eldesmarque იტყობინება, რომ "ვალენსიას" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება მეკარე გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსიას" ფინანსურად არ ულხინს და მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სინგაპურში აპირებს გამგზავრებას, რათა კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმს შეხვდეს და ტრანსფერებისთვის თანხა სთხოვოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან ამ ქვეყანაში შესვლა კოვიდის სიტუაციის გართულების გამო ადვილი არ არის.

ბორდალასს სურს წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნოს და ცენტრალური მცველი დაიმატოს, ვინაიდან ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს. აგრეთვე ჯერ კიდევ არაა მიღებული გადაწყვეტილება მამარდაშვილის, ომარ ალდერეტეს, უგო დუროსა და ელდერ კოსტასთან დაკავშირებით.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" თბილისის "დინამოდან" იჯარის წესითაა გადასული და 1-ელ იანვრამდე მისი ტრანსფერის შედარებით იაფად განხორციელება შეუძლიათ.

ახლა "ღამურების" ძირითადი გოლკიპერი ნიდერლანდელი იასპერ სილესენია, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ მასში სერიოზული თანხა არ შესთავაზეს, არ გაყიდიან. თუმცა, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ეს კლუბისთვის პრობლემაა.

გუნდში კიდევ ორი მეკარეა: 31 წლის ხაუმე დომენეკს ხელშეკრულება ასევე 2023 წლამდე აკავშირებს, თამაში არ უწევს და წასვლა სურს, ხოლო 23 წლის კრისტიან რივეროს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს დადებული და იანვარში შეიძლება გაანათხოვრონ.

Gia
სკაიპი გადმოწეროს..ვერა რა ეს ხალხი..
Mima
ელიზაბეტ ტეილორი და ჯეკ ბეღურა თუ იქნებიან?
მერაბი
რა სინგაპური, ელექტრონული პროგრამები დაილია?! სულ არ არის იდეა ფიქსი, რომ გიორგიმ ვალენსიაში განაგრძოს კარიერა. ნორმალური გუნდი მისაღებ ფასად დიდი სიხარულით აიყვანს.
კაპიტანი
ძან უიღბლობა დაგვჩემდა ამ ბოლო წლებში მეგონა ვალენსიაში გადასვლით დიდი წინსვლა დაიწყებოდა მამარდას ისტორიაში ეს გუნდი კი ისეთი პირი უჩანს დაშლის პირასაა .რა დავწერო აღარ ვიცი .აქეთ კვარას ბედი მაღელვებს ჩაკვეტაძემ ხო დაგვაწყვიტა ყველას ნერვები .
ქომაგი
მე მგონი გიორგი და ის ახალგაზრდა მეკარე უნდა დაიტოვონ და ასაკიანი და მაღალ ხელფასიანი სილესენი გაყიდონ ფული მაინც დარჩებათ. ეს ჩემი აზრია და ვალენსიამ იცის უკეთ რა ჯობია მათთვის. ჩვენ ჩვენ გასაცოდავებულ ფეხბურთზე ვერ მიგვიხედავს.
Gogita
ვალენსიას 400 მილიონი ევრო აქვს ვალები.კლუბი არის ბანკროტი.მარტო წელს( ამ სეზონში) კიდევ 40 მილიონი ზარალზე გადის.ლიმას თავისი ინტერესები ჰქონდა ვალენსიის პორტთან დაკავშირებით, მაგრამ ესპანეთის კომუნისტ-სოციალისტურმა მთავრობამ უარი უთხრა.ახალი სტადიონი ნახევრადაშენებული დგას და პერსქტოვაშიც არ ჩანს მისი დამთავრების საკითხი.თვითონ გუნდიც ძირითადად შედგება ფეხბურთელებისჰან რომელთა უმრავლესობა ვერ გამოდგა ვერსად და გასესხებულები არიან . მართლაც ძალიან ეჭვი მეპარება ჩვენი გოლკიპერს მომავალზე ამ კლუბში, თანაც ახალ წლამდე თუ ლიმა არ ჩადებს კიდე 50 მილიონ ევროს, ალბათ წელს გადავა მეორე ლიგაში. მოკლედ ( ცოტა სხვა თემაა) სოციალისტების დაღუპეს არა მარტო ესპანეთი, არამედ ამ ქვეყანაში ფეხბურთიც.
რომა
სახელიღაა დარჩენილი დღეს ჩვეულებრივი გუნდია ისეთი როგორიც ხეტაფე რაიო და ხიხონი. აგერ დეპორტივოც კაი იყო ერთ დროს და ეხლა სადაა.. კარგ გუნდში უნდა გაყიდონ რას ეხვეწებიან
სოსო
თითქოს საღი აზრის საწინააღმდეგოდ,რატომღაც მგონია,რომ შესაძლოა მამარდაშვილის ვალენსიასათვის მიყიდვა,არც იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.წესით ახლა მისი ფასიც უფრო მეტი უნდა იყოს და ვალენსიას ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე,კლუბის კიდევ უფრო დასუსტებას უნდა ველოდოთ.ვფიქრობ მისი უფრო ძვირად გაყიდვაც შეიძლება და უფრო სტაბილურ გუნდშიც.მისი შესაძლებლობები ხომ უკვე ცნობილია.
gio emigranti
Moicadet rarasas ver vigeb... Valencias erti milioni ar aaq mamardashvilistvis???!!!
ნოდო
მერე ვასწავლოთ ამ კარგ ხალხს პროგრამა ზუმი რა აუცილებელია ესპნეთიდან სინგაპურში წასვლა მაგის გამო :დ
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო