტო, ”ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და, ფაქტობრივად, ჩემ ხელში გაიზარდა; ანუ, მისი შესაძლებლობები საკმაოდ კარგად ვიცი და მჯერა, რომ ”დინამოს” დიდად გამოადგება.

- კოტოზე გაგვიგია, რომ ამპლუით გარემარბია, მაგრამ კონკრეტულად რომელ ფლანგზე თამაშობს?

- ორივე ფლანგზე ერთნაირად წარმატებლად შეუძლია ასპარეზობა, თუმცა როცა ”ბარსელონას” ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, მარჯვენა გარემარბი გახლდათ.

- აგუეზეც მხოლოდ ის ვიცით, რომ ამპლუით თავდამსხმელია.

- ”კლასიკური” ტიპის ცენტრფორვარდი არ გეგონოთ, უფრო მოძრავი თავდამსხმელია, - სწრაფი და აგრესიული.

- კოტოსა და აგუესაგან განსხვავებით, ”დინამოს” კიდევ ერთ პოტენციურ ესპანელ ახალწვეულს, ხისკოს მართლაც შთამბეჭდავი კარიერა აქვს და პრიმერადივიზიონის ცნობილი ფეხბურთელის საქართველოში ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, ბევრს არ სჯერა კიდეც...

- ვიცოდი, რომ ხისკოს უცხოეთში სურდა კარიერის გაგრძელება და როცა დავუკავშირდი, ”დინამოს” გეგმები გავაცანი, ამ კლუბის ისტორია მოვუყევი და, საერთოდ, სამომავლო პროექტებზეც ვესაუბრე, დასტური მივიღე.

- ალბათ, თქვენც გეცოდინებათ, რომ საქართველოს ჩემპიონატის 21-წლიან ისტორიაში ტოპ-ლიგებიდან (ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის) მოქმედ ფეხბურთელთაგან აქ არავინ ჩამოსულა და პირველი ხისკო იქნება...

- მერე, ამით ხომ თბილისის ”დინამოც” იხეირებს და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატიც! იმედი მაქვს, კოტო და აგუეც ასევე სერიოზულად გააძლიერებენ ”დინამოს” და, რაც მთავარია, ამ ფეხბურთელების ჩამოსვლით ჩვენი გუნდის სანახაობრივი მხარე ერთი-ორად გაიზრდება.

- სამი წელია ”დინამო” უტიტულოდ რჩება, ანუ, გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს არ განიცდით?

- მე თუ გუნდი?

- პირადად, თქვენ...

- ისეთ კლუბში ვმუშაობდი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალურ შედეგებზე ფიქრობენ; აქედან გამომდინარე, არანაირი წნეხის ქვეშ არ ვიმყოფები, - ვიცი, რომ ”დინამოსგანაც” მხოლოდ ტიტულებს ელიან, მაგრამ რახან დავთანხმდი აქ მუშაობას, ესე იგი, მზად ვიყავი ეს გამოწვევა მიმეღო.

- ვიცი, რომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ მივიღებთ, მაგრამ მაინც გვაინტერესებს: როდის შეძლებს ”დინამო” ისეთი თამაშის ჩვენებას, თქვენ რომ გინდათ?

- ამაზე მართლაც მიჭირს პასუხის გაცემა, - გუნდი ნელ-ნელა ვითარდება, თანაც, შედეგიც ხომ საჭიროა?!. აი, მაგალითად, ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე რომ ვიასპარეზებთ, მჯერა, რომ ბევრად უკეთესი თამაშის ხარისხი იქნება, ვიდრე - შეკრებაზე ვაჩვენებდით; სამი თვის მერე ასევე უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე - ახლა და ასე შემდეგ...

- დაბოლოს, თქვენ ყოფილ კლუბზეც: მაინც რა არის ”ბარსელონას” საფეხბურთო ფილოსოფიის საიდუმლოება?

- ასე მოკლედ და მარტივად, ცოტა არ იყოს, ძნელია ზუსტი ფორმულირება, თუმცა შევეცდები თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო. უპირველეს ყოვლისა, ეს არის იდეალური სტრუქტურა, სადაც თითოეული წევრი თავის საქმეს პროფესიულად ასრულებს; კიდევ ვიმეორებ, ძნელია ამ ყველაფრის ახსნა, იმიტომ, რომ ეს ფილოფოსია დამყარებულია იდეოლოგიაზეც, სელექციაზეც, სიმშვიდეზეც და, რაღა თქმა უნდა, საფეხბურთო ასპექტებზეც. იქ ვერავის ნახავთ, რაიმე ლოკალური თუ გლობალური წარმატება თავში რომ აუვარდეს, - ამიტომაც ანიჭებენ უდიდეს მნიშვნელობას თითოეული ფეხბურთელის ხასიათსა თუ პირად ცხოვრებას. ამასობაში კი სკოლის აღსაზრდელთა შორის ლეო მესიც თუ გამოჩნდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• uzlevi

ხასიათსა და პირად ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას სწორედ ამ დარგში უჭირთ. თავში ავარდნა, დროის ტარება, უდისციპლინობა. ჭანტურია რატომ არ დაიტოვეს ბარსელონაში? ახლა ვხვდები... ვისაც უნდა წარმატების მიღწევა ის მოედნის გარეთაც მოწესრიგებული უნდა იყოს.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!