შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:

"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.

ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".

ფრიდონი
12-15 მლ.გადაუხდიან ევროპაში და წავიდეს!

ის რომ სიმეონე არაა ფეხბურთელების შემფასებელი ))) მაგ საქმეს აკეთებს საიტი, რომელმაც მიანიჭა ეგ ფასი - ტრანსფერმარკეტი. მალე საიტს უჩივლებს არველაძე არასწორად შეგიფასებიაო)))
სან სირო.
სად გითხრეს ეს, პლეხანოვზე, გორკის კლუბთან?
აჩის!
მასე მარადონაც, მეკარედ სუსტი იყო.

და ზუსტად, მაგ ინფორმაციით "ამტკიცებს", რომ კვარ,ა ვითომ არ არის კარგი ფეხბურთელი პირდაპირ ხომ ვერ იტყვის.
სიმართლე.
არ დავწვრილმანდები. პატარა არველაძის პატრონს, რომ ვერ ვხედავთ საქართველოს ნაკრებში, კვარაცხელიაზე ეს სიტყვები, შენგან, ძალიან უადგილო და უხერხულია.
Herbst
მართლაც თუ გითხრა სიმეონემ ეგ, ლეგენდა კაცი ხარ ბოლოსდაბოლოს და არც გავაჟღერებდი ასე სახალხოდ თუ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა სიმეონე ქართული ფეხბურთისთვის რომ მაგის აზრი მნიშვნელოვანი იყოს?! სულ ქართულ ფეხბურთს უყურებს, განიხილავს, ჩაუჯდა ხვიჩას თამაშებსაც და ისე გითხრა ხო თავისი აზრი? რას ეტენებით ყველას, იქონიეთ საკუთარი მოსაზრება და ისწავლეთ ნიჭიერი ადამიანების დაფასება. ძლივს ვიღაც გამოანათებს ამ ჩაბნელებულ ქვეყანაში და ისიც უნდა გაიგდონ და აუცრუონ გული ყველაფერზე. კარგით რააა

რატო არ გულისხმობ,ზუსტადაც შურით ნათქვამია და არა საქმით.ეეჰ შოთა რა ბოღმა ყოფილა.არ გასკდე შურით მთავარია თორე სიმეონეს დააბრალებ მაგასაც

უკვე ითამაშა - შვედეთს გაუტანა დ შოთაზე ძვირადაა შეფასებული თან სპეც.საიტის და არა შოთას ნაცნობის მიერ(კიდე კაი). შოთა კი მაგარი ბოღმა ყოფილა)))
Winter
ამ ქვეყანაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ტრანსფერმარკეტმა დაადო ფასი, თავად კი არ დაიდო :დ და ესენი კიდე უკირკიტებენ და ეჩხუბებიან რატომ გადევს ამხელა ფასიო. იმის მაგივრად რომ ასეთ სპორტსმენს მთელი ერი უფრთხილდებოდეს, რეებს აღარ წერენ. მიხვდება თვითონაც, რომ ძალიან ბევრს მისი წარმატება არც უხარია (არველაძეს არ ვგულისხმობ) და ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. წარმატებები!!!
Shota
შოთას ვინ დაავალა მისი გაყიდვა?! თავისი აგენტი ყავს ამ კაცს, მართალია უვარგისი მაგრამ მაინც!
35
Forza ხვიჩა !!!ადამიანი გზაზე რომ გაჩერდეს და ახსნა დაიწყოს ...რა როგორ ...თავის მიზანს ვერასოდეს მიაღწევს...წინ ხვიჩა !!!
Ofside
2 წლის უკან ოცნება იყო 20 მილიონად ქართველი ყოფილიყო შეფასებული და 10 უნდა იყოსო . ფეხბურთი არ არი მარტო გოლი სანახაობაა მთავარი მიზეზი რის გამოც მაყურებელი დადდის . შოუში იხდის ხალხი თანხას ემოციებში . რომც აღარაფერი გააკეთოს აწი ხვიჩამ მარტო რაც გააკეთა იმით დარჩება ისტორიაში.
Ofside
კაცს 20 მილიონად აფასებენ და 10 უნდა იყოსო.თან არაფერ შუაშია .

ხლა ვუყურე,ვინიციუსს 30 ადამიანი ემსახურება იმისთვის რომ პროფესიონალი ფეხბურთელი დადგეს, ფსიქოლოგები, ექმები, კვების რეჟიმს უდგენენ, ინდივიდუალურად ავარჯიშებენ და ასე შემდეგ. ჩვენს ფეხბურთელებს ეგ ფუფუნება არ აქვთ და ინდივიდუალური ნიჭის წყალობითაა ყველა, ვინც წინ წაიწევს და რამეს მიაღწევს.
123
და რაა ამაში ტყუილი
ფეოლა
ფასებს რაც შეეხება, ფეხბურთელის ფასის დადგენაზე დიდ როლს თამაშობს თუ რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ჯიბეში, ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე, და შემდეგ ეტაპზე უკვე კარიერა თამაშობს დიდ როლს, რაც შეეხება იმას რომ ვიღაცა დაბალ ფასს ამბობს და ვიღაცა მაღალ ფასს, ეს ერთგვარი ვაჭრობაა, ვიღაცას უნდა იაფად იყიდოს და შემდეგ ძვირად გაყიდოს და ამიტომაც აკეთებს მსგავსს კომენტარს, ერთი ინდივიდის მიერ სხვისი პროდუქტი უფრო იაფად ფასდება, მაგრამ თუ ეს პროდუქტი იმ ინდივიდს ხელში აღმოჩნდება ის მისთვის უფრო ძვირფასი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ ბიზნესია. არველაძეს რომ ჰქონდეს მისი კონტრაქტი რა თქმა უნდა სხვაგვარ კომენტარს გააკეთებდა და ეს ნორმალურია. საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია ხვიჩაზე, იმაზე თუ რისი მიღწევა უნდა მას.
tngh
ხვიჩა ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს სჭირდება... პირადა ჩემთვის, მთავარია ჩვენს ნაკრებში ითამაშოს კარგად... ისე კი, რომელ კლუბშიც ურჩევნია, იქ იყოს!!!
რომა
სისულელე უთქვია მაგ შენ სიმეონეს თვითონ ათამაშებს გუნდს კონტრზე და მაგას თუარუნდა კონტრის მოთამაშე აბა რეალს უნდა? რობენის სტილის მოთამაშეა კვარაცხელია იმ განსხვავებით რომ რობენი ცალფეხა იყო..ეს ორივე ფეხით ურტყავს... ან რის კონტრის მოთამაშეა მასირებული იერიშის დროს არ გამოდგება? თავი რაღაცეები რო ჰგონიათ... ფელიქსი ვაბშე არაა ატლეტიკოს სტილის მოთამაშე ეგ უნდა წავიდეს ინგლისში ან რეალი ბარსაში.. ჩვენთვის კვარა 20 ღირს და 90თიც მთავარია ჩვენთან თავს არ ზოგავს გოლებს იტანს და არველაძის სიტყვებია მე რო ნაკრებში ტრამვა მივიღო ამით ვარჩენ ოჯახს და რავქნა მერეო და ყველა მაგის თაობის მოთამაშე ქეცბას გარდა ყველა ფეხებს უფრთხილდებოდით. ნახეთ და დატკბით კვარას წიტას საბას ჩაკვეს თამაშით გულით რო თამაშობენ და სისხლი რომ უდუღთ....
Shoda
კაცმა ის გვითხრა, რაც სპეციალისტებმა თქვეს! რათ უნდა ამას ამდენი სიბრძნის ფრქვევა?
ერთ რამეში არ გეთანხმები
ლაიქი დაგიწერე მაგრამ დემეტრაძის ნაწილში არ გეთანხმები. მეგობრობას რომ კანონზე წინ ვაყენებთ მაგიტომ არ ჰყავს ამ ქვეყანას დედა. დემეს შეიძლება სხვანაირად დადგომოდა მაგრამ თუ კანონით ეკუთვნოდა სროკი, რატომ უნდა მოეთხობა გამოშვება? ვისაც ცნობილი მეგობარი აღმოაჩბდა, ყველამ თუ თავისი ნაცნობის გამოშვება ითხობა, ან იმათ რა დააშავეს ვისაც ნაცნობი არ ჰყავს ან ზოგადად კანონები რას გბინდა. მე არ ვამტკოცებ დემე უეჭველი დასაჭერი იყოო. ეგ საქმე არ ვიცი დეტალურად. შესაძლოა რაიმე ანგარიშსწორებაც იყო. თუმცა ჩანაწერები მაინც აჩენს ეჭვს რომ იცოდა რაზეც მიდიოდა. რაც არ უნდა იყოს, ზოგადად მიდგომა ჩემი ძმაკაცი გამოუშვით არასწორია. მაგიტომ ვერ მიდის ეს ქვეყანა წინ, კანონი რომ ზოგისთვის კანონია და ზოგისთვის არა
კაკო
არ სცოდნია არაფერი ოვერმარსას
Levani
ამის ვარჯიშს თუ უყურეთ დინამოს აკადემიაში რო ჩაატარა?ჯეოთიმის იუთუბ არხზე დევს. ტიპს აქვს საშინელი გადმოცემის უნარი- ის ბიჭები შემეცოდა,რაღაცას ექაქანებოდა-ტიპს ჩამოყალიბებული წინადადება არ უთქვამს,ახანის მაგიერ ხმამაღლა ფიქრობს,აზრი უწყდება სხვა რამის ახსნას იწყებს,შუა გზაში ავიწყდება და მერე სხვა რამეს ყვება და ასე დაუსრულებლად.მართლა შემეცოდა ის ბიჭები და კიდე კაი ეს რო არ დაინიშნა ნაკრებში. P.S. ამის მონაგარია-უზარმაზარი დაფინანსებით უზბეკეთის ჩემპონობა.სხვაგან სადაც იმუშავა არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია,კაისერიდან მალევე გაუშვეს,ტრაბზონიდანაც.ქასიმფაშაში დრო ჰქონდა და მაგარი პირობებიც და განსაკუთრებულს არაფერს არ თამაშობდა ამის გუნდი,იქაც ამოწურა თავის თავი წარმატებების გარეშე. ვან გაალთან რო აქვს ნამუშევარი და რაღაცეები იმისგან ისწავლა-ეგ ბევრს არ ნიშნავს..თვითონ ვან გაალიც ვინ ჩემი ფეხებია,აიაქსის მერე წესიერი გუნდი ვერ ააწყო სადაც იმუშავა,ბაიერნიდან დროზე გააგდეს სანამ რამეს დააშავებდა.მანჩესტერი ისე არია ამის წასვლის მერე ვერავინ ვერ დაალაგა. იზვინი შოთი,მაგრამ რუსთავი 2ში რო დაჯდები ასე მიგაკომენტებ-არც ის დამავიწყდა დემეტრაძის პადდერშკა რო გთხოვეს და ამის "დემე გამოუშვითს" მაგიერ რო თქვი-კანონი ყველასთვის გამკაცრდესო,ანუ დემე არ გამოუშვათ და სხვებიც დაიჭირეთო.
ქ. გ.
შოთა იმას კი არ ამბობს, რომ ხვიჩა არ არის კარგი ფეხბურთელი. უბრალოდ ინფორმაცია მოგვაწოდა. სულ უფასოდ რომ გაუშვას რუბინმა, გეწყინებათ? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რამდენად აფასებენ ხვიჩას?
Skeleton
დავიწყებ იქედან, რომ არველაძეს არავინ ლანძღავს, არველაძე არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა და ასე დარჩება სულ. უბრალოდ ლეგენდას უნდა ესმოდეს, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში თავისი არასწორი განცხადებებით არ უნდა დააბრკოლოს. ეგ 18 მილიონი ტრანსფერმარკეტმა დაადო კვარაცხელიას და რა ვერ მოინელეს ეგ ფასი? თვითონ დაიფასა კვარაცხელიამ თავი თუ რას ეჩხუბებიან ამ ბიჭს რატომ გადევს ამხელა ფასიო ვერ გავიგე :დ ეგ არავინ იცის მომავალში ვინ რა გახდება. ფეხბურთი ისეთი რამეა ერთმა დეტალმა/მოვლენამ შეიძლება გადაგიწყვიტოს მთელი კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ. ვერავინ გათვლის წინასწარ ვინ რას მიაღწევს, მაგას 35 წლის რომ გახდება კვარაცხელია მერე ვიტყვით. ასე რომ არველაძის ირონიული პასუხები რომ ამდენი არ ღირს, ან იმედია 27 წლის ასაკშიც ისევ პერსპექტიულად არ დარჩებაო, არის სრულიად არალოგიკური განცხადება ახალგაზრდა , 20 წლის ბიჭის მიმართ, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ითამაშოს დიდი ფეხბურთი და ყურადღებით უსმენს და ისრუტავს რას იტყვიან უფროსები, ლეგენდები, ის ადამიანები ვისაც პატივს სცემს. მხოლოდ ეგ შენიშვნა მექნებოდა როგორც რიგით გულსემატკივარს, თორე არველაძის ლეგენდობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს აქ.
ყოფილი დინამოელი
მარტო შვედებს და ესპანელებს გაუტანა? საბერძნეთსაც გაუტანა. მარცხენა გარემარბმა და არა ცენტრალურმა თავდასხმელმა 4 გოლი შეაგდო მჩ საკვალიფიკაციოში, სულ 6 გოლი გვაქვს გატანილი. მასათან ერთად ნაკრები სულ სხვა შემართებით თამაშობს და დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, მუდმივად 2-3 მოწინააღმდეგის ყურადღებას იქცევს და ზონებს ათავისუფლებს. არ დაგვავიწყდეს რომ ჯგუფის სიმბოლურში შევიდა Whoscored-ს ვერსიით, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებით, რაც სტაბილურ თამაშზე მეტყველებს. ამას ეძახით შემთხვევითობას? რაც შეეხება რუბინს, არ არის მაჩანჩალა გუნდი, ევროთასებზე გავიდა წინა წელს, ახლა მერვე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილს. რუსეთიდან top ლიგებში წასულან ფეხბურთელები, გოლოვინში 30 მლნ გადაიხადეს და ბებერ მირანჩუკში 14.5 მლნ. ეს არის რეალობა და არა ცაში აყვანა.აი თქვენ კი რაც დაწერეთ ეგ არის დაკნინება. შოთას რაც შეეხება იასნია იტრიპაჩა. 20 მლნ რომ ღირს ავტორიტეტული გამოცემა იძახის, რომელიც ფასებში არ ცდება.
me
ჯერ ერთი,რა წესია ერთი ქართველი ფეხბურთელი ცაში აგყავთ [ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით სრულიათ დაუმსახურებლად], ხოლო მეორე ქართველს ბოლო სიტყვებით ლანძღავთ? რა გიკვირთ? ვინ გადაიხდის 20-30 მლ-ს ფეხბურთელში,რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს ერთ-ერთ მაჩანჩალა გუნდში თითქმის 0 შედეგით [მიმდინარე სეზონში] და არც ერთი ჩატარებული თამაში ჩემპიონთა და ევრო ლიგაზე. შვედებთან და ესპანელებთან გატანილი გოლები კი სტაბილურობის გარეშე, მხოლოდ შემთხვევითობით აიხსნება. შოთას კი ევროპის რამდენ ლიგაში უთამაშია გაიხსენეთ!!! ან ნაკრებში თამაშისას რამდენი სიხარული მოუტანია ჩვენთვის. [ისე.. ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილზე გასვლა შოთას დროს ნამდვილად არ გვიზეიმია] მაინც, რატომ ხართ ასე დაინტერესებული რომ რუბინმა კვარა 20-30 მილიონად გაყიდოს? 10-12 მილიონად რომ გადავიდეს დორტმუნდში ან აიაქში ცუდია?.
დიდუბელი
ხვიჩას მინდა მივმართო, იქნებ კითხულობს, ნუ უსმენ ამათ, ბევრ რუსს და არამარტო შენი დიდი ფეხბურთელობა არ უნდა, მიაწექი ბოლომდე და ყველა შანსი გაქვს საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდე როგორც მინიმუმ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს და სჯერა შენი.
თემო
ვეღარ მოტვინეთ რომ რუსეთის ჭ ჩემპიონატში, რუბინში მოთამაშეში მით უმეტეს ქართველში 20 მილიონს არავინ გადაიხდის.ეს გაუმაძღარი ჯუღელის სურვილი იყო ადვილად გამდიდრებულიყო და რა შედეგი გამოიღო ხვიჩას თამაშიდან კარგად ჩანს.ჩვენ საამაყო ქართველს შოთის რისთვის ლანძღავთ რომ სიმართლე თქვა.ეგ კი არა უფრო ადრე უნდა ეთქვა სანამ ხვიჩას თავში აუარდებოდა.
ირაკლი
ხვიჩას ერთი ნაკლი აქვს, არ აქვს ევროკავშირის პასპორტი)))
las
ეგ იმიტომ რომ ქართველია. აბა ფელიქსი უნდა ღირდეს 120 მილიონი და სანჩო 90 მილიონი და კვარა 20 -იც არ ღირს? სასაცილოა
eeeeee
ისე ზუსტადაც რომ აიაქსის სტილს მოერგებოდა ხვიჩა. რა შუაშია კონტრის ფეხბურთელი? და ისე იმ ჩოლო გამოჩოლოვებულს კითხე ერთი, თომას ლემარი ღირს 70 მილიონი ევრო და ხვიჩა 20 იც არ ღირს? თომას მაწ ივო ლემარიიიი, 70 ლიმონი???? ჰო და მანდვე ჟოაო ფელიქსიც მოიკითხე, 120 მილიონიანი ბრილიანტი!
ზალიკო
მეიცა ფელიქსი ღირს 120 და ხვიჩა არ ღირს 20???შენ რო მაგარი ბიჭი ხარ იქვე გაგეცა პასუხი…

მეც ეგ შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სიმეონესთან ნაცნობობა გაამარიაჟა და დიდი მნიშვნელობა აღარ მიანიჭა რაც თქვა ხვიჩას მისამართით. ამხელა ლეგენდა კაცმა მეტი სტიმული უნდა მისცეს ამ უნიჭიერეს ბიჭს თუ ირონიულად უნდა ილაპარაკოს ამდენი არ ღირსო და რაღაც უაზრო განცხადებები აკეთოს. არ ველოდი ნამდვილად და ამ ბავშვისთვისაც გულსატკენია ეგ წამოსროლილი ფრაზები, როცა მხარდაჭერა ჭირდება უფროსი თაობისგან. რუსებმა უკვე თარგმნეს და წაიღეს ეგ ინტერვიუ. ყველაფერს თარგმნიან რაც საქართველოში ხვიჩაზე იწერება და ცოტა ჭკუას მოუხმონ ამათმა. სირცხვილია
დევკალიონი
კონრტშეტევაზე თამაშობს ტოპ გუნდების დიდი ნაწილი თუმცა რა მერე? კონტრ შეტევააა ყველა სწრაფი შეტევა დაცვიდან წამოსული და მანდ უნდა სისწრაფე,დრიბლინგი და ფინიში.
დევკალიონი
მიყვარს შოთა, მაგრამ რაც ამის ფართხალი მაქვს ნაკრებში ნაყურები და ნამგლოვიარები ... თვითონ რას ფიქრობს თუ არა ოვერმარსი კარგად იყოს.
ნიკო
შოთაჯან შენ და შენმა თაობამ ხომ თავი მოიკალით საქართველოს გულისთვის მახსოვს თქვენი ქვეყნის სიყვარული ფეხებზე რომ გეკიდათ ნაკრები, თავი რომ მოგაქვს ყველაზე მეტი გამიტანიაო, მასე სან მარიონოსაც ყავს თავის საუკეთესო ბომბარდირი, შვედეთის დონის ნაკრებისთვის გოლი არ გაგიტანია ამ ბავშვმა კიდევ ორი გაუტანა, ასევე ესპანეთს გაუტანა, საბერძნეთს, მაკედონიას ასე რომ მოდი რა სიმეონეს და ოვერმარსთან ახლობლობით ნუ გვეტრიპაჩები.

შეშურდა თუ რა ლაპარაკია? 20 წლის ნახევარმცველს უფრო მეტი გოლი აქვს მსოფლიოს შესარჩევზე ვიდრე თავდამსხმელ შოთას. ოვერმარსმა მე რისი მოთამაშე ვიყავიო? პოზიციურ პასებს ვარიგებდიო? ზუსტად ოვერმარსი იყო კონტრშეტევის ფეხბურთელი, რადგან სირბილის და ჩაწოდების მეტი არაფერი იცოდა. ქეცბაიას გარდა კაცი ვერ ვნახე მაგ თაობაში. იმასაც ნერვები არ უვარგა ამათ ხელში.
Sommer
ძალიან მაღიზიანებს მსგავსი გამოხტომები. სიმეონეს რომ იცნობს და აზრს ეკითხება გაგვაგებინა და სასიამოვნოა, მეც ძალიან ვაფასებ არველაძეებს, უბრალოდ ახალგაზრდებს სხვანაირად უნდა დაუჭიროს მხარი. არც ის მომეწონა ესპანეთთან მაგარი თამაშის შემდეგ კვარაზე რომ თქვა, იმედია 27 წლის ასაკშიც არ ვიტყვით რომ ნიჭიერაო, მაგ ასაკში უკვე პენსიონერი ხარო. რა შუაში იყო 7 და 10 წლის მერე რა მოხდება იმის განხილვა, კარგად ითამაშა ფეხბურთელმა და რამე დადებითი მაინც თქვი. ვითომ ქებით არ გავაფუჭოთი ამას აწვებიან?! სინამდვილეში კი მიჩვეული არ ვართ კარგის დანახვას და მუდმივად ეს თვითგვემა მოგვწონს. სატრანსფერო ფასს რაც შეეხება ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი და ჯერ ჯერობით ამ ქვეყანაში მაგ ფასი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია, რატომ აწვებიან ასე ,ამდენი არ ღირხარო არ მესმის. თარგმნიან მერე რუსები და აგებენ ათასნაირ საზიზღარ სტატიებს ამ ყველაფერზე
ვიქტორი
ტენდენციაა ასეთი, მცდარი - უმეტესობას ზოგიერთ ძველ ქართველ ფეხბურთელზე რატომღაც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.
mamuka
შოთას ცუდი კონტექსტით არ უთქმია თუ დააკვირდებით. ისე ხვიჩას საკუთარ თავზე ბევრი აქვს სამუშაო, ფიზიკური გამძლეობა და პოზიციური ტამაში უნდა ისწავლოს. ძალიან კარგი ბიჭია ვქომაგობ წარმატებები მას და ღმერთმა ქნას შოთაზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს
1111
ძალიან დიდი ხანია კომენტარი დამიწერია იმედი მაქვს,რომ შოთი ხვიჩას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს ასეთ განცხადებას და ცდილობენ რუბინს დაუცხრონ როგორმე მადა, რომ რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი რუსეთის ჩემპიონატს, მაგრამ ჩემი აზრით სუფთა საფეხბურთო ნიჭით სტატისტიკით ასაკით და იმის გათვალისწინებით თუ რა გარემოში უწევს თამაში რა ფეხბურთელების და პროფესიონალების გვერდით ჟოაო ფელიქსს და სადაც ოსმან დემბელეშია 120 მილიონი გადახდილი 2017 წლიდან ბარსელონაშია 81 თამაშში 18 ბურთი და ხვიჩაზე 4 წლით უფროსია (ფელიქსი 2-ით)სასაცილოა 20მილიონზე ლაპარაკი იოციც ღირს და ოცდაათიც თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გაცილებით დიდი პროგრესის გაკეთება შეუძლია ხვიჩას იმ 2 და მითუმეტეს 4 წელიწადში რომელიმე გრანდში ძლიერი ფეხბურთელების გვერდში ტექნიკური ფიზიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით.რაც შეეხება ოვერმარსის "ნააზრევს" დააკვირდეს რუბინს და საქართველოს ნაკრებს მთელი გუნდისს ტაქტიკაა რიგ შემთხვევებში კონტრშეტევებზე აწყობილი კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე რომლის არც დაწყება და არც დასრულება ხვიჩას არ უჭირს ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენი თვალით ნანახი და აიაქსი თუ პირველ ნომრად ეთამაშება დორდრეხტს და იგლზს მაგიტო დებს ყოველ წელს ლიგას ნეტა დროზე მიეცეს ამ ბიჭს საშუალება სისტემატიურად პირველ ნომრად თამაშის და ყველა წინაპირობა არსებობს დემბელეები სანჩოები ბუკაიო საკები და თვით ოვერმარსებიც აღარ გაგვახსენდეს
ხორ'ხე
სიმეონეს გადახდილი 120 მილიონი ხომ ღირს ფელიქსი და ოვერმარსის გაყიდული დე ლიხტი და დე იონგი ხომ ამართლებენ 90 მილიონიან ფასს?! არასწორი ხარ შოთა ამაზე რომ საუბრობ! პირიქით უნდა გესაუბრა...
სოსო
მჯერა, რომ ხვიჩა თავის სათქმელს იტყვის და თავის შესაბამის კლუბს მონახავს!!
სიმართლე
ვატო არველაძე ღირს ზატო 20000, ტეხავს მსგავსი საუბარი. მალე ნაკრების რეკორდსმენი მეგოლე არ იქნები, ნუ ღელავ
mindia
მთლად ეგრეც არაა. უბრალოდ გუნდს უნდა შეეძლოს სისწრაფის გამოყენება
Skeleton
ამას ჯობია საერთოდ არაფერი თქვა. ეგ ფასი ტრანსფერმარკეტმა დაადო და ხვიჩა რა შუაშია საერთოდ. რა საჭიროა ასეთი დამცირებით საუბარი ფეხბურთელზე. შვედეთთან დუბლი რომ გაიტანა ერთი რამ მაინც ეთქვა დადებითი, ეგრევე მოგვახარა იცით ამდენი არ ღირსო :დ სიმეონეს რომ იცნობს ის გაგვაგებინა თუ რა საჭირო იყო ეს კომენტარი? სიმეონეს ეკითხება შემიხედე ერთი ამ ბიჭს რამდენად შემიფასებდიო? ფეხბურთია თუ სტამბულის მონათა ბაზარი :დ
ის
სწორი უთქვამს ოვერმარსს, პოზიციურ შეტევებში სუსტია ხვიჩა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ