უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა კი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა. საინტერესოა, რომ უკრაინელთა წინასწარ განაცხადში ნატურალიზებული მოთამაშე არ ფიგურირებდა, თუმცა, მას მერე, რაც ვიაჩესლავ ბობროვმა ტრავმა მიიღო, "ბუდიველნიკიდან" სასწრაფო წესით ჯერომ რენდლს უხმეს. 34 წლის უკანახაზელი უკრაინის ნაკრებისთვის ახალი სახე სულაც არაა. მან ევროპული ქვეყნის მაისურით უკვე ითამაშა ევრობასკეტი 2015-ზე, სადაც საშუალოდ 13.2 ქულა, 2.0 მოხსნა და 4.4 პასი ჰქონდა. ჯერომმა ასევე მონაწილეობა მიიღო მომავალი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელთა მთავარ მწვრთნელს სურდა “ზაპოროჟიეს” ამერიკელი უკანახაზელის, მაიკლ კეფის დამატება, მაგრამ მისი ნატურალიზება სავარაუდოდ ვერ მოასწრეს, ან ვერ მოახერხეს. თუ სურდა უცხოელი, რენდლის ნაკრებში დამატება ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა იგი მას მერე გამოიძახა, რაც ბობროვმა ტრავმა მიიღო.

საინტერესოა, რომ რენდლს კარიერის განმავლობაში ოცამდე კლუბის ღირსება დაუცავს, რომელთაგან კაუნასის ჟალგირისი (ლიეტუვა), ლიმოჟი (საფრანგეთი), ლოკომოტივ-ყუბანი (რუსეთი), ფუენლაბრადა და ბეტისი (ორივე – ესპანეთი) უნდა გამოვარჩიოთ. უკრაინის ნაკრების პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ყველა გამოძახებულმა კალათბურთელმა მიიღო, გამონაკლისი კი ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები – არტიომ პუსტოვოი და ვოლოდიმირ გერუნი იყვნენ. მათ დასვენების საშუალება მიეცათ. უკრაინელები თბილისისკენ გეზს ხუთშაბათს აიღებენ, საქართველოს ნაკრებთან თამაში კი, პარასკევს, 26 ნოემბერს შედგება. ამავე დღეს G ჯგუფის ეგიდით ჩრდოლოეთ მაკედონია ესპანეთს უმასპინძლებს. 29 ნოემბერს საქართველო სწორედ ესპანეთში ითამაშებს, უკრაინა კი მაკედონიელებს დაუხვდება. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

ეს გახლავთ უკრაინელთა გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც საქართველოში 12 კალათბურთელი გამოემგზავრება:

უკანახაზელები: დენის ლუკაშოვი, ილია სიდოროვი, ოლეკსანდრ ლიპოვი (ყველა – პრომეთეი), ვიტალი ზოტოვი, იუსუფ სანონი (ორივე – დნეპრი), ოლეკსანდრ კობეცი (ბუდიველნიკი), ვიაჩელავ ბობროვი (ბუდიველნიკი)

ფორვარდები: ბოგდან ბლიზნიუკი (ბუდიველნიკი), ივან ტკაჩენკო (ჩერკასკი მავპი), ანდრეი ვოინალოვიჩი (კიევ-ბასკეტი), სერგეი პავლოვი (ორივე – დნეპრი), ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეთეი)

ცენტრები: ვოლოდიმირ გერუნი (ბუიუჩეკმეჩე, თურქეთი), დმიტრო სკაპინცევი (კიევ-ბასკეტი), არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი)

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უკრაინას ორი გამარჯვების და საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენის იმედი აქვს
ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ
უკრაინელმა კალათბურთელმა განმატა, რის ხარჯზე შეძლეს საქართველოს ნაკრების ძლევა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ესპანეთმა უკრაინას მოუგო – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა
კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც